შესაწამლი აპარატით ვენახში, ბაღსა თუ ბოსტანში შესული პაპა-ბაბუის დანახვისას თუ გიოცნებიათ, ასეთი რამით მაწუწავა ბავშვებთან ერთად, რა მაგარი იქნებოდაო, ესე იგი, იმ თაობას განეკუთვნებით, მობილური ტელეფონით რომ არ კარგავდა ძვირფას დროს და თანატოლებთან გულიანად ერთობოდა.
სხვათა შორის, იმავე მობილური ტელეფონებისა თუ სხვა ტექნიკის უკიდეგანოდ განვითარების მიუხედავად, შესაწამლი აპარატები, პრაქტიკულად, არ შეცვლილა. ყოველ შემთხვევაში, მათი გამოყენება ისეთივე აქტუალური და უფრო მეტიც, კვლავაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ვის სჭირდება შესაწამლი აპარატები
თუ ჯერ არ შეგიძენიათ შესაწამლი აპარატი, აუცილებლად უნდა გქონდეთ, თუკი:
- ცხოვრობთ კერძო სახლში და გაქვთ მიწის ნაკვეთი;
- გაქვთ სათბური, ბაღი, ბაღჩა, ბოსტანი, ყანა, ვენახი;
- უვლით ყვავილებს;
- ეძებთ სასარგებლო საჩუქარს უახლოესი ადამიანისთვის, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ ერთ პუნქტთან მაინც არის კავშირში.
შესაწამლი აპარატი და მისი კლასიფიკაცია
მიწის ნაკვეთზე განსახორციელებელი სამუშაოების, ასევე, ტუმბოს მუშაობის ტიპებიდან გამომდინარე, შესაწამლი აპარატები რამდენიმე ჯგუფად იყოფა:
- ხელის - გამოდგება სათბურში მუშაობისთვის, მცირე ზომის ყვავილნარებთან ან პატარა ბაღში. გაბარიტების წყალობით, ხელის შესაწამლი აპარატის შენახვაცა და გამოყენებაც ძალიან კომფორტულია;
- ტუმბო - საჭიროა უფრო დიდი ზომის მიწის ნაკვეთებზე მუშაობისას. ასეთი მოდელების ავზები 3-დან 12 ლიტრამდე მერყეობს, წნევა კი 4 ატმოსფეროს აღწევს. მინუსად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მაქსიმალური წნევის მისაღებად საჭიროა ჰაერის ხელით ამოტუმბვა, რაც ყოველთვის მოსახერხებელი ნამდვილად არ არის;
- ზურგჩანთა - შედარებით მოზრდილი მოდელი, რომელიც დიდ ნაკვეთებზე სამუშაოდ უფრო გამოდგება. ასეთი შესაწამლი აპარატის ავზის მოცულობა 12-დან 20 ლიტრამდე მერყეობს, წნევა კი გროვდება არა თავად ქიმიკატებიან ავზში, არამედ ტუმბოში, რაც მუშაობას ბევრად უსაფრთხოს ხდის.
- ბენზინის - განკუთვნილია სამრეწველო ადგილებში გამოსაყენებლად. მოტორი მოქმედებაში საწვავის ხარჯზე მოდის, რომლის სიმძლავრეც 5 ცხენის ძალაა. უნდა ითქვას, რომ ასეთი მოდელები არც ისე დიდი პოპულარობით სარგებლობს, ვინაიდან შიდა წვის ძრავა გარემოს აბინძურებს, ასევე, წონაც არც ისე მცირე აქვს;
- აკუმულატორიანი - შესაწამლი აპარატის ეს მოდელი შეგვიძლია, ზურგჩანთიანს მივაკუთვნოთ, თუმცა მის შემთხვევაში წნევის გამომუშავება არ არის საჭირო ხელის დახმარებით, ამ ამბავს ელექტროამძრავი აგვარებს. ზოგიერთი მოდელი დატენის გარეშე 8 საათიან მუშაობასაც კი უმკლავდება, თუმცა ფასიც შესაბამისია. უხმაურო მუშაობაც ინსტრუმენტის დამატებითი პლუსია.
შერჩევისას გასათვალისწინებელი კრიტერიუმები
როგორ უნდა შეარჩიოთ შესაწამლი აპარატი? ბაზარზე არჩევანი იმდენად დიდია, გადაწყვეტილების მიღება არც მთლად მარტივი იქნება, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას შემოგთავაზებთ და აბა, თქვენ იცით:
- სიმძლავრე - ეს მაჩვენებელი აქტუალურია ბენზინისა და აკუმულატორიანი მოდელებისთვის. დიაპაზონი საკმაოდ ფართოა და რაც უფრო მაღალია სიმძლავრე, მით მისაღებია წარმადობა და ხარისხი. ერთი ეგ არის, მძლავრი შესაწამლი აპარატი მნიშვნელოვანი ხარჯიანობით გამოირჩევა;
- წნევა ავზში - იზომება ბარებში ან ატმოსფეროებში, რაც როგორც წესი, ინსტრუქციაზეა მითითებული. რაც მაღალია წნევა, მით შორი იქნება გაფრქვევა და წარმადობა. ისიც უნდა იცოდეთ, რომ ასეთი მოდელი საშუალებას იძლევა, მაღალი ხეებიც მარტივად დაამუშაოთ. ერთი ეგ არის, მაქსიმალური წნევა ყოველთვის უსაფრთხო არ არის, მით უმეტეს, თუკი აპარატს სუსტი სარქველი აქვს;
- წარმადობა - ეს მაჩვენებელი მითითებული ყოველთვის არ არის. იზომება წუთში გაფრქვეული სითხის რაოდენობით;
- რეზერვუარის მოცულობა - რაც უფრო დიდია რეზერვუარი, სამუშაო პროცესიც მით ხანგრძლივია, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ დიდი რეზერვუარი მძიმეცაა;
- მასალა - ჩვეულებრივ, კორპუსი პლასტიკისგან მზადდება, ხოლო შლანგი - ელასტიკური მასალისგან, თუმცა უმჯობესია, თუ ეს უკანასკნელი ლითონის იქნება, უჟანგავი ფოლადის, ან სხვა მყარი მასალის;
- ავზის გამჭვირვალობა - ნახევრად ან სრულად გამჭვირვალე ავზი საშუალებას მოგცემთ, რეზერვუარში დარჩენილი სითხის რაოდენობა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აკონტროლოთ;
- ნაკადის რეგულირება - ასეთი ფუნქციის დახმარებით, საშუალება გექნებათ, სითხე იმ ინტენსივობით მიასხუროთ მცენარეს, როგორიც გსურთ ან საჭიროა;
- დამატებითი დეტალები და აქსესუარები - საცმები შლანგისთვის, ფილტრი, ქამრები - რაც მეტია აქსესუარი, მით უკეთესია;
- ხარისხი - თუკი არის საშუალება, დეტალების ფიქსაცია შეძენამდე შეამოწმოთ, აუცილებლად ასე უნდა მოიქცეთ;
- შლანგის სიგრძე - მოკლე შლანგი მოსახერხებელია ყვავილნარებსა და სათბურებში, გრძელი კი საშუალებას მოგცემთ, ჭავლი მაღალი ხეებისკენ მიმართოთ. ტელესკოპურ შლანგს სიგრძე ურეგულირდება, რაც ნამდვილად კომფორტული და მოსახერხებელია;
- დიზაინი: ფერი, ავზის ფორმა - ეს კრიტერიუმები ნაკლებად მნიშვნელოვანია და უფრო გემოვნების ამბავია.
Lux-Garden MES-16L შესაწამლი აპარატი Hybrid

- ბრენდი - LUX GARDEN
- პროდუქტის ტიპი - შესაწამლი აპარატი
- სიმძლავრე - 12V 8Ah/20 hrs
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 6940129781234
- წონა (კგ) - 6.2
- კვების წყარო - ელემენტი + მექანიკური (ჰიბრიდი)
- კომპლექტაცია - შესაფრქვევი თავები + დამტენი + ქამარი
- წარმადობა - 4.0 l/min
Lux-Garden SPR-16LS შესაწამლი აპარატი

- ბრენდი - LUX GARDEN
- პროდუქტის ტიპი - შესაწამლი აპარატი
- სიმძლავრე - 12V 8Ah/20hrs
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 6947785220114
- წონა (კგ) - 5.8
- კვების წყარო - ელემენტზე
- კომპლექტაცია - ლატუნის შესაფრქვევი თავები + დამტენი + ქამარი
- ავზის მოცულობა - 16 l
- წარმადობა - 4.0 l/min
Lux Garden GSP-25L შესაწამლი აპარატი ბენზინზე

- ბრენდი - LUX GARDEN
- პროდუქტის ტიპი - შესაწამლი აპარატი
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 6940129781258
- წონა (კგ) - 10.2
- კვების წყარო - საწვავი
- მოცულობა - ბენზინის ავზი: 0.6 l
- კომპლექტაცია - შესაფრქვევი თავები + ქამარი
- კუბატურა - 26cc