მისი ყოვლისშემძლეობა კუთხსახეხის პოპულარობის მიზეზები |
მისი ყოვლისშემძლეობა კუთხსახეხის პოპულარობის მიზეზები |
სრულიად სამართლიანად და პრაქტიკულობის ყველა კანონის გათვალისწინებით, კუთხსახეხი, იგივე ბარგალკა, ნებისმიერი მშენებლის „ჯენტლმენური ნაკრების“ განუყოფელი ნაწილია ბურღთან და პერფორატორთან ერთად. უფრო მეტიც, მისი ყოვლისშემძლეობა კუთხსახეხი იმდენად პრაქტიკული და უნივერსალური ინსტრუმენტია, ყველაზე განსხვავებული პროფესიის წარმომადგენლებიც კი ყიდულობენ. ასევე, ხშირ შემთხვევაში, ბალგარკა შეგხვდებათ ჩვეულებრივი ხელმარჯვე ოსტატების არსენალშიც, რომლებიც მხოლოდ სახლსა თუ ფარეხში ჩხირკედელაობით შემოიფარგლებიან.
ესე იგი, კუთხსახეხის დახმარებით შესაძლებელია, სასურველი ფორმისა თუ ზომის მიხედვით დაჭრათ მაგალითად, ლითონი, აგური, ბეტონი, ტროტუარის ფილა, მარმარილო, გაასუფთაოთ და გააპრიალოთ პრაქტიკულად, ნებისმიერი სირთულისა თუ დაზიანების მქონე სხვადასხვა ზედაპირი და ასე შემდეგ.
სხვათა შორის, ერთ-ერთი პლუსი ისიც გახლავთ, რომ შედუღების აპარატისგან განსხვავებით, ბარგალკა დამუშავებულ მასალაზე კვალს არ ტოვებს.
უსაფრთხოება კუთხსახეხთან და პრინციპში, არა მხოლოდ ამ ხელსაწყოსთან, მუშაობის პროცესში ყოველთვის პრიორიტეტული უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე მარტივი რეკომენდაცია, რაც ინსტრუმენტთან უფრო პროფესიონალურად მუშაობაში დაგეხმარებათ:
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მასალა, რომელსაც კუთხსახეხით ამუშავებენ, ლითონია. და როგორ უნდა გაჭრათ ლითონი? ეს კითხვა ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდება, რომელსაც ხელსაწყოსთან შეხება ჯერ არ ჰქონია. დავიწყოთ იმით, რომ საცმი იმის მიხედვით უნდა შეირჩეს, რა სისქის ლითონთან მოგიწევთ მუშაობა. შპინდელი ოპტიმალური სიჩქარით უნდა მოძრაობდეს, რათა ფრაგმენტი სწორად, ზუსტად ისე მოიჭრას, როგორც მონიშნულია.
პროფნასტილის ჭრა ნებისმიერი მხრიდან არის დასაშვები. საჭიროების შემთხვევაში, პირველი კვეთის გაკეთება ფურცლის შუაში შეიძლება. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ფურცლის მეორე მხარის კიდე ყოველთვის გახეხილი იქნება და დამუშავება დასჭირდება.
მილის ჭრაც ისე უნდა მოხდეს, როგორც ჩვეულებრივი ფურცლის ან პროფნასტილის. სხვაობა მხოლოდ მასალის განსხვავებულ პროფილშია.
მას შემდეგ, რაც გავარკვიეთ, როგორ უნდა იმუშაოთ ლითონთან, საჭიროა იმის გაგებაც, რა თავისებურებები ახლავს თან ისეთ მასალასთან მუშაობას, როგორიც არის, მაგალითად, ფილები, კერამიკა, გრანიტი, კაფელი.
ბუნებრივია, თითოეულ ამ მასალას საკუთარი მახასიათებლები აქვს, რომლებიც გასათვალისწინებელია წარმატებული დამუშავებისთვის. მაგალითად, კერამიკასთან და კაფელთან მუშაობისას დიდი რაოდენობით მტვერი ჩნდება. მისგან თავის დაღწევა შეუძლებელია, მაგრამ შემცირება - შესაძლებელი. ამისთვის საჭიროა მასალის წყლით დასველება. შედეგად, მისი საწყისი ტემპერატურა შემცირდება, რაც სტრუქტურის შესაძლებლობის საშუალებას იძლევა. ასევე, დასველებულ მასალაზე უფრო ადვილია ხვრელების გაკეთება. გარკვეულწილად რთული იქნება კერამოგრანიტთან მუშაობა მისი მაღალი საექსპლუატაციო მახასიათებლების გამო. სამუშაოსთან გამკლავება შესაძლებელი იქნება ქვის ჭრისთვის განკუთვნილი საცმის გამოყენებით.
შემდეგი საკითხი, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს, არის ის, როგორ უნდა დაიჭრას ხე, ფანერა, მერქანბურბუშელას ფილა, იგივე დეესპე? ბალგარკა ასეთი სამუშაოსთვისაც შესაფერისია, თუ სპეციალურ საცმს გამოიყენებთ.
ორგმინის დამუშავება მაქსიმალურად მარტივია. ამ მასალასთან მუშაობისთვის საკმარისია საცმი, რომელიც კერამიკის ჭრისთვის გამოიყენება. ორგმინა ბოლომდე არ უნდა გაიჭრას, უმჯობესია, სამუშაო მასალაზე ფიზიკური ზეწოლით დაასრულოთ.