მრავალფეროვანი სანათები Holst.ge- ზე

განათებაზე ბევრი საკითხია დამოკიდებული. პირველ რიგში კი, ჯანმრთელობა და თვალების უსაფრთხოება. იმისთვის რომ ჯანსაღი გარემო შევქნათ, კარგი სანათები დაგვჭირდება. ეს აუცილებელი კომპონენტია არა მარტო ამ საკითხისთვის, არამედ სახლში იდილიური გარემოს შექმნისთვისაც. სწორად შერჩეულ სანათი ინტერიერს სხვანაირ ელფერს სძენს. ახლა კი დროა საქმეს შევუდგეთ და ხელსაწყო ერთად შევარჩიოთ.

რითი ვიწყებთ სანათის შერჩევას ?

ინსტრუმენტის შერჩევამდე ბევრი ეტაპია გასავლელი. ზოგი უფრო მნიშვნელოვანია, ზოგიც შედარებით ნაკლებად. პირველად კი, ცხადია, აუცილებლად განსახილველი საკითხით უნდა დავიწყოთ. სიმძლავრე სწორედ ასეთი საყურადღებო ამბავია და მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს. არსებობს მაღალი და დაბალი სიმძლავრის მქონე სანათები. შუალედური ვერსიაც, რა თქმა უნდა, გამოიძებნება. მაქსიმალურად მძლავრი ხელსაწყოები შორ მანძილს ანათებს. საკმაოდ მძლავრი სხივები აქვს და სივრცეს დღესავით სინათლეს მატებს. დაბალი ძალის მქონე სანათს კი, შედარებით სუსტი ნათება აქვს. თუ მკრთალი შუქი და ნაწილობრივ განთებული სივრცე გსურთ, მაშინ საუკეთესოა.

უნდა მივაქციოთ თუ არა ყურადღება სამუშაო რესურსს?

სიმძლავრის შემდეგ, სამუშაო რესურსი მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტია და მის გარეშე არაფერი გამოვა. ნათურის ხარისხი სწორედ ამ საკითხით ფასდება. უმჯობესია, მაღალი სამუშაო რესურსის მქონე ხელსაწყო შეიძინოთ, რადგან დიდხანს იმუშაოს და მარტივად არ გადაიწვას. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი რთულად იქნება. უხარისხო სანათი ხშირად ფუჭდება და მუდმივად ახლის ყიდვა გიწევთ. ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ეს ვერსია არ გვაწყობს და სწორედ ამიტომ, Holst.ge- ზე მხოლოდ ხარისხიან ინსტრუმენტებს გადააწყდებით.

რა სახის სანათები არსებობს ?

ამ ტერმინის ქვეშ ბევრნაირი ხელსაწყო მოიაზრება. არსებობს სიმებიანი სანათი, ჭკვიანი ლენტი, ბრა, გარე მონტაჟის სანათი და სხვა მრავალი. თითოეულს თავისი დანიშნულება აქვს და სხვადასხვა სივრცისთვისაა განკუთვნილი. მაგალითად, სიმებიანი განათება გარეთა ტერიტორიისთვის გამოდგება. არაჩვეულებრივია ეზოსთვის და მსგავსი ადგილებისთვის. შიდა მონტაჟის სანათი კი ოთახისთვისაა განკუთვნილი და გარეთ მისი დამონტაჟდება შეუძლებელია. როგორც ვნახეთ, ბევრნაირი სანათი არსებობს. თქვენ როგორი გჭირდებათ ? როცა ამ კითვაზე პასუხი იცით, შერჩევასაც წინ არაფერი უდგას.

რომელი ბრენდის სანათებს გთავზობთ Holst.ge ?

ყოველთვის როცა სანათებს ვახსენებთ, პირველი Linus- ი გვახსენდება. ბრენდი მუდამ მაღალი ხარისხით გამოირჩევა. მისი ხელსაწყოები დიდხანს ძლებს, რადგან ყველას მაღალი სამუშაო რესურსი აქვს. სწორედ ეს განაპირობებს მოწინავე პოზიციაზე ყოფნას, თუმცა, არც Ledex - ი ჩამორჩება და ზუსტად ასეთივე მაღალი ხარისხის პროდუქტს გვთავაზობს. Holst.ge - ზე ორივე ბრენდის ინსტრუმენტებია, ამიტომ, რომელიც თქვენს გულს გაუხარდება, ის შეიძინეთ.

რატომ Holst.ge ?

ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტს ბევრი უპირატესობა აქვს. მთავარი კი მაინც ის არის, რომ ხელსაწყოებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ. დიახ, არცერთი ინსტრუმენტის შესაძენად, სახლიდან გასვლა არ გჭირდებათ. ყველაფერი მარტივია: პროდუქტს საიტიდან იწერთ და რამდენიმე დღეში თქვენთანაა. ყველაზე კარგი კი ის არის, რომ ხელსაწყოებს საქართველოს ნებისმიერ წერტილში მოგაწვდით. მნიშვნელობა არ აქვს, თუ სად ხართ, მთასა თუ ბარში. მიტანის სერვისი მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება და 50 ლარზე მეტ შენაძენზე, სრულიად უფასოა. ვფიქრობთ, კარგი შემოთავაზებაა და ასე ბევრად კომფორტულია. ყველაზე მნიშვნელოვანს, დროს ზოგავთ და ინსტრუმენტს მარტივად იძენთ. ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს ?!

LINUS-12325 String light 15m/45s

ერთი შეხედითაც კი იგრძნობა, რომ საქმე კარგ სანათთან გვაქვს. ინსტრუმენტი იდილიურ გარემოს ნამდვილად ქმნის. ხელსაწყო არაჩვეულებრივია ეზოს გასაფორმებლად, გარეთა სივრცის კაფესთვის და მსგავსი ადგილებისთვის. ამ ყველაფერთან ერთად, მაღალი სამუშაო რესურსიც უნდა აღინიშნოს. ინსტრუმენტი ამ მხრივ საუკეთესოა. მონაცემები საშუალებას აძლებს, რომ დიდხანს და შეუფერხებლად იმუშაოს. სანათი საკმაოდ გრძელია, ამიტომ, დიდ ტერიტორიას სწვდება. სიმზე 45 ცალი ვაზნა თავსდება. ინსტრუმენტს მაღალი სიმძლავრე აქვს და დაცვითაც აღჭურვილია. თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია. თუ კი თავს ქარხნული წუნი იჩენს, საგარანტიო ტალონი პრობლემას მარტივად გადაჭრის.

LINUS String light

  • ბრენდი - LINUS       
  • პროდუქტის ტიპი - სიმებიანი განათება     
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • კვეთა - 0.75mm         
  • ვაზნის ტიპი - E27   
  • სიგრძე - 15m
  • მასალა - PVC
  • სამუშაო რესურსი - 25000 hrs         
  • IP დაცვა - 65
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 3.96         
  • კომპლექტაცია - ნათურების გარეშე
  • სიმძლავრე (W) - 800
  • ვაზნების რაოდენობა - 45 ცალი     
  • ვაზნებს შორის დისტანცია - 0.33m

უპირატესობები:

  • მაღალი სამუშაო რესურსი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • სიმძლავრე
  • ვაზნების რაოდენობა
  • გამძლე მასალა

LINUS smart Digital Music LED ლენტი stip kit 5M

კიდევ ერთ არაჩვეულებრივ სანათზე უნდა გიამბოთ. მართლაც ასეთია, რადგან უნიკალური თვისებებითაა აღჭურვილი. ხელსაწყო Linus smart აპლიკაციის მეშვეობით იმართება. მანამდ კი Wi- Fi - ის უნდა დაუკავშიროთ და სულ ეს არის. კომფორტული გამოსაყენებელია, რადგან მართვა სხვადასხვა ადგილიდან შეიძლება. ყველა იმ წერტილიდან, სადაც Wi- Fi-ი და მობილური გექნებათ. სანათი ფერებს იცვლის და ამით გამოირჩევა. ამასთანავე, ენერგოეფექტურია და ერთ წლიანი გარანტია ახლავს.

LINUS Smart Stip Kit

  • ბრენდი - LINUS       
  • პროდუქტის ტიპი - Smart LED ლენტები   
  • ვოლტი - 12V
  • ფერის ტემპერატურა - RGBW         
  • დიოდი/მ - 24
  • დიოდის ტიპი - 5050
  • სიგრძე - 5 m 
  • IP დაცვა - IP 65         
  • დამატებითი მახასიათებლები - ვუკავშირდებით Wi-Fi-ს საშუალებით და იმართება Linus Smart ტელეფონის აპლიკაციით;   
  • გარანტია - 1 წელი   
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A+   
  • წონა (კგ) - 0.4888     
  • სიმძლავრე (W) – 24

უპირატესობები:

  • აპლიკაციით მართვის შესაძლებლობა
  • ენერგოეფექტურობა
  • სიგრძე
  • სიმძლავრე
  • გარანტია

LEDEX-22332 Surface Narcissus 36W 6500k 500mm

Ledex- ის ბრა არაჩვეულებრივია და აუცილებლად უნდა დატესტოთ. სანათი კომფორტისა და ჰარმონიის მოყვარულებისთვისაა შექმნილი. მსუბუქი და კომპაქტურია, შესაბამისად, მარტივი დასამონტაჟებელია. ხელსაწყოს მაღალი განათების სიმძლავრე აქვს და სხივებს დიდ ტერიტორიას აწვდენს.

LEDEX Surface Narcissus

  • ბრენდი - LEDEX       
  • პროდუქტის ტიპი - ბრა       
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • ფერის ტემპერატურა - 6500K         
  • განათების სიმძლავრე - 2160 lm     
  • ზომა - 500x100 mm   
  • სამუშაო რესურსი - 25000 hrs         
  • IP დაცვა - IP 20         
  • გარანტია - 1 წელი   
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A+   
  • წონა (კგ) - 1.8
  • სიმძლავრე (W) – 36

უპირატესობები:

  • კომპაქტურობა
  • მაღალი ხარისხი
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გარანტია

LEDEX LED Slim Panel Light Surface (Square) 12w 4000K

ამ ნუსხაში გარე მონტაჟის სანათი აუცილებლად უნდა მოხვდეს. აი, ისიც. Ledex- ის ხარისხიანი ხელსაწყო ყველაფერს გაგიმარტივებთ. ინსტრუმენტი ოთხკუთხედი ფორმისაა და მაღალი გაშლის კუთხე აქვს. ყველაფერთან ერთად, ხელსაწყო დახვეწილია და ყველანაირ გარემოს ერგება. დასავიწყებელი არც ხელმისაწვდომი ფასი და კომფორტულად შეძენის შესაძლებლობაა. Holst.ge - ზე ნივთებს იწერთ და სახლიდან გასვლა აღარ გჭირდებათ.

LEDEX LED Slim Panel Light Surface

  • ბრენდი - LEDEX       
  • პროდუქტის ტიპი - გარე მონტაჟის
  • ვოლტი - 220-240V 
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • ფორმა - ოთხკუთხედი         
  • ფერის ტემპერატურა - 4000K         
  • განათების სიმძლავრე - 960 lm       
  • გაშლის კუთხე - 180°
  • სამუშაო რესურსი - 25000 hrs         
  • IP დაცვა - IP20         
  • გარანტია - 1 წელი   
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A+   
  • წონა (კგ) - 0.31         
  • სიმძლავრე (W) – 12

უპირატესობები:

  • ხელმისწვდომი ფასი
  • განათების სიმძლავრე
  • მაღალი რესურსი
  • გარანტია

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება