მანქანის მტვერსასრუტის ქონას თვით გოეთე მოგიწონებდათ... |
მანქანის მტვერსასრუტის ქონას თვით გოეთე მოგიწონებდათ... |
თუკი მანქანის მტვერსასრუტი გაქვთ, აუცილებლად გჭრდებათ მანქანაც და თუკი მანქანა გყავთ, ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად გჭირდებათ მტვერსასრუტი...
ფაქტია, ავტომობილში მტვერსასრუტის ქონა სალონში სისუფთავის შენარჩუნების საშუალებას იძლევა, რასაც უამრავი დადებითი შედეგი შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად, უცხო ჩაგიჯდებათ, თუ ბავშვობის მეგობარი, უხერხულობის გრძნობას გადაურჩებით, თავს მოიწონებთ, კმაყოფილი იქნებით. საერთოდაც, არც თუ ცოტა რამ უშლის ადამიანს ნერვებს და პირადი სივრცე რომ დაწკრიალებული და მოწესრიგებულია, ჩათვალეთ, საკუთარ თავზე ზრუნვისთვის დიდი ნაბიჯი გაქვთ გადადგმული. მოკლედ, სისუფთავე და წესრიგი ნამდვილად მნიშვნელოვანია და გოეთეც ხომ მაგას ამბობდა: „წესრიგი დროის მოფრთხილებას გვასწავლისო“...
დავიწყოთ იმით, რომ მანქანის მტვერსასრუტი კომპაქტური გაბარიტებით გამოირჩევა, რაც იმის საშუალებას იძლევა, საბარგულში ისე შეინახოთ, რომ დიდი ადგილი არ წაგართვათ, ასევე, გამოიყენოთ სივიწროვეშიც და მოკლედ, ზედმეტი სირთულეების გარეშე განაგრძოთ ყოველდღიური ცხოვრება.
მანქანის მტვერსასრუტის მოდელების უმეტესობა უზრუნველყოფს სალონის მშრალ დასუფთავებას, ანუ შესაძლებელია, მოაშოროთ ქვიშა, ნამცეცები და სხვა წვრილ-წვრილი ნარჩენები. უმეტეს სიტუაციებში ეს აბსოლუტურად საკმარისია. ზოგიერთი მტვერსასრუტი სითხისგან თავის დაღწევის საშუალებასაც იძლევა. ასეთი მოდელი იმ მძღოლს გამოადგება, ვის სალონშიც ხშირად ხვდება გაზიანი სასმელები, ყავა, ჩაი და ასე შემდეგ.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ სველი დასუფთავების მტვერსასრუტი მნიშვნელოვნად იშვიათად გვხვდება.
უმეტეს შემთხვევაში, მანქანის მტვერსასრუტში კონტეინერი თავსდება. ასეთი მოდელის პლუსები გახლავთ:
ასევე, არსებობს მტვერსასრუტი პატარა ტომსიკით, რომელიც საკმაოდ კომფორტულია. მინუსად შეიძლება ის ჩაითვალოს, რომ ტომსიკა კონტეინერზე ბევრად პატარა ზომის არის და დაცლაც ხშირად სჭირდება.
მანქანის მტვერსასრუტს ამუშავებს როგორც აკუმულატორი და ელემენტი, ისე მანქანის სანთებელის ადაპტერიც.
აკუმულატორისა და ელემენტის მოდელი ძალიან კომფორტულია, რადგან არ აქვს სადენი და შესაბამისად, გამოყენებისას არაფერი აიბურდება, არაფერი გამოედება სავარძლებს და ასე შემდეგ. სხვათა შორის, ასეთი მტვერსასრუტი სახლშიც შეიძლება გამოდგეს ისეთი ადგილების დასასუფთავებლად, სადაც საყოფაცხვორებო მტვერსასრუტი უძლურია.
მტვერსასრუტი, რომელიც სანთებელის ადაპტერში ერთდება, რეგულარულად დატენვას არ საჭიროებს და მუშაობისთვის ნებისმიერ დროს მზად არის. მოდელების უმეტესობა 12 ვოლტზე მუშაობს.
ასეთი მოდელის შერჩევის შემთხვევაში, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება სადენის სიგრძეს - ჩვეულებრივი ავტომობილისთვის უნდა იყოს მინიმუმ 2,5 მეტრი, ხოლო ჰეჩბეკებისთვის, უნივერსალებისა და სატვირთოებისთვის - 3,5-4 მეტრიდან.
პლუსები:
- ნამცეცებისა და მცირე ნარჩენების მოგროვება ყველაზე რთულად მისადგომ ადგილებში;
- კომპაქტური ზომები და მცირე წონა - ყოველთვის შეიძლება, თან გქონდეთ, შორეულ მგზავრობაში, ნადირობა-თევზეობის დროს, პიკნიკზე, ექსკურსიაზე და ასე შემდეგ;
- მაქსიმალური სიმარტოვე ექსპლოატაციისას - ბავშვიც კი პრაქტიკულად, უპრობლემოდ გაუმკლავდება;
- ხელმისაწვდომობა ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას - სულაც არ არის საჭირო, სადმე წასვლა, დალაგება-დასუფთავება ნებისმიერ ხელსაყრელ დროს შეიძლება;
მინუსები:
- ზოგჯერ, სადენი, რომელიც სანთებელის ადაპტერშია ჩართული, საკმარისი ზომის არ არის;
- აკუმულატორის მოდელი მოსახერხებელია, მაგრამ დატენვა არც ისე დიდხანს ჰყოფნის, რაც გულმავიწყ მძღოლს ხშირად მოუშლის ნერვებს.
მართალია, მანქანის მტვერსასრუტი ნამდვილად გამოსადეგია, მაგრამ ზოგიერთი მოდელი იმდენად მომხიბვლელია, ავტომობილის ყიდვის სურვილსაც კი გაგიჩენს. ჰოდა, აქვე რამდენიმე მათგანს გთავაზობთ, უფრო მეტს Holst.ge-ზე შესაბამის კატეგორიაში იხილავთ.
მტვერსასრუტითაც და მის გარეშეც მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ!