მანქანის მტვერსასრუტი - თქვენი მარჯვენა ხელი! |
მანქანის მტვერსასრუტი - თქვენი მარჯვენა ხელი! |
გსმენიათ თუ არა მანქანის მტვერსასრუტის შესახებ? ეს ყოველმხრივ კომფორტული ინსტრუმენტი საქმეს გაგიმარტივებთ. ერთხელ მაინც თუ გქონიათ ხელსაწყოსთან შეხება, ეს ყველაფერი ისედაც გეცოდინებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამატებით ინფორმაციას ამ ბლოგში მოგაწვდით. ზოგადი მიმოხილვით დავიწყოთ და ბოლოსკენ დეტალურ განხილვაზე გადავიდეთ. მანამდე კი იმას გეტყვით, რომ წინ საინტერესო ამბები გელით, ასე რომ, დავიწყოთ.
მანქანის მტვერსასრუტს ერთი კი არა ბევრი უპირატესობა აქვს, რომელსაც მუშაობის დროს თავადაც აღმოაჩენთ. თუმცა, მანამდე ძირითადზე გავამახვილოთ ყურადღება და ვნახოთ, თუ რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა.
როცა საქმე მანქანის მტვერსასრუტს ეხება, ხშირად ჩნდება ლოგიკური კითხვა: სტანდარტული სახის მტვერსასრუტი არ გამოდგება? დიახ, როგორ არა, შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ საქმეს გაირთულებთ. სიმარტივის მოყვარული ადამიანი თუ ბრძანდებით, მაშინ სჯობს, რომ ავტომობილისთვის განკუთვნილი მტვერსასრუტი შეიძინოთ. რატომ? იმიტომ, რომ მანქანის მტვერსასრუტი სხვანაირი აგებულებისა და ფუნქციების მქონეა. პირველ რიგში, ეს იმაში გამოიხატება, რომ მცირე ზომისაა, მსუბუქი და კომპაქტურია. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ინსტრუმენტი პატარა ადგილს იკავებს, შესაბამისად, შეგიძლიათ სულ მანქანაში გქონდეთ და როცა დაგჭირდებათ, სწრაფად დაიხმართ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ხელსაწყო ავტომობილს სრულყოფილად ასუფთავებს. კომპაქტურობა ხელს მაქსიმალურად უწყობს, რომ მტვერი ნებისმიერი სახის სივრცეს მოაშოროს. თავის მხრივ, მანქანა პატარა და ერთი შეხედვით მიუწვდომელი სივრცეებით გამოირჩევა, მაგრამ ამ საქმისთვის განკუთნილი მტვერსასრუტები არაფერს უშინდება. სტანდარტული სახის ხელსაწყოები კი ასეთი ეფექტურობით არ გამოირჩევა. მსგავსი ტიპის ინსტრუმენტები კარგია ოთახისთვის, თუმცა, ავტომობილისთვის ნაკლებად. მოკლედ, ამ საკითხში რეკომენდაციას მანქანის მტვერსასრუტს სრულად ვუწევთ.
პირველ რიგში, ორიოდე სიტყვა სიმძლავრეზე ვთქვათ. უშუალოდ ხელსაწყოს შერჩევისას, აუცილებელია, რომ ეს კონკრეტული მახასიათებელი გაითვალისწინოთ. ძირითადად შემთხვევაში, სამი სახის მტვერსასრუტი არსებობს. პირველ კატეგორიაში მაღალი სიმძლავრის ინსტრუმენტები შედის. ამ ტიპის ხელსაწყოებს დიდი ავტომობილებისთვის იყენებენ, თუმცა, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მცირე ზომის მანქანის დასუფთავებისთვისაც დაიხმაროთ. მძლავრი მტვერსასრუტი საქმეს უფრო სრაფად ასრულებს და დროს იგებთ, მთავარი ეს არის. მეორე კატეგორიაში საშუალო სიმძლავრის ხელსაწყოები ერთიანდება. ასეთები ნებისმიერ სიტუაციაში გამოგადგებათ. რაც შეეხება მესამე კატეგორიას, რომელშიც შედარებით დაბალი ძალის მტვერსასრუტებია გადანაწილებული, მცირე ავტომობილისთის იდეალურია. ამ სახის ინსტრუმენტები კიდევ უფრო მსუბუქი და კომპაქტურია, შესაბამისად, მეტად მარტივია მათი მოხმარება და შენახვა.
სიმძლავრიდან პირდაპირ ავზის მოცულობისკენ აიღეთ გეზი. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანი საკითხია და აქაც ყურადღება გმართებთ. დიდი მოცულობის მანქანის მტვერსასრუტი ერთ კარგ უპირატესობას ფლობს. ხელსაწყოს ავზს ხშირად გაცლა არ სჭირდება. უფრო ზუსტად, შეგიძლიათ რამდენჯერმე გამოიყენოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაცალოთ ავზი. ასეთი ინსტრუმენტი დიდი ავტომობილებისთვის ნამდვილი მისწრებაა. ასევე, არსებობს საშუალო და მცირე ავზიანი ხელსაწყოები, რომლებსაც თავისი უპირატესობა აქვს. უფრო ზუსტად ის, რომ მეტად პატარაა და კიდევ უფრო მცირე ადგილს იკავებს.
ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი კომფორტული სივრცეა და ყველაფერს სახლიდან გაუსვლელად იძენთ. ნივთების შესაძენად მაღაზიაში წასვლა და დროის კარგვა არ გიწევთ. შერჩეული ინსტრუმენტს საიტიდან იწერთ და კურიერს ელოდებით, სულ ეს არის. მიტანის სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება და 50 ლარზე მეტ შენაძენზე, სრულიად უფასოა. ასევე, Holst.ge-ზე მხოლოდ სანდო ბრენდების ინსტრუმენტებს გადააწყდებით. თითოეული ხელსაწყო კარგადაა შერჩეული და დანამდვილებით ვიტყვით, რომ ჩვენთან მხოლოდ საუკეთესოებია თავმოყრილი.
Black and Decker-ი ყველანაირად სანდო ბრენდია და ხარისხიან მტვერსასრუტს გთავაზობთ. კონკრეტული მოდელი მძლავრია და ტევადი ავზი აქვს.
უპირატესობები:
ეს მტვერსასრუტი მძლავრია, თუმცა, შედარებით დაბალი ავზის მქონე. ინსტრუმენტს ხელმისაწვდომი ფასი აქვს და ერთ წლიანი გარანტია მოყვება.
უპირატესობები:
მესამე მანქანის მტვერსასრუტი მაღალი სიმძლავრისა და ტევადი ავზის მქონეა. ყველანაირი სახის საქმისთვის გამოდგება. ინსტრუმენტი ეფექტურია და სივრცეს კარგად ასუფთავებს. თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია.
უპირატესობები: