ჯადოსნური მუხტი Holst.ge- ის ნაძვის ხეებთან ერთად

31 დეკემბერს საუკეთესო განწყობით უნდა შეხვდეთ. საახალწლო საჩუქრები ნაძვის ხის ქვეშ დაალაგოთ და ბედნიერ სახეებს დაელოდოთ. მაგრამ თუ ზამთრის სიცივეში განწყობა გეკარგებათ, თავს რითი უნდა უშველოთ? ახალი წელი იმ დღესასწაულად დატოვეთ,  როცა თქვენში ჩამალულ ბავშვს გააღვიძებთ და ფეხაკრეფით მიიყვანთ აციმციმებულ ნაძვის ხესთან. რადგანაც სიახლეები ყოველთვის კარგია, იქნებ ყველაფერი ახალი ნაძვის ხით დაგეწყოთ? განწყობასაც აუცილებლად ეშველებოდა. მითუმეტეს, Holst.ge- ზე შერჩეულს დიდი პლიუსი აქვს: გაფორმება შუა გზაზე არ გბეზრდებათ და ბოლომდე მიყვებით. ამაზეც რომ არ იწვალოთ, პირდაპირ აწყობილსაც გთავაზობთ.

ნაძვის ხე 21 SN 29 180

ახალი წელი ნაძვის ხის გარეშე წარმოუდგენელია. მთავარი ატრიბუტი კი ოთახთან ერთად, გულსაც დღესასწაულით უნდა ავსებდეს. ამისთვის მხოლოდ თქვენს გემოვნებაზე მორგებული ნაძვის ხის შერჩევაა საჭირო. 180 სანტიმეტრიანი დახვეწილი მოდელი, პატარა კუთხეს აითვისებს და სათანადო განწყობასაც შექმნის. გაფორმება  თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული. დიდ ბურთულებს თუ პატარა სათამაშოებს თანაბრად მოიხდენს. ან სულაც მხოლოდ ნათურებით აციმციმებაც დაამშვენებდა. ყველაფერი თქვენს სურვილზეა.

nadzvis xe     

  • პროდუქტის ტიპი - ნაძვის ხე                                 
  • სიმაღლე - 180cm
  • წონა (კგ) – 8

ნაძვის ხე 21 SN 350 180

ერთხელ მაინც შეგიხედავთ, სითეთრეში ჩაკარგული ხეებისთვის ? უთუოდ წამიერად გაირინდებოდით. დათოვლილი ნაძვის ხეები სიმშვიდის არნახულ ძალას ასხივებს. თუმცა, ახალ წელს ყოველთვის თოვლი რომ არ ემთხვევა ? სადარდებელთა სიას  ამ ამბავს ნუღარ დაუმატებთ. მარტივი გამოსავალი თოვლის ეფექტიანი ნაძვის ხეა. თან სახლში შემოიტანთ, არც სითბო ჩამოადნობს ფიფქებს და თვალსაც დაატკბობთ. ოთახის რომელიმე კუთხეს კომფორტულად მოერგება და დადებითი ენერგიით დამუხტავს. კენკრითა და გირჩით გაფორმებულ ნაძვის ხეს, დამატებითი დეკორაციები აღარ დასჭირდება. თუ ყველაფრი თქვენი ფანტაზიით გსურთ, ამასაც დაიტევს. ახალ წელს ჯადოსნური ინტერიერი უხდება,  ამას კი Holst.ge- ის ნაძვის ხეებით მარტივად შექმნით.

nadzvis xe datovlili

  • პროდუქტის ტიპი - ნაძვის ხე                                 
  • სიმაღლე - 180cm     
  • ეფექტი - თოვლის     
  • გაფორმება - კენკრა და გირჩი
  • წონა (კგ) – 8

ნაძვის ხე 21 SN 14 150

თუ დათოვლილი ნაძვის ხე სულაც არ მოგწონთ, მაშინ საუკეთესო ალტერნატივა მხოლოდ კენკრითა და გირჩით გაფორმებულია. დეკორაციებით ნაკლებად დატვირთლი, მეტად სადად და გამორჩეულად გამოიყურება. თუ ცვალებადი ხასიათი გაქვთ და ნივთებს ადგილს ხშირად უცვლით, საქმე მარტივადაა. ნაძვის ხის სიმსუბუქე, ერთი ადგილიდან მეორეზე გადანაცვლებაში ხელს შეგიწყობთ.  მარტივი დიზაინიდან გამომდინარე, ნებისმიერი ტიპის ინტერიერს დაამშვენებს და თქვენს განწყობზეც იზრუნებს. წითელი კენკრისა და მწვანე ფერის კომბინაცია, ნაძვის ხეს ეშხს მატებს. ირგვლივ დალაგებული საჩუქრის ყუთებით და ფერადი ნათურებით, საოცარი წარმოსადგენია. ოთახის ეს კუთხე, სულ სხვა განზომილება იქნება. სასიამოვნო ატმოსფერო და ჯადოსნური განწყობა კი, მთელ სახლს მოედება.

nadzvis xe girchebit

  • პროდუქტის ტიპი - ნაძვის ხე                     
  • სიმაღლე - 150cm     
  • გაფორმება - კენკრა და გირჩი
  • წონა (კგ) - 4   
  •  

Holst.ge- ზე შეძენის უპირატესობები

სახალწლოდ ქალაქში დიდი ჟრიამული იწყება. ყველა სადღაც მიიჩქარის და საქმის მოსწრებას ლამობს. მაღაზიებში უსასრულო რიგები და გადაღლილი ადამიანები მოჩანს. საცობებიც იმატებს, არადა სახლში მისვლამდე ერთი სული და შორი მანძილია. ვიღლებით, ვბრაზდებით და მომენტებში სევდაც გვეპარება. თან ირგვლივ მიმალული ბაქტერიებიც არ დაგავიწყდეთ. ამ ტიპის თავშეყრა, პანდემიის გავრცელების რისკებსაც ზრდის და საკუთარ თავსაც საფრთხეს ვუქმნით. აბა, როგორ შეძლებთ ნაძვის ხის შეძენას ? ამაში Holst.ge დაგეხმარებათ. ნაძვის ხეებს საიტზე შეარჩევთ. სახლში მოტანაზე ფიქრიც აღარ მოგიწევთ. სახლიდან გაუსვლელად, უფასო საკურიერო მომსხურებით, პირდაპირ თქვენთან გაჩნდება. კომფორტს ჩვენ გპირდებით, თქვენ კი  მანამდე, საახალწლო ფილმს ჩაუჯექით და კარზე ზარს დაელოდეთ.

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება