მანქანის მტვერსასრუტი - სისუფთავისა და კომფორტულობის გარანტია

ადამიანები საკუთარი დღის და შესაბამისად, დროის საკმაოდ დიდ ნაწილს გადაადგილებისას, საკუთარ ავტომობილებში ატარებენ, ამიტომ მანქანის მოვლა ყველა მოწესრიგებული პიროვნებისთვის უდიდესი პრიორიტერია. ამასთანავე ავტომანქანა ადამიანის ერთ-ერთი საკუთრებაა, რომლის ინტერიერისა თუ ექსტერიერიც მის ხასიათზე, გემოვნებასა თუ ცხოვრების სტილზე საუბრობენ. ონლაინ ჰიპერმარკეტი holst.ge მანქანის მოვლის უამრავ მაღალი ხარისხის, მსოფლიოში პოპულარული ბრენდის ხელსაწყოს გთავაზობთ, რათა უსაფრთხოებისა და სისუფთავის შეგრძნება, მგზავრობისასაც არ დაკარგოთ. 

ინსტრუქციები მანქანის საუკეთესო მტვერსასრუტის შესაძენად

ავტომობილის შიდა სივრცეში სისუფთავისა და საუკეთესო განწყობის შესანარჩუნებლად, შეგიძლიათ მანქანის მტვერსასრუტი გამოიყენოთ. ამასთანავე ავტომობილის მტვერსასრუტი დაგროვილი მტვრისგან და ბაქტერიებისგან გაგათავისუფლებთ, რითაც საკუთარ ჯანმრთელობასაც დაიცავთ. არსებობენ მტვერსასრუტები, რომლებიც გვთავაზობენ სველი და მშრალი წმენდის ფუნქციებს და ერგებიან ინდივიდუალური მომხმარებლების სურვილებს. მანქანის მტვერსასრუტის, შეძენისას გირჩევთ მარტივად გადასაადგილებელ, მოცულობით მსუბუქსა და პორტაბელურზე შეაჩეროთ არჩევანი. ასევე უმჯობესია მანქანის იმ მტვერსასრუტებს მიანიჭოთ უპირატესობა, რომელთაც მტვრის დასაგროვებლად, საკუთარი ავზი აქვთ, რომლის შემდგომში პერიოდულად გასუფთავებას ან გამოცვლასაც შეძლებთ. ასევე უპირატესობა მიანიჭეთ მტვერსასრუტს, რომელსაც თან მომჰყვება დეტალების საწმენდი ფუნჯი, მრავალჯერადი ქსოვილის რეცხვადი ფილტრი და მრავალჯერადი გამოყენების, გამძლე სახელური. მანქანის მტვერსასრუტი კონცენტრირებულია ავტომობილის ესთტიკურ მხარეზეც და უზრუნველყოფს თქვენი სალონის სისუფთავესა და სილამაზეს. ამ ხელსაწყოს დადებითი მხარეა ასევე ის ფაქტიც, რომ მისი დახმარებით შეგიძლიათ ისეთი რთულად მისაწვდომი ზედაპირების გაწმენდა, რომელთაც სხვა საშუალებებით ან ტრადიციული მტვერსასრუტით ვერ გაუმკლავდებოდით. მანქანის მტვერსასრუტთა სხვადასხვა ბრენდის და სხვადასხვა ზომისა და სიმძლავრის მოდელები არსებობს. გირჩევთ არჩევანი პორტაბელურზე, მსუბუქსა და მაღალი სიმძლავრის მქონე პროდუქტზე შეაჩეროთ, რათა დიდი ხნის განმავლობაში ეფექტური და ხარისხიანი მუშაობა უზრუნველყოთ. გარდა ამისა როგორც უკვე აღვნიშნე, არსებობს მშრალი და სველი წმენდის მტვერსასრუტი, რომელიც სითხეებისგან დასვრილი ქსოვილის გასუფთავებაშიც დაგეხმარებათ. მანქანის პორტაბელურ მტვერსასრუტთა ფართო არჩევანს მსოფლიო ბაზარზე საკმაოდ პოპულარული ბრენდი BLACK&DECKER გთავაზობთ. 

B&D PV1200AV-XK-მანქანის მტვერსასრუტი 

მახასიათებლები:

  • ბრენდი BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი მანქანის მტვერსასრუტი
  • სიმძლავრე 12.5 W
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 1.29
  • კვების წყარო 12V
  • ავზის მოცულობა 0.61 l
  • წარმადობა 1053 l/min

უპირატესობები:

  • ეკონომიურობა
  • პორტაბელურობა
  • მაღალი სიმძლავრე

თუკი თქვენთვის თქვენი მანქანის ესთეტიკურობა, სილამაზე და სისუფთავე თქვენთვის პრიორიტეტია, გირჩევთ, BLACK&DECKER-ის ამ მოდელის პორტაბელური, მანქანის მსუბუქი მტვერსასრუტი შეიძინოთ, მისი დახმარებით თქვენი ავტომობილის სალონს ჰიგიენურობას შეუნარჩუნებთ და ყველაზე რთულად მისადგომ ადგილებსაც გაწმენდთ. კონკრეტული მოდელი ელექტრული ძალის საშუალებით დაგეხმარებათ ავტომობილის სალონიდან, იატაკიდან, ხვრელებიდან, სკამებს შორის არსებული მოკეცილი ადგილებიდან, სალონზე გადაკრული მასალიდან, ტყავისა და სხვა ზედაპირებიდან ნადებისა და მტვრის მოშორებაში. მტვერი სპეციალურ ჩანთაში დაგროვდება, რომელიც შემდგომში გასუფთავებას ექვემდებარება.

B&D ADV1200-XK-მანქანის მტვერსასრუტი 

მახასიათებლები:

    • ბრენდი BLACK&DECKER
    • პროდუქტის ტიპი მანქანის მტვერსასრუტი
    • სიმძლავრე 12.5 W
    • გარანტია 1 წელი
    • წონა (კგ) 1.29
    • კვების წყარო 12V
    • ავზის მოცულობა 0.61 l
  • წარმადობა 1053 l/min

უპირატესობები:

  • მსუბუქი, პორტაბელური და მარტივად გადასაადგილებელი
  • მაღალი სიმძლავრე
  • ხელმისაწვდომი ფასი

აღსანიშნავია ისიც, რომ ადამიანები ძირითადად საკუთარი ავტომობილის გარეთა ფასადის სილამაზესა და მომხიბვლელობაზე ზრუნავენ, რადგან ეს მათ იმიჯზე აისახება, მაგრამ აუცილებელია ყურადღება მის შიდა სივრცესაც მივაქციოთ, რადგან ეს ჩვენს ჯანმრთელობასა და ხასიათზე იმოქმედებს. დღეისათვის უამრავი სხვადასხვა ტიპის, ზომის სიმძიმის, სიჩქარისა და სიმძლავრის მქონე მანქანის მტვერსასრუტები გვხვდება. ამასთანავე მათი უმეტესობა ელემენტსა და ელექტრო ენერგიაზე მუშაობს. ამ პროდუქტის შეძენისას გირჩევთ კომპლექტაციის მქონე შეიძინოთ, რომელსაც სხვადასხვაგვარი აქსესუარები და გამოსაცვლელი თავები მოჰყვება, განსხვავებულ ზედაპირებზე და კუთხეებში სამუშაოდ. აუცილებელია უპრატესობა მაღალი სიმძლავრის, მაღალი სიჩქარისა და სწრაფად მომუშავე პროდუქტს მიანიჭოთ. ამასთანავე თუკი შინაური ცხოველი გყავთ, მანქანის მტვერსასრუტი მისი მტვრისა და თმის მოშორებაშიც დაგეხმარებათ.

ამიტომ უსაფრთხოების, ჰიგიენისა და წესრიგის ყველა ზომის დასაცავად, აუცილებელია მანქანის მოვლის საშუალებები, მაგალითისთვის კი მანქანის პორტაბელური მტვერსასრუტი ყოველთვის თან გქონდეთ. ამ წინდახედული ნაბიჯით დროსაც დაზოგავთ და ენერგიასაც. მათ და მანქანის მოვლის სხვა მრავალფეროვან, მაღალი ხარისხის ხელსაწყოთა ფართო არჩევანს ონლაინ ჰიპერმარკეტი holst.ge გთავაზობთ. ამოარჩიეთ სასურველი პროდუქტი ახლავე, შეუკვეთეთ და მცირე დროში სასურველ მისამართზე მიიღებთ. 



holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება