| მიიღეთ გამოწვევები - არ შეუშინდეთ გვალვას - სარწყავი შლანგი დაიხმარეთ |
| მიიღეთ გამოწვევები - არ შეუშინდეთ გვალვას - სარწყავი შლანგი დაიხმარეთ |
ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად უნდა ვიყოთ, შენ ხარ ჩემი ბატონი: გვალვა იქნება თუ ხოშკაკალი, ავდრიანობა თუ დარიანობა - ჩვენს მცენარეებს, ბაღ-ვენახ-ყანებს ხეირიანი მორწყვა კარგ ამინდშიც სჭირდება და თუკი ციდან წვიმის ერთი წვეთიც კი არ ვარდება, თავადაც იცით, საქმეში მაშინვე სარწყავი შლანგი უნდა ჩაერთოს.
თუმცა, ადამიანს, რომელმაც პირველად უნდა შეიძინოს სარწყავი შლანგი, შესაძლოა, მოეჩვენოს, რომ ნებისმიერი მათგანი ერთნაირია. სინამდვილეში, გარეგნული მსგავსების მიუხედავად, შლანგს უამრავი მახასიათებელი აქვს და შესაბამისად, შესაძლებლობები. რა და როგორ არის, ახლავე ყველაფერს მოგახსენებთ.
არასწორი შლანგის შერჩევას არაერთი პრობლემის გამოწვევა შეუძლია: წყლის გაჟონვა, სწრაფი ცვეთა, სუსტი მორწყვა, მცენარეების დაზიანება და ასე შემდეგ. ამდენად, მნიშვნელოვანია, შერჩევის საკვანძო კრიტერიუმები გაითვალისწინოთ:
არ გაგიკვირდებათ, თუკი გეტყვით, რომ მცენარეების ეფექტიანად მოვლის მხრივ სარწყავი შლანგის სწორად შერჩევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ის არა მხოლოდ მორწყვის სპეციფიკურ მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს, არამედ გამძლე და კომფორტულად მოსახმარი უნდა იყოს.
სარწყავი სხვადასხვა მასალისგან მზადდება. მაგალითად, გამოიყენება რეზინი, სილიკონი, ნეილონი, თუმცა, ყველაზე პოპულარული პოლივინილქლორიდია, „პევეხას“ რომ ვუწოდებთ. ეს არის ფასისა და ხარისხის ოპტიმალური თანაფარდობა.
პოლივინილქლორიდის შლანგის უპირატესობებია:
თანამედროვე მოდელების უმეტესობას მზის სხივებისგან დამატებითი დაცვაც აქვს, რაც მათ გახუნების საშუალებას არ აძლევს. გაუმჭვირვალე შიდა ფენა ხელს უშლის შიგნით წყალმცენარეების წარმოქმნას. მრავალშრიანი სარწყავი შლანგები 35 წლამდე ძლებს.
სარწყავი შლანგი სხვადასხვა რაოდენობის შრეებით იწარმოება, რაც გავლენას ახდენს მის სიძლიერეზე, მოქნილობასა და მომსახურების ხანგრძლივობაზე:
სამ და ოთხ შრიანი შლანგი ყველაზე გავრცელებული და უნივერსალურია. არის ძალიან გამძლე და დაკისრებული მოვალეობას წლების მანძილზე პირნათლად შეასრულებს. რეკომენდებულია არა მხოლოდ პირადი, არამედ კომერციული გამოყენებისთვისაც.
1. გაზომეთ მოსარწყავი ზონა.
2. გამოთვალეთ სარწყავი შლანგის სიგრძე. პირველ პუნქტში მიღებული შედეგი 2-ზე გაყავით.
ესეც მაგალითი: თუ სარწყავი ზონის პერიმეტრი 40 მეტრია, მაშინ შლანგის მინიმალური სიგრძე 20 მეტრი გამოდის: 40:2=20. სარწყავი შლანგი სტანდარტული სიგრძით მზადდება, უფრო ხშირად 25 და 50 მეტრი. ჩვენი მაგალითისთვის შესაფერისია 25 მეტრის სიგრძის შლანგი.
შესაფერისი სამუშაო წნევის მქონე შლანგის არჩევით თქვენი სარწყავი სისტემის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობას უზრუნველყოფთ. თუ ის ძალიან დაბალია, წყლის წნევა დაზარალდება, ხოლო თუ ძალიან მაღალია, ეს გამოიწვევს სარწყავი შლანგის გახეთქვას.
სარწყავი სისტემა რომ იდეალურად აეწყოს, ქუროები, გადამყვანები, საქშენები, ბუნიკები, ყველა კომპონენტი შიდა დიამეტრს უნდა ემთხვეოდეს.
თუ უკვე გაქვთ ზოგიერთი ნაწილი, კარგად გაზომეთ და შლანგიც შესაბამისი ზომის იყიდეთ. თუ არა, იხელმძღვანელეთ ტუმბოს ან წყალმომარაგების სისტემის გარშემოწერილობით, რომელსაც აღჭურვილობას დააკავშირებთ.
შია დიამეტრის გავრცელებული ზომებია:


