Black&Decker-ის უმაღლესი ხარისხის მანქანის მტვერსასრუტები

შეძენის დღიდან მანქანაში ძალიან დიდ დროს ვატარებთ და სალონში სისუფთავე მნიშვნელოვანია.

თქვენ როგორ წმენდთ მანქანას?

მანქანის გასასუფთავებლად საუკეთესო საშუალება არის ხელის მტვერსასრუტი. როგორც წესი, მანქანის მტვერსასრუტი კომპაქტურია, რომ გაამარტივოს  რთულად მისადგომი ადგილების გასუფთავება და მოთავსდეს მანქანაში. მანქანის მტვერსასრუტი განსაკუთრებით საჭიროა, თუ თქვენი მანქანა ხშირად მასპინძლობს თქვენს მეგობრებს და ნაცნობებს, ან გყავთ პატარა ბავშვი.

კომპაქტური მტვერსასრუტი

მაღალი სიმძლავრე დაბალ ფასად

საუკეთესო არჩევანი

რის მიხედვით ავარჩიოთ მანქანის მტვერსასრუტი?

მანქანის მტვერსასრუტის შეძენისას გაითვალისწინეთ ფორმა და სიმძლავრე. ეს ორი კრიტერიუმი უმთავრესია მანქანის მტვერსასრუტისათვის. რა თქმა უნდა, ხარისხთან და გამძლეობასთან ერთად, თუმცა ამ ორს დრო გამოცდის ხოლმე და შეძენისას ინტუიციას უნდა მივენდოთ.

  • მანქანის მტვერსასრუტის ფორმა და ზომა განაპირობებს მის კომპაქტურობას. გაიხსენეთ თქვენი მანქანა და გაიაზრეთ რამდენად კომპაქტური ხელის მტვერსასრუტი გჭირდებათ.
  • მძლავრი მტვერსასრუტის მოხმარებით წმენდის დროს მოიგებთ. მაგალითად:  წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მანქანის სალონი მტვრიანია. თუ, თქვენ დაბალი სიმძლავრის მანქანის მტვერსასრუტი გაქვთ, მაშინ სავარაუდოდ საბოლოოდ გასაწმენდად ერთი და იგივე ადგილზე დაბრუნება მოგიწევთ. ძლიერი მტვერსასრუტის შემთხვევაში ეს პრობლემა უფრო მარტივად მოგვარდება.

ხშირად კომპაქტურობა და სიმძლავრე ერთმანეთს გამორიცხავს, ამიტომ ეცადეთ იპოვოთ თქვენთვის ოპტიმალური ვარიანტი.

რადგან მანქანის მტვერსასრუტებით ხართ დაინტერესებული, წარმოგიდგენთ და განვიხილავთ holst.ge-ზე განთავსებული უამრავი არჩევანიდან რამდენიმეს. შეგახსენებთ, holst.ge-ზე პროდუქტის შეძენის შემთხვევაში კურიერი ადგილზე მოგაწვდით პროდუქციას, ეს მომსახურება კი უფასოა.

B&D NVB12AV-XJ მანქანის მტვერსასრუტი

B&D mtversasruti

ბრენდი BLACK&DECKER

პროდუქტის ტიპი მანქანის მტვერსასრუტი

სიმძლავრე 9 W

გარანტია 1 წელი

წონა (კგ) 0.61

კვების წყარო 12V

ავზის მოცულობა 0.37 l

წარმადობა 1122 l/min

ბლექ ენდ დეკერის NVB12AV მანქანის მტვერსასრუტი ერთ-ერთი ყველაზე კომპაქტური მოდელია. მიუხედავად იმისა, რომ სიმძლავრით ვერ დაიკვეხნის, მაინც holst.ge-ზე ყველაზე გაყიდვადი მანქანის მტვერსასრუტია. სავარაუდოდ სწორედ მისი კომპაქტურობა და ხელმისაწვდომი ფასი განაპირობებს ამ შედეგს.

უპირატესობები:

  • დაბალი ფასი
  • კომპაქტურობა
  • გამძლეობა

B&D PV1200AV-XJ-მანქანის მტვერსასრუტი

B&D mtversasruti2

ბრენდი BLACK&DECKER

პროდუქტის ტიპი მანქანის მტვერსასრუტი

სიმძლავრე 12.5 W

გარანტია 1 წელი

კვების წყარო 12V

ავზის მოცულობა 0.44 l

წარმადობა 0.36 l/min

წონა (კგ) 1.9

ეს მანქანის მტვერსასრუტი ძალიან მძლავრი და დახვეწილი დიზაინისაა. ძალიან გამძლე და ხარისხიანი ბლექ ენდ დეკერის ხელის მტვერსასრუტი 2 კილომდე იწონის, რითაც ასე თუ ისე კომპაქტურობას კარგავს, თუმცა აუცილებლად კარგი შენაძენი იქნება.

უპირატესობები:

  • გამძლეობა
  • მაღალი ხარისხი
  • სიმძლავრე

B&D ADV1200-XK-მანქანის მტვერსასრუტი

B&D mtversasruti3

ბრენდი BLACK&DECKER

პროდუქტის ტიპი მანქანის მტვერსასრუტი

სიმძლავრე 12.5 W

გარანტია 1 წელი

წონა (კგ) 1.29

კვების წყარო 12V

ავზის მოცულობა 0.61 l

წარმადობა 1053 l/min

ADV1200 მოდელის მანქანის მტვერსასრუტი კი ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული მოდელია, როგორც ხარისხით და ფასით, ასევე კომპაქტურობით და სიმძლავრით. holst.ge-ზე ახლავე, ძალიან დაბალ ფასად შეგიძლიათ მისი შეძენა.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი
  • სიმძლავრე
  • კომპაქტურობა

B&D PD1200AV-XK-მანქანის მტვერსასრუტი

B&D mtversasruti4

ბრენდი BLACK&DECKER

პროდუქტის ტიპი მანქანის მტვერსასრუტი

სიმძლავრე 12.5 W

გარანტია 1 წელი

წონა (კგ) 1.8

კვების წყარო 12V

ავზის მოცულობა 0.56 l

წარმადობა 0.4 l/min

მიუხედავად წინა მოდელის დაბალანსებული კრიტერიუმებისა, მაინც უნდა აღინიშნოს ჩვენ განსახილველ სიაში ბოლო, PD1200AV მოდელის მანქანის მტვერსასრუტის საუკეთესო მონაცემები. ამ მოდელს აქვს მილი, რის ხარჯზეც ხდება ძალიან კომპაქტური და მსუბუქი. თქვენ არ გიწევთ მთლიანი მოწყობილობის გადაადგილება წმენდისას. ამასთან ძალიან მძლავრია და მინიმალური ძალისხმევით სასურველი შედეგის მიღებას მარტივად შეძლებთ. ასევე, ხაზგასასმელია მისი გამძლეობა და ხარისხი.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • მაღალი ხარისხი
  • კომპაქტურობა
  • სიმძლავრე

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება