არავინ იცის როდის გაითიშება ელექტრო მომარაგება, ამ დროს კი შესაძლოა თქვენ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს აკეთებდეთ. ამ პრობლემით გამოწვეული დისკომფორტის თავიდან აცილების გზა კი გენერატორი არის. გენერატორი კიდევ უფრო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება მაშინ, როცა კომერციული ფართი გაქვთ და თითოეული წუთი მნიშვნელოვანია. მაგალითად, თუ თქვენ ხართ მაღაზიის მფლობელი, სადაც მაცივარში ასობით პროდუქტი ინახება, ხოლო ელექტრო ენერგიის რამდენიმე საათით გათიშვა ამ პროდუქციის გაფუჭებას გამოიწვევს, გენერატორი აუცილებელი რამ ხდება.

Schpindel-ის გენერატორი

Tolsen-ის გენერატორი

LEO-ის გენერატორი

თანამედროვე სამყაროში, მიუხედავად განვითარების ეტაპისა, მაინც ხშირია ელექტრო ენერგიის მომარაგების შეწყვეტა, ამიტომაც გენერატორები არასდროს კარგავენ აქტუალობას, სხვა თუ არაფერი, ისინი გეგმა B არიან, რომელიც გამოუვალ მდგომარეობაში გამოგვადგება.

ბაზარზე უამრავი სახის გენერატორი იყიდება, რაც ერთის მხრივ კომფორტია, ხოლო მეორეს მხრივ თავის ტკივილი. თქვენ უნდა იცოდეთ როგორ აარჩიოთ თქვენი მოთხოვნების შესაფერისი გენერატორი ისე, რომ არ გაწიოთ ზედმეტი დანახარჯები და მოთხოვნები სწორად დააკმაყოფილოთ. მაგალითად, თუ თქვენი მოწყობილობების ელექტრო მოთხოვნა 3000 ვატია, მაშინ არ იქნება მართებული ისეთი გენერატორი შეიძინოთ, რომელიც 5000 ვატს გამოიმუშავებს. მართალია ის სრულად უზრუნველყოფს მოწყობილობებს ელექტრო ენერგიით, თუმცა გაცილებით მეტ დანახარჯს გაწევს, ვიდრე გენერატორი, რომელიც 3500 ვატს გამოიმუშავებს.

იმისათვის, რომ თქვენს მოთხოვნებზე მორგებული გენერატორი შეიძინოთ, თქვენ მოგიწევთ გამოთვალოთ თქვენი მოწყობილობების ელექტრო მოთხოვნა და მათი დაჯამებით მიღებული რიცხვით იხელმძღვანელოთ.

გარდა სიმძლავრისა, რომელიც გენერატორის შემთხვევაში უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია, ასევე უნდა გაითვალისწინოთ ისეთი დეტალები როგორიცაა, ავზის მოცულობა და თუნდაც ე.წ. სტარტერი. ავზის მოცულობის სიდიდე, ძრავთან მიმართებით, შეგიქმნით წარმოდგენას იმაზე, თუ რამდენად ხშირად მოგიწევთ ავზის შევსება. ისეთი დეტალი კი, როგორიც სტარტერია საშუალებას მოგცემთ ძალისხმევის გარეშე ჩართოთ გენერატორი.

Holst.ge-ზე წარმოდგენილია მრავალი ბრენდის და სიმძლავრის გენერატორები, რომელთა შეძენა ძალიან მარტივი პროცედურის გავლის შემდეგ შეგიძლიათ. მოგეხსენებათ გენერატორები საკმაოდ მძიმე მოწყობილობაა, რაც ხაზს უსვამს იმ კომფორტს, რასაც Holst.ge ადგილზე უფასო მიწოდების სერვისით უზრუნველყოფს. თქვენ მიერ შეძენილი გენერატორი ძალიან მალე მოვა თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიის ნებისმიერი წერტილი შეიძლება იყოს. ამიტომაც, შეიძინეთ ელექტრო გენერატორი ჩვენთან ძალიან მარტივად, მაშინაც კი თუ დაჩაზე იმყოფებით.

Schpindel გენერატორი ბენზინზე 2.8kw

Schpindel generatori

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი
  • სიმძლავრე - 2.8kw
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 49
  • კვების წყარო - 220-240V
  • ავზის მოცულობა - 15 l
  • საწვავის ტიპი - ბენზინი
  • კუბატურა - 196cc
  • სტარტერი - მექანიკური      
  • ზეთი - 10-40W/5-40W

ეს გენერატორი უზრუნველყოფს 2800 ვატ სიმძლავრეს. ის მარტივად გაუმკლავდება სახლის ელექტრო მოწყობილობებს.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი

TOLSEN TOL1763-79992 გენერატორი (START) 5500W

Tolsen generatori

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი
  • სიმძლავრე - 5.5kw
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 87
  • კვების წყარო - 220-240V
  • ავზის მოცულობა - 27 l
  • საწვავის ტიპი - ბენზინი
  • სტარტერი - ავტომატური/მექანიკური
  • ზეთი - 10-40W/5-40W

თუმ მძლავრი გენერატორი გინდათ თქვენი კომერციული ფართისთვის, ან იქნებ თქვენი სახლის ყველა მოწყობილობის ამუშავება გინდათ, ეს 5500 ვატიანი გენერატორი უზრუნველყოფს ამ კომფორტს. ეს გენერატორი ძალიან მძლავრია და მაღალხარისხიანია.

უპირატესობები:

  • სიმძლავრე

LEO - გენერატორი 5KW KB5000E

LEO generatori

  • ბრენდი - LEO
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი                 
  • სიმძლავრე - 5kw     
  • გარანტია - 1 წელი     
  • წონა (კგ) - 79
  • კვების წყარო - 220-240V       
  • კომპლექტაცია - სახელური და ბორბლები
  • ავზის მოცულობა - 13 l         
  • საწვავის ტიპი - ბენზინი                   
  • კუბატურა - 272cc     
  • სტარტერი - ავტომატური   
  • ზეთი - 10-40W/5-40W

ასევე, კიდევ ერთი ძალიან მძლავრი გენერატორი, ამჯერად LEO-სგან, რომელიც მარტივად გაუმკლავდება მრავალ მოწყობილობას და ელექტრო ენერგიით გამოკვებავს. მისი შეძენა შეგიძლიათ კომერციული ფართისთვის, საამქროსთვის ან თუნდაც სახლისთვის, თუ თქვენი ელექტრო მოწყობილობები დიდ ენერგიას მოითხოვენ.

უპირატესობები:

  • უმაღლესი ხარისხი
  • სიმძლავრე

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება