მორჩით ოცნებას, გადახედეთ Holst.ge-ს და შეიძინეთ სასურველი ხელსაწყოების ნაკრები

უცნაური კი არის, მაგრამ ბევრი იტყვის ხოლმე, ასეთი ხელსაწყოების ნაკრები მქონდეს, ას ლიტრა რკინას დავღეჭავ, კევივით და ყლაპს ვუზამო... მოდით, რკინის ღეჭვა არ გვინდა, კევსაც ნუ ჩაყლაპავთ, ბავშვობაში ხომ გეუბნებოდნენ ხოლმე თქვენც, არ ჩაყლაპო, თორემ ნაწლავები გადაგეხლართებაო... მოკლედ, თუკი ასე ძალიან გინდათ ინსტრუმენტების ნაკრები, მორჩით ოცნებას, გადახედეთ Holst.ge-ს და ის, რაც გჭირდებათ და საქმის კეთებაში დაგეხმარებათ, უმარტივესად შეიძენთ. რაც მთავარია, განვადებით სარგებლობაც შეგიძლიათ.

სანამ თქვენ მოიფიქრებთ, რომელი ხელსაწყოები გირჩევნიათ, ჩვენ იმას მოგიყვებით, რაში გამოგადგებათ, რა განსხვავებებია სხვადასხვა ნაკრებს შორის, რა მასალისგან მზადდება და ასე შემდეგ. წესით, ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ, არჩევანის გაკეთება აღარ გაგიჭირდებათ.

  • შესავალი

ხელსაწყოების ნაკრები - კომპაქტური დამხმარეა როგორც სახლში მოფუსფუსე ხელმარჯვე ოსტატისთვის, ისე რემონტებზე მომუშავე ხელოსნებისა და ავტომობილების მფლობელებისთვის. პროფესიონალებს რაც შეეხებათ, ერთნაირი წარმატებით იყენებენ, მაგალითად, ელექტრიკოსები, სანტექნიკოსები, სერვისცენტრების თანამშრომლები და ასე შემდეგ.

  • ტიპები

რაც უფრო მეტი ნაწილისგან შედგება კომპლექტი, მით უნივერსალურია. ყველაზე დიდ ნაკრებში 500 და მეტ ელემენტს შეხვდებით. ერთი მხრივ, რაც უფრო მრავალფეროვანია ხელსაწყოების რაოდენობა, მით საინტერესო უნდა იყოს, თუმცა მეორე მომენტია, რამდენად დაგჭირდებათ ყველაფერი. ამდენად, მაინცდამაინც 500 ნაწილიანის შეძენაზე ნუ კონცენტრირდებით, დაფიქრდით, გიღირთ თუ არა დიდი თანხების იმაში დახარჯვა, რაც შესაძლოა, არც არასოდეს გამოგადგეთ.

კომპლექტი ინსტრუმენტების ყუთისა და მისი შიგთავსისგან შედგება. ტორსული თავები, სახრახნისები, ხარტის ინსტრუმენტები და ქანჩები და ასე შემდეგ, რაც კომპლექტის შემადგენლობაში შედის, კლასიფიცირდება როგორც მისი ნაწილები.

ყუთები ლითონისგან, პლასტმასისა და სხვა მასალისგან მზადდება. ზომები მცირე ზომის კოლოფებიდან იწყება და ბორბლებიანი გაბარიტული სტელაჟებით მთავრდება. გავრცელებული ფორმაა ქეისი ან ჩემოდანი.

ინსტრუმენტი დაჯგუფებულია სამი ტიპის თემატურ ნაკრებებად:

1. უნივერსალური, საავტომობილო ან სპეციალური კომპლექტი. ეს არის ყველაზე ხშირი გრადაცია, რომელიც მწარმოებლების უმრავლესობას აქვს აღებული;

2. ავტომობილებისთვის, მცირე საოჯახო საჭიროებებისა და სხვა სერიული სამუშაოებისთვის. ეს უკვე საყოფაცხოვრებო ნაკრებია;

3. ერთნაირი ტიპის ხელსაწყოების სერია განსხვავებული პარამეტრებით. უფრო ხშირად ასეთი კომპლექტები განსაზღვრულია პროფესიონალურ გამოყენებისთვის.

საყოფაცხოვრებო სერიები პროფესიონალურისგან, ბუნებრივია, განსხვავდება. მარტივ კომპლექტებში უფრო ხშირად შეხვდებით, მაგალითად, ჩაქუჩს, ბრტყელტუჩას და რამდენიმე სახრახნისს. საავტომობილოში - მანქანის მსუბუქი რემონტისთვის გამოსადეგ ხელსაწყოებს.

ყველაზე მარტივ კომპლექტშიც კი შეხვდებით ისეთ ელემენტებს, რომ საყოფაცხოვრებო პირობებში პრაქტიკულად, ყველა დავალებასთან გამკლავებას შეძლებთ.

პროფესიონალური მოდელები ლეგირებული ფოლადისგან მზადდება. . ნაკრები ზოგჯერ შეიცავს ელემენტებს, მულტიმეტრებსა და გავრცელებული ზომის ანკერულ სამაგრებს.

ხელსაწყოების ნაკრებების მახასიათებლები

ხელსაწყო ხასიათდება სამუშაოს ტიპის მიხედვით, რისთვისაც არის განკუთვნილი და მასალით, რომლისგანაც მზადდება. მიუხედავად ამ პარამეტრების განსხვავებულობისა, სწორედ ეს განსაზღვრავს ნაკრების ფუნქციონალურობასა და ექსპლუატაციის ხანგრძლივობას.

  • სამუშაოს ტიპები
    • საავტომობილო - შეირჩევა ავტომობილის სტანდარტული გაუმართაობისა და პროფილაქტიკური სამუშაოებისთვის. მსგავსი ნაკრები საკმარისია, გაუმკლავდეთ მაგალითად, ელექტრობის პრობლემებს, მცირე დეტალების შეცვლის საჭიროებას;
    • სამონტაჟო - გამოიყენება ელექტრობასა და სანტექნიკასთან დაკავშირებული სამუშაოებისთვის. ზოგჯერ კომპლექტში შედის მცირე ზომის ელექტრო, პნევმატიკური ან აკუმულატორიანი ინსტრუმენტები. ასეთი ნაკრებების უმრავლესობა გათვლილია საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებებზე;
    • საზეინკლო - კომპლექტი, რომელიც გათვლილია ხისა და მერქანბურბუშელის მასალის დამუშავებაზე. უფრო ხშირად გვხვდება უნივერსალური ნაკრებები კარებისა და საკეტების მონტაჟისთვის. ასეთი ნაკრები აუცილებლად შეიცავს საჭირო ინსტრუმენტებს: ბურღის გვირგვინას, წვრილ და ფართო საჭრეთელს, მცირე ზომის ჩაქუჩს, სახრახნისს. ცალკეული ინსტრუმენტების კომპლექტები დიამეტრისა და ზომების მიხედვით განსხვავდება. საზეინკლო და სამონტაჟო მახასიათებლები, ხშირად, უნივერსალურ კომპლექტებში ერთიანდება.
  • მასალა

ლეგირებული ფოლადისგან, როგორც წესი, პროფესიონალური ინსტრუმენტი მზადდება, რომელიც ხანგრძლივ და მუდმივ ექსპლუატაციაზეა გათვლილი;

- საყოფაცხოვრებო მოდელები ლითონის შენადნობებისგან იწარმოება.

- ლითონის ელემენტების ქრომირებული საფარი ესთეტიკური კი ნამდვილად არის, მაგრამ არც ისე იშვიათად, მალავს ლითონს, რომელსაც კოროზიასთან გამკლავება უჭირს. საკმარისია ერთი ნაკაწრი ზედაპირზე ან არასათანადო პირობებში ხანმოკლე შენახვა, რომ ინსტრუმენტი ჟანგით იფარება.

ასევე, საექსპლუატაციო მახასიათებლებზე მოქმედებს მასალა, რისგანაც სახელურია დამზადებული. პროფესიონალურ მოდელებში უფრო ხშირად რეზინის ზედაპირი გვხვდება და პლასტმასას, პრაქტიკულად, ვერ ნახავთ.

  • რაოდენობრივი მახასიათებლები

უნივერსალურ კომპლექტში ხელსაწყოების ერთეულების საერთო რაოდენობა შემდეგნაირად მერყეობს:

    • ბურღების რაოდენობა: 1-33 ცალი. რაც ნაკლებია ბურღი, მით მეტია ალბათობა, რომ ხეზე მუშაობისთვის არის განკუთვნილი;
    • ჭრილიანი გასაღები: 1-5 ცალი;
    • სახრახნისის რაოდენობა: 107 ცალი. სხვადასხვა ზომის, ფორმისა და დანიშნულების მოდელები;
    • ჩაქუჩების რაოდენობა: როგორც წესი, კომპლექტებში 1 ჩაქუჩი გვხვდება;
    • ბრტყელტუჩების რაოდენობა: 1-2 ცალი. როგორც წესი, გვხვდება უნივერსალური და მკვნეტარა ბრტყელტუჩების კომბინაცია.

მაქსიმალური აღჭურვილობა გათვალისწინებულია საყოფაცხოვრებო მოდელებსა და სერვისის მომსახურების ვარიანტებში.

  • ფუნქციები

ნაკრებების ფუნქციები მათ სახელებს შეესაბამება.

    • უნივერსალური - გამოიყენება საყოფაცხოვრებო ან პროფესიული საჭიროებისთვის. უფრო ხშირად ეს არის მაქსიმალური კომპლექტი, რომელიც შედგება ელემენტების დიდი რაოდენობით ყველა შემთხვევისთვის;
    • ავტო - გამოიყენება როგორც საბაზისო ინსტრუმენტი მანქანებისა და დამხმარე მოწყობილობების პროფილაქტიკური მოვლისა და მცირე მასშტაბის შეკეთების დროს - საბურავების შეცვლისას, სიგნალიზაციის დაყენებისას;
    • სპეციალური - სპეციალური ნაკრები უნივერსალური არ არის და მისი შერჩევა იმის გათვალისწინებით ხდება, რა მიზნებისთვის მოხდება გამოყენება. ამ ტიპის ხელსაწყოების გამოყენების გარეშე საპასუხისმგებლო სამუშაოების შესრულება ხშირად, შეუძლებელია. ინსტრუმენტს, რომელიც სპეცკომპლექტებში გვხვდება, ძალიან იშვიათად აღმოაჩენთ სხვა ნაკრებში.
  • თავისებურებები

ძირითადი მახასიათებლები დამოკიდებულია სასურველი ნაკრების ტიპზე. თითოეულ შემთხვევაში, თავისებურებები ინდივიდუალურია და შეიძლება მცირე დეტალებში გამოიხატებოდეს:

    • კომფორტული სახელურები ხანგრძლივი მუშაობისას. კუთხვილის, რეზინის საცმების, ერგონომიული დიზაინის არსებობა არც ისე მნიშვნელოვანია იშვიათი და ხანმოკლე გამოყენებისას, მაგრამ გრძელვადიანი ან მუდმივი მუშაობისთვის ეს თავისებურებები ჰაერივით საჭიროა;
    • ხრახნიანი შეერთებების სიმკვრივე, სხვა მწარმოებლების ნაწილებით ჩანაცვლების შესაძლებლობა ის მახასიათებლებია, რაც კომპლექტების კომფორტულად გამოყენების განმსაზღვრელია. ხელსაწყოების ნაკრების უმეტესობა ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მაგრამ გამონაკლისის შემთხვევაში, ნამდვილად ღირს შესყიდვის პერსპექტივის ხელახლა შეფასება;
    • კოროზიის საწინააღმდეგო დამცავი საფარი - მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს ხელსაწყოს ექსპლუატაციას.

ხელსაწყოების ნაკრებების მახასიათებლები არ გამოიყოფა ტიპების მიხედვით, რადგან მათი გამოყენება სამუშაო საჭიროებების შესაბამისად განისაზღვრება. თუმცა, საშუალო ზომის უნივერსალური კომპლექტები უფრო ხშირად მაქსიმალური ხარისხით იწარმოება.

უპირატესობები

    • ავტო - ნაკრები გამოსადეგია ყველაზე რუტინული პროფილაქტიკური სამუშაოებისთვის და გამორიცხავს უმნიშვნელო დაზიანებების გამო ავტოსერვისში მისვლის საჭიროებას. რაც მთავარია, შეუცვლელია მათთვის, ვისაც მანქანით მოძრაობა ხშირად უწევს;
    • უნივერსალური - კომფორტულია ფორმების, ზომებისა და ფუნქციონალის მრავალფეროვნების გამო. მთავარი ღირსება მაინც ის არის, რომ ცალკეული კომპონენტები ერთმანეთს მიესადაგება;
    • სპეციალური - გათვლილია პროფესიონალური გამოყენებისთვის. როგორც წესი, არ შეიცავს არასაჭირო ელემენტებს. თითოეული კომპონენტი პრაქტიკაში აქტიურად გამოიყენება.
  • უსაფრთხოების ზომები

ამ ერთი შეხედვით უწყინარი ხელსაწყოების მოხმარების დროსაც კი მნიშვნელოვანია უსაფრთხოება და Holst.ge ამ საკითხს გვერდს ვერაფრით აუვლიდა.

    • მუშაობის დაწყებამდე დარწმუნდით, რომ ხელსაწყოს არ აქვს მექანიკური დაზიანება;
    • უნდა დარწმუნდეთ, რომ ტანსაცმელი ან ვარცხნილობა არ შეეხება მოძრავ მექანიზმებსა და კომპონენტებს;
    • ბურღვის დროს აუცილებლად გამოიყენეთ დამცავი სათვალეები;
    • ინსტრუმენტები აუცილებლად უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ დანიშნულებისამებრ;
    • დაუშვებელია ინსტრუმენტების გამოყენება ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი ადამიანების მიერ.

Holst.ge შრომას საქმიანობას გისურვებთ!

TOLSEN TOL656-85301 ხელსაწყოების ნაკრები 9ც.-იანი

Tolsen xelsawyoebis nakrebi

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაწყოების ნაკრები
  • შტრიხკოდი  - 6933528780076
  • წონა (კგ) - 1.4
  • რაოდენობა - 9 ცალიანი ნაკრები

TOLSEN TOL2081-85350 ხელსაწყოების ნაკრები 119ც

Tolsen xelsawyoebis nakrebi

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაწყოების ნაკრები
  • შტრიხკოდი  - 6933528780175
  • წონა (კგ) - 4.2
  • რაოდენობა - 119 ცალიანი ნაკრები

TOLSEN TOL1688-85352 ხელსაწყოების ნაკრები 89ც

Tolsen xelsawyoebis nakrebi

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაწყოების ნაკრები
  • შტრიხკოდი  - 6933528780182
  • წონა (კგ) - 4.25
  • რაოდენობა - 89 ცალიანი ნაკრები

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება