4 საუკეთესო მანქანის მტვერსასრუტი Black&Decker-ისგან |
4 საუკეთესო მანქანის მტვერსასრუტი Black&Decker-ისგან |
შაბათი მანქანის რეცხვის საერთაშორისო დღეა. ჩვენ ვრეცხავთ და ვწმენდთ მანქანას, მათ შორის საბურავებსაც კი, რათა მან იბრწყინოს. თუმცა, რამდენი ჩვენგანი თვლის მანქანის გაწმენდას მოლეულ საქმედ, სალონში შეხედვის გარეშე? თუ თქვენი მანქანა მხოლოდ გარედან გამოიყურება კარგად, დროა ამაზე დაფიქრდეთ. ისევე როგორც მანქანის რეცხვის აპარატი და ცვილები არის საუკეთესო საშუალება მანქანის გარედან გაპრიალებისთვის, ასევე მისი სალონის გაწმენდის საუკეთესო ინსტრუმენტი არის მანქანის მტვერსასრუტი. მაგრამ რომელია საუკეთესო მანქანის მტვერსასრუტი, რომელიც თქვენს საჭიროებებს მოერგება?
თუ თქვენ გიჭირთ საყოფაცხოვრებო მტვერსასრუტის მანქანამდე მიტანა, ან გსურთ ისეთი მტვერსასრუტი, რომლის გადაადგილება მარტივია, მაშინ დროა კომპაქტური, მოხერხებული მანქანის მტვერსასრუტი იქონიოთ.
პირველ რიგში იფიქრეთ სათავსოზე, სადაც მანქანის მტვერსასრუტის შენახვას გეგმავთ. თუ ავტოფარეხი გაქვთ და მანქანის მტვერსასრუტის შენახვას იქ გეგმავთ, მაშინ დიდი, მძლავრი და კაბელიანი მოდელების საუკეთესოა. ხოლო, თუ კომპაქტური და მცირე ზომის მანქანის მტვერსასრუტის შეძენა გინდათ, მაშინ შესაბამისი მოდელი.
და ბავშვები? თუ ბავშვი გყავთ, უფრო გონივრული იქნება ისეთი მანქანის მტვერსასრუტი შეიძინოთ, რომელსაც შეუძლია სველ ზედაპირს გაუმკლავდეს, ასევე ნამსხვრევებს და ზედაპირის ღრმა წმენდას.
თუ შინაური ცხოველები გყავთ და მათი მანქანით გადაყვანა გიხდებათ, უმჯობესია მიძიოთ მძლავრი მოდელი დამხმარე ოპციებით, რადგან ეს ხელს შეუწყობს მანქანიდან ბეწვის აღებას. ასევე კარგი იქნება მანქანის მტვერსასრუტი აღჭურვილი იყოს ნაპრალებიდან მტვრის ამოსაღები თავით, რათა სავარძლებს შორის და უსაფრთხოების ღვედის დამჭერების ვიწრო სივრცეებიდან მარტივად ამოიღოთ მტვერი და ნარჩენები.
იმისათვის, რომ კარგად გაგვეგო ჩვენს მიერ შემოთავაზებული მანქანის მტვერსასრუტების შესაძლებლობები, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები, ჩვენს თანამშრომლებს ვთხოვეთ ჩვენივე სხვადასხვა მანქანის მტვერსასრუტით გაეწმინდათ საკუთარი მანქანის სალონი. ასე რომ, ჩვენ გამოგვივიდა ძალიან სახალისო და პროდუქტიული აქტივობა.
გასაკვირი არ იყოს ის, რომ ისინი ვისაც შედარებით მცირე ზომის მანქანის მტვერსასრუტი ერგო, უფრო კმაყოფილი იყო სამუშაო პროცესის მიმდინარეობისგან, ვიდრე მათი, ვისაც მძლავრი და შედარებით მოუხერხებელი მოდელები შეხვდათ. მცირე ზომის მტვერსასრუტებით შეძლეს მანქანის საბარგულის, სავარძლების ქედა ზედაპირების და მოუხერხებელი ადგილების მარტივად გაწმენდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მათ მიერ გასუფთავებული მანქანის სალონი მცირედით, თვალისთვის თითქმის შეუმჩნევლად, თუმცა მაინც უფრო ნაკლებად სუფთა აღმოჩნდა, ვიდრე მძლავრი მტვერსასრუტის მომუშავე თანამშრომლების. მეორეს მხრივ, მძიმე მანქანის მტვერსასრუტით არ უმეტესობამ არ გამოწმინდეს მოუხერხებელი ადგილები მარტივი მიზეზის გამო - ზედმეტად დახარჯვა შეეზარათ.
მას შემდეგ, რაც თითოეული მონაწილე საკუთარი მანქანის წმენდას მორჩა, ჩვენმა პირობითად შერჩეულმა კომისიამ გამოავლინა საუკეთესო მანქანის მტვერსასრუტი მისი წმენდის შედეგისა და წმენდის სისწრაფის გათვალისწინებით.
საბოლოო ჯამში, შედეგმა ყველა პროგნოზი გაამართლა, გამონაკლისების გარეშე. ანუ, ხელაღებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ ჩვენს მიერ ონლაინ ვებ-გვერდით მიწოდებული ინფორმაცია მტვერსასრუტის სიმძლავრის, ზომისა და ვიზუალური გამოსახულების სახით, სრულიად საკმარისი უნდა აღმოჩნდეს მომხმარებლისთვის, რათა მან სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.
ჩვენი ონლაინ მაღაზია უკვე რამდენიმე წელიწადია, რაც ქართველ მომხმარებელს ემსახურება და ამარაგებს მსოფლიოს წამყვანი ბრენდების პროდუქციით, ინდუსტრიული და საყოფაცხოვრებო ხელსაწყოებით, ნივთებით, სამეურნეო იარაღებით და ა.შ. ამასთან, Holst.ge-ის აქვს უფასო მიწოდების სერვისი ნებისმიერ წერტილში საქართველოს ტერიტორიაზე. ამიტომაც, ჩვენი პლატფორმით პროდუქტის შეძენა ბევრად უფრო კომფორტულია მომხმარებლისთვის და სულ უფროდაუფრო მეტი ადამიანი სარგებლობს ჩვენი ონლაინ მაღაზიით.
ზემოთ უკვე გაგაცანით ჩვენი მცირე კვლევის შედეგები, რომელმაც ჩვენ მიერ საიტის მეშვეობით მოწოდებულ მანქანის მტვერსასრუტის ინფორმაციის ვალიდურობა დაამტკიცა. Holst.ge-ზე შეგხვდებათ სხვადასხვა მანქანის მტვერსასრუტი, რომლებიც ერთმანეთისგან სიმძლავრით, ზომითა და ფასით განსხვავდებიან. თუმცა მანქანის მტვერსასრუტოების ამ უკანასკნელ მახასიათებელში სხვაობა იმდენად მცირეა, რომ მან ნაკლებად უნდა იქონიოს ზეგავლენა გადაწყვეტილების მიღებაზე. ვინაიდან, თუ თქვენს საჭიროებას რომელიმე მანქანის მტვერსასრუტი სრულყოფილად ერგება, ფასებს შორის მინიმალური სხვაობა ნაკლებად გამოსადეგ მანქანის მტვერსასრუტის შეძენის შემთხვევაში არაგონივრული იქნებოდა.
მომხმარებლებს შორის ყველაზე პოპულარული მანქანის მტვერსასრუტი სწორედ ეს მოდელია. ეს სტატისტიკა, რა თქმა უნდა, მისი ფასიდან გამომდინარეობს. ასევე, ეს არის შედეგი იმისა, რომ მომხმარებელთა უმრავლესობა არ ანიჭებს დიდ მნიშვნელობას მანქანის მტვერსასრუტის შეძენამდე საჭიროებების გააზრებასა და ძებნის პროცესს. პირიქით, ადამიანების უმრავლესობა ცდილობს რაც შეიძლება მარტივად და სწრაფად გადაწყვიტონ რაიმე პრობლემა. თუმცა, არ შეიძლება ამ მოსაზრებით დავაკნინოთ ამ მანქანის მტვერსასრუტის პრაქტიკულობა და ის, რომ ის ძალიან გამოსადეგია და მართლაც, უამრავი ადამიანის პრობლემას მარტივად გადაწყვეტს. ეს მოდელი, გარდა იმისა რომ ყველაზე ნაკლებად ძვირადღირებულია Holst.ge-ზე, ასევე ყველაზე პატარა ზომისაა და, შესაბამისად ყველაზე კომპაქტური მანქანის მტვერსასრუტია. ამ მანქანის მტვერსასრუტის მცირე ზომის კორპუსი მოუხერხებელ წერტილებში გაწმენდის საშუალებას იძლევა. ასევე საკმარისად მძლავრია იმისათვის, რომ ნამსხვრევები აიღოს. მის ნაკლოვანებად შეიძლება დავასახელოთ მცირე ზომის ავზი, რომელიც შესაძლოა მუშაობის პროცესში გასაცლელი გახდეს, თუმცა ვფიქრობთ, ყველა ერთხმად შევთანხმდებით იმაზე, რომ ეს არ წარმოადგენს დიდ პრობლემას.
ამ ძალიან პრაქტიკული, კომპაქტური, მძლავრი მანქანის მტვერსასრუტის შეძენა Holst.ge-ზე ძალიან დაბალ ფასად არის შესაძლებელი. თუ მის ძლიერ მხარეებს გამოვაყოფთ და ხაზს გავუსვამთ, ასე გამოიყურება:
ეს მანქანის მტვერსასრუტი, შეიძლება ითქვას, რომ კიდევ უფრო პრაქტიკული მოდელია. ამის თქმის შესაძლებლობას გვაძლევს ის ფაქტი, რომ წინა მოდელის მსგავსად პატარა და მძლავრია, თუმცა გააჩნია კაბელის შესანახი ნაწილი, რითაც მარტივდება მისი შენახვა და გაცილებით მცირე ადგილს იკავებს. ამასთან, წინა მანქანის მტვერსასრუტთან შედარებით, გაზრდილი აქვს ავზის მოცულობაც. წინა მოდელის მსგავსად, გააჩნია საკმარისი კაბელი იმისათვის, რომ მანქანის ნებისმიერ წერტილს უპრობლემოდ მიწვდეთ.
ამ მანქანის მტვერსასრუტის შეძენისას, აუცილებლად დარჩებით კმაყოფილი. რადგან გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლებისა, არის საკმაოდ ხარისხიანი, გამძლე კორპუსით და ძლიერი ძრავით.
უპირატესობები:
ეს მანქანის მტვერსასრუტი კიდევ უფრო მძლავრი და მაღალხარისხიანი მოდელია. ეს მანქანის მტვერსასრუტი მეორე საუკეთესო აღმოჩნდა ჩვენ მიერ ჩატარებულ კვლევაში, რადგან მისი მეშვეობით მონაწილემ უნაკლოდ კარგად შეძლო მანქანის სალონის გაწმენდა, თუმცა შედარებით დიდი დრო მოანდომა, ვიდრე გამარჯვებულმა მოდელმა. ამ მანქანის მტვერსასრუტის შეძენა Holst.ge-ზე ძალიან მარტივი პროცედურის გავლის შემდეგ შეგიძლიათ. ასევე, ჩვენთან მოქმედებს ყველა ბანკის განვადება.
უპირატესობები:
ეს მანქანის მტვერსასრუტი, ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის გამარჯვებული მოდელია, რომელის მეშვეობითაც, მონაწილემ ყველაზე სწრაფად და ხარისხიანად შეძლო მანქანის სალონის გასუფთავება. მიუხედავად დიდი კორპუსისა, ძრავიდან გამომავალი შლანგი მას პრაქტიკულობას სძენს და მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას მანქანის თითქმის ყველა მიუდგომელ წერტილში გაწმინდოს.
უპირატესობები: