მანქანები, რომელსაც ვატარებთ ბევრს რამეს ამბობს ჩვენზე. მანქანა არ არის მხოლოდ საჭიროების საგანი, ან ჩვენი იმიჯის ნაწილი. მანქანები გვიყვარდება მათი შეძენის დღიდან და ჩვენი ოჯახის წევრები ხდებიან. მათ ვუფრთხილდებით და ვუვლით, ვრეცხავთ და ვასუფთავებთ. ამ უკანასკნელისთვის კი ხელის მტვერსასრუტი დაგჭირდებათ. მანქანის მტვერსასრუტი დაგეხმარებათ მანქანაში სისუფთავის დაცვაში. თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ ეს საჭირო ნივთი, შეგიძლიათ ჩვენთან, Holst.ge- შეიძინოთ ახლავე. მომდევნო, ან იმავე დღეს ადგილზევე მოგაწვდით.

დაბალბიუჯეტური მტვერსასრუტი

დაბალანსებული მტვერსასრუტი

საუკეთესო არჩევანი

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მანქანის მტვერსასრუტის შეძენისას

შეწოვის სიმძლავრე

მტვერსასრუტის სიმძლავრე იზომება ვატებში. რაც უფრო მაღალი ვატისაა მტვერსასრუტი, უფრო კარგად შეუძლია მტვრის შეწოვა და გასუფთავება. დაბალი სიმძლავრის მტვერსასრუტით, თქვენ შესაძლოა მოგიწიოთ გასასუფთავებელ ადგილზე რამდენიმეჯერ მიბრუნება. ამ პროცესს მიაქვს უფრო დიდი დრო და უფრო დამღლელია. ასე რომ, ეცადეთ აირჩიოთ მაღალი სიმძლავრის მტვერსასრუტები, რომ საქმე გაიმარტივოთ.

მტვერსასრუტის მოქნილობა

მანქანაში ბევრი ისეთი წერტილია, სადაც გასაწმენდად მიდგომა რთულია. შესაბამისად მტვერსასრუტი უნდა იყოს მოქნილი და კომპაქტური. ეცადეთ აარჩიოთ ისეთი მანქანის მტვერსასრუტი, რომელიც ყველა წერტილს მიწვდება თქვენს მანქანაში.

B&D NVB12AV-XJ მანქანის მტვერსასრუტი

black&decker manqanis mtversasruti

ბრენდი BLACK&DECKER

პროდუქტის ტიპი მანქანის მტვერსასრუტი      

სიმძლავრე 9 W                  

კვების წყარო 12V     

ავზის მოცულობა 0.37 l   

წარმადობა 1122 l/min

გარანტია 1 წელი

წონა (კგ) 0.61

თუ მანქანა ხშირად დაგყავთ სამრეცხაოზე და შესაბამისად ფიქრობთ, რომ მძლავრი მტვერსასრუტი არ გჭირდებათ, ბლექ ენდ დეკერის NVB12AV 9 ვატიან მტვერსასრუტი შეგიძლიათ აირჩიოთ. ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი, რაც ზემოთ არ აღგვინიშნავს არის ხელის მტვერსასრუტის წონა. რაც უფრო მსუბუქია მტვერსასრუტი, უფრო მარტივია და ნაკლებად დამღლელი მანქანის დასუფთავება.  ეს კონკრეტული მოდელი არის ძალიან ბიუჯეტური და თავის საქმეში ერთ-ერთი საუკეთესო მტვერსასრუტი.

უპირატესობები:

  • დაბალბიუჯეტურობა
  • კომპაქტურობა

B&D NV1200AV-XK-მანქანის მტვერსასრუტი

black&decker manqanis mtversasruti2

ბრენდი BLACK&DECKER

პროდუქტის ტიპი მანქანის მტვერსასრუტი      

სიმძლავრე 12.5 W

კვების წყარო 12V     

ავზის მოცულობა 0.37 l   

წარმადობა 1122 l/m

გარანტია 1 წელი           

წონა (კგ) 1.9       

გერმანული ბრენდის კიდევ ერთი დაბალბიუჯეტური მოდელი, თუმცა წინა მტვერსასრუტისგან განსხვავებით ბევრად მძლავრი. 12.5 ვატი მაქსიმუმია, რასაც ხელის მტვერსასრუტებში შეხვდებით.

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • ხელმისაწვდომი ფასი

B&D ADV1200-XK-მანქანის მტვერსასრუტი

black&decker manqanis mtversasruti3

ბრენდი BLACK&DECKER

პროდუქტის ტიპი მანქანის მტვერსასრუტი      

სიმძლავრე 12.5 W

კვების წყარო 12V     

ავზის მოცულობა 0.61 l   

წარმადობა 1053 l/min

გარანტია 1 წელი           

წონა (კგ) 1.29

ADV1200 მტვერსასრუტი წარმოდგენილია დიდი ავზით, რის გამოც არ მოგიწევთ ხშირად გაასუფთაოთ მტვერსასრუტი. კომპაქტურია და სულ რაღაც 1.3 კილოგრამს იწონის. შესაბამისად მოსახერხებელი და კომფორტულია.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • სიმძლავრე
  • კომპაქტურობა

B&D PV1200AV-XK-მანქანის მტვერსასრუტი

black&decker manqanis mtversasruti4

ბრენდი BLACK&DECKER

პროდუქტის ტიპი მანქანის მტვერსასრუტი      

სიმძლავრე 12.5 W            

კვების წყარო 12V     

ავზის მოცულობა 0.44 l   

წარმადობა 1036 l/min       

გარანტია 1 წელი

წონა (კგ) 1.9

ამ, ძალიან მოსახერხებელი და კარგი დიზაინის მქონე მტვერსასრუტის შეძენაც ჰოლსტზე შეგიძლიათ ახლავე. მძლავრია და ბევრად უკეთ იმუშავებთ მიუდგომელ წერტილებში, ვიდრე წინა მოდელებით.  კომპაქტური და მოსახერხებელი მოდელია.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომპაქტურობა
  • მოხერხებულობა
  • სიმძლავრე

B&D PD1200AV-XK-მანქანის მტვერსასრუტი

black&decker manqanis mtversasruti5

ბრენდი BLACK&DECKER

პროდუქტის ტიპი მანქანის მტვერსასრუტი      

სიმძლავრე 12.5 W

კვების წყარო 12V     

ავზის მოცულობა 0.56 l   

წარმადობა 0.4 l/min

გარანტია 1 წელი           

წონა (კგ) 1.8

PD1200AV ჩვენს მარაგში საუკეთესო მანქანის მტვერსასრუტია. ამ მოდელს აქვს დრეკადი მილი, რომლის მეშვეობითაც მანქანაში თითქმის ყველა წერტილს მიწვდებით. არის მძლავრი, კომპაქტური და მსუბუქი. თუ საუკეთესო მტვერსასრუტს ეძებთ, რომელიც დიდი ხანი იქნება თქვენი მანქანის საბარგულში, ამ მტვერსასრუტის შეძენას გირჩევთ.

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • მოქნილობა
  • კომპაქტურობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება