მოიწყვე კომფორტული სამუშაო გარემო საუკეთესო ბეწვა ხერხთან ერთად

ხისა და ბეტონის დამუშავება? რომელ ხელსაწყოს შეუძლია ამ საქმის იდეალურად შესრულება, თუ არა ბეწვა ხერხს? ინსტრუმენტი ორივე მასალას კარგად უმკლავდება და ისე ამუშავებს, რომ წუნს ვერ უპოვით. ახლა კი უფრო სიღრმეებში ჩავიხედოთ და ლობზიკი ახლოდან გავიცნოთ.

მახასიათებლები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია:

  • სიმძლავრე

საბოლოოდ, მაინც იმ აზრზე ვართ, რომ ყველა მონაცემი საყურადღებოა, მაგრამ თუ გვკითხავთ პრიორიტეტს რომელს მივანიჭებთ, პირველ რიგში სიმძლავრეს გეტყვით. აქ ძირითადად, სამ მიმართულება გამოიყოფა. პირველში შედის ისეთი მძლავრი ხელსაწყოები, რომლებიც დატვირთულ გრაფიკის უძლებს და რთულ საქმესაც ასრულებს. მეორესა და მესამეში კი საშუალო და დაბალი ძალის ლობზიკები ერთიანდება. ასეთი ინსტრუმენტები შედარებით მსუბუქ საქმეებს ასრულებს. რაში დაგვეხმარება ეს ინფორმაცია? იმაში, რომ თუ ბეწვა ხერხი ყოველდღიურად უნდა გამოიყენოთ, მაშინ მძლავრი ლობზიკი უნდა შეიძინოთ, თუ არადა, მეორე/მესამე კატეგორიის ინსტრუმენტები უნდა იყიდოთ. სულ ესაა.

  • მუშაობის სიღრმე

მეორე ასევე მნიშვნელოვანი მახასიათებელია მუშაობის სიღრმე. თითოეულ მოდელს განსხვავებული მონაცემები აქვს. ზოგი უფრო ღრმად მუშაობს, ზოგიც ზედაპირულად. თქვენ რომელი გსურთ? აქაც იგივე პრინციპი მოქმედებს, რაც სიღრმეზე. ცხადია, ცუდი არც ერთი არ არის, ყველაფერი საქმეზეა დამოკიდებული. იმ შემთხვევაში, თუ მასალის ზედაპირული დამუშავება გსურთ, მაშინ ნაკლებ მონაცემებიანი ინსტრუმენტი გამოგადგებათ. თუმცა, სიღრმისეულად საქმიანობისთვის უფრო ძლიერი ბეწვა ხერხი დაგჭირდებათ.

  • ბრუნვის სიჩქარე

სწრაფად მუშაობა გსურთ? ცოტა დრო გაქვთ და გეჩქარებათ? - გირჩევთ მაღალსიჩქარიანი ლობზიკი შეიძინოთ, რათა საქმე თვალის დახამხამებაში შეასრულოთ. ასეთი ინსტრუმენტი კარგადაც მუშაობს და რაც მთავარია, ბევრი დრო არ დაგჭირდებათ. მოკლედ, სწრაფად საქმიანობისთვის იდეალური ვარიანტია და თუ არსად გეჩქარებათ, მაშინ ნაკლებად ჩქარი ხელსაწყო გამოგადგებათ.

რას გთავაზობთ Holst.ge?

ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი მუდამ მზად არის იმისთვის, რომ სრული კომფორტი გაგრძნობინოთ. რაში გამოიხატება ეს? პირველ რიგში, ხარისხიან ხელსაწყოებში აისახება. Holst.ge-ზე ყველა ინსტრუმენტი მაღალ რესურს ფლობს და დიდხანს მუშაობს. გარდა ამისა, ნივთების შესაძენად მაღაზიაში წასვლა არ გჭირდებათ. ყველაფერს სახლიდან გაუსვლელად იძენთ და სულ მალე თქვენთან ჩნდება. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს. თბილისში ხელსაწყოებს ძალიან მალე იღებთ, ხოლო რეგიონებში ოდნავ მეტი დრო სჭირდება, მაგრამ არც ბევრი. კიდევ ერთი დადებითი მხარე ის არის, რომ თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, საკურიერო მომსახურება უფასოა როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებშიც. ნივთები თქვენამდე სწრაფად და უვნებლად მოვა.

Dewalt DWE349-QS ბეწვა ხერხი 650W

Dewalt ყოველ ჯერზე საუკეთესო შეთავაზებებითაა სავსე. ამჯერადაც ზუსტად ასეა და გამორჩეულ ბეწვა ხერხს გთავაზობთ. ინსტრუმენტს მაღალი სიმძლავრე, ბრუნვის სიჩქარე და მუშაობის სიღრმე აქვს. ამავდროულად, ერთ წლიანი გარანტია მოჰყვება, რომელსაც ქარხნული დეფექტის შემთხვევაში იდეალურად გამოიყენებთ.

Dewalt lobziki

  • ბრენდი - DEWALT 
  • პროდუქტის ტიპი - ბეწვა ხერხი   
  • სიმძლავრე - 650W   
  • ზომა - 20mm
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 5054905298470         
  • წონა (კგ) - 3.25         
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 500-3200min     
  • მუშაობის სიღრმე - ხე: 85mm ფერადი ლითონი: 20mm მეტალი: 10mm

უპირატესობები:

  • კომპაქტური ზომა
  • მაღალი სიმძლავრე
  • მუშაობის სიღრმე
  • ერთ წლიანი გარანტია
  • ბრუნვის მაღალი სიჩქარე
  • ხარისხი

STANLEY SJ60-RU ელ. ბეწვა ხერხი 600W

კომპაქტურ და ამასთანავე, მძლავრ ბეწვა ხერხს ეძებთ? მაშინ Stanley-ის ამ კონკრეტულ მოდელს გირჩევთ. ხელსაწყო ძალიან მსუბუქია და ხშირი გადაადგილებაც მხოლოდ კომფორტთან ასოცირდება. ინსტრუმენტი ხესა და მეტალზე მუშაობს, უფრო კარგად ხეს ამუშავებს, ხოლო შედარებით ნაკლები სიღრმით მეტალს.

Stanley lobziki

  • ბრენდი - STANLEY 
  • პროდუქტის ტიპი - ბეწვა ხერხი   
  • სიმძლავრე - 600W   
  • ზომა - 19mm
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 5056174500087         
  • წონა (კგ) - 2.672       
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 500-3000min     
  • ფუნქციები - ხერხვის კუთხე 0° - 45°         
  • მუშაობის სიღრმე - ხე: 75mm მეტალი: 10mm

უპირატესობები:

  • ფუნქციები
  • გამძლეობა
  • მუშაობის სიღრმე
  • ერთ წლიანი გარანტია
  • კომპაქტურობა
  • ხერხვის მაღალი კუთხე

CROWN CT15212-ელექტრო ხერხი ლობზიკი 550W

Crown-ის ლობზიკი - მარტივი გამოსაყენებელი, კომფორტული და გამძლე. ეს ზუსტად ის არის, რაც იდეალურია დამწყებთათვის, ან უბრალოდ სახლის საქმეებისთვის. ინსტრუმენტი სამ მასალაზე მუშაობს, კერძოდ, ხეზე, ფერად ლითონსა და მეტალზე. ასევე, ხელმისაწვდომი ფასი აქვს და დამატებითი ნივთებიც მოჰყვება: საცმი + მტვერსასრუტის ადაპტერი.

Crown lobziki

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ბეწვა ხერხი   
  • სიმძლავრე - 550W   
  • ზომა - 18mm
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 7640177420671         
  • წონა (კგ) - 1.9
  • კვების წყარო - 220-240V     
  • კომპლექტაცია - საცმი + მტვერსასრუტის ადაპტერი       
  • ბრუნვის სიჩქარე - 700-3000min     
  • ფუნქციები - ხერხვის კუთხე 0° - 45°         
  • მუშაობის სიღრმე - ხე: 65mm ფერადი ლითონი: 10mm მეტალი: 60mm

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომპლექტაცია
  • მაღალი ხარისხი
  • სამ მასალაზე მუშაობის უნარი
  • სიმსუბუქე
  • კომპაქტურობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება