მანქანის მტვერსასრუტი - ის, რაც კომფორტისთვის გჭირდება |
მანქანის მტვერსასრუტი - ის, რაც კომფორტისთვის გჭირდება |
ავტომობილს სათანადო ყურადღება სჭირდება. ყველაფერი მუდამ მწყობრში უნდა იყოს. ამაში მხოლოდ გამართულობა არ იგულისხმება. ცხადია, ეს უპირველესია, მაგრამ ამავდროულად, სისუფთავეც მნიშვნელოვანია. ეს კი საკმაოდ რთულია, რადგან მანქანა მცირე სივრცეებისგან შედგება და ზოგჯერ ყველა ტერიტორიას ვერ ვწვდებით. მანქანის მტვერსასრუტი თუ კი გაქვთ, პრობლემები ავტომატურად იხსნება. მარჯვე ხელსაწყო საქმის დიდოსტატია და არაფერი ეშლება. ინსტრუმენტისთვის არც ისეთი ადგილი არსებობს, რომელსაც ვერ მიწვდება და დაუსუფთავებელს დატოვებს. მოკლედ, საუკეთესოა და თუ ავტომიბილი გყავთ, მტვერსასრუტიც აუცილებლად დაგჭირდებათ.
რა სიმძლავრის მანქანის მტვერსასრუტი უნდა შეიძინოთ ? ამ კითხვაზე პასუხი გზას გაგიკვალავთ და შერჩევას გაგიმარტივებთ. საქმე არც ისე რთულადაა, ჩვენთან ნებისმიერი სიმძლავრის ხელსაწყოს შეხვდებით. დიდი ავტომობილებისთვის, უმეტესად, მძლავრი მტვერსასრუტი გამოიყენება. ასე პროცესი ბევრად მარტივია. სწრაფი ხელსაწყო სივრცეს წამებში ასუფთავებს. შედარებით დიდი ტერიტორიისთვის კი ზედგამოჭრილია. თუ პატარა მანქანა გყავთ, მაშინ სავალდებულო არ არის, მაინცდამაინც დიდი მტვერსასუტი შეიძინოთ. მცირე სივრცეს და საქმეს დაბალი ძალაც კარგად უმკლავდება. შეგიძლიათ მტვერსასრუტი მუდამ მანქანაში გქონდეთ, რადგან ასეთი მოდელები დიდ ადგილს არ იკავებს და შესაბამისად, ხელსაც არაფერში შეგიშლით.
სიმძლავრიდან პირდაპირ ტევადობაზე გადადით. ავზის მოცულბა სამეულში მოხვედრას ნამდვილად იმსახურებს. შერჩევისას ამ მახასიათებლითაც უნდა იხელმძღვანელოთ. განსხვავებებს აქაც ვაწყდებით. არსებობს დიდი, საშუალო და პატარა ავზის მქონე ხელსაწყოები. პირველი იმ შემთხვევაშია კარგი, რომ ხშირად გაცლა არ დაგჭირდებათ. შეგიძლიათ გარკვეული დროის განმავლობაში შეაგროვოთ და შემდეგ დაცალოთ. პატარა ტევადობის მქონე მანქანის მტვერსასრუტი კი სხვანაირ წესებს მოითხოვს. ასეთი ინსტრუმენტები ნარჩენებისგან უფრო ხშირად უნდა გაცალოთ. სულ ეს არის და თუ თქვენ დისკომფორტს არ შეგიქმნით, სხვა მხრივ უპრობლემოა. დაბალი სიმძლავრის მქონე მტვერსასრუტებს, ძირითადა, პატარა ავზი აქვს და მეტად კომპაქტურია.
უყურადღებოდ დასატოვებელი არც სამუშაო რესურსია. ხელსაწყო ამ კუთხითაც კარგი უნდა იყოს. სერიოზული ინსტრუმენტია და გამძლეობა მოეთხოვება. მაღალი სამუშაო რესურსი კი ამისთვის აუცილებელია. ყველაფერს თავისი დრო აქვს და გარკვეული წლების შემდეგ, მწყობრიდან ნებისმიერი ხელსაწყო გამოდის. მთავარი ის არის, რომ შეძენიდან მალევე არ გაფუჭდეს, დანარჩენი ბუნებრივია. ასე რომ არ მოხდეს, ხარისხიანი და მაღალრესურსებიანი ინსტრუმენტი უნდა შეიძინოთ. სწორედ ამიტომ, ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია.
პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვეულებრივი მტვერსასრუტი ავტომობილისთვის არაკომფორტულია. იმ მიზეზით, რომ დიდია და კომპაქტური სულაც არ არის. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ მანქანას პატარა სივრცე აქვს და დეტალურად სამუშაოა. სტანდარტული მტვერსასრუტი კი შეიძლება ყველა ადგილს ვერ მიწვდეს. ავტომობილისთვის განკუთვნილი ხელსაწყო სულ სხვაა. ბევრად კომპაქტური და მარტივად გამოსაყენებელია. ყველაფერს ზუსტად ერგება და ნებისმიერ ტერიტორიას სწვდება. ზომითაც ბევრად პატარაა, ამიტომ, მანქანაში მცირე ადგილს იკავებს. შეგიძლიათ სულ თან ატაროთ და საჭიროების შემთხვევაში ყველგან გამოიყენოთ.
მანქანის მტვერსასრუტებში საკმაოდ ფართო არჩევანია, ბრენდებს შორისაც კი. თუმცა, მთავარი წესი არ უნდა დაგვავიწყდეს. ყველა სანდო როდია და იმედგაცრუებულები რომ არ დარჩეთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. მაშ, ისმის კითხვა, თუ რომელია საუკეთესო ბრენდი ? დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ საკითხში Black and decker- ს ბადალი არ ჰყავს. არაერთხელ დამტკიცდა რომ ყოველთვის ხარისხიან პროდუქტს ქმნის. ზუსტად ისეთს, როგორიც კარგ ბრენდს შეეფერება. სწორედ Black and decker - ის ხელსაწყოებს გთავაზობთ Holst,.ge. ზუსტად იმას, რაც ნამდვილად ვიცით, რომ საუკეთესოა.
ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი რომ საუკეთესოა, ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ და თუ რატომ, ახლავე მოგახსენებთ. ბრენდებსა და ხელსაწყოების ხარისხზე უკვე ვთქვით, დროა სხვა საკითხებზე გადავიდეთ. Holst.ge- ის მთავარი უპირატესობა, ინსტრუმენტების სახლიდან გაუსვლელად შეძენის შესაძლებლობაა. დიახ, ზუსტად ასეა. ხელსაწყოები უნდა გამოიწეროთ და დაელოდოთთ. თქვენ არსად წასვლა არ გიწევთ. ამით კი უამრავ დროს ზოგავთ. მნიშვნელობა არ აქვს სად ცხოვრობთ, თბილისსა თუ რეგიონში, ინსტრუმენტებს ყველგან მოგაწვდით. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. 50 ლარზე მეტ შენაძენზე კი მიტანა უფასოა. ამ ყველაფერს ემატება სასიამოვნო მომსახურება და შეძენილი ნივთების დროულად ჩაბარება.
ამჯერად ოთხი სხვადასხვა სახის მტვერსასრუტი უნდა განვიხილოთ. ყველას ერთი რამ აერთიანებს და ეს ხარისხია. განსხვავებები უფრო მეტია და სჯობს რიგ-რიგობით მივყვეთ. კონკრეტული მანქანის მტვერსასრუტი მაღალი სიმძლავრისაა და ყველანაირ საქმეს აკეთებს. რთული მისიასაც კი სწრაფად ასრულებს. ასე მონაცემებიდან გამომდინარეა. თავისუფლად შეგიძლიათ დიდი ავტომობილისთვის გამოიყენოთ. უფრო მეტი სივრცე რომელშიც იქნება, სწორედ ისეთს ვგულისხმობთ. ხელსაწყოს ტევადი ავზი აქვს და ამ მხრივაც არაჩვეულებრივია.
უპირატესობები:
პირველ მოდელს არც მეორე ჩამორჩება. მტვერსასრუტს საკმაოდ მაღალი მონაცემები აქვს, მათ შორის, სიმძლავრე და ავზის მოცულობა. სხვა მხრივად ყველაფერი მწყობრშია. შეგიძლიათ ხელსაწყო ნებისმიერ სახის ავტომობილისთვის შეიძინოთ, თუმცა, დიდი მანქანებისთვის უკეთესია. ინსტრუმენტის სახით გვერდით ერთგული მეგობარი გეყოლებათ. ხელსაწყოს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. არა მარტო კონკრეტულ მოდელს, არამედ ყველა ჩამოთვლილ ინსტრუმენტს ახლავს. საგარანტიო ტალონი ქარხნული დეფექტის შემთხვევაში გამოგადგებათ. თუ აღმოაჩენთ, რომ ინსტრუმენტს რაიმე წუნი აქვს, მტვერსასრუტი სერვის ცენტრში უნდა მიიტანოთ და თან საგარანტიო ფურცელი წარადგინოთ. შემდეგ კი პრობლემა მარტივად მოგვარდება.
უპირატესობები:
ეს კომპაქტური მტვერსასრუტი ქებას იმსახურებს. ხელსაწყო მართლაც კომფორტული გამოსაყენებელია. მცირე ადგილს იკავებს და არც მანქანაში მისი შენახვაა რთული. საქმეს კი არაჩვეულებრივად ასრულებს. ტევადი ავზი რომ აქვს, არც ის დაგვავიწყდეს და აქვე ხელმისაწვდომი ფასიც ვახსენოთ. მანქანის მტვერსასრუტი ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.
უპირატესობები:
ყველაზე პრაქტიკულად გამოსაყენებელ მტვერსასრუტს თუ ეძებთ, თქვენს წინაშე ზუსტად ასეთი ხელსაწყოა. ინსტრუმენტი მონაცემების კუთხითაც კარგია. საშუალო ზომის ავზი აქვს და კომპაქტურია. როგორც დანარჩენებს, ერთ წლიანი გარანტია მოყვება. შეგახსენებთ, რომ ჩვენთან ხელსაწყოებს სახლიდან გაუსვლელად, სრულიად კომფორტულად იძენთ.
უპირატესობები: