მიეც დურგალსა ხელსაწყო, აშალაშინოს მორები, ანუ რაში შეიძლება გამოგვადგეს შალაშინი |
მიეც დურგალსა ხელსაწყო, აშალაშინოს მორები, ანუ რაში შეიძლება გამოგვადგეს შალაშინი |
თუ გახსოვთ, რას ნიშნავს მეთულუხჩე? და დაბაღი? ხარაზი გემახსოვრებათ, ნუ, მექისე მაინც აუცილებლად და წყალი არ გაუვა, გეცოდინებათ, რას ნიშნავს დურგალი.
კიდევ ბევრი პროფესია მოიხსენიებოდა ძველ თბილისში განსხვავებულად და რაც ვახსენეთ, იმათ აქვე შეგახსენებთ: მეთულუხჩე, ჩემო ბატონო, წყლის დამტარებელი გახლდათ, დაბაღები ტყავის დამუშავების სპეციალისტები იყვნენ, ხარაზი ფეხსაცმლის მკერავ-ხელოსანია, მექისეს სასწაულმოქმედი ხელი ერთხელ მაინც თუ გამოგიცდიათ გოგირდის აბანოებში, მაგას ვერასოდეს დაივიწყებდით, მით უმეტეს, ნაბახუსევზეა მისწრება. აი, დურგალი კი ხის ნაკეთობებზე მომუშავე სპეციალისტი გახლავთ, რომლის ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი ხელსაწყო, რაღა თქმა უნდა, შალაშინი გახლავთ.
ეჰ, ძველთბილისელ ხითხუროებს, ანუ დურგლებს რომ ელექტრო შალაშინი ჰქონოდათ, რამდენად მარტივად იმუშავებდნენ, წარმოგიდგენიათ?
კარგით, მოდით, ძველ დროებას ცოტა ხნით შევეშვათ, 21-ე საუკუნის მიღწევებით დავტკბეთ და შევთანხმდეთ, რომ სადურგლო საქმეში თანამედროვე ინსტრუმენტების მართლაც მდიდარი არსენალი გამოიყენება. მათ შორის, რაღა თქმა უნდა, სათანადო ადგილს იკავებს ელექტრო შალაშინი. შევთანხმდეთ იმაზეც, რომ ამ ინსტრუმენტის სწორად შერჩევა ყველა სამუშაოს შესრულებას მნიშვნელოვნად აიოლებს და პროფესს მაქსიმალურად კომფორტულს ხდის.
დავიწყოთ იმით, რომ ხელისა და სტაციონარული ელექტრო შალაშინი, აღჭურვილობის თვალსაზრისით, ერთმანეთს ბევრ რამეში ჰგავს. ასეთი მოწყობილობის ფუნქციონირება ეფუძნება ელექტრომოტორის ბრუნვის მომენტის გადაცემას დანის ბარაბნისკენ. ბრუნვის პროცესში ინსტრუმენტის თავი ვერტიკალურ სიბრტყეზე გადაადგილდება. ელექტრო შალაშინი აღჭურვილია ხეზე სამუშაო დანის რამდენიმე სახეობით, რაც გამოარჩევს კიდეც მას მექანიკური „წინაპრისგან“.
გასათვალისწინებელია, რომ ელექტროინსტრუმენტის სხვადასხვა მოდელს განსხვავებული რაოდენობის დანა ჰქონდეს. როგორც წესი, დანების რაოდენობა 1-დან 3-მდე მერყეობს.
ამ პოპულარული და მოთხოვნადი ინსტრუმენტის პროფესიონალური მოდიფიკაციები უამრავი მნიშვნელოვანი თავისებურებით გამოირჩევა. მაგალითად:
ელექტრო შალაშინის ექსპლოატაციის მაღალი მაჩვენებლებიდან გამომდინარე, ინსტრუმენტი ფართოდ გამოიყენება როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე დიდ საწარმოებში.
საიდუმლო სულაც არ არის, რომ სამუშაოების შესრულება მექანიკური შალაშინით საკმაოდ დიდ ფიზიკურ ძალას მოითხოვს. აქედან გამომდინარე, რეკორდული ტემპებით იზრდება მოთხოვნე ელექტრო შალაშინის ხელის მოდელებზე.
მიუხედავად იმისა, რომ ხელის ელექტრო შალაშინი თავის თავში წარმოადგენს სადურგლო ინსტრუმენტს ძირითადად, საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, ჭკვიანური მიდგომის შემთხვევაში, ის საშუალებას იძლევა, ხის მასალის საკმაოდ სოლიდური რაოდენობა გადამუშავდეს. ამასთან, ასეთი მოდელების აშკარა უპირატესობა მათი მობილურობაა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ფასის სხვაობა სტაციონალურ მოდელებთან შედარებით.
საყოფაცხოვრებო დანიშნულებისთვის, საკმარისია ელექტრო შალაშინი წუთში 10-11 ათასი ბრუნვით. ხის ჯიშების უმეტესობა ასეთ სიხშირესაც მარტივად ემორჩილება. ოპტიმალური ვარიანტია, რა თქმა უნდა, შალაშინი, რომელსაც ბრუნვის ელექტრომარეგულირებელი აქვს.
- ელექტრო შალაშინი, თუკი მას სწორად გამოვიყენებთ, დიდი მოცულობის სამუშაოს საკმაოდ მოკლე დროში მიგვაყვანინებს ბოლომდე, თუმცა უსაფრთხოების წესების უგულებელყოფა დადებით შედეგებს, რა თქმა უნდა, არავის მოუტანს.
- პირველ რიგში, უნდა დარწმუნდეთ, რომ შალაშინი საიმედოდ არის დამაგრებული.
- შალაშინის ნებისმიერი შემოწმებისას, იქნება ეს დანების რეგულირება, თუ სხვა რამ, უნდა დარწმუნდეთ, რომ დენის წყაროსთან მიერთებული არ არის.
- ზედაპირის დამუშავება დაიწყეთ მას შემდეგ, რაც შალაშინის დანები მაქსიმალურ ბრუნვას მიაღწევს.
- მუშაობის დროს, სადენი ზედმეტად დახვეული და აბურდული არ უნდა იყოს.
- ელექტრო შალაშინის ყველა დეტალი, რომელიც ელექტროგამტარია, საიმედოდ უნდა იყოს იზოლურებული.