მარტივად გამოსაყენებელი პულივიზატორები

პულივიზატორს მარტივი აგებულება აქვს და მოქნილია. ამ თვისების წყალობით, ნებისმიერ ადგილს ერგება. მუშაობა ყველგან შეუძლია, თქვენ ოღონდ მიუშვით. საქმე თამამად მიანდეთ, რადგან ღებვის დიდოსტატია და კედლებს ფერს ისე სწრაფად უცვლის, გაგიკვირდებათ კიდეც. მთავარია ხარისხიანი ინსტრუმენტი იყოს და თქვენ კი საქმისთვის შესაფერისი შეარჩიოთ. ამაზე სადარდებელი ნამდვილად არ გაქვთ, სათანადო პულივიზატორს ჩვენ შეგარჩევინებთ. რაც შეეხება ხარისხს, გეტყვით რომ Holst.ge - ზე ყველა ხელსაწყო მაღალი სტანდარტებისაა.

გაითვალისწინეთ სიმძლავრე!

ჩვენი პირველი რჩევა უკვე ნათელია. დიახ, სიმძლავრე ის მახასიათებელია, რომელიც ყველაფერს მოიცავს. გირჩევთ, რთული საქმისთვის მძლავრი ხელსაწყო შეიძინოთ. თუ მთელი დღე მუშაობა მოუწევს, მაშინ მაღალი მონაცემების მქონე ინსტრუმენტი დაგჭირდებათ. რადიკალურად სხვა სიტუაციაში თუ გადავინაცვლებთ, მძლავრი ელექტრო პულივიზატორი აუცილებელი სულაც არ არის. შედარებით მსუბუქი საქმისთვის უმჯობესია დაბალი ძალა გამოიყენოთ.

ყურადღება მიაქციეთ ავზის მოცულობას!

მეორე მნიშვნელოვან საკითხს მივადექით. ავზის მოცულობაზეა დამოკიდებული, თუ რამდენ საღებავს ჩაიტევს. ყოველ წუთს ჩამატება რომ არ დაგჭირდეთ, სჯობს ტევადი პულივიზატორი შეიძინოთ.

რატომ Holst.ge ?

სახლიდან გაუსვლელად შეძენაზე რა აზრის ხართ? მგონი, ძალიან კარგი შემოთავაზებაა და უნდა დათანხმდეთ. ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტიდან ნივთებს იწერთ და ელოდებით. ასე მარტივადაა საქმე. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება და 50 ლარზე მეტ შენაძენზე, მიტანა უფასოა.

CROWN CT31015-ელექტრო პულივიზატორი 1200W

Crown -ი სახელგანთქმული ბრენდია და ქებას ნამდვილად იმსახურებს. მრავალი წელია ხარისხიან ხელსაწყოებს გვთავაზობს და გამონაკლისი არც ახლანდელი შემთხვევაა. პულივიზატორი მძლავრია და ტევადი ავზი აქვს. ნებისმიერი ტიპის საქმეზე შეგიძლიათ დაიხამროთ, როგორც მარტივ, ასევე, რთულზე. ინსტრუმენტი ყველა დავალებას თავს კარგად ართმევს.

Crown eleqtro pulivizatori

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო პულივიზატორი   
  • სიმძლავრე - 1200W
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 5.1
  • კვების წყარო - 220-240V     
  • წნევა - 0.1-0.3bar       
  • ავზის მოცულობა - 900 ml   
  • წარმადობა - 1100 l/min       
  • შესაფრქვევი ლულის ზომა - 2/2.5/3mm     
  • ცხვირის ტიპი - რეგულირებადი     
  • მაქსიმალური სიბლანტე - 150DIN

უპირატესობები:

  • რეგულირებადი ცხვირის ტიპი
  • ტევადი ავზი
  • მაღალი წნევა
  • ხარისხი
  • გარანტია

CROWN CT31010-ელ. პულივიზატორი 700W

რეგულირებადი ცხვირის ტიპი უკვე დიდი კომფორტია. სწორედ ასეთია კონკრეტული ხელსაწყო. გარდა ამისა, მაღალი წნევა აქვს და ტევადი ავზი. სიმძლავრეს რაც შეეხება, საშუალი ნიშნულზე დგას.

Crown eleqtro pulivizatori

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო პულივიზატორი   
  • სიმძლავრე - 700W   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 5.5
  • კვების წყარო - 220-240V     
  • წნევა - 0.1-0.3bar       
  • ავზის მოცულობა - 800 ml   
  • წარმადობა - 1000 l/min       
  • შესაფრქვევი ლულის ზომა - 2.5mm
  • ცხვირის ტიპი - რეგულირებადი     
  • მაქსიმალური სიბლანტე - 50DIN

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • გამძლეობა
  • შესაფრქვევი ლულის ზომა
  • გარანტია
  • ხელმისაწვდომი ფასი

TOLSEN TOL1616-79577 საღებავის შესაფრქვევი ელექტრო 220-240V/50HZ,110W/800ML

Tolsen - ის პულივიზატორზე თუ გსმენიათ ? მაინცდამაინც სიმძლავრით თავს ვერ მოიწონებს, მაგრამ სხვა მონაცემებით კი. ინსტრუმენტს ხელმისაწვდომი ფასი აქვს და ეს კი საკმაოდ დიდი უპირატესობაა.

Tolsen pulivizatori

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო პულივიზატორი   
  • სიმძლავრე - 110W   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 1.918       
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ავზის მოცულობა - 800 ml   
  • წარმადობა - 300ml/min       
  • შესაფრქვევი ლულის ზომა - 0.8mm
  • ცხვირის ტიპი - რეგულირებადი     
  • მაქსიმალური სიბლანტე - 60DIN

უპირატესობები:

  • კომპაქტურობა
  • ხარისხი
  • ავზის მოცულობა
  • სიმსუბუქე

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება