| მოგიყვებით, რა უნდა იცოდეთ, ლობზიკი რომ შეარჩიოთ |
| მოგიყვებით, რა უნდა იცოდეთ, ლობზიკი რომ შეარჩიოთ |
ცოტა ძველ პერიოდს რომ გადავხედოთ, აი, გასული საუკუნის 90-იან წლებამდე, გემახსოვრებათ, რომ ბეწვა ხერხი ლამის ყველა მოსწავლეს ჰქონდა და თქვენ წარმოიდგინეთ, არა როგორც სათამაშო - ეს ინსტრუმენტი შრომის გაკვეთილის განუყოფელი ნაწილი გახლდათ. თუ შრომის მასწავლებელს არ დაეზარებოდა, სურათის ჩარჩოებსა და პატარა ზარდახშებსაც ამზადებინებდა მოსწავლეებს, მაგრამ თუ ხასიათზე არ იყო, კოჭობანა და მისი ჯანი...
დღეს უკვე ლობზიკი გაცილებით პრაქტიკული ინსტრუმენტია იმ მარტივი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზის გამო, რომ მოტორი აქვს მიღებული და არც თუ იოლ ამოცანებს ბევრად მოკლე დროში და რაც მთავარია, გაცილებით ხარისხიანად უმკლავდება.
ასე გამოვიდა, თან ბავშვობაც გაგახსენეთ და თან საქმიან საუბარსაც ვაპირებთ - იმაზე უნდა მოგიყვეთ, რისი ცოდნა გჭირდებათ, ლობზიკი რომ შეარჩიოთ.
ლობზიკი თანამედროვე ინსტრუმენტია, რომელიც გამოგადგებათ, მაგალითად, მხატვრული და ინტერიერის დეტალების დასამზადებლად. რაც მთავარია, შეგიძლიათ დაამუშაოთ არაერთი სახეობის მასალა, იქნება ეს ხე, ლითონი, ბეტონი თუ რასაც თავად შეარჩევთ. საიმედო კონსტრუქცია, მარგი ქმედების მაღალი კოეფიციენტი და სიმარტივე საშუალებას იძლევა, ხელსაწყო მცირე გამოცდილების მქონე ადამიანმაც კი წარმატებით გამოიყენოს.
არსებობს ელექტრო ბეწვახერხის ორი ტიპი: სამაგიდო და ხელის, განსაკუთრებული პოპულარობით კი ეს უკანასკნელი სარგებლობს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხელსაწყო ზედმეტად არ ღლის ხელს (წონა 1,2-3 კგ-მდე მერყეობს) და ამასთან ერთად, ძალიან ბევრი ერთმანეთისგან განსხვავებული სამუშაოს შესრულება შეუძლია.
ხელის ბეწვა ხერხის შერჩევისას, ყურადღება უნდა მიექცეს კორპუსის გარეგნობას, ვინაიდან სწორედ ამაზეა დამოკიდებული კომფორტი გამოყენებისას და კვეთის ხარისხიც კი. გარეგნულად კორპუსი შეიძლება იყოს:
მოდელები ერთმანეთისგან შეიძლება განსხვავდებოდეს დამატებითი აღჭურვილობით, კორპუსის მოწყობით, ნახერხის მოშორების მეთოდებით. ლობზიკის შერჩევისას, გათვალისწინებული უნდა იყოს საქმიანობის სფერო, შრომის ინტენსივობა, პირობები, ასევე, სახელურის კონფიგურაცია. როგორც წესი, მას არჩევენ რეგულარულად განმეორებადი ჭრის ტიპის გათვალისწინებით. მრუდე ჭრისას უმჯობესია სოკოს ფორმის მქონე სახელური.
ნებისმიერი ელექტრო ინსტრუმენტის საბაზო მაჩვენებელი სიმძლავრეა. ლობზიკის შემთხვევაში, ეს მონაცემი 200-დან 900 ვატამდე მერყეობს.
სიმძლავრე გავლენას ახდენს არა მხოლოდ პროდუქტიულობაზე, არამედ მყარ მასალებთან მუშაობის შესაძლებლობაზეც: „სუსტი“ ინსტრუმენტი შესაბამისად იმუშავებს ძლიერ დატვირთვაზე.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი არის მოძრაობის სიხშირე. სიჩქარის ქვედა ზღვარია 400-დან 800 ბრუნამდე, ზედა 3500-მდე.
დასაწყისშივე უნდა შევთანხმდეთ, რომ ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული, ზუსტად უნდა იცოდეთ, კონკრეტულად რისთვის აპირებთ ამ ხელსაწყოს გამოყენებას.
რაკიღა ამაზე შევთანხმდით, ისიც ვთქვათ, რომ ყველა ლობზიკი არ არის იდეალური ნიმუში, რომელიც მომხმარებელს ყველა პარამეტრით შეესაბამება. ზოგიერთისთვის პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა ინსტრუმენტის სიმძლავრე, სიჩქარე და კვეთის მაქსიმალური სიღრმე. სხვებისთვის - წინა პლანზეა ის ფაქტორი, რომელ კლასს მიეკუთვნება აპარატი. როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში შეიძლება იყოს პლუსებიცა და მინუსებიც. მაგალითად, საყოფაცხოვრებო ბეწვა ხერხი შესაძლოა, გარკვეულ ოპერაციებში პროფესიონალურს აღემატებოდეს.
მოკლედ გამოვყოთ შემდეგი მომენტები:


