მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბენზო ხერხზე... ყურადღებით იყავით, გაგაგრძელებინებთ, იცოდეთ...

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბენზო ხერხზე... ყურადღებით იყავით, გაგაგრძელებინებთ, იცოდეთ...

წითელქუდას წითელი კი არა, ქუდი საერთოდ რომ არ ჰქონოდა, ზღაპარს რას დაარქმევდნენ?

პიცა ხომ მრგვალია და ოთხკუთხედ კოლოფში რატომ დებენ ხოლმე?

ცხვრები რას ითვლიან, როცა ვერ იძინებენ?

მთები თუ გადადგით, სად დადგამთ?

ახლა თუ არა, აბა, როდის?

ეჰ, რამდენი კითხვა ტრიალებს ადამიანის თავში და ამ კითხვების დიდი ნაწილი როგორი უცნაურია, არა? არ ვიცით, თუკი შეძლებთ, ჩამოთვლილ კითხვებს უპასუხოთ, თქვენი ნებაა, ჩვენ კი ქვემოთ მაქსიმალურად შევეცდებით რაც კი ჯაჭვური ხერხის შესახებ კითხვები არსებობს, ამომწურავად ვუპასუხოთ.

რისთვის არის საჭირო ჯაჭვური ხერხი?

ჯაჭვური ხერხი აუცილებელია დიდი ბაღის მოვლისთვის, რატომაც არა? რაღა თქმა უნდა, შეშის მომარაგებისთვის, ეს უტყუარია! სამშენებლო სამუშაოებისთვის. ჯაჭვური ხერხი არაერთი სახეობის სამშენებლო მასალის დამუშავებისთვისაც გამოდგება - ნებისმიერი სიმტკიცის ხეს ხომ უპრობლემოდ უმკლავდება, მსუბუქ ბეტონსაც და პოლივინილქლორიდის მილებსაც.

როგორც წესი, ჯაჭვურ ხერხში ელექტრო და ბენზო ხერხი მოიაზრება, ბენზო ხერხში კი თავის მხრივ, ბენზინის ჯაჭვური ხერხი იგულისხმება.

ბენზო ხერხის უპირატესობებზე თუ ვისაუბრებთ, პირველ რიგში, მისი მობილურობა უნდა აღინიშნოს (მაგალითად, ინსტრუმენტს მარტივად გაიყოლებთ ტყეში) და წარმადობა, რაც მისი სიმძლავრის ხარჯზე მიიღწევა.

- რამდენად ხშირად სჭირდება ჯაჭვს ლესვა?

იმისთვის, რომ ექსპლუატაციისას ბენზო ხერხმა კარგი შედეგები აჩვენოს, მისი ჯაჭვი ყოველთვის საკმარისად ბასრი უნდა იყოს. როგორც კი იგრძნობთ, რომ ხერხი ნელა მუშაობს, ჯაჭვი გალესეთ. ასევე, ყურადღება მიაქციეთ ნახერხს - თუკი ბევრი მტვერია, ან ნახერხი თხელდება, ესეც იმის ნიშნად მიიღეთ, რომ ჯაჭვს დახმარება სჭირდება. რამდენ ხანს იქნება ჯაჭვი საკმარისად მჭრელი, იმაზეა დამოკიდებული, ინსტრუმენტს რამდენად ინტენსიურად იყენებთ. სავსებით შესაძლებელია, საყოფაცხოვრებო პირობებში ჯაჭვის ხშირი ლესვა საერთოდ არ მოგიხდეთ, ვთქვათ, ორ თვეში ერთხელ, მაგრამ თუკი დღეში 3 კუბურ მეტრ შეშას მაინც ამუშავებთ, დროის გამონახვა ჯაჭვზე ზრუნვისთვისაც მოგიწევთ. გარდა ამისა, ჯაჭვი მალე ცვდება, როცა ზედმეტად მყარ ხის მასალას ამუშავებთ, ან ზედ მიწა ეყრება.

- როგორ მიხვდეთ, რომ დროა, ჯაჭვი გალესოთ ან შეცვალოთ?

იმით დავიწყოთ, რომ ჯაჭვი ყოველდღიურად შეათვალიერეთ ხოლმე. არ უნდა ჰქონდეს ბზარები და ბუნებრივია, დაღუნული არ უნდა იყოს. ცვეთის დონე, შესაძლებელია, ვიზუალურად განსაზღვროთ, თუკი სამუშაო ჯაჭვს ახალს, გამოუყენებელს შეადარებთ. ჯაჭვის ლესვა, რა თქმა უნდა, დაუსრულებლად არ შეიძლება. თუკი კბილები 4 მმ-მდე დავიდა, ჩათვალეთ, მისი შეცვლის დროა. ასევე, მაშინაც უნდა გამოცვალოთ, თუკი დარეგულირების მიუხედავად სათანადო დონეზე აღარ იჭიმება. ბენზო ხერხის შეძენისას, კარგს იზამთ, თუკი ხელს რამდენიმე სათადარიგო ჯაჭვსაც გააყოლებთ.

- თუკი ბენზო ხერხი იშვიათად მჭირდება, აუცილებელია თუ არა შენახვის განსაკუთრებული პირობების დაცვა?

ყველაზე მთავარი, რისი გაკეთებაც აუცილებელია, როცა ბენზო ხერხს დიდი ხნის ინახავთ, ავზიდან საწვავი მთლიანად გადაასხათ. უფრო მეტიც, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამის შემდეგ საჭიროა ბენზო ხერხის დაქოქვა, რათა სისტემაში დარჩენილი საწვავი სრულად გაიხარჯოს. საწვავის შემდეგ, საჭიროა ხერხიდან ზეთის ამოღებაც. რა თქმა უნდა, შენახვამდე საჭიროა ინსტრუმენტის საგულდაგულოდ გაწმენდა - საჰაერო და საწვავის ფილტრების გარდა, გაწმინდეთ ყველა სხვა დეტალიც. რეკომენდებულია, ჯაჭვი ზეთით სავსე ჭურჭელში შეინახოთ.

- რამდენად დიდხანს შეიძლება ერთი სავსე ავზით მუშაობა?

დაზუსტებით ამის თქმა იმ შემთხვევაშიც კი, ინსტრუმენტის მოდელი რომ ცნობილი იყოს, შეუძლებელია. საწვავის ხარჯვა მუშაობის ინტენსივობაზეა დამოკიდებული. რაღა თქმა უნდა, მუშაობის ხანგრძლივობას საწვავის ავზის ტევადობა განსაზღვრავს. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, უწყვეტი მუშაობის საშუალო მაჩვენებელი 20-40 წუთია. თუკი საწვავის ეკონომიური ხარჯვა მნიშვნელოვანია, უნდა შეიძინოთ ახალი მოდელი გაუმჯობესებული ძრავით.

- ჯაჭვის გასაპოხად რომელი ზეთი უნდა გამოვიყენო?

პირველ რიგში, ზეთი სუფთა უნდა იყოს, გამოუყენებელი. ჩვეულებრივ, ავტომობილის ან ტრანსმისიის ზეთს იყენებენ ხოლმე. მეორე ფაქტორი, რაც ზეთის შერჩევისას არის გასათვალისწინებელი, წელიწადის დრო გახლავთ. ყინვაში ზეთი თვისებებს იცვლის და შესაძლოა, გასქელდეს. ამდენად, უნდა გამოიყენოთ სპეციალური ზეთი, რომელიც დაბალი ტემპერატურებისთვის არის განსაზღვრული.

- სად შეიძლება ბენზო ხერხის რესურსის შესახებ ინფორმაციის ნახვა?

რესურსის შესახებ ზუსტ მონაცემებს მწარმოებლები არ უთითებენ. მაქსიმუმ, რისი გაგებაც შეგიძლიათ, საშუალო მაჩვენებელია.

საყოფაცხოვრებო კლასის რესურსი დაახლოებით 300 მოტოსაათია, პროფესიონალურის შემთხვევაში, საუბარია დაახლოებით 2500 მოტოსაათზე.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ საშუალო ბრუნების შემთხვევაში, 1 მოტოსაათი დაახლოებით 30 წუთს უდრის.

- შეიძლება თუ არა ბენზო ხერხით მორების ფიცრებად დაჭრა?

როგორც ასეთი, ბენზო ხერხი მსგავსი დანიშნულებისთვის არ გამოიყენება, თუმცა არსებობს სპეციალური აღჭურვილობები, რომელიც ინსტრუმენტს მორების ფიცრებად დაჭრის საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, საჭიროა სპეციალური ჯაჭვიც და რაც მთავარია, სიმძლავრე ინსტრუმენტს სათანადო უნდა ჰქონდეს. ერთი რამ ცხადია, საყოფაცხოვრებო მოდელი ამ მიზნით ნაკლებად გამოდგება.

- რა რაოდენობით ზეთი უნდა ჩავასხა ბენზო ხერხში?

ინსტრუქციაში ზეთისა და ბენზინის თანაფარდობა მითითებული იქნება. მაგალითად, 1:50-ზე ნიშნავს, რომ 1 ლიტრი ზეთი 50 ლიტრ ბენზინს უნდა შეურიოთ. თუკი ორტაქტიანი ძრავისთვის ჩვეულებრივი ზეთი გამოიყენება, პროპორციები ასეთია: 1:25.

- რა სახის რეკომენდაციები არსებობს ბენზო ხერხით ზამთარში მუშაობის შემთხვევაში?

დაბალი ტემპერატურული პირობების შემთხვევაში, დიახ, მუშაობას თავისი სპეციფიკა აქვს. პირველ რიგში, აუცილებლად გართულდება ხერხის მოქმედებაში მოყვანა. ზამთარში ბენზინი ცუდად ორთქლდება. ამდენად, მოტორი ხშირად ითიშება. რეკომენდებულია, საწვავიცა და თავად ბენზო ხერხიც თბილ შენობაში ინახებოდეს. ზემოთაც ვთქვით და გავიმეორებთ, რომ ზამთარში ისეთი ზეთი უნდა გამოიყენოთ, რომელსაც ყინვის არ ეშინია.

- როგორ მოვიქცე, თუ ჯაჭვი მიწით დაისვარა?

ტალახი და ქვიშა, როგორც წესი, ჯაჭვის დაბლაგვებას იწვევს და ასევე, ჭრის სიჩქარესაც მნიშვნელოვნად ამცირებს. თუკი ხე მიწაზე იდო, სამწუხაროდ, მტვერთან კონტაქტს ინსტრუმენტი ვერ ასცდება. ჯაჭვი უნდა მოხსნათ, გარეცხოთ, გააშროთ და შემდეგ ზეთით გაპოხოთ.

ტყე შეუნახე შვილებსაო, ხომ გაგიგიათ? ხის უკანონო ჭრა საშინელებაა და რაც მთავარია, კანონით მკაცრად ისჯება... დანარჩენში, ბენზო ხერხი ისეთი საქმეებისთვის გამოიყენეთ, საკუთარ თავსა და თუ გარშემომყოფებსაც სიკეთეში რომ წაადგება.

სხვა მხრივ, აგერ, ბატონო, აქვეა რამდენიმე ბენზო ხერხი განხილული, თუმცა გადაავლეთ თვალი Hols.ge-ს, სასურველ მოდელს აუცილებლად იპოვით.

Lux-Garden ბენზოხერხი 18"

Lux-Garden benzo xerxi

  • ბრენდი - LUX GARDEN
  • პროდუქტის ტიპი - ჯაჭვური ხერხი საწვავზე
  • სიმძლავრე - 2200W
  • ზომა - 18''
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 4899521092115
  • წონა (კგ) - 7.27
  • კვების წყარო - საწვავი
  • ძრავის მოცულობა - 50cc
  • ავზის მოცულობა - 0.5 l
  • ბრუნვის სიჩქარე - 3000min
  • მოტორი - 2 ტაქტიანი
  • ღერძის სიგრძე - 18''

Lux-Garden ბენზოხერხი 20"

Lux-Garden jachvuri xerxi

  • ბრენდი - LUX GARDEN
  • პროდუქტის ტიპი - ჯაჭვური ხერხი საწვავზე
  • სიმძლავრე - 2200W
  • ზომა - 20''
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 4899521092122
  • წონა (კგ) - 7.44
  • კვების წყარო - საწვავი
  • ძრავის მოცულობა - 50cc
  • ავზის მოცულობა - 0.5 l
  • ბრუნვის სიჩქარე - 3000min
  • მოტორი - 2 ტაქტიანი
  • ღერძის სიგრძე - 20''

TOLSEN TOL1590-79611 ჯაჭვური ხერხი საწვავზე INDUSTRIAL 52CC,20"

Tolsen benzo xerxi

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ჯაჭვური ხერხი საწვავზე
  • სიმძლავრე - 2000W
  • ზომა - 20''
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 6933528788393
  • წონა (კგ) - 8.5
  • კვების წყარო - საწვავი
  • ძრავის მოცულობა - 52cc
  • ავზის მოცულობა - 0.55 l
  • ბრუნვის სიჩქარე - 3000min
  • მოტორი - 2 ტაქტიანი

CROWN CT20102-20 ბენზო ხერხი 20"

Crown benzo xerxi

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ჯაჭვური ხერხი საწვავზე
  • სიმძლავრე - 2300W
  • ზომა - 20''
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 7640177420909
  • წონა (კგ) - 5.58
  • კვების წყარო - საწვავი
  • ძრავის მოცულობა - 54.6cc
  • ავზის მოცულობა - 0.55 l
  • ბრუნვის სიჩქარე - 3000min
  • მოტორი - 2 ტაქტიანი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება