მთავარი, რასაც შედუღების აპარატის შეძენისას უნდა მიაქციოთ ყურადღება

იდუმალი გამომეტყველებით, რამდენიმე უცხო ენის ფლობითა და მით უმეტეს, საერთაშორისო ურთიერთობების ცოდნით „სვარკის აპარატი“ ვერ მიიქცევს ყურადღებას, გამორიცხულია. მიზეზი, პრინციპში, მარტივია - სვარკის აპარატი გახლავთ და იმიტომ. სამაგიეროდ, ეს ინსტრუმენტი ყველას სჭირდება - ვისაც გარშემომყოფების იდუმალი გამომეტყველებით მონუსხვა შეუძლია, ვინც არ დაიზარა და ბევრი ენა ისწავლა და დიახ, მათაც, ვისაც საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის წოდება მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში მიენიჭა. მთავარი საკითხი აქ ის გახლავთ, თავად რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, როცა შედუღების აპარატი დაგჭირდებათ და მისი შეძენის გადაწყვეტილებას მიიღებთ.

მთავარი ყურადსაღები ფაქტორები

ის, რასაც პირველ რიგში უნდა მიექცეს ყურადღება, შემდეგი ფაქტორებია:

1. სიმძლავრე - ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ აპარატის სიმძლავრე გახლავთ.

2. წონა და ზომები - დარწმუნდით, რომ შედუღების აპარატი ზედმეტად მძიმე არ არის და საჭირო ზომები აქვს.

3. სიჩქარე.

დანადგარის შერჩევისას არ უნდა დაივიწყოთ და უფრო მეტიც, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ სვარკის აპარატის მარკაც. იმისთვის, რომ აგრეგატი დიდხანს გემსახუროთ, აუცილებელია საიმედო და წლების მანძილზე გამოცდილი მწარმოებელი.

შედუღების აპარატები და შედუღების მეთოდები

რადგან ის გავარკვიეთ, რას უნდა მიექცეს ყურადღება პირველ რიგში, ახლა ისიც ვთქვათ, რით გამოირჩევიან შედუღების აპარატები და რა მეთოდებით შეიძლება სხვადასხვა დავალების შესრულება.

- ხელით ელექტრორკალური შედუღება - ადრე საკმარისი იყო მხოლოდ შედუღების ტრანსფორმატორისა და ელექტროდების კოლოფის ქონა, რომ შედუღება შეგძლებოდათ ყველგან: გემთმშენებლობიდან დაწყებული, აგარაკის ფარეხით დამთავრებული. დღეს უკვე შედუღების აპარატები გაცილებით მსუბუქი, ეკონომიური და ამასთან ერთად, მძლავრია. შემუშავებულია შედუღების უამრავი ტექნოლოგია ნაკერის სივრცითი მდებარეობის, ლითონის ქიმიური შემადგენლობისა და სისქის მიხედვით.

- არგონრკალური შედუღება არადნობადი ელექტროდით - ამ მეთოდით შედუღება მოიცავს სამუშაოების მთლიანი მასის არაუმეტეს 1%-ს. თუმცა, მის გარეშე შეუძლებელია შედეგის მიღება, როცა საქმე ფერად ლითონებს ეხება. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა, შეადუღოთ თითქმის ყველაფერი.

- ნახევრად ავტომატური შედუღება - დეტალების შეერთების ეს ტიპი ძალიან ჰგავს წინას, თუმცა ელექტროდად სპეციალური მავთული გამოიყენება, რომელიც შედუღების ზონას ავტომატურად მიეწოდება.

ნახევრად ავტომატურ მოწყობილობაზე მუშაობა არ საჭიროებს შემდუღებლის მაღალ კვალიფიკაციას. კიდევ ერთი პლუსი მაღალი წარმადობაა, ამიტომ ამ მეთოდის გამოყენება ფართოდ არის გავრცელებული მასობრივ წარმოებაში.

- გაზით შედუღება - ამ ტიპის შედუღებას უფრო მეტი უარყოფითი მხარე აქვს, ვიდრე დადებითი, მაგრამ 100 წელზე მეტია, აქტუალობას არ კარგავს. უარყოფითი მხარეები, რომლებიც აფერხებს მის გამოყენებას წარმოებაში, ძირითადად ფართო ზონების გარდაუვალი გადახურებით. ამის გამო, პროცესები ნელია, გაზის მოხმარება კი მაღალი, რაც ბუნებრივია, სამუშაოს ღირებულებაზე გავლენას ახდენს.

- წერტილოვანი (კონტაქტური) შედუღება - ყველაზე ხშირად ასეთ შედუღებას ფოლადის ფურცლების დამუშავებისას იყენებენ. სამუშაოს წარმოებას მაღალი კვალიფიკაცია არ სჭირდება, თუმცა, სამაგიეროდ, აუცილებელია ძვირადღირებული აღჭურვილობა.

- მექანიკური შედუღება - ხშირად ასე უცნაურადაც მოიხსენიებენ - შედუღება აფეთქებით. მისი დახმარებით ერთ ლითონს ფარავენ მეორით.

- ელექტროწიდური შედუღება - ძალიან იშვიათი სახეობაა, რომელიც სქელკედლიანი ნაკეთობათა ვერტიკალური შედუღების ნაკერების მისაღებად გამოიყენება.

- პლაზმური შედუღება - ელექტრომაგნიტური ძალების ზემოქმედებით შეკუმშული და აჩქარებული პლაზმის ჭავლი ნაკეთობაზე ახდენს თერმულ და აირდინამიკურ ზემოქმედებას. შედუღების გარდა ეს მეთოდი ხშირად გამოიყენება დანადუღის, დაფქვისა და ჭრის ტექნოლოგიურ ოპერაციებში.

შედუღების მეთოდების ჩამონათვალი ამით ნამდვილად არ სრულდება და დანარჩენზე საუბარი შემდგომში გავაგრძელოთ.

Schpindel შედუღების აპარატი ინვენტორული 150A

Schpindel shedugebis aparati

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - შედუღების აპარატი
  • სიმძლავრე - 150A
  • IP დაცვა - IP21S
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 4891663632112
  • წონა (კგ) - 3.9
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - ელექტროდის დამჭერი კაბელი + დამიწების კაბელი + დამცავი სათვალე + რკინის ჩოთქი
  • ელექტროდის ზომა - 2.5-3.2mm
  • ტექნოლოგია - IGBT
  • ეფექტურობა  - 0.8
  • იზოლირების დონე - F
  • მუშაობის ციკლი - 0.35 

Schpindel შედუღების აპარატი ინვენტორული 200A

Schpindel shedugebis aparati

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - შედუღების აპარატი
  • სიმძლავრე - 200A
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 4050030821683
  • წონა (კგ) - 6.86
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - ელექტროდის დამჭერი კაბელი + დამიწების კაბელი + დამცავი სათვალე + რკინის ჩოთქი + ქეისი
  • ელექტროდის ზომა - 1.6-4.0mm
  • ტექნოლოგია - IGBT
  • ეფექტურობა - 0.83
  • იზოლირების დონე - F
  • მუშაობის ციკლი - 0.4

Schpindel შედუღების აპარატი ინვენტორული 250A

Schpindel shedugebis aparati

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - შედუღების აპარატი
  • სიმძლავრე - 250A
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 4050030838254
  • წონა (კგ) - 8.18
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - ელექტროდის დამჭერი კაბელი + დამიწების კაბელი + დამცავი სათვალე + რკინის ჩოთქი
  • ელექტროდის ზომა - 1.6-5.0mm
  • ტექნოლოგია - IGBT
  • ეფექტურობა  - 0.78
  • იზოლირების დონე - F
  • მუშაობის ციკლი - 0.25

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება