მანქანის მტვერსასრუტი - გამარტივებული საქმე |
მანქანის მტვერსასრუტი - გამარტივებული საქმე |
სევდიანი წუთები მაშინ დგება, როცა მანქანაა დასალაგებელი. უფრო ზუსტად, შიდა მხარე. მიმოფანტული მტვრის ნაწილაკების პოვნა, წარმოუდგენელ ძალასთან ასოცირდება. თანამედროვე ადამიანი კი სიმარტივეს ეძებს. ამიტომ, სირთულეებს წარსულს აბარებს და კომფორტს იწყობს. მანაქანის მტვერსასრუტი ამის ზუსტი გამოვლინებაა. ხელსაწყო პატარა და კომპაქტურია. წონით კი მსუბუქი. მცირე ადგილს იკავებს და მიდამოს გულდასმით ასუფთავებს. რთულად მისადგომ ადგილებსაც კი წამებში წვდება. ამ კომფორტულ ინსტრუმენტს უპირობოდ იმსახურებთ. მანამდე კი ხელასაწყოს სპეციფიკა დეტალურად განვიხილოთ.
ჩვეულებრივ მტვერსასრუტს არაფერს ვუწუნებთ. სახლის დალაგება იდეალურად გამოსდის, მაგრამ ავტომობილზე იმავეს ვერ ვიტყოდით. პირველ რიგში იმიტომ რომ დიდი და შედარებით მძიმეა. მანქანისთვის კი პატარა და კომპაქტური ხელსაწყო გვჭირდება. ერთი ხელის გაწვდენით ყველაფერს უნდა მოედოს და სათანადოდ დაასუფთაოს. სტანდარტულ მტვერსასრუტს ავტომობილში ვერ დატოვებთ. წარმოუდგენელია, რადგან დიდ ადგილს იკავებს, ეს კი წამგებიანი საქმეა. სპეციალიზებული ინსტრუმენტი მცირე ადგილსაც სჯერდება. ბინას თავისთვის დაიდებს და არავის შეაწუხებს. თუ უეცრად დაგჭირდებათ, მაშინვე გვერდით გაჩნდება. ასე კი ავტომობილი ყოველთვის სუფთა იქნება. ხელსაწყოებს ტევადი ავზი აქვს, ამიტომ შეგროვებული მტვრის მაშინვე გაცლა არ დაგჭირდებათ. თუმცა, რა თქმა უნდა, უმჯობესია თუ მაშინვე გაასუფთავებთ.
როცა მტვერსასრუტის განსხვავებებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში ყურადღებას ვიზუალი იქცევს. სხვადასხვანაირი ფორმისა და ზომის ხელსაწყო პირველად ეფექტს ახდენს. სხვაობა მახსიათებლებშიც გვხვდება. პირველ ადგილს აქ უკვე სიმძლავრე იკავებს. ამის მეშვეობით ხელსაწყოს ძალა იზომება. თუ რამდენად სწრაფად და ენერგიულად მუშაობს. შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხი ავზის მოცულობაა. წამდაუწუმ გაცლა რომ არ მოგიწიოთ, უმჯობესია ტევადი ინსტრუმენტი შეარჩიოთ. ამ მახასიათებელს სხვა დატვირთვა არ აქვს. მხოლოდ ამ მხარეს განსაზღვრავს. განსხვავებას წარმადობაშიც ვაწყდებით. ასევე, სხვადასხვაა ფასი. თუმცა, უმეტესობას ხელმისწვდომი ღირებულება აქვს. დროა საერთო რამეც ვახსენოთ, მაგალითად ის, რომ ყველა მანქანის მტვერსასრუტს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ხარისხის მაჩვენებელიც ყველას უმაღლესი აქვს. ამ მხრივ წუნს ვერ უპოვით.
სხვა ხელსაწყოების შემთხვევაში, ერთმანეთს რამდენიმე ბრენდი ეჯიბრება. მანქანის მტვერსასრუტის საკითხში კი Black and decker უკონკურენტოა. ამიტომ, მხოლოდ ამ ბრენდის ხელსაწყოებს წარმოგიდგენთ. პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ ხარისხიანი მასალისგანაა დამზადებული. რადგანაც მსუბუქია, შესაძლოა მარტივად გატეხილიყო ან რაიმე სხვა დაზიანება მიეღო, თუმცა ამ შემთხვევაში ასე არ მოხდება. ამას გამძლე მასალა უზრუნველყოფს. აგებულებაც სწორედ ასეთი აქვს. ხარისხიანი ნაწილები ადვილად არ ცვდება. მაღალი სამუშაო რესურსი აქვს. დიდი ხნის შემდეგაც იგივე ძალით მუშაობს. Black and decker - ის მტვერსასრუტების უპირატესობა სიმსუბუქეცაა. 2 კილოგრამს არცერთი ცდება. პირიქით, უმეტესობა უფრო ნაკლებია. ამიტომაც, ძალიან კომპაქტურია.
რა ღირს ? ეს კითხვა ხშირად ისმის და ზოგჯერ პასუხის მოსმენისას, თავს უკმაყოფილოდ ვაქნევთ, პროდუქტს კი თავის ადგილას ვდებთ. Holst.ge- ზე მოხვედრისას ეს ნაცნობი სიტუაცია, უცნობი უეცრად გახდება. აქ ფასის გამო არაფრის დაბრუნება მოგიწევთ. თითოეულ ხელსაწყოს შესაბამისი ღირებულება აქვს. ყველაფერი სიმძლავრესა და სხვა მონაცემებზეა დამოკიდებული. მძლავრ ინსტრუმენტებს შედარებით მაღალი ფასი აქვს და დანარჩენებს უფრო ნაკლები. საბოლოოდ, მიუწვდომელი არცერთი არ არის.
ალტერნატივა ყოველთვის მოიძებნება და ამ შემთვევაშიც ასეა. თუ კი ერთიანი თანხა არ გაქვთ, მაგრამ ხელსაწყოს შეძენა გსურთ, განვადებით ისარგებლებთ. თანხა თვეების სასურველ რაოდენობაზე გადანაწილდება და პრობლემაც მოგვარებულია. შემდეგ კი ერთიანის მაგივრად, ეტაპობრივად გადაიხდით.
სად უნდა შეიძნოთ ხელსაწყოები კომფორტულად, თუ არა Holst.ge- ზე ?! ჩვენ კარგ აურასა და მარტივ წესებს გთავაზობთ. არ დაგავიწყდეთ რომ ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ. Holst.ge ონლაინ ჰიპერმარკეტია. შეძენა მხოლოდ გამოწერითაა შესაძლებელი. ამით კი თქვენი დრო და ენერგია იზოგება. ზუსტად იმისთვის რომ მტვერსასრუტს მშვიდად დაელოდოთ და შემდეგ მანქანა მთელი ძალით დაასუფთაოთ. გამოწერილი ნივთები რამდენიმე დღეში თქვენთაა. 50 ლარზე მეტ შენაძენზე უფასო მიტანა ვრცელდება. საკურიერო მომსხურებით კი მთელი საქართველოს მასშტაბით ისარგებლებთ. ყველაფერი როგორი მარტივია არა?! ნამდვილად ასეა და ამას რომ თავი დავანებოთ, Holst.ge - ზე ხარისხიანი ბრენდებია თავმოყრილი. ყველა მათგანი საიმედოა. ამიტომ, ნივთების შერჩევა მშვიდად განაგრძეთ. სასიამოვნო მომსახურებას კი ჩვენ ვუზრუნველვყოფთ.
ბრენდზე უკვე ვისაუბრეთ, ახლა კი დეტალური განხილვის დროა. კონკრეტული მანქანის მტვერსასრუტი მძლავრია. ფორმით ოდანვ დიდია და საშუალო წონისაა. ყველანაირი ტიპის სივრცეში გამოიყენებთ, მაგრამ დიდ ავტომობილში უფრო გამოგადგებათ. ან იმ შემთხვევაში თუ კი გადამზიდი მანქანა გყავთ. ასეთ დროს მეტი მტვერი გროვდება და მძლავრი ხელსაწყო დაგჭირდებათ. ეს მოდელი კი სწორედ ასეთია. ინსტრუმენტს ერთ წლიანი გარანტია აქვს.
უპირატესობები:
მეორე მანქანის მტვერსასრუტი განსხვავებული ვიზუალის მქონეა. სიმძლავრიდან გამომდინარე ეფექტურად მუშაობს. დასასუფთავებლად ცოტა დრო სჭირდება და კომფორტული გამოსაყენებელია. ხელსაწყოს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ზოგჯერ მუშაობისას თავს ქარხნული დეფექტი იჩენს. ამ პრობლემას კი მხოლოდ საგარანტიო ტალონი აგვარებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია რომ საიმედო ადგილას შეინახოთ. საჭირო იშვიათადაა, მაგრამ მაინც. მანქანის მტვერსასრუტს ტევადი ავზი აქვს. ამიტომ, ხშირად გაცლა არ დაგჭირდებათ.
უპირატესობები:
Black and decker - ის მესამე მტვერსასრუტი სრულიად კომფორტულია. კიდევ უფრო მოქნილია, ვიდრე დანარჩენები. ამიტომ, გამოყენება პრობლემა არასდროსაა. მუდამ კომფორტულად მოიხმართ. ვიზუალიდან გამომდინარე ნებისმიერ სივრცეს ითვისებს. რაც უნდა პატარა და მიუღწეველი მონაკვეთი იყოს, ხელსაწყო მარტივად ითვისებს. ამაში მოქნილობა, სიმლავრე და წარმადობა ეხმარება. ასევე, აღსანიშნავია ინსტრუმენტის ხელმისაწვდომი ფასი.
უპირატესობები:
ბოლო მანქანის მტვერსასრუტი ნაკლები სიმძლავრისაა. ასევე, იკლებს ტევადობის მაჩვენებელიც. თუმცა, ძალიან მსუბუქი და კომპაქტურია. პატარა ავტომობილებისთვის კარგად გამოსაყენებელია. ამ ტიპის დატვირთვას ჩვეულებრივად უძლებს და ეფექტურადაც მუშაობს. ხელსაწყოს ერთ წლიანი გარანტია აქვს. რადგანაც შედარებით ნაკლები მონაცემების მქონეა, ფასიც ხელმისაწვდომი აქვს. ამიტომ, თუ კი ყოველდღიური მტვერის საწმენდად გჭირდებათ, ეს მოდელი სწორი არჩევანია. სულ რამდენიმე წუთში, სრულიად მარტივად კი Holst.ge - ზე შეიძენთ.
უპირატესობები: