მუზა გეწვევათ თუ მნიშვნელოვანი საქმე იქნება გასაკეთებელი, ჯაჭვური ხერხი ფასდაუდებელ დახმარებას აღმოგიჩენთ

კარგა ხანია, ხელოვნებაში მხოლოდ კალმითა და ფუნჯით კი არა, ხერხითაც ეხმიანებიან მუზების შემოტევებს. უფრო მეტიც, შედევრების შექმნას საკმაოდ ბევრი ახერხებს, თანაც - დიდი წარმატებით. რთული წარმოსადგენია, ვინმეს რემბრანდტისთვის ეთქვა, დრო მოვა და ხერხიანი ხელოვანები საოცრებებს შექმნიანო, რა რეაქცია ექნებოდა მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მხატვარს. ან მიქელანჯელო თუ იტყოდა: „ჩემს დავითს ხერხი დაედება და ვიღაცას წითელი აენთება!..“

რემბრანდტი, მიქელანჯელო და ძმანი მათნი რას იფიქრებენ და იტყვიან, ჩვენმა მტერმა და დამაწყევარმა გაიგოს, მაგრამ საქმე ის არის, რომ მუზა გეწვევათ თუ მნიშვნელოვანი საქმე იქნება გასაკეთებელი, ხერხი ფასდაუდებელ დახმარებას აღმოგიჩენთ, მით უმეტეს, როცა არსენალში ჯაჭვური ხერხი მოგეპოვებათ.

რაში გამოგადგებათ ჯაჭვური ხერხი?

ხერხის ისტორიის შესახებ უკვე მოგვიყოლია, მაგრამ სასხვათაშორისოდ მაინც შეგახსენებთ, რომ სპეციალისტების მიერ აღმოჩენილი უძველესი ხერხი, რომელიც კაჟისგან იყო შექმნილი, ჩვენს ერამდე დაახლოებით 7-3 ათასი წლით თარიღდება. კაჟის გარდა, ვინ იცის, უძველესი ადამიანები ხერხის შესაქმნელად ასევე იყენებდნენ ობსიდიანს, ზღვის ნიჟარებს, ზვიგენის კბილებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

საბედნიეროდ, დღეს ზვიგენის კბილებისგან შექმნილი ეს უაღრესად საჭირო ინსტრუმენტი ჯაჭვური ხერხით ჩანაცვლდა. ამასთან, ჯაჭვური ხერხი შეიძლება მუშაობდეს ელექტროენერგიაზე, ელემენტებსა და ბენზინზე. განვიხილოთ ეს უკანასკნელი.

ბენზო ხერხი ნებისმიერი ხელოსნისთვის შეუცვლელი ინსტრუმენტია და როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ბევრი ადამიანი ხელოვნების ნიმუშების შექმნასაც კი ახერხებს, როგორც წესი, ხისგან, თუმცა ყინულის სკულპტურებიც საკმაოდ შთამბეჭდავია, გადაეყრებოდით არც ისე იშვიათად ინტერნეტსა თუ საინფორმაციო გამოშვებებში. მთავარი სათქმელი რომ გავაგრძელოთ, ბენზო ხერხი საშუალებას იძლევა, შევასრულოთ არა მხოლოდ მოცულობითი საყოფაცხოვრებო საქმეები, არამედ გამოვიყენოთ წარმოებასა და ხე-ტყის დამზადებაში. ბენზინსა და ელემენტებზე მომუშავე ხერხი, რომელთა შეძენა Holst.ge-ზე უმარტივესად შეგიძლიათ, ელექტროანალოგებისგან განსხვავებით, ნებისმიერ ადგილზე გამოგადგებათ. აგარაკზე, ტყეში, სამშენებლო მოედანზე ბენზო ხერხი დაგეხმარებათ: მოჭრათ ტოტები და ხეები, გადახერხოთ ბოძები თუ დაფები, მოიმარაგოთ შეშა, ააშენოთ სახლი, ფარეხი...

კლასიფიკაცია

ელემენტებსა და ელექტროენერგიაზე მომუშავე ჯაჭვური ხერხებისგან განსხვავებით, ბენზო ხერხი შედარებით მძიმეა. აქვს უფრო რთული კონსტრუქცია, თუმცა სიმძლავრით, წარმადობითა და ფუნქციურობით ბევრად მიმზიდველია.

როგორც სხვა ინსტრუმენტების შემთხვევაში გირჩევთ ხოლმე, ამჯერადაც ზუსტად იგივე სიტუაციაა - სანამ ჯაჭვური ხერხის შეძენამდე მიხვალთ, ჯერ კარგად ჩამოყალიბდით, რაში უნდა გამოიყენოთ ეს ინსტრუმენტი. კლასიფიკაცია კი ასეთია:

  • ერთსახელურიანი ხერხი - ეს მსუბუქი და კომპაქტური ინსტრუმენტი, რომლის სიმძლავრე 1,4 ცხენის ძალა გახლავთ, გამოიყენება ცალი ხელით მუშაობისას, ძირითადად, სიმაღლეზე, მაგალითად, ტოტების მოსაჭრელად. ამასთან, სწორედ ასეთი მოდელია პოპულარული ხელოვანებში;
  • სამოყვარულო ბენზო ხერხი (სახლისა და ბაღისთვის) ეს არის ინსტრუმენტი, რომლის სიმძლავრე 1,7-დან 2 ცხენის ძალამდე მერყეობს. ასეთი მოდელი უფრო გამოდგება აგარაკზე სამუშაოდ. ასევე, პრაქტიკულია ტოტების გასხვლისთვის, მცირე ზომის ხეების მოსაჭრელად და შეშის მოსამარაგებლად;
  • ნახევრად პროფესიონალური - ამ შემთხვევაში, სიმძლავრე 2.2-დან 3.4 ცხენის ძალამდეა. მოდელი შესანიშნავია ხანგრძლივი გამოყენებისთვის, შეშის მოსამარაგებლად, სამშენებლო მასალის დასაჭრელად. საბოლო ჯამში, ძალიან მოსახერხებელი და საიმედო ინსტრუმენტია, რომელიც მზად არის, სახლის რთულ სამუშაოებს წარმატებით გაუმკლავდეს;
  • პროფესიონალური - არის უნივერსალური და მეტად პროდუქტიული ინსტრუმენტი, რომლის სიმძლავრე 3,5 ცხენის ძალას აღემატება  და უწყვეტი მუშაობის დიდი რესურსით გამოირჩევა. როგორც წესი, ასეთი ინსტრუმენტი გამოიყენება ხე-ტყის ჭრის ადგილზე ან სამშენებლო მოედანზე ყოველდღიური მუშაობისთვის.

სიმძლავრე

ბენზო ხერხის სიმძლავრე ძრავის ზომაზეა დამოკიდებული. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პარამეტრი, რომელსაც ინსტრუმენტის შერჩევისას ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოთ. სიმძლავრე განისაზღვრება ცხენის ძალით, მაგრამ იმისათვის, რომ ეს მნიშვნელობა შევადაროთ ელექტრო „კოლეგებს“, მისი აღნიშვნა კილოვატებშიც ჩვეულებრივად შეიძლება. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ 1 კილოვატში 1000 ვატია.

რაც უფრო დიდია ბენზო ხერხი, სიმძლავრეც, ბუნებრივია, მით მეტია. ხერხი, რომლის ძრავის მოცულობა 50 კუბური სანტიმეტრია, სიმძლავრის მაჩვენებელი დაახლოებით 2 კილოვატს უტოლდება. 70 კუბური სანტიმეტრის შემთხვევაში, 3 კილოვატს.

- დიდი ზომის ხერხები რთული სამუშაოსა და გრძელვადიანი გამოყენებისთვის არის შექმნილი. მაგალითად, თუ გჭირდებათ ხერხი შეშის მოსამზადებლად, ღუმელის გათბობისთვის და ადგილობრივ ტერიტორიაზე მოკლევადიანი სამუშაოებისთვის, მაშინ შესაფერისია მოდელი, რომლის სიმძლავრეც 0,7-დან 2 კვტ-მდე მერყეობს. ასეთი ინსტრუმენტი საყოფაცხოვრებო დავალებებს წარმატებით შეასრულებს.

- თუ აპირებთ, მაგალითად, მორების დაჭრასა და სერიოზული სამუშაოს წარმოებას, ვთქვათ, სახლის აშენებას, აქ უკვე უმჯობესია, 2,5-დან 3 კვტ-მდე სიმძლავრის ჯაჭვური ხერხი შეარჩიოთ.

- თუკი ხე-ტყესთან მუშაობთ და აუცილებელია, დღეში 8 საათის მანძილზე მუშაობა, არჩევანი პროფესიონალურ ინსტრუმენტზე შეაჩეროთ, რომლის სიმძლავრე 4-6 კილოვატი იქნება.

უსაფრთხოების ზომები

ის, რომ უსაფრთხოება უპირველესია, Holst.ge მომხმარებელს ყოველთვის ახსენებს და ამ წესს არც ამჯერად დავივიწყებთ.

რამდენად საჭირო ინსტრუმენტია ჯაჭვური ხერხი, ზემოთ უკვე ბევრი ვისაუბრეთ და ალბათ, ამ საკითხზე შევთანხმდით კიდეც. ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ინსტრუმენტი შეიძლება საკმაოდ საშიში იყოს, თუ არ ექსპლუატაციის მოთხოვნებს ზედმიწევნით ყურადღებით არ დაიცავთ.

რა არ უნდა დაივიწყოთ ბენზო ხერხით მუშაობისას

სახიფათო ფაქტორებია:

  • ტოტები, რომლებიც მუშაობის პროცესის შედეგად იფანტება;
  • ჯაჭვი;
  • ძლიერი ვიბრაცია.

ჯაჭვური ხერხის მუშაობის პრინციპის გაგება, მისი ავზის შევსებისა და ექსპლუატაციის დეტალების ცოდნა ადამიანს დიდად წაადგება.

ამდენად, ბენზო ხერხის ჩართვამდე რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტია გასათვალისწინებელი:

  • აუცილებლად წაიკითხეთ ინსტრუქცია. ყურადღება მიაქციეთ მწარმოებლის რეკომენდაციებს, როგორ გამოიყენოთ ინსტრუმენტი და შეინარჩუნოთ მუშა მდგომარეობაში;
  • არ გამოიყენოთ ბენზო ხერხი, თუ ხართ დაღლილი, ნარკოტიკების, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან უბრალოდ თავს კარგად ვერ გრძნობთ;
  • აკრძალულია მუშაობა სპეციალური დაცვის გარეშე;
  • ყოველთვის შეამოწმეთ ხერხის მდგომარეობა. არასოდეს იმუშაოთ დაზიანებულ ელემენტებთან.

ახლა ამ ყველაფრის შესახებ უფრო დეტალურად. უსაფრთხოების მოთხოვნები ჯაჭვურ ხერხთან მუშაობისას:

  • ინსტრუმენტი ორივე ხელით დაიკავეთ, რაც საშუალებას მოგცემთ, შეინარჩუნოთ კონტროლი დარტყმის, ნებისმიერი მოულოდნელობის შემთხვევაში;
  • არასოდეს გამოიყენოთ ხერხი, თუკი ხელები დასვრილი გაქვთ ზეთით ან საწვავით. მუშაობის დაწყებამდე ხელები ყოველთვის გულდასმით გაიწმინდეთ;
  • ტრანსპორტირება შეიძლება მხოლოდ გამორთულ მდგომარეობაში. ასევე, შენახვისა და გადატანისას ყოველთვის სპეციალური ჩანთა გამოიყენეთ;
  • ხერხვისას მყარ ზედაპირზე უნდა იდგეთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ბენზო ხერხთან მუშაობის ნაკლები გამოცდილება აქვს;
  • ერთ-ერთი ყველაზე საშიში რისკია - ტრავმის მიღება უკუცემის შედეგად. ამდენად, სანამ ხერხვას დაიწყებთ, დასამუშავებელი მასალა გულდასმით შეამოწმეთ, რომ მასში არ იყოს, მაგალითად, ლურსმანი, მავთული, ბეტონი და მოკლედ, ნებისმიერი რამ, რაც ინსტრუმენტს ჭრილიდან ამოაგდებს;
  • სამუშაო ზონაში მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს გარეშე ადამიანების ყოფნა;
  • კატეგორიულად არ შეიძლება დაზიანებული ბენზო ხერხის გამოყენება;
  • საწვავის ჩასხმამდე, ბენზინის ორთქლის გამოსაშვებად, ავზს თავსახური მოხსენით და მცირე ხანს შეყოვნდით;
  • ბენზო ხერხთან მუშაობისას აუცილებლად გამოიყენეთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები: დამცავი სათვალეები, სპეციალური სამოსი, ხელთათმანები, ფეხსაცმელი ლითონის დეტალებით;
  • ყოველთვის ახლოს გქონდეთ პერსონალური სამედიცინო ყუთი, რათა საჭიროების შემთხვევაში, დახმარება დროული აღმოჩნდეს.

Lux-Garden ბენზოხერხი 20"

Lux-Garden jachvuri xerxi

  • ბრენდი - LUX GARDEN   
  • პროდუქტის ტიპი - ჯაჭვური ხერხი საწვავზე
  • სიმძლავრე - 2200W           
  • ზომა - 20''   
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 4899521092122       
  • წონა (კგ) - 7.44         
  • კვების წყარო - საწვავი     
  • ძრავის მოცულობა - 50cc 
  • ავზის მოცულობა - 0.5 l   
  • ბრუნვის სიჩქარე - 3000min         
  • მოტორი - 2 ტაქტიანი       
  • ღერძის სიგრძე - 20''

TOLSEN TOL1591-79614 ჯაჭვური ხერხი საწვავზე 52CC,20"

Tolsen benzo xerxi

  • ბრენდი - TOLSEN 
  • პროდუქტის ტიპი - ჯაჭვური ხერხი საწვავზე
  • სიმძლავრე - 2200W           
  • ზომა - 20''   
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 6933528788409       
  • წონა (კგ) - 8.5           
  • კვების წყარო - საწვავი     
  • ძრავის მოცულობა - 52cc 
  • ავზის მოცულობა - 0.55 l 
  • ბრუნვის სიჩქარე - 3000min         
  • მოტორი - 2 ტაქტიანი

TOLSEN TOL2229-87360 ელ.ჯაჭვური ხერხი 1000W 355MM (BL) ელემენტის გარეშე MP20V

Tolsen jachvuri xerxi

  • ბრენდი - TOLSEN 
  • პროდუქტის ტიპი - ჯაჭვური ხერხი ელემენტზე     
  • სიმძლავრე - 1000W           
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 6933528797159       
  • წონა (კგ) - 4.35         
  • კვების წყარო - ელემენტზე         
  • ბრუნვის სიჩქარე - 16m/s & 12m/s
  • ღერძის სიგრძე - 14″(355mm)

B&D GKC1825L20-QW-ჯაჭვური ხერხი ელემენტზე 18V

BlackDecker jachvuri xerxi

  • ბრენდი - BLACK&DECKER         
  • პროდუქტის ტიპი - ჯაჭვური ხერხი ელემენტზე     
  • სიმძლავრე - 18V     
  • ელემენტი - 2Ah     
  • დატენვის ხანგრძლივობა - 5hrs 
  • ზომა - 10''   
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 5035048465936       
  • წონა (კგ) - 3.1           
  • კვების წყარო - ელემენტზე         
  • კომპლექტაცია - 1 ელემენტი + 1 დამტენი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება