მსუბუქი საკითხავი სასუქების შესახებ |
მსუბუქი საკითხავი სასუქების შესახებ |
საყოველთაო ჟრიამულს ვუერთდებით და გილოცავთ, დიდი ზამთრის დასასრულს. ცხადია, იცით, მაგრამ თვალისთვის საამოა და გავიმეოროთ: გაზაფხულია. ეს ყველაფერი ხომ კარგი, მაგრამ ხელში კალამი სულ სხვა მიზნით ავიღეთ. სეზონის რიტუალებზე უნდა მოგიყვეთ. მცენარეებს ყურადღება ყოველთვის სჭირდება, მაგრამ განსაკუთრებით გაზაფხულზე. წყალი აუცილებელი კომპონენტია, თუმცა მიწის დასატენიანებლად, ზოგჯერ საკმარისი არ არის. ამბობენ, სასუქი მისწრებააო და არც ცდებიან. თუ რატომ, ამაზე მეორე აბზაცში ვისაუბრებთ. მანამდე კი პირველ წინადადებას დავუბრუნდეთ და დადებითი ენერგიები დავიმატოთ.
უცნაური შედარებაა, მაგრამ ასეა და გვერდს ხომ ვერ ავუქცევთ. მცენარეები ჩვენ, ადამიანებს, გვგავს. უყვართ სინათლე, მზის სხივებში ნებივრობა, ზოგჯერ წვიმა, ტენი, ჯანსაღი საკვები და ყურადღების დიდი დოზა. მუდმივად უნდა აკონტროლოთ, რამე ხომ არ აკლია და თუ კი, სასწრაფოდ დაეხმაროთ. სასუქის მეშვეობით კი, მცენარე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნივთიერებებს იღებს. სხვა გზით, იგივე შედეგზე გასვლა, შეუძლებელია. ამიტომ, კარგი იქნება თუ ხელს შევაშველებთ და ყოფას გავუმარტივებთ.
განსხვავებები რომ არ ვახსენოთ, არაფრით შეიძლება. სწორ არჩევანში, ეს პუნქტი გვეხმარება. იმის ცოდნა, თუ რითი გამოირჩევა თითოეული სასუქი, ჰაერივით საჭიროა. მაშ ასე, სრული მობილიზაცია და დავიწყოთ. პრეპარატის შერჩევისას, თვალი მოქმედი ნივთიერებებისკენ გააპარეთ. ყველაფერი ამით იწყება, რადგან მთავარი ინფორმაციაა თავმოყრილი. აქ ამოიკითხავთ, თუ რისგან შედგება სასუქები და რამდენი პროცენტია ესა თუ ის ნივთიერება. საბოლოოდ, აწონ - დაწონით და ცივი გონებით გადაწყვეტთ. რამდენიმე წუთიანი ფიქრი, თუ რომელი სასუქი ესაჭიროება თქვენს მცენარეებს, აუცილებელია.
თანაკვეთების პოვნა საინტერესო ფენომენია. ამის აღმოჩენა კი სასუქების შემთხვევაშიც შეიძლება. მაგალითად, ყველა კულტურასთან თავსებადობა, თავისთავად საუკეთესო ამბავია. Holst.ge - ზე არსებული პრეპარატების უმეტესობა ასეთია. ეს ფაქტი იმის მანიშნებელია, რომ სასუქი შეგიძლიათ სხვადასხვა მიმართულებით გამოიყენოთ. მაგალითად, ყვავილისთვისაც სასარგებლო იქნება და ციტრუსისთვისაც. ნებისმიერი სახის მცენარეს, მინერალებით კვებავს.
რა საჭიროა მთებს შევასკდეთ, დრაკონი მოვკლათ და კიდევ ათასი რამ, როცა საქმე მარტივადაც გვარდება?! დიახ, ნამდვილად არაფერში გამოგვადგება. მოკლედ, იმის თქმა გვსურს, რომ სასუქის შეძენა სახლიდან გაუსველად შეგიძლიათ. ჩვენ ამისთვის ვართ და ვიზრუნებთ, რომ პროდუქტი სწრაფად მიიღოთ. Holst.ge ონლაინ ჰიპერმარკეტია და ხელსაწყოებსა თუ სხვა ნივთებს, სახლიდან გაუსვლელად იძენთ. მთავარი ინტერნეტთან წვდომა და მონდომებაა. სხვა ყველაფერი დალაგებადია. მოკლედ, ასე გადასარევადაა საქმე: პროდუქტს არჩევთ და კალათში აგდებთ. თანხას იხდით და იცდით. დანარჩენი კი ჩვენ ვიცით. სხვანაირად როგორ გავამარტივოთ?! დაზოგილი დროით კი, ბევრად სასარგებლო საქმეს გააკეთებთ, ან სულაც არაფერს იზამთ და თავისუფალი წუთებით დაკტბებით. ნება თქვენია.
შემოვლითი გზებით საუბარი, აქ მთავრდება და დეტალურ განხილვას ვიწყებთ. თქვენგან ყურადღების მოკრებასა და ფართოდ გახელილ თვალებს ვითხოვთ. პირველი ბრენდი Valagro - ა და როცა ქვეყანას ვახსენებთ, თვალწინ ბევრი კარგი რამ წარმოგიდგებათ. არც მეტი, არც ნაკლები, მწარმოებელი იტალიაა. გეთანხმებით, ამ ქვეყანაზე სასუქი არ გაგახსენდებოდათ, მაგრამ დროა სიას შევმატოთ. პრეპარატი იმ სასიკეთო თვისებებითაა დაჯილდოვებული, როგორითაც სხვა იტალიური პროდუქტები. სასუქი მინერალურ- ფოთლოვანი სახისაა და მცენარის გაჯანსაღება მთავარი მისიაა. ასრულებს კიდეც, თან ძალიან კარგად. მოქმედ ნივთიერებებში მაგნიუმის ოქსიდი, ბორი, სპილენზი, რკინა, მოლიბდენი, მანგანუმი და სხვა სასარგებლო პრეპარატი შედის. პროცენტულობაც ზუსტადაა გადანაწილებული. სასუქი ყველა კულტურასთან თავსებადია. მოცულობითაც გამორჩეულია. ტერიტორიას გააჩნია, მაგრამ რაც უნდა იყოს, საკმაოდ დიდ სივრცეს სწვდება.
უპირატესობები:
ხარისხიანი სასუქების გამოვლენა გრძელდება. ამჯერად, Indorama - ს განვიხილავთ. თუ რომელი ქვეყნისაა, სახელიდან გამომდინარეც მარტივად მიხვდებით. სწორია, პასუხი ინდოეთია. პირველი პრეპარატისგან რადიკალურად განსხვადვება. კონკრეტულად იმით, რომ სულ სხვა ნივთიერებებისგან შედგება, კერძოდ, აზოტის, ფოსფატისა და წყალში ხსნადი კალიუმის ოქსიდისაგან. სასუქი გრანულირებული ფორმისაა და მარტივი გამოსაყენებელია. მოცულობით Valagro - ს სასუქს აღემატება. 50 კილოგრამიანი პრეპარატი დიდ ტერიტორიას სწვდება. მაგალითად, ხეხილის ბაღებისა და სხვადასხვა პლანტაციებისთვის, კარგად გამოიყენებთ. ნებისმიერ კულტურასთან თავსებადობა, უპირატესობას მატებს. ფასის მხრივაც ვერ დავიწუნებთ. ამ კუთხითაც ხელმისაწვდომია და ღირებულება დაბრკოლება არ არის.
უპირატესობები:
ფინურ სასუქზე რას იტყოდით ? ჩვენ მხოლოდ კარგს. თურმე, Yara - ს პრეპარატები მცენარეებს განსაკუთრებით უყვარს. ალბათ იმიტომ, რომ სულ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს. ისეთებს, ნიადაგს რომ ატენიანებს და მცენარეს ჯანსაღ საზრდოს აწვდის. როგორც დანარჩენ შემთვევაში, ახლაც განვმეორდებით, სასუქი ყველა კულტურასთან თავსებადია. ამიტომ, თუ სხვადასხვა მიმართულებით გამოიყენებთ, მხოლოდ მოიგებთ. საბოლოოდ, ჯანსაღ პროდუქტს მიიღებთ, თქვენც ბედნიერები იქნებით და მცენარეებიც.
უპირატესობები:
ვფიქრობთ, ბევრი ვისაუბრეთ და იმედია, თავი არ შეგაწყინეთ. ამიტომ, საქმე ბოლოსკენ მიგვყავს. Lebosol - ის სასუქით ვასრულებთ. გერმანული პრეპარატი ფოთლოვანი სახისაა და კარგ შედეგზე გადის. მსუბუქი არ არის, მაგრამ ამაზე ხომ შევთანხმდით, მაინც ჩვენ მოგვაქვს და წონაზე არ იდარდოთ. მერე კი ისედაც ნაწილ-ნაწილ უნდა გამოიყენოთ და სიმძიმეს ერთიანად არ შეეჩეხებით. თან ცოტას ვაჭარბებთ, მთლად ტყვიასავით არ არის. ხელმისაწვდომ ფასზე, ხმა აქაც უნდა მოგაწვდინოთ. ასევე, შეგახსენოთ, რომ Holst.ge- ზე პროდუქტს არჩევთ და კალათში აგდებთ. თანხას იხდით და იცდით. დანარჩენი კი ჩვენ ვიცით.
უპირატესობები: