| მაგიდის სანათი - უაღრესად საჭირო ატრიბუტი საქმიანი ადამიანებისთვის, მოსწავლეებისა თუ სტუდენტებისთვის |
| მაგიდის სანათი - უაღრესად საჭირო ატრიბუტი საქმიანი ადამიანებისთვის, მოსწავლეებისა თუ სტუდენტებისთვის |
ძალიანაც ჭკვიანი იყო ის ფისო, მაგიდაზე რომ ახტა და „ვაზა“ გადმოაგდო და არა მაგიდის სანათი. ნუ, ბებო კი გააბრაზა, მაგრამ სანათის გადმოგდებით კიდევ უფრო მეტი ოჯახის წევრის გულისწყრომას გამოიწვევდა.
ფაქტია, მაგიდის სანათი უაღრესად საჭირო ატრიბუტიასაქმიანი ადამიანებისთვის. ასევე, მათთვის , ვისაც მუდმივად წერა ან კითხვა უწევს. განსაკუთრებით კი მაგიდის სანათები ბავშვებს სჭირდებათ, რათა მეცადინეობის დროს თვალები ზედმეტად არ დაეღალოთ.ესეც რომ არ იყოს, არიან ადამიანები, რომლებსაც სანათები უბრალოდ, ინტერიერის კიდევ უფრო მეტად დამშვენებისთვის სჭირდებათ.
მოკლედ, იმ ამბავზე მარტივად შეგვიძლია შეთანხმება, რომ მაგიდის სანათები უამრავ ადამიანს სჭირდება, მაგრამ ჩნდება ერთი შეხედვით მარტივი, თუმცა, მეორე შეხედვით არც ისე - შეკითხვა - რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? ამ კითხვას მოსდევს კიდევ დამატებითი კითხვები: როგორი უნდა იყოს? რა ზომის? რა ფერის განათებაა უმჯობესი?
ჰოდა, რადგან ამდენი კითხვაა, Holst.ge პასუხებს ახლავე შემოგაშველებთ:
მოდით, ჯერ ის ვთქვათ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მაგიდის სანათის შერჩევისას. ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარი შემდეგია:
ნახსენებიდან განსაკუთრებული ყურადღება მაინც ფერთა ტემპერატურას უნდა დაუთმოთ. სანათებისთვის, რომელთაც ნათურები ეცვლებათ, ეს დიდად მნიშვნელოვანი არ არის, რადგან მისი გამოცვლა ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ. რაც შეეხება შუქდიოდურ სანათებს, აქ უკვე ნამდვილად მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ცივი ნათება საკმაოდ სპეციფიკურია და მუშაობა ასეთ პირობებში ყველასთვის კომფორტული ნამდვილად არ გახლავთ. ამასთან, ცისფერი სპექტრი მხედველობისთვის არც ისე სახარბიელოა. მეორე მხრივ, მცირე დეტალებთან მუშაობისას, ცივი ნათება უკეთ კონცენტრირებაში გვეხმარება.
ნეიტრალური ნათება მუშაობისთვის ოპტიმალურია. ოფისებში ხშირად სწორედ ნეიტრალური თეთრი ნათების მქონე განათებას ირჩევენ, რასაც იმით ხსნიან, რომ ასეთ პირობებში თანამშრომლები ბევრად კონცენტრირებულები არიან.
თბილი ნათება - თვალებისთვის სასიამოვნოა და შესაბამისად, მისაღებია მაგიდის სანათებისთვისაც. ერთი კია, ასეთი შეფერილობა უფრო მომადუნებელია და შესაძლოა, სამუშაოზე კონცენტრირება ნაკლებად კომფორტული გახდეს.
მაგიდის სანათების შერჩევა ოთახის ზომებიდან გამომდინარე შეგიძლიათ, რაზეც ქვემოთ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ.
- სანათი საძინებლისთვის
ეს არის სანათი, რომელიც საძინებელში, საწოლთან ახლოს, ტუმბოზე დგას. როგორც წესი, საძინებლის სანათს მომხმარებელი წყვილად ყიდულობს - თითო ტუმბოზე თითოს დასადგმელად, თუმცა თამამად შეგიძლიათ, არჩევანი განსხვავებულებზე გააკეთოთ. მაგალითად, თუკი თქვენ სხვა ტიპის სანათი მოგწონთ, პარტნიორს - სხვა, ადექით და განსხვავებულები შეიძინეთ.
წესით, ტუმბოზე განსათავსებელი სანათები საძინებლის სხვა ავეჯს უნდა შეესაბამებოდეს. მაგალითად, თუკი დიდი ტუმბოები გაქვთ, სანათიც, შესაბამისად, დიდი უნდა იყოს, თუკი ტუმბო პატარა ზომისაა, სანათიც პატარა უნდა შეარჩიოთ. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, თავად როგორც მოისურვებთ - Holst.ge-ზე ყველაზე პრეტენზიული გემოვნების დაკმაყოფილებაც შეიძლება.
- დეკორატიული მაგიდის სანათი
თუკი მაგიდის სანათების უმეტესობა ადამიანს უკეთ ხედვაში ეხმარება, დეკორატიულის დანიშნულება უფრო ვიზუალური კომფორტის შექმნაა. რა თქმა უნდა, ოთახსაც ანათებს, თუმცა მხოლოდ დეკორატიული სანათის იმედად ყოფნა არც ისე გონივრული გადაწყვეტილებაა.
- სანათები სამუშაო მაგიდისთვის
თუკი სახლში ცალკე სამუშაო ოთახი გაქვთ, ან გნებავთ, უბრალოდ, ოთახის ერთი პატარა კუთხეა შესაბამისად მოწყობილი, სათანადო განათება აუცილებლად დაგჭირდებათ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რამდენად კარგად არის სამუშაო სივრცე განათებული, პირდაპირ კავშირშია პროდუქტიულობასა და რაც მთავარია, ჯანმრთელობაზე.
როგორც წესი, მაგიდის სანათი ისეთი აგებულებისაა, ნებისმიერი კუთხის განათების საშუალებას იძლევა. ეს იმას ნიშნავს, რომ კომფორტულად მუშაობისთვის დამატებითი შესაძლებლობა გექნებათ.
როგორც საძინებლის ტუმბოს სანათის შემთხვევაში, მაგიდის სანათის ზომაც სამუშაო სივრცის შესაბამისი უნდა იყოს. კერძოდ, თუკი კომპაქტური მაგიდა გაქვთ, შეარჩიეთ მცირე ზომის სანათი, ხოლო თუკი სივრცეცა და მაგიდაც დიდი ზომისაა, შესაბამისად, სანათიც მოზრდილი უნდა იყოს.
- სანათი ტუალეტის მაგიდისთვის (ბუფეტისთვის)
მართალია, შეგიძლიათ, განსხვავებულებიც შეიძინოთ, მაგრამ ბუფეტის, სერვანტისა და ტუალეტის მაგიდისთვის, როგორც წესი, ორ ერთნაირ სანათს ირჩევენ ხოლმე. ხშირად, ასეთ სანათს ტუალეტის მაგიდის კიდეებში დგამენ. ჩვეულებრივ, ზომა 80 სანტიმეტრს არ აღემატება, ღერძი წვრილი, ხოლო აბაჟური - ფართო აქვს.
- სანათი ფორტეპიანოსთვის
ცოტა შორეულ წარსულს თუ გავიხსენებთ, როგორც წესი, ფორტეპიანოს სანათის დანიშნულება მუსიკოსისთვის ნოტების კითხვის გაადვილება იყო, თუმცა, დროთა განმავლობაში, მასაც უფრო სიმბოლური დატვირთვა მიენიჭა.


