ინდუსტრიული და მანქანის მტვერსასრუტები

მტვერსასრუტი დღესდღეობით ჩვენი ცხოვრების განუყრელი ნაწილია. ფაქტობრივად, ყველა ოჯახში შეიძლება აღმოვაჩინოთ ეს ძალზედ საჭირო და პრაქტიკული ნივთი. მტვერსასრუტი გვეხმარება ჩვენი სახლი მეტად სუფთა გავხადოთ. თუ მის შეძენას გადაწყვეტთ, თავდაპირველად, უნდა განვსაზღვროთ თუ რისთვის და რა ტიპის მტვერსასრუტი გჭირდებათ. ვინაიდან, ბაზარზე ვხვდებით უამრავი სახის მტვერსასრუტს. ეს შეიძლება იყოს: ხელის მტვერსასრუტი, მშრალი წმენდის მტვერსასრუტი, ორთქლის მტვერსასრუტი, ფანჯრის მტვერსასრუტი, ვერტიკალური მტვერსასრუტი, სმარტ მტვერსასრუტი და სხვ. მათი გამოყენება უზრუნველყოფს სახლში საერთო სიჯანსაღის შენარჩუნებას, ვინაიდან, მისი გამოყენებით შეძლებთ ალერგენებისა და სხვა მცირე მავნე ნაწილაკების შეწოვას, რაც თავიდან აგაცილებთ ალერგიულ ფონს: თვალის გაღიზიანება, სუნთქვის პრობლემები, კანის ალერგია და ა.შ.

მანქანის მტვერსასრუტი

ინდუსტრიული მტვერსასრუტი

მტვერსასრუტის ერთ-ერთი უმთავრესი მახასიათებელი - სიმძლავრე:

  • 700-800 ვატი შეწოვის სიმძლავრის მტვერსასრუტები გათვლილია პროფესიული წმენდისთვის.
  • 650 ვატი შეწოვის სიმძლავრის მტვერსასრუტები რბილი ავეჯის წმენდისთვის გამოიყენება.
  • 550 ვატი შეწოვის სიმძლავრის მტვერსასრუტები გათვალისწინებულია სველი წმენდისთვის.
  • 450-500 ვატი შეწოვის სიმძლავრის მტვერსასრუტი საკმარისი იქნება შინაური ცხოველების ბეწვისა და ხალიჩების ზედაპირის დასასუფთავებლად.
  • 350 ვატი შეწოვის სიმძლავრის მტვერსასრუტით თქვენ თავისუფლად შეძლებთ ფილებითა და კაფელით დაფარული იატაკების გაწმენდას.

სიმძლავრესთან ერთად მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ კაბელის სიგრძეს. საშუალოდ კაბელის სიგრძე 3 დან 8 მეტრამდე განისაზღვრება. მაგრამ თუ თქვენ გაქვთ დიდი სახლი, აგარაკი ან უბრალოდ საოფისე ფართი, დაგჭირდებათ უფრო დიდი კაბელი, დაახლოებით 5-დან 12-მდე მეტრის.

მტვერსასრუტის მუშაობის პრინციპი -  თავდაპირველად მტვერსასრუტი განსაზღვრული სიმძლავრით ისრუტავს მტვერსა და წვრილ ნაწილაკებს. ამის შემდგომ ეს ყველაფერი ჰაერთან ერთად მიემართება მტვრის შემგროვებელ ტომარასა თუ კონტეინერში. ჰაერი გაივლის მტვერსასრუტის ძრავის წინ მდებარე ფილტრს. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ დაიცვას ძრავი ზედმეტი მტვრისგან. საბოლოოს საფეხური კი არის ჰაერის გამავალი ფილტრი, რომელიც ჰაერის მტვერსასრუტიდან გამოსასვლელთან მდებარეობს, რაც ნამდვილად უზრუნველყოფს ჰაერის სრულ გაწმენდას. ამდენად, ყველა მტვერსასრუტს გააჩნია სამსაფეხურიანი ფილტრაციის სისტემა :

  • მტვრის შემგროვებელი
  • ძრავის დამცავი
  • გარეთ გამომავალი ჰაერის სრულად გამწმენდი ფილტრი.

ხმის ინდიკატორი - ხმაურის განსაზღვრა მტვერსასრუტის ეფექტურად მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. მტვერსასრუტის შეძენისას ამ ფაქტორზე ძალიან ბევრი მომხმარებელი  ამახვილებს ყურადღებას და არც თუ უსაფუძვლოდ, რადგან დასუფთავება საკმაოდ ხშირი და რეგულარული პროცესია, შესაბამისად დიდია ხმაურით გამოწვეული დისკომფორტის შეგრძნებაც. გასათვალისწინებელი გარემოებაა ის, რომ მტვერსასრუტის დასაშვები ხმაურის დონე უნდა მერყეობდეს 70-80 დეციბალის ფარგლებში.

ხელის მტვერსასრუტი - ყველა დიასახლისის ერთ-ერთი შეუცვლელი და პრაქტიკული ნივთია. ინოვაციურია და საკმაოდ მოთხოვნადი მოწყობილობა. ასეთ პოპულარობას განაპირობებს მისი მთავარი მახასიათებლები. ესენია : მცირე ზომა, მიუდგომელი ადგილების ჯეროვნად გასუფთავება, კარადების მცირე სათავსოების სრულფასოვნად გაწმენდა და სამუშაო ადგილის იდეალურად დასუფთავება. იგი პრაქტიკულია იმდენად, რამდენადაც იკავებს ძალიან პატარა ადგილს და მცირე დროში შეუძლია სრულფასოვნად დაასუფთაოს თქვენი სახლი.

ადამიანი თავისი ცხოვრების უმეტეს ნაწილს თავის საცხოვრებელ ბინაში ატარებს, მაგრამ ასევე დიდ დროს საკუთარ ავტომობილში. ამდენად, ავტომობილის ინტერიერისა და ექსტერიერის ვიზუალი პირდაპირ ასახავს მის ხასიათს. სწორედ ამიტომ, მრავალი ადამიანის დღის წესრიგში დგას თავიანთი ავტომობილების მოწესრიგება და სისუფთავის შენარჩუნება. ამისთვის კი საუკეთესო გადაწყვეტილება მანქანის მტვერსასრუტის შეძენაა.

ონლაინ ჰიპერმარკეტი Holst.ge სწორედ ის სივრცეა, სადაც შეძლებთ უამრავი მახასიათებლისა თუ სხვადასხვა ტიპის მანქანის მტვერსასრუტის არჩევას. მაღალი ხარისხი, მსოფლიოში წამყვანი ბრენდები, მომხმარებელზე მორგებული შეთავაზებები ეს ის ჩამონათვალია, რომლითაც Holst.ge მუდამ ანებივრებს თავის მომხმარებელს.

არსებობენ მტვერსასრუტები, რომლებიც გვთავაზობენ სველი და მშრალი წმენდის ფუნქციებს და ერგებიან ინდივიდუალური მომხმარებლების სურვილებს. მანქანის მტვერსასრუტის შეძენისას, გირჩევთ მსუბუქსა და პორტატულ მტვერსასრუტზე შეაჩეროთ არჩევანი. ასევე უპირატესობა მიანიჭეთ მტვერსასრუტს, რომელსაც თან მოჰყვება დეტალების საწმენდი ფუნჯი, მრავალჯერადი ქსოვილის რეცხვადი ფილტრი და მრავალჯერადი გამოყენების, გამძლე სახელური. მანქანის მტვერსასრუტი კონცენტრირებულია ავტომობილის ესთეტიკურ მხარეზეც და უზრუნველყოფს თქვენი სალონის სისუფთავესა და სილამაზეს. ამ ხელსაწყოს დადებითი მხარეა ისიც, რომ მისი დახმარებით შეგიძლიათ ისეთი რთულად მისაწვდომი ზედაპირების გაწმენდა, რომელთაც სხვა საშუალებებით ან ტრადიციული მტვერსასრუტით ვერ გაუმკლავდებოდით. გამომდინარე იქიდან, რომ მანქანის მტვერსასრუტები ბატარეის ენერგიაზე მუშაობენ, აუცილებელია ისეთი მტვერსასრუტის შერჩევა, რომელიც შეძლებისდაგვარად არ მოიხმარს ბევრ ელექტროენერგიას, რადგან არ მოგიწიოთ დასუფთავების პროცესის გაწყვეტა.

B&D PV1200AV-XJ-მანქანის მტვერსასრუტი

Black&Decker PV1200AV-XK mtversasruti

  • ბრენდი BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი მანქანის მტვერსასრუტი
  • სიმძლავრე 12.5 W
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 1.29
  • კვების წყარო 12V
  • ავზის მოცულობა 0.61 l
  • წარმადობა 1053 l/min

BLACK&DECKER- ის ამ მოდელის პორტაბელური მტვერსასრუტი ნამდვილად კარგი არჩევანია. ვინაიდან, ამ ერთ-ერთი ტოპ  ბრენდის მტვერსასრუტის შეძენის შემთხვევაში, თქვენ ნამდვილად გაგიმარტივდებათ შეინარჩუნოთ სისუფთავე თქვენს ავტომობილში და უზრუნველყოთ მისი მუდმივი დაცვა ბაქტერიებისა და მცირე არაჯანსაღი ნაწილაკებისგან. აღნიშნული მოდელი ელექტრული ძალის საშუალებით დაგეხმარებათ ავტომობილის სალონიდან, იატაკიდან, სკამებს შორის არსებული მიუდგომელი ადგილებიდან უპრობლემოდ აიღოთ მტვერი.

უპირატესობები:

  • ეკონომიურობა
  • პორტატულობა
  • მაღალი სიმძლავრე

B&D NVB12AV-XJ მანქანის მტვერსასრუტი

Black&Decker NVB12AV-XJ mtversasruti

  • ბრენდი BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი მანქანის მტვერსასრუტი
  • სიმძლავრე 9 W
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 0.61
  • კვების წყარო 12V
  • ავზის მოცულობა 0.37 l
  • წარმადობა 1122 l/min

მოკლე აღწერა - B&D NVB12AV-XJ არის კომპაქტური მტვერსასრუტი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია როგორც ჰორიზონტალურ ისე ვერტიკალურ მდგომარეობაში. იდეალურია ძნელად მისადგომი ადგილების დასუფთავებისათვის. და რაც მთავარია არის ბიუჯეტური, მაგრამ ამის მიუხედავად თავის საქმეს სრულფასოვნად ასრულებს. ამდენად, თუ გჭირდებათ მცირე ზომის საშუალო სიმძლავრის მანქანის მტვერსასრუტი აღნიშნული მოდელი ნამდვილად თქვენთვისაა.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდიმი ფასი
  • კომპაქტურობა

B&D PD1200AV-XK-მანქანის მტვერსასრუტი

Black&Decker PD1200AV-XK mtversasruti

  • ბრენდი BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი მანქანის მტვერსასრუტი
  • სიმძლავრე 12.5 W
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 1.8
  • კვების წყარო 12V
  • ავზის მოცულობა 0.56 l
  • წარმადობა 0.4 l/min

მნიშვნელოვანია აღინიშნოს PD1200AV მოდელის მანქანის მტვერსასრუტის საუკეთესო მონაცემები. ამ მოდელს აქვს მილი, რის ხარჯზეც ხდება ძალიან კომპაქტური და მსუბუქი. თქვენ არ გიწევთ მთლიანი მოწყობილობის გადაადგილება წმენდისას. ამასთან ძალიან მძლავრია და მინიმალური ძალისხმევით სასურველი შედეგის მიღებას მარტივად შეძლებთ. ასევე, ხაზგასასმელია მისი გამძლეობა და ხარისხი.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • მაღალი ხარისხი
  • კომპაქტურობა
  • სიმძლავრე

CROWN CT42027-ინდუსტრიული მტვერსასრუტი 30L

Crown industriuli mtversasruti

  • ბრენდი CROWN
  • პროდუქტის ტიპი ინდუსტრიული მტვერსასრუტი     
  • სიმძლავრე 1400W
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 11.9
  • კვების წყარო 220-240V
  • მოცულობა 30 l
  • წარმადობა 31.6 l/s
  • ვაკუუმი 16 Kpa

Crown უმაღლესი ხარისხის ინდუსტრიულ მტვერსასრუტებს გთავაზობთ, რომელიც დიდი სიცოცხლის ხანგრძლივობით გამოირჩევა. ეს მოდელი საკმარისად მძლავრია დიდი ოფისების თუ საამქროების დასასუფთავებლად და ამასთან, არც თუ ისე მძიმეა და რთული გადასაადგილებლად. ამასთან, გააჩნია მაღალი წარმადობა, რაც პირდაპირ მეტყველებს მის ქმედუნარიანობაზე.  ამ მტვერსასრუტის შეძენა საკმაოდ ეკონომიურ ფასად შეგიძლიათ ჩვენს ონლაინ მაღაზიაში.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • სიმძლავრე
  • კომპაქტურობა

CROWN CT42030-ინდუსტრიული მტვერსასრუტი 80L

Crown CT42030 industriuli mtversasruti

  • ბრენდი CROWN
  • პროდუქტის ტიპი ინდუსტრიული მტვერსასრუტი
  • სიმძლავრე 3000W
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 29.6
  • კვების წყარო 220-240V       
  • მოცულობა 80 l
  • წარმადობა 50.0 l/s
  • ვაკუუმი 18 Kpa

თუ წინა მოდელის სიმძლავრე და წარმადობა არ არის საკმარისი თქვენი საჭიროებებისთვის, მაშინ Crow-ის 3000 ვატიან ინდუსტრიული მტვერსასრუტი შეგვიძლია შემოგთავაზოთ. ეს მტვერსასრუტი 50ლ/წმ წარმადობით, ნებისმიერ მტვრის ნაწილაკს თუ ბეწვს აიღებს ზედაპირიდან.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • სიმძლავრე
  • მაღალი ხარისხი
  • წარმადობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება