მაგიდის სანათის კეთილშობილური მიზნების შესახებ... |
მაგიდის სანათის კეთილშობილური მიზნების შესახებ... |
არის ხოლმე, როცა ადამიანს ესაუბრები, მას კი უცნაური გამოხედვა აქვს, დაახლოებით აი, ასეთი: სინათლე უნთია, მაგრამ სახლში არავინაა...
ჰო, ტყუილად სინათლის ანთება საჭირო ნამდვილად არ არის, მით უმეტეს, როცა სახლში არავინაა და მით უმეტეს, როცა მაგიდის სანათი შეიძლება აბსოლუტურად უმიზნოთ იყოს ანთებული.
მიზანი კი მაგიდის სანათს უამრავი აქვს - კეთილშობილური და უაღრესად გამოსადეგი. რომელი ერთი ჩამოვთვალოთ: მუზა როცა მოგაწვებათ, გაბრდღვიალებული ჭაღის ქვეშ წერაზე ბევრად საინტერესოა მაგიდის სანათი გინათებდეთ საწერ მაგიდას. ან როცა კითხვა გსურთ, მეუღლეს კი - ეძინება, მთელ ოთახს ხომ არ გაანათებთ?
ქვემოთ უფრო უკეთ განვიხილოთ ის ამბები, რისთვის არის საჭირო მაგიდის სანათები:
ყოველდღიური მოხმარებისთვის, უმჯობესია, მოსწავლისთვის მოქნილი ფეხის მქონე მაგიდის სანათი შეიძინოთ, უფრო უკეთესი - მაგიდაზე ხისტი დამაგრებით. ხრახნიანი მომჭერის მქონე სანათი სამუშაო ადგილის მიღმა, მაგიდის კიდეზე მარტივად მაგრდება და რაც მთავარია, მოსწავლეს უფრო მეტი თავისუფალი სივრცე უჩნდება.
მოქნილი ფეხის მქონე სანათი იმითიც არის გამორჩეული, რომ მაგიდის ნებისმიერი წერტილის განათება შეიძლება.
მაგიდის სანათებში ხშირად გვხვდება ლუმინესცენტური ნათურა, რომლის შექმნისთვისაც ვერცხლისწყალი ან მისი ნაერთები გამოიყენება, რაც ჯანმრთელობისთვის რომ სახიფათოა, გეცოდინებათ. ამდენად, რეკომენდებულია, განსაკუთრებით, ბავშვების შემთხვევაში, შეარჩიოთ მაგიდის სანათი შუქდიოდური ნათურით - Holst.ge-ზე სწორედ ასეთი მოდელების შერჩევაა შესაძლებელი.
მაგიდის სანათი მოსწავლისგან მარცხენა მხარეს უნდა იდგეს, ხოლო თუ იგი ცაციაა, მაშინ - მარჯვენა მხარეს.
სინათლე უნდა ეცემოდეს მაგიდას და არ უნდა ხვდებოდეს მოსწავლის თვალებში. ბავშვების შემთხვევაში, უმჯობესია, სანათი საერთო განათების ფონზე გამოიყენოთ.
ოფისის თანამშრომელი, როგორც წესი, კომპიუტერთან მუშაობს, დოკუმენტებს ავსებს ან რაიმე სახის ოპერაციებს ასრულებს მცირე ზომის საგნებით. ასეთ პირობებში აუცილებელია სინათლის დამატებითი წყარო.
საოფისე მაგიდის სანათი ფუნქციური და ელეგანტურია. შეგიძლიათ გამოიყენოთ მოქნილი ფეხით ან პატარა კლასიკური მოდელი, რომელთაც Holst.ge-ზე, რა თქმა უნდა, ასევე შეარჩევთ. ნათურის დიზაინი დამოკიდებულია ინტერიერის სტილსა და თქვენს გემოვნებაზე. ნუ, პრინციპში, თუ უჟმური უფროსი გყავთ, ალბათ, მისი გემოვნებაც უნდა გაითვალისწინოთ, მაგრამ იმედია, ასეთი რამ შორს არის თქვენგან!..
ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, სანათისთვის შუქდიოდური ნათურის შერჩევაა რეკომენდებული.
საძინებელი ის ოთახია, კომბლებს რომ თლის და ჭერში აწყობს. არა, კაცო, ეგ კომბლეა, საძინებელს რაც შეეხება, საძინებელი ის ოთახია, მოსვენება და დასვენება რომ უნდა შეძლოს ადამიანმა. ამდენად, მიზანშეწონილია, მშვიდი, მოსადუნებელი განათება გამოიყენოთ. საწოლთან ახლოს, სანათი, როგორც წესი, კითხვისთვის გამოიყენება.
საძინებელში შეიძლება აბაჟურისა თუ პლაფონის გამოყენებაც, რომელიც სინათლეს სუსტად ატარებს.
შეიძლება ითქვას, სანათების განსაკუთრებით მრავალფეროვანი არჩევანი სწორედ საწერი მაგიდისთვის არსებობს. შერჩევა მარტივი სულაც არ არის, მაგრამ საჭირო კი ნამდვილად გახლავთ. დავიწყოთ იმით, რომ სანათმა მაგიდა უნდა გაანათოს და თვალები არ უნდა მოჭრას, ვინც იქ სამუშაოდ დაჯდება. სასურველია, რომ სანათი ინტერიერის კონცეფციას ერგებოდეს.
საწერი მაგიდის სანათის სიმაღლე ინდივიდუალურად შეირჩევა. პირველ რიგში მაგიდის ზომას უნდა მიექცეს ყურადღება.
განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს სანათი უფროსის მაგიდისთვის. ალბათ, იაფფასიანი ვერსია არ გამოდგება, თუმცა, გემოვნებით შერჩეული სანათი ნებისმიერ უჟმურ ხელმძღვანელს მოეწონება... ალბათ...
დეკორატიული სანათები ინტერიერის სტილისა და განათების ძირითადი მოწყობილობების გათვალისწინებით უნდა შეირჩეს.
თუკი ჭაღებსა და დიდი სანათების კოლექციაში მაგიდის სანათები არ შედის, ჩართეთ საკუთარი ფანტაზია და გემოვნება და ანალოგიური ფორმის მქონეს აუცილებლად მოიძიებთ.