მიკროორგანიზმების ყვავილი |
მიკროორგანიზმების ყვავილი |
როდესაც პეტრის ჯამში ორი მოხეტიალე ბაქტერია ერთმანეთს შეხვდა, მზარდი კოლონია ყვავილის კვირტებივით გადაიშალა.
სან დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩატარებული ექსპერიმენტი მიზნად ისახავდა მიკრობთა ორი კულტურის საერთო გარემოში ურთიერთმოქმედების შეისწავლას, თუმცა მოულოდნელმა შედეგმა - ბაქტერიათა მიერ შექმნილმა გეომეტრიულმა ფორმებმა, ექსპერიმენტატორები აიძულა მათი კვლევები სხვა მიმართლებით წარმართულიყო.
ცდის მიმდინარეობისას პეტრის ჯამში, როელიც Jell-O აგარის გელით იყო ამოფენილი, ჩაითესა ორი Escherichia coli -ისა და Acinetobacter baylyi-ის ბაქტერული კოლონია. აგარის წებვადოვანი კონსისტეცია ერთგვარად შემზღუდველ ფაქტორს წარმოადგენდა ბაქტერიათა თავისუფალი გადაადგილების თვალსაზრისით. აცინეტობაქტერიები, წინამორბედთან შედარებით, ხასიათდებოდნენ ზრდადობის და არეალზე გავრცელების ტენდენციით, რის საშუალებასაც მათი სხეულის ზედაპირზე არსებული პილები იძლეოდა. ცალკეულად აღებული ბაქტერიათა კოლონიები არანაირ განსაკუთრებულად საინტერესო სპეციციკურ მახასიათებლებს არ ავლენდნენ, თუმცა როგორც კი ისინი ერთმანეთში აურიეს, გასაოცარი სტრუქტურის ფიგურებმა იწყო ფორმირება.
კოლონიათა ფიზიკური ინტერაქცია ქმნიდა ყვავილის ფორმის პატერნებს. მოძრავი A. baylyi ის ისევე კაფავდა E. coli -ის კოლონიას, თითქოს თოვლის ნადები ყოფილიყოს. მაგრამ გელის გამკვრივებულ ადგილებში მიწნეხილი ბაქტერიების გროვა ელასტიკური ლენტის მსგავსი დრეკადობით უკან აწვებოდა A. baylyi-ის გუნდს. ბაქტერიების ჭიდილის ეს პროცესი ერთნაირი ინტენსივობით მიმდინარეობდა მანამ, სანამ პეტრის ჯამი მთლიანად არ გადაივსებოსა მიკრობებისგან, რაც წარმოქმნიდა სიმეტრიულ ფიგურებს.
მოვლებეის მსგავსმა განვითარებამ მეცნიერებს კვლევის მთავარი საგანი - კოლონიებს შორის ურთიერთქმედება, გვერდზე გადაადებინდა და მათი მთელი ყურადრება მიიპყრო იმ კანონზომიერებათა უცნაურმა რიგმა - თუ რა აიძულებდა ბაქტერიებს ყოველ ჯერზე შეექმნათ სიმეტრიული, ბუნებაში უკვე რელურად არსებული ფორმის ფიგურები. ცდისათვის მკვლევრები იყვენებდნენ სხვადასხვა სახის ქიმიურ პრეპარატს, რომელთა გავლენითაც ბაქტერიები ქმნიდნენ ცხოველის ტყავზე არსებული ლაქების ან ზოლების ინტერპრეტაციას. შედეგმა დამკვირვებლებს საშუალებას მისცა აეხსნათ, თუ როგორ ეხმარებოდა ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება ფიზიკურ, ზემოთ აღნიშნულ ძალებს, შეექმნათ მსგავსი ფორმები.