მრავალფუნქციური ელექტრო დრელები

მარტივი გამოცანით დავიწყოთ და ვნახოთ სწორ პასუხამდე თუ მივალთ. ხელსაწყოს სპეციფიკური ხმა აქვს, კომპაქტური გამოსაყენებელია და მთების თუ არა, კედლების გადადგმა ნამდვილად შეუძლია. იმასაც დავამატებთ, რომ თქვენთან და კიდევ რამდენიმე სახის მასალასთან იმეგობრებს. პასუხისმგებლობას ბოლომდე ითავისებს და ერთგულების ფასიც იცის. უკვე მიხვდებოდით, მაგრამ დავაზუსტოთ რომ ელექტრო დრელზე ვსაუბრობთ. სათაურში არ უნდა გვეხსენებინა, მაგრამ ამ საოცარ ინსტრუმენტს ისედაც გამოიცნობდით. მოკლედ, ამ ბლოგში სასარგებლო ამბებს გაიგებთ. ისღა დაგვრჩენია, დრელის შერჩევას შევუდგეთ.

რით გამოირჩევა და მაინც რატომ მივუძღვენით ამხელა შესავალი ?

ელექტრო დრელს იმაზე მეტი შეუძლია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ხელსაწყო ბეტონზე, ხესა და მეტალზე მუშაობს. საქმეს ძნელად დასამუშავებელ მასლათან იჭერს, მაგრამ მოვალეობას თავს კარგად ართმევს. მძლავრი დრელები კედელს ანგრევს, ხოლო საშუალო ან დაბალი სიმძლავრის ხელსაწყოები ხვრეტს. აქ ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. რომელი საქმისთვისაც გჭირდებათ, იმას შეიძენთ. ელექტრო დრელები სწრაფად მუშაობს. ერთ-ერთი უპირატესობა სწორედ ესაა. პატარა საქმეს დღესა და ღამეს არ ანდომებს. ცხადია, თქვენი დახმარება სჭირდება, მაგრამ სულ მცირედით. კომპაქტურობა მხედველობიდან არ გამოგვრჩეს. ინსტრუმენტი მსუბუქია და ტვირთად არ გაწევთ. ამ ყველაფრის შემდეგ, როგორ არ ეკუთვნოდა ქება-დიდება ? იმსახურებს და მივუძღვენით კიდეც.

რა განსხვავებაა ელექტრო დრელებს შორის ?

ნებისმიერი ხელსაწყოს შემთხვევაში სიმძლავრე მთავარია. რა გასაკვირია თუ დრელი ამ მახასიათებლით გამონაკლისი არ არის. ამის მეშვეობით განისაზღვრება, რისთვის გამოგადგებათ, სახვრეტად თუ სანგრევად. რაც უფრო მძლავრია მით უკეთესია კედლის ჩამოსაშლელად. ასეთ ინსტრუმენტებს არაფერი აშინებს. წინააღმეგობებსაც კი მარტივად ძლევს და საქმე ბოლომდე მიჰყავს. დაბალი სიძლავრის დრელები კი კედლის სახვრეტადაა განკუთვნილი. ასეთი სახის ინსტრუმენტი ყველა სახლში აუცილებელია. ნებისმიერ დროს შეიძლება დაგჭირდეთ, მაგალითად, კედელზე ფოტოს ჩამოსაკიდად ან სხვა მსგავსი წვრილმანისთვის. ამ საქმეში ვერაფერი დაგეხმარებათ, ელექტრო დრელის გარდა. შერჩევისას კი სიმძლავრეებს ყურადღებით გადახედეთ და თქვენ საქმეს მოარგეთ.

რატომ სჭირდება დრელს დამატებითი ნივთები ?

ზოგიერთ ელექტრო დრელს კომპლექტაცია მოყვება. ეს შეიძლება სახელური და სიღრმის მარეგულირებელი იყოს. დამატებითი ნივთები მარტივად მუშაობაში ეხმარება, ხელს უწყობს რომ საქმე სწრაფად შესრულდეს. სიღრმის მარეგულირებელი მანძილს უკეთ ზომავს და უპირატესობაც ესაა. დამატებითი სახელურიც კარგად გამოსაყენებელია. ჩამოთვლილი ნივთები ბევრ რამეში დაგეხმარებათ, თუმცა ხელსაწყო მათ გარეშეც მუშაობს. ზოგიერთ დრელს კომპლექტაცია არ მოყვება და არც ესაა დიდი პრობლემა. საქმეს თავს დამოუკიდებლადაც ართმევს.

რას გთავაზობთ Holst.ge ?

ამ პატარა ბლოგში ოთხ ბრენდს გაგაცნობთ. Dewalt, Crown, Bosch, და Tolsen თქვენს გულის მოგებას ეცდება. ვნახოთ მიზანს რომელი მიაღწევს. ერთის გამოყოფა კი გაგვიჭიდება, რადგან დადებითი თვისებები ყველას აქვს. საქმე ამით არ სრულდება. ხარისხიანი ბრენდების გარდა, Holst.ge კომფორტსაც გთავაზობთ. ონლაინ ჰიპერმარკეტში ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ და რამდენიმე დღეში თქვენთანაა. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. ამ ყველაფრით კი დროს ზოგავთ. მაღაზიაში წასვლა, რიგში დგომა და კიდევ ათასი უინტერესო ამბავი ქრება. Holst.ge - დან ხელსაწყოებს ნებისმიერ დროს გამოიწერთ.

Dewalt - DWD024-QS ელ.დრელი 701W

Dewalt - ის ელექტრო დრელი თავდაუზოგავად მუშაობს. კედლის გახვრეტაც შეუძლია და ჩამოშლაც. მონაცემები ხელს უწყობს. ყველა იმ თვისებას ფლობს, რაც დრელს უნდა ჰქონდეს. მძლავრი და სწრაფია. ვერც ბურღვის სიღრმეს დავუწუნებთ. ბეტონზე ხესა და მეტალზე მუშაობს. სამივეს მაქსიმალურად ღრმად ამუშავებს, თუმცა ხის მასალაზე მეტად ეფექტურია. დამატებითი ნივთებიც თან ახლავს, კერძოდ, სახელური და სიღრმის მარეგულირებელი. მათი მეშვეობით მარტივად საქმიანობს. ყველა სიკეთესთან ერთად მსუბუქია, შესაბამისად, კომპაქტურიც. ელექტრო დრელი თავად უნდა მართოთ და მუშაობის დროს ხელში გქონდეთ. მძიმე რომ იყოს ყველაფერი გართულდებოდა, მაგრამ ასე არ არის და იდეალური მოცემულობაა.  

Dewalt dreli

  • ბრენდი - DEWALT 
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით   
  • სიმძლავრე - 650W   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 2.63         
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2800min         
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm         
  • ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დარტყმის სისრაფე - 0-47600min   
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 16mm/25mm/13mm

დამატებითი კომპლექტაცია:        

  • დამატებით სახელური
  • სიღრმის მარეგულირებელი

უპირატესობები:

  • კომპლექტაცია
  • სიმძლავრე
  • ღრმად ბურღვის ფუნქცია
  • მუშაობის სიჩქარე
  • ხარისხი

CROWN CT10128-ელექტრო დრელი ჩაქუჩით 600w 

მეორე დრელი ბრენდ Crown - ს ეკუთვნის. კარგის მეტი რა გვეთქმის. ხელსაწყოები გამძლე მასალისგან მზადდება და თითოეული დეტალი ზუსტადაა გათვლილი. ყველაფერი გათვალისწინებულია და ეს კი მეტ სანდოობას ანიჭებს. ელექტრო დრელიც ასეთია. ხარისხიანი და გამოსადეგი ინსტრუმენტია. ბეტონს, ხესა და მეტალს ბურღავს. ერთ წლიანი გარანტიაც თან ახლავს. ქარხნული დეფექტის შემთხვევაში საგარანტიო ტალონი დაგეხმარებათ. ხელსაწყოს ორი ფუნქცია აქვს, ბურღვისა და ბურღვის დროს დარტყმის. თუ გსურთ მხოლოდ კედელს გახვრეტს და სხვა შემთხვევაში ჩამონგრევაც შეუძლია.

Crown dreli

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით   
  • სიმძლავრე - 600W   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 1.7
  • კვების წყარო  - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2800min         
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm         
  • ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 13mm/20mm/13mm

უპირატესობები:

  • გამძლეობა
  • ფუნქციები
  • სიმსუბუქე
  • კომპაქტურობა
  • სიმძლავრე

BOSCH ელექტრო დრელი ჩაქუჩით 570W Percussion Drill GSB 570

Bosch - ის ელექტრო დრელზე რა შეიძლება ითქვას ? იმას გეტყვით რომ საშუალო სიმძლავრისაა, მაგრამ საქმის პროფესიონალია. ბურღვა და ბურღვისას დარტყმა კარგად გამოსდის. მოკლედ, ნამდვილად კარგად მუშაობს. სწრაფია და დარტყმის სიჩქარეც ხელს უწყობს. დამატებითი სახელური და სიღრმის მარეგულირებელი მოყვება. ნივთები საქმეს წინ წასწევს და ყველაფერში დაგეხმარებათ. როგორც დანარჩენები, Bosch - ის ელექტრო დრელიც სამ მასალაზე მუშაობს. ბეტონთან, ხესა და მეტალთან კარგად ურთიერთობს.

Bosch dreli

  • ბრენდი - BOSCH       
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით   
  • სიმძლავრე - 570W   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 1.7
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-3000min         
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm         
  • ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დარტყმის სისრაფე - 0-48000min   
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 13mm/25mm/10mm

დამატებითი კომპლექტაცია:        

  • დამატებით სახელური
  • სიღრმის მარეგულირებელი

უპირატესობები:

  • დამატებითი ნივთები
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლე მასალა
  • ხარისხი
  • გარანტია

TOLSEN TOL1682-79501A ელექტრო დრელი 500W 13MM

ბოლოს კი Tolsen - ის ჯერია. ინსტრუმენტს ხელმისაწვდომი ფასი აქვს, რაც ყველასთვის სასიამოვნოა. ჩამოთვლილებთან შედარებით ნაკლები სიძლავრე აქვს, თუმცა ფუნქციებში ეს ხელს არ უშლის. ხელსაწყოს ბურღვაც შეუძლია და ბურღვისას დარტყმაც. დამატებითი სახელური და სიღრმის მარეგულირებელიც ადგილზეა. დრელთან ერთად თქვენთან აღმოჩნდება. ინსტრუმენტი სამ მასალაზე, ბეტონზე, ხესა და მეტალზე მუშაობს. თითოეულს საკმაოდ ღრმად ბურღავს. ახლა როცა კითხვა დაასრულეთ, დროა შეიძინოთ და ინსტრუმენტის სარგებლიანობა თავად გამოსცადოთ.

Tolsen dreli

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით   
  • სიმძლავრე - 500W   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 2   
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2900min         
  • ვაზნის დიამეტრი - 0.8-13mm         
  • ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დარტყმის სისრაფე - 0-46400min   
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 13mm/25mm/13mm

დამატებითი კომპლექტაცია:        

  • დამატებით სახელური
  • სიღრმის მარეგულირებელი

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომპლექტაცია
  • კომპაქტურობა
  • გამძლეობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება