მაგიდის სანათი - ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განწყობის ამაღლებისთვის |
მაგიდის სანათი - ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განწყობის ამაღლებისთვის |
შეხედავ, ერთი ჩვეულებრივი მაგიდის სანათი დგას თქვენს წინაშე, მაგრამ ცისკარას დევებისა არ იყოს - „ეს უბრალო ცერცვის მარცვალი არ გეგონოთ“ - მაგიდის სანათი ჩვენი ჯანმრთელობის მოფრთხილებასაც ახერხებს და განწყობაზეც დადებითად მოქმედებს, თუკი ოთახის საერთო დიზაინს სათანადოდ შევუხამებთ.
ხშირად იციან ხოლმე თქმა, თანამედროვე მოდის მოთხოვნებს თუ შეესაბამება ეს თქვენი მაგიდის სანათიო. რატომაც არა, Holst.ge-ზე ნამდვილად ნახავთ ისეთ სანათებს, თანამედროვე მოდის ყველაზე პომპეზურ მოთხოვნებს რომ სათანადოდ ეხმიანება, მაგრამ გემოვნება იმდენად ინდივიდუალურია, შესაძლოა, ვიღაცას გადაპრანჭული რამე-რუმე მოსწონდეს, დანარჩენებს - სისადავე. ჰოდა, მოდა კი არა, პირველ რიგში, თქვენ რომ მოგეწონებათ, ისეთი მაგიდის სანათები უნდა შეარჩიოთ და საკუთარ სახლში მოდის პირადი სტანდარტები დააწესოთ.
მოკლედ, Holst.ge მაგიდის სანათების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ, რაშიც თავადაც იოლად დარწმუნდებით, ახლა კი მთავარ საკითხს შევეხოთ - მართლა შეუძლია თუ არა მაგიდის სანათს ჯანმრთელობასა და განწყობაზე გავლენა მოახდინოს.
მაგიდის სანათის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის გახლავთ, რომ შეუძლია კითხვის დროს კარგი განათებით უზრუნველგვყოს. რა თქმა უნდა, ტორშერსაც იგივე შეუძლია, მაგრამ მისთვის ადგილს ყოველთვის ვერ იპოვით.
ზოგადად, საკმაოდ ხშირად ხდება ხოლმე, რომ მაგიდასთან მუშაობისას და არა მხოლოდ იქ, განათების ნაკლებობას განვიცდით. რაღა თქმა უნდა, ეს ამბავი არც ისე სასარგებლოა. გარდა იმისა, რომ შესაძლოა, შრომისუნარიანობა დაგვიქვეითოს, მხედველობას რომ აზიანებს, კი გეცოდინებათ.
განათებას რომ პირდაპირი კავშირი აქვს ჩვენს განწყობაზე, ათასნაირი პროფილის მეცნიერს უამრავი კვლევით აქვთ დადგენილი. ამასთან ერთად, რაც უფრო ლამაზია სანათი და როგორც ზემოთაც ვთქვით, რაც უფრო იდეალურად ერწყმის ოთახის, სივრცის დიზაინს, ბედნიერების ჰორმონების გამომუშავებაზე ეს ფაქტი ნამდვილად დადებით გავლენას იქონიებს.
ახლა ისიც ვთქვათ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მაგიდის სანათის შერჩევისას. ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარია შემდეგი:
ნახსენებიდან განსაკუთრებული ყურადღება მაინც ფერთა ტემპერატურას უნდა დაუთმოთ. სანათებისთვის, რომელთაც ნათურები ეცვლებათ, ეს დიდად მნიშვნელოვანი არ არის, რადგან მისი გამოცვლა ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ. რაც შეეხება შუქდიოდურ სანათებს, აქ უკვე ნამდვილად მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ცივი ნათება საკმაოდ სპეციფიკურია და მუშაობა ასეთ პირობებში ყველასთვის კომფორტული ნამდვილად არ გახლავთ. ამასთან, ცისფერი სპექტრი მხედველობისთვის არც ისე სახარბიელოა. მეორე მხრივ, მცირე დეტალებთან მუშაობისას, ცივი ნათება უკეთ კონცენტრირებაში გვეხმარება.
ნეიტრალური ნათება მუშაობისთვის ოპტიმალურია. ოფისებში ხშირად სწორედ ნეიტრალური თეთრი ნათების მქონე განათებას ირჩევენ, რასაც იმით ხსნიან, რომ ასეთ პირობებში თანამშრომლები ბევრად კონცენტრირებულები არიან.
თბილი ნათება თვალებისთვის სასიამოვნოა და შესაბამისად, მისაღებია მაგიდის სანათებისთვისაც. ერთი კია, ასეთი შეფერილობა უფრო მომადუნებელია და შესაძლოა, სამუშაოზე კონცენტრირება ნაკლებად კომფორტული გახდეს.
სამუშაო მაგიდისა თუ მერხისთვის სამაგიდო სანათები შემდეგი პარამეტრების მიხედვით შეარჩიეთ: