მოასწარი ტოპ 3 წყლის ტუმბოს შეძენა

წყლის ტუმბო ყველა სეზონზე აქტუალურია, მაგრამ განსაკუთრებით მაშინ, როცა ტემპერატურა იმატებს და ცხელი სეზონის მოსვლამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება. გამოდის რომ ახლა საუკეთესო დროა წყლის ტუმბოს შესაძენად და თუ რატომ? - ამას ჩვენი ბლოგიდან გაიგებთ.

რა საქმეს ასრულებს წყლის ტუმბო?

წყლის ტუმბოები ფრიად გამოსადეგია, რადგან რთულ საქმეს გიმსუბუქებთ და ყველაფერს საკუთარ თავზე იღებს. ინსტრუმენტი წყლის სიღრმიდან ზედაპირზე ამოტანაში დაგეხმარებათ, ანდაც უკვე ზედაპირზე არსებულ სითხეს სხვადასხვა მიმართულებით გადაანაწილებს. ორივე ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო და ამ ყველაფერში საჭიროა ისეთი ძლიერი ხელსაწყოს დახმარება, როგორიც წყლის პომპაა.

რატომ შეიძლება დაგჭირდეთ უფრო ხშირად ხელსაწყო ზაფხულში?

ზაფხული ყინულიანი სასმელების, მზის სხივებში ნებივრობისა და აუზზე გასატარებელი დღეების სეზონია. წყლის პომპა კი ამ უკანასკნელთან პირდაპირ კავშირშია. აუზის წყლით შევსებაზე პასუხისმგებლობას მთლიანად მის თავზე იღებს. ნუ, სულ ცოტა თქვენი დახმარებაც დასჭირდება, მაგრამ ძირითად საქმეს მაინც ინსტრუმენტი შეასრულებს. ამიტომ, თუ აუზი გაქვთ, წყლის ტუმბო თქვენი მარჯვენა ხელი გახდება. ხელსაწყოს მეშვეობით ცხელ სეზონს სრულიად მომზადებული დახვდებით და დაუვიწყარ დღეებსაც მოიწყობთ.

სად გამოიყენებთ წყლის პომპას?

აუზი თუ არ გაქვთ, მაგაზე არ იდარდოთ, წყლის პომპას სხვა საქმეებისთვისაც კარგად გამოიყენებთ. ინსტრუმენტი იდეალურია ქალაქგარეთა ადგილებისთვის. ძალიან კარგია სოფლისთვის, სადაც ცოტა უფრო დიდ ტერიტორიაზეა წყალი გადასატუმბი.

რა განსხვავებაა წყლის ტუმბოებს შორის?

ძირითადად, ორი სახის წყლის ტუმბოები არსებობს: ჩასაძირი და ზედაპირის. პირველი კატეგორიის ინსტრუმენტები სიღრმეში მონტაჟდება და წყალი ზედაპირზე ამოაქვს, ხოლო მეორე სახის ხელსაწყოების მთავარი მისია, სითხის სხვადასხვა მიმართულებით გადანაწილებაა. ინსტრუმენტებს შორის კიდევ ბევრი განსხვავება არსებობს, მაგრამ ეს კონკრეტული ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, საყურადღებოა სიმძლავრე, ამოტუმბვის სიღრმე და სხვა მსგავსი მახასიათებლები.

რა უპირატესობები აქვს Holst.ge-ს?

ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი უპირატესობებით სავსეა. პირველ რიგში, ამას ხელსაწყოების ხარისხში დაინახავთ. Holst.ge-ზე უმაღლესი კლასის ინსტრუმენტებს გადააწყდებით, მათი ნდობა კი ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია. კიდევ ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა სახლიდან გაუსვლელად შეძენის შესაძლებლობაა. ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტში ნივთებს იწერთ და საკურიერო მომსახურებით სარგებლობთ. ეს კი მეტად კომფორტულია მათთვის, ვისაც მაღაზიებში დაყოვნება არ უყვარს. თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა. ნივთებს კი მთელი საქართველოს მასშტაბით მოგაწვდით. ქვეყნის ნებისმიერ წერტილში ჩამოგიტანთ, მნიშვნელობა არ აქვს მთაში იქნებით თუ ბარში და რაც მთავარია, საკმად სწრაფად.

LEO-წყლის ტუმბო LKSm750A

Leo მუდამ გამძლე და მაღალრესურსებიან ინსტრუმენტებს გვთავაზობს. გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც წყლის ტუმბოებია. კონკრეტული ხელსაწყო სიმძლავრით, წარმადობით, ამოტუმბვის სიღრმითა და კომპაქტურობით გამოირჩევა. ინსტრუმენტს თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია. ქარხნული დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, საგარანტიო ტალონი აუცილებლად დაგჭირდებათ, ასე რომ, საიმედო ადგილას შეინახეთ.

LEO wylis tumbo

  • ბრენდი - LEO
  • პროდუქტის ტიპი - ზედაპირის წყლის ტუმბო   
  • სიმძლავრე - 0.75kw/1hp     
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6941814702220         
  • წონა (კგ) - 13.25       
  • კვების წყარო - 220-240V     
  • წარმადობა (Max) - 3.0m3/h 
  • სიმაღლე (Max) - 50 
  • შემსვლელი - 25mm(1'')       
  • გამომსვლელი - 25mm(1'')   
  • ამოტუმბვის სიღრმე (Max) - 8m

უპირატესობები:

  • მაღალი სიმძლავრე
  • ამოტუმბვის სიღრმე
  • ერთ წლიანი გარანტია
  • სიმაღლე
  • მაღალი ხარისხი
  • წარმადობა

Schpindel - საცირკულაციო ტუმბო CRS15/11-TK

Schpindel-ის წყლის პომპა ზედაპირისთვისაა განკუთვნილი და ამ საფასო კატეგორიაში საუკეთესოა. ხელსაწყო მძლავრია, მაღალი წარმადობა აქვს და ერთ წლიანი გარანტიაც თან ახლავს. ინსტრუმენტი ყველა უნარს ფლობს იმისთვის, რომ საუკეთესოთა სიაში ჩაეწეროს.

Schpindel wylis tumbo

  • ბრენდი - SCHPINDEL         
  • პროდუქტის ტიპი - ზედაპირის წყლის ტუმბო   
  • სიმძლავრე - 200w   
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 1200091256327         
  • წონა (კგ) - 4.625       
  • კვების წყარო - 220-240V     
  • წარმადობა (Max) - 50l/m     
  • სიმაღლე (Max) - 11 
  • შემსვლელი - 25mm(1'')       
  • გამომსვლელი - 25mm(1'')

უპირატესობები:

  • კომპაქტურობა
  • სიმძლავრე
  • მაღალი სამუშაო რესურსი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • შემსვლელ - გამომსვლელის მაღალი მონაცემები
  • სიმაღლე
  • სიმსუბუქე

Kattolini წყლის ტუმბო QB80

Kattolini-ის წყლის ტუმბოზე კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვით. ხელსაწყო გამართულად მუშაობს და კარგადაც გამოიყენებთ. ინსტრუმენტი ზედაპირული სამუშაოებისთვისაა განკუთვნილი. ხელმისაწვდომი ფასი ხელსაწყოს კიდევ უფრო მოთხოვნადს ხდის, ამიტომ მის შეძენას, ყველაფრის გათვალისწინებით, 100%-ით გირჩევთ.

KATTOLINI wylis tumbo

  • ბრენდი - KATTOLINI         
  • პროდუქტის ტიპი - ზედაპირის წყლის ტუმბო   
  • სიმძლავრე - 0.75kw/1.0HP 
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 1311920518179         
  • წონა (კგ) - 9.5
  • კვების წყარო - 220-240V     
  • წარმადობა (Max) - 2.6m3/h 
  • სიმაღლე (Max) - 55 
  • შემსვლელი - 25mm(1'')       
  • გამომსვლელი - 25mm(1'')   
  • ამოტუმბვის სიღრმე (Max) - 8m

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • გამძლეობა
  • კომპაქტურობა
  • მაღალი ხარისხი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება