სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვანი გამოგონების ისტორია უაღრესად საინტერესო და მრავალფეროვანია, თუმცა, საკმაოდ ხშირად ხდება ხოლმე, რომ ავტორი უცნობია, იმ ცნობილი გამონათქვამისა არ იყოს: „დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიანო“... ამ შემთხვევაში, კარგი ამბავი ის არის, რომ ჯაჭვური ხერხის კონსტრუქციის შექმნისა და განვითარების ისტორია ასე თუ ისე შემონახულია.
ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში, ხის ჭრის პროცესი საკმაო სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ძალიან ცოტას თუ გააჩნდა ტექნიკური შესაძლებლობა, ამ არც თუ იოლ საქმეს სათანადოდ გამკლავებოდა. დაზუსტების რთული სათქმელია, ვინ იყო ის პირველი, ვინც ჯაჭვური ხერხი გამოიგონა, თუმცა, ცნობილი ფაქტია, რომ მსგავსი ინსტრუმენტი 1830 წელს გერმანელმა ექიმმა-პროთეზისტმა ბერნარდ ჰაინმა შექმნა. კერძოდ, მან გამოიგონა ქირურგიული ინსტრუმენტი ძვლების გასაჭრელად. სწორედ ეს მოწყობილობა მიიჩნევა თანამედროვე ჯაჭვური ხერხის წინაპირობად. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და უკვე 1926 წელს გერმანელმა ინჟინერ-მექანიკოსმა ანდრეას შტილმა პირველი ხელის ჯაჭვური ხერხი დააპატენტა, რომელიც ელექტრო მოტორით იყო აღჭურვილი. სულ რაღაც ერთ წელიწადში კი, კვლავაც გერმანელმა გამომგონებელმა, ემილ ლერპმა პირველი ბენზო ხერხი წარადგინა.
საინტერესოა, რომ პირველი ბენზო ხერხი 8 ცხენის ძალის სიმძლავრეს ფლობდა და 58 კილოგრამს იწონიდა.
საბედნიეროდ, დღეს ჯაჭვური ხერხი, ბენზინის იქნება თუ ელექტრო მოტორით, გაცილებით ნაკლები წონისაა - Holst.ge-ს თუ ყურადღებით გადაავლებთ თვალს, ამაში თავადაც დარწმუნდებით და არაერთ მოწყობილობას აღმოაჩენთ საკმაოდ შთამბეჭდავი შესაძლებლობებით.
ჯაჭვური ხერხი და მისი კლასიფიკაცია
როგორც სხვა ინსტრუმენტების შემთხვევაში, ამჯერადაც, უმჯობესია, ჯაჭვური ხერხის შეძენამდე, კარგად ჩამოყალიბდით, ზუსტად რაში უნდა გამოიყენოთ ეს ინსტრუმენტი. კლასიფიკაცია კი ასეთია:
- ერთსახელურიანი ხერხი - ეს მსუბუქი და კომპაქტური ინსტრუმენტი, რომლის სიმძლავრე 1,4 ცხენის ძალა გახლავთ, გამოიყენება ცალი ხელით მუშაობისას, ძირითადად, სიმაღლეზე, მაგალითად, ტოტების მოსაჭრელად. ამასთან, სწორედ ასეთი მოდელია პოპულარული ხელოვანებში;
- სამოყვარულო ბენზო ხერხი (სახლისა და ბაღისთვის) ეს არის ინსტრუმენტი, რომლის სიმძლავრე 1,7-დან 2 ცხენის ძალამდე მერყეობს. ასეთი მოდელი უფრო გამოდგება აგარაკზე სამუშაოდ. ასევე, პრაქტიკულია ტოტების გასხვლისთვის, მცირე ზომის ხეების მოსაჭრელად და შეშის მოსამარაგებლად;
- ნახევრად პროფესიონალური - ამ შემთხვევაში, სიმძლავრე 2.2-დან 3.4 ცხენის ძალამდეა. მოდელი შესანიშნავია ხანგრძლივი გამოყენებისთვის, შეშის მოსამარაგებლად, სამშენებლო მასალის დასაჭრელად. საბოლო ჯამში, ძალიან მოსახერხებელი და საიმედო ინსტრუმენტია, რომელიც მზად არის, სახლის რთულ სამუშაოებს წარმატებით გაუმკლავდეს;
- პროფესიონალური - არის უნივერსალური და მეტად პროდუქტიული ინსტრუმენტი, რომლის სიმძლავრე 3,5 ცხენის ძალას აღემატება და უწყვეტი მუშაობის დიდი რესურსით გამოირჩევა. როგორც წესი, ასეთი ინსტრუმენტი გამოიყენება ხე-ტყის ჭრის ადგილზე ან სამშენებლო მოედანზე ყოველდღიური მუშაობისთვის.
ჯაჭვური ხერხი და მისი სიმძლავრე
სიმძლავრე, რა თქმა უნდა, ძრავის ზომაზეა დამოკიდებული. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პარამეტრი, რომელსაც ინსტრუმენტის შერჩევისას ყურადღება აუცილებლად უნდა მიექცეს. სიმძლავრე განისაზღვრება ცხენის ძალით, მაგრამ იმისათვის, რომ ეს მნიშვნელობა შევადაროთ ელექტრო „კოლეგებს“, მისი აღნიშვნა კილოვატებშიც ჩვეულებრივად შეიძლება.
რაც უფრო დიდია ბენზო ხერხი, სიმძლავრეც, ბუნებრივია, მით მეტია. ხერხი, რომლის ძრავის მოცულობა 50 კუბური სანტიმეტრია, სიმძლავრის მაჩვენებელი დაახლოებით 2 კილოვატს უტოლდება. 70 კუბური სანტიმეტრის შემთხვევაში, 3 კილოვატს.
- დიდი ზომის ხერხები რთული სამუშაოსა და გრძელვადიანი გამოყენებისთვის არის შექმნილი. მაგალითად, თუ გჭირდებათ ხერხი შეშის მოსამზადებლად, ღუმელის გათბობისთვის და ადგილობრივ ტერიტორიაზე მოკლევადიანი სამუშაოებისთვის, მაშინ შესაფერისია მოდელი, რომლის სიმძლავრეც 0,7-დან 2 კვტ-მდე მერყეობს. ასეთი ინსტრუმენტი საყოფაცხოვრებო დავალებებს წარმატებით შეასრულებს.
- თუ აპირებთ, მაგალითად, მორების დაჭრასა და სერიოზული სამუშაოს წარმოებას, ვთქვათ, სახლის აშენებას, აქ უკვე უმჯობესია, 2,5-დან 3 კვტ-მდე სიმძლავრის ჯაჭვური ხერხი შეარჩიოთ.
- თუკი ხე-ტყესთან მუშაობთ და აუცილებელია, დღეში 8 საათის მანძილზე მუშაობა, არჩევანი პროფესიონალურ ინსტრუმენტზე შეაჩეროთ, რომლის სიმძლავრე 4-6 კილოვატი იქნება.
TOLSEN TOL2230-87362 ელ.ჯაჭვური ხერხი 400W 250MM ელემენტის გარეშე MP20V

- ბრენდი - TOLSEN
- პროდუქტის ტიპი - ჯაჭვური ხერხი ელემენტზე
- სიმძლავრე - 400W
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 6933528797166
- წონა (კგ) - 3.5
- კვების წყარო - ელემენტზე
- ბრუნვის სიჩქარე - 6m/sღერძის სიგრძე - 10″(250mm)
Lux-Garden ბენზოხერხი 18

- ბრენდი - LUX GARDEN
- პროდუქტის ტიპი - ჯაჭვური ხერხი საწვავზე
- სიმძლავრე - 2200W
- ზომა - 18''
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 4899521092115
- წონა (კგ) - 7.27
- კვების წყარო - საწვავი
- ძრავის მოცულობა - 50cc
- ავზის მოცულობა - 0.5 l
- ბრუნვის სიჩქარე - 3000min
- მოტორი - 2 ტაქტიანი
- ღერძის სიგრძე - 18''
CROWN CT15162 - ჯაჭვური ხერხი ელექტრო 1600w

- ბრენდი - CROWN
- პროდუქტის ტიპი - ჯაჭვური ხერხი ელექტრო
- სიმძლავრე - 1600W
- ზომა - 15''
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 7640912877111
- წონა (კგ) - 5.75
- კვების წყარო - 220-240V
- ბრუნვის სიჩქარე - 7200min
- ღერძის სიგრძე - 15''