მანქანის მტვერსასრუტი - „მტვერი კი არ უნდა იფანტებოდეს, უნდა შეიწოვებოდეს“ |
მანქანის მტვერსასრუტი - „მტვერი კი არ უნდა იფანტებოდეს, უნდა შეიწოვებოდეს“ |
რაც არ უნდა დაუჯერებლა დმოგეჩვენოთ, ცნობილი ფაქტია, რომ 173 გამოგონება, რომლებიც მანქანას სხვადასხვა დროს გამოსდგომია, ერთ დროს სჭირდებოდა ან ახლაც გამოიყენება, ქალებს ეკუთვნით. პრინციპში, ცოტათი უხეშად ნათქვამი გამოვიდა - ვითომ, რატომ უნდა იყოს გასაკვირი ის, რომ ქალებიც არანაკლებ ნიჭიერები, წარმატებულები და შრომისუნარიანები არიან?! ალბათ, ამ უხეშობის გამართლება ასე შეიძლება: იმ პერიოდში, როცა ავტომობილს მსოფლიო ნელ-ნელა ეცნობოდა და ეგუებოდა, ქალებს თავის გამოჩენის ნაკლები შესაძლებლობა ჰქონდათ...
მოკლედ, ნამდვილად შეუფასებელია ნებისმიერ სფეროში ქალების მიერ გაწეული ღვაწლი და ფაქტია, ავტოინდუსტრიაშიც თავიანთი სიტყვა უკვე ნათქვამი აქვთ და დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, მომავალში გაცილებით მეტს შეძლებენ.
არის თუ არა კონკრეტულად მანქანის მტვერსასრუტი ქალის გამოგონილი, დაზუსტება რთულია, მაგრამ ის კი დანამდვილებით არის ცნობილი, რომ მტვერსასრუტი ინგლისელმა ინჟინერმა ჰუბერტ სესილ ბუტმა 1901 წელს გამოიგონა. ისე, თუკი სისუფთავისა და წესრიგის მიმართ ქალების განსაკუთრებულ დამოკიდებულებას გავითვალისწინებთ, სულაც არ არის გამორიცხული, ზემოთ ნახსენებ 173 გამოგონებაში მანქანის მტვერსასრუტიც შედიოდეს - ბუტის გამოგონებას უფრო კონკრეტული დანიშნულება მიეცა, რომლითაც დღესაც უამრავი ავტომოყვარული სარგებლობს.
სანამ მანქანის მტვერსასრუტის შესაძლებლობებსა და მნიშვნელობაზე დავიწყებთ საუბარს, ზოგადად, მტვერსასრუტის გამოგონების ისტორიაზე მოგიყვებით - საკმაოდ საინტერესო ამბავია, რაშიც თავადაც დარწმუნდებით.
თურმე, როგორც ადრეც ბევრჯერ მომხდარა, მტვერსასრუტის გამოგონებაც აბსოლუტურ შემთხვევითობას უკავშირდება. საქმე ის არის, რომ იმდროინდელი ლონდონის ყველაზე საყვარელი გასართობი თეატრები და მიუზიკ-ჰოლები გახლდათ. ერთ-ერთ ღონისძიებას ესწრებოდა პატივცემული ჰუბერტ სესილ ბუტიც. გამომგონებელი იმის უნებლიე მოწმე გახდა, როგორ ართობდა სტუმრებს ერთი ახალგაზრდა ყმაწვილი უცნაური მოწყობილობით, რომელიც ხალიჩიდან მტვერს ჰაერში ფანტავდა. ამის დანახვაზე, ბუტმა, თურმე, ვერ მოითმინა, წამოხტა და ყველას გასაგონად წამოიძახა: „მტვერი კი არ უნდა იფანტებოდეს, უნდა შეიწოვებოდესო“...
1901 წლის 30 აგვისტოს ბუტმა გამოგონება დააპატენტა კიდეც...
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტიც და გადავიდეთ საქმეზე: გამოთვლილია, რომ ადამიანი თავისი ცხოვრების დაახლოებით 2 კვირას შუქნიშნის სასურველი ფერის ლოდინში ატარებს... ამას ახლა ისიც მიამატეთ, გადაადგილებაში რამდენი დრო გვეხარჯება და მიხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი „რკინის მეგობარი“ მუდმივად დაკრიალებული და დალაგებული იყოს...
ამ კითხვას მხოლოდ ერთი კატეგორიული პასუხი აქვს: რა თქმა უნდა, ღირს! თუმცა, რადგან არ არის გამორიცხული, ბევრი ჯერ კიდევ ორჭოფობდეს, Holst.ge არჩევანის გაკეთებაში ახლავე დაეხმარება.
ბევრი ავტომოყვარული მიიჩნევს, რომ მანქანის დასუფთავება ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო მტვერსასრუტითაც შეიძლება და პრინციპში, ამ მოსაზრებას არსებობს უფლება აქვს კიდეც, თუმცა მანქანის მტვერსასრუტს ნამდვილად ბევრი პარამეტრით ჩამორჩება. პირველ რიგში, არ არის საჭირო, მანქანის მტვერსასრუტი დენის წყაროს მიუერთოთ. კვების წყარო იქვეა - მანქანის სანთებელა, „პრიკურივატელს“ რომ უწოდებდა თავის დროზე დიდი და პატარა, ან კიდევ, ჩაშენებული აკუმულატორი. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ მანქანის მტვერსასრუტს ბევრნაირი საცმი ერგება, რათა მტვერი და ნარჩენები სალონის ყველაზე მიუდგომელი ადგილებიდანაც კი „გამოიტყუოთ“. დაბოლოს, მანქანის მტვერსასრუტი გაცილებით კომპაქტურია, ვიდრე საყოფაცხოვრებო, რაც იმას ნიშნავს, რომ საბარგულში მისი მოთავსება განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე შეიძლება და როცა კი დაგჭირდებათ და სადაც დაგჭირდებათ, იმავე წამს ააზუზუნებთ...
რაკიღა კითხვა განაგრძეთ და ამ შეკითხვამდეც მოხვედით, ფაქტია, დაინტერესდით და ჩვენც მეტი რა დაგვრჩენია, დადგა კიდეც პრაქტიკული რჩევების დრო.
მაშ, ასე! როგორ უნდა შეარჩიოთ მანქანის მტვერსასრუტი, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ.
N1. მანქანის მტვერსასრუტის კვების წყარო - ამ კრიტერიუმის მიხედვით მტვერსასრუტი სამ ტიპად იყოფა:
- კვება სანთებელადან. როგორც წესი, ამ ტიპის კვების წყაროს მქონე მტვერსასრუტი გაზრდილი სიმძლავრით და შესაბამისად, სათანადოდ წმენდის უნარითხასიათდება.გარდა ამისა, ასეთ მოდელს შეუძლია განუსაზღვრელი დროით იმუშაოს. მტვერსასრუტის მთავარი მინუსი ის გახლავთ, რომ ხანგრძლივმა მუშაობამ შეიძლება მანქანის აკუმულატორზე არც ისე სახარბიელო გავლენა მოახდინოს. ამასთან, სადენის სიგრძემ, შესაძლოა, მანევრირება შეზღუდოს.
- ჩაშენებული აკუმულატორი. ამ ტიპის მტვერსასრუტი, როგორც წესი, კომპაქტურობითა და მანევრირების შესაძლებლობებით გამოირჩევა. თუმცა, აკუმულატორის მუშაობის ხანგრძლივობა შეზღუდულია და ასევე, სიმძლავრეც შედარებით ნაკლები აქვს.
- კომბინირებული კვების წყარო. მტვერსასრუტი კომბინირებული კვებით, რაც ზემოთ ნახსენებ ორივე ტიპის ერთიანობას გულისხმობს, გაცილებით ხელსაყრელი და კომფორტულია.
N2. მტვერსასრუტის სიმძლავრე. არსებობს როგორც ნაკლებად მძლავრი მოდელები, ისე მტვერსასრუტი, რომლის სიმძლავრე უკმაყოფილოს არავის დატოვებს. პირველი ტიპი გამორჩეულია მცირე ზომებით, ეკონომიურობითა და სიმარტივით. თუმცა, სერიოზულ დაბინძურებასთან გამკლავება შედარებით რთულია. უფრო მძლავრი კი გამოსადეგია კომერციული ტრანსპორტისთვის, სალონის კაპიტალური დალაგებისთვის და ასე შემდეგ. ერთი კია, იმისთვისაც მზად უნდა იყოთ, რომ მძლავრ მტვერსასრუტს ენერგიაც შესაბამისი სჭირდება, რაც როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, მანქანის აკუმულატორზე მოქმედებს.
N3. მტვრის შემგროვებელი მოწყობილობა. აქ ორი ვარიანტი არსებობს - ტომსიკა ან კონტეინერი. პირველი ვარიანტი ნაკლებად კომფორტულია, თუმცა როგორც წესი, უფრო იაფი ღირს. რაც შეეხება კონტეინერიან მოდელს, ის ბევრად პრაქტიკულია. მაგალითად, ძალიან მარტივად შეიძლება მოხსნა და დაყენება.
N4. დანიშნულება. მანქანის მტვერსასრუტის შერჩევისას ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რა ტიპის დასუფთავებისთვის გამოიყენებთ - მშრალისა თუ სველისთვის. მაგალითად, მხოლოდ სველი რეცხვისთვის განკუთვნილი მტვერსასრუტით შეიძლება ხალიჩებიდან გამდნარი თოვლის გუბეების მოცილება. ამდენად, ეს მოდელი უფრო ზამთრის პერიოდისთვის გამოგადგებათ, თუმცა, თუკი მცირეწლოვანი შვილები გყავთ, რომლებსაც მაინცდამაინც მანქანაში უყვართ გამაგრილებელი სასმელების დალევა, ვფიქრობთ, მტვერსასრუტი სველი რეცხვისთვის შეუფასებელ დახმარებას აღმოგიჩენთ.
მშრალი წმენდის მტვერსასრუტი აღჭურვილია სპეციალური ფილტრებით ან წყლის ფილტრებით, რომელთაც შეუძლიათ ალერგენებისა და მავნე ნივთიერებების შეკავება, მტვრის ნაწილაკების რაოდენობის შემცირება მტვერსასრუტიდან ჰაერის გასვლისას და ასე შემდეგ.
N5. სადენის სიგრძე. არ დაგავიწყდეთ, რომ 2 მეტრიანი სადენი გამოსადეგია მცირე ზომის ავტომობილებისთვის. მინივენებისა და ყველგანმავლების შემთხვევაში, სადენის სიგრძე 3-5 მეტრის ფარგლებში უნდა მერყეობდეს. თუ კაბელი საკმარისად გრძელი არ არის, ალტერნატივა შეიძლება იყოს ჩაშენებული აკუმულატორის მქონე მოდელი ან დამაგრძელებლის შეძენა.
N6. დამატებითი თავაკების რაოდენობა. მტვერსასრუტის თავაკები ყველაზე მიუწვდომელი ადგილების დასუფთავების საშუალებას მოგცემთ.ამდენად, რაც მეტი რაოდენობის ერთმანეთისგან განსხვავებული თავაკით გაამდიდრებთ მტვერსასრუტის არსენალს, მით წარმატებით შეძლებთ სალონის თუნდაც ყველაზე მიუდგომელი ადგილების დასუფთავებას.
ასე და ამგვარად, ჩამოგითვალეთ პრაქტიკულად, ყველა ძირითადი მახასიათებელი, რომლებსაცმანქანის მტვერსასრუტის არჩევისას უნდა მიაქციოთ ყურადღება.ახლა ჯერი თქვენზეა: გადაავლეთ თვალი Holst.ge-ზე წარმოდგენილ მტვერსასრუტებს და სასურველს აუცილებლად მიაგნებთ...
მშვიდობიან და უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ!