მცირე ინვესტიცია, დიდი ეკონომია - რატომ ჯობია, არჩევანი LED ნათურებზე შეაჩეროთ

ზოგიერთი ეკონომიურობა-პრაქტიკულობასა და წუწურაქობას ვერ არჩევს ერთმანეთისგან. ჩაიბუზღუნებენ ხოლმე, რა გააჭირა საქმე ამ წუწურაქმა, სულ შუქის ჩაქრობაზე რომ ჯუჯღუნებსო.

ჯერ ერთი, ეს ჯუჯღუნი კი არა, უფასო რჩევა უფროა და მეორე - ტყუილად რომ ანათებენ ნათურები და მრიცხველი მირბის, მიაფრენს, ნორმალურია? არა! ჰოდა, გამოდის, მსგავს საკითხებზე აქცენტის გაკეთება ეკონომიურობაა და არავითარ შემთხვევაში - წუწურაქობა.

კიდევ უფრო მეტი პრაქტიკულობა და ეკონომიურობაა, თუკი სახლში, ოფისში, აგარაკზე და მოკლედ, სადაც საჭიროა, LED ნათურები გექნებათ გამოყენებული.

LED ნათურები სახლში, ოფისში, აგარაკზე...

LED ნათურა გამოიყენება ყველგან, სადაც ელექტროენერგიაა შეყვანილი: სახლში, ოფისში, აგარაკზე, ფარეხში, ქუჩაში, ბაღში, ბოსტანში... ლედ ნათურაში სინათლის წყარო დიოდი გახლავთ, რომელიც ციცქნა კრისტალებისგან შედგება. სხვა სახეობის ნათურებში კი სინათლეს გამოყოფს გავარვარებული სპირალი, გაზი ან - ვერცხლისწყალი.

რა განსხვავებაა სხვადასხვა ტიპის ნათურებს შორის

  • - ვარვარის ნათურა - განათების ყველაზე იაფფასიანი საშუალება. მიუხედავად იმისა, რომ ხარისხით ნამდვილად მისაღებია, მინუსი მაინც აქვს - ზედმეტად „ცხელია“: ბევრ სითბოს გამოყოფს და ძალიან სწრაფად ცხელდება. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ვარვარის ნათურა მწყობრიდან გაცილებით მალე გამოდის;
  • - ჰალოგენური ნათურა - იგივე ვარვარის ნათურა, თუმცა მის შიგნით გაზი გახლავთ - ჰალოგენი. ეს ნათურა შედარებით დიდხანს ძლებს, ენერგიასაც ნაკლებს მოიხმარს, თუმცა ასევე ძალიან ცხელდება. ჰალოგენურ ნათურასთან ხელით შეხება არ შეიძლება, რადგან ცხიმიანი (და ნებისმიერი) კვალი ტემპერატურის სწრაფ მატებას იწვევს, რაც ექსპლუატაციის ვადის შემცირებაზე დამატებით გავლენას ახდენს;
  • - ლუმინესცენტური ნათურა - სპირალის ფორმის ენერგომზოგავი ნათურა, რომელიც პრაქტიკულად, არ ცხელდება და დიდხანსაც ძლებს. მის შიგნით ვერცხლისწყალი და ფოსფორია, რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებელია მასთან სიფრთხილით მოპყრობა. ძაბვის ცვალებადობის მიმართ „სპირალი“ ზედმეტად მგრძნობიარეა. ცოდვა გამხელილი ჯობს და ციმციმიც ახასიათებს;
  • - ლედ, იგივე შუქდიოდური ნათურა - სინათლის ყველაზე თანამედროვე და საიმედო წყარო. თქვენ წარმოიდგინეთ, ლედ ნათურა 25-ჯერ მეტხანს ძლებს, ვიდრე ვარვარის ნათურა და თითქმის 8-ჯერ ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს. პრაქტიკულად არ ცხელდება და არ ციმციმებს. სინათლის ხარისხი ბუნებრივთან მაქსიმალურად მიახლოებულია. ლედ ნათურის ერთადერთ მინუსად ფასს მიიჩნევენ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ლუმინესცენტურზე ეკონომიურია, ვარვარის ნათურაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ასევე, წლების მანძილზე პატიოსნად მუშაობს, ხარჯი ნამდვილად გამართლებულია.

LED ნათურა თანამედროვე განათების უმთავრეს ტენდენციას წარმოადგენს - ის ენერგოეფექტური, ხანგრძლივი ვადის მქონე და ეკოლოგიური არჩევანია. მისი გამოყენება სახლის, ოფისის თუ საჯარო სივრცის განათებაში არა მხოლოდ ეკონომიას მოიტანს, არამედ უფრო კომფორტულ და ესთეტიკურ გარემოსაც შექმნის.

LEDEX LED40-8932 ნათურა სტანდარტული 12W E27 3000K CLASSIC

Ledex led natura

  • ბრენდი - LEDEX
  • ნათურის ტიპი - სტანდარტული
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • ვაზნის ტიპი - E27
  • ფერის ტემპერატურა - 3000K
  • განათების სიმძლავრე - 1080 lm
  • სიმძლავრის კონვერტაცია - 12W=100W
  • სამუშაო რესურსი - 15000 hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A++
  • შტრიხ-კოდი - 4869007778932
  • წონა (კგ) - 0.05
  • სიმძლავრე (W) - 12
  • პროდუქტის ტიპი - სტანდარტული

LINUS Lin7-7754 LED ნათურა სტანდარტული 5W E27 6500K

Linus led natura

  • ბრენდი - LINUS
  • ნათურის ტიპი - სტანდარტული
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • ვაზნის ტიპი - E27
  • ფერის ტემპერატურა - 6500K
  • განათების სიმძლავრე - 400 lm
  • სიმძლავრის კონვერტაცია - 5W=40W
  • სამუშაო რესურსი - 15000 hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A++
  • შტრიხ-კოდი - 4869002007754
  • წონა (კგ) - 0.1
  • სიმძლავრე (W) - 5
  • პროდუქტის ტიპი - სტანდარტული

OSRAM LED ნათურა სტანდარტული 9.5W/865 E27 LSCLA75

Osram led natura

  • ბრენდი - OSRAM
  • ნათურის ტიპი - სტანდარტული
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • ვაზნის ტიპი - E27
  • ფერის ტემპერატურა - 6500K
  • განათების სიმძლავრე - 806 lm
  • სიმძლავრის კონვერტაცია - 9.5W=80W
  • სამუშაო რესურსი - 15000 hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A++
  • შტრიხ-კოდი - 4052899971561
  • წონა (კგ) - 0.1
  • სიმძლავრე (W) - 9.5
  • პროდუქტის ტიპი - სტანდარტული

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება