ძველი ანეკდოტი კია, მაგრამ არც ისე ურიგო - ბავშვი დედას გასძახებს: - „დე, დროზე მოდი, კიბე გადამიყირავდა...“ „ვაიმე, გაიგებს მამაშენი და ნახე, რა დღე დაგაყაროს...“ „მამამ გაიგო უკვე, დე, ჭაღზეა ჩამოკიდებული...“
Holst.ge კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხოება ყველგან და ყველაფერში უნდა გახსოვდეთ, კიბეზე უბრალოდ ჩამოჯდომა იქნება ეს, ჭაღზე ნათურის გამოცვლა, ჭერის შეთეთრება, კედლის ამოყვანა, ლესვა, ღებვა, ხესა თუ შენობაზე აძრომა...
თუ ხედავთ თქვენ, რამდენ რამეში ყოფილა კიბეები საჭირო?!
მოკლედ, მსუბუქი, გამძლე, გამოსადეგი - კიბე სჭირდება ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქვს ბინა, კერძო სახლი, აგარაკი, ფარეხი, ბაღჩა-ბოსტან-ბაღები...
არა, მართლა თუ უყურებთ თქვენ, რა კაი და საჭირო რამეა კიბეები?!
როგორი კიბეები არსებობს?
სანამ მოიფიქრებთ, რომელი კიბე შეიძინოთ, მოდით, ჯერ ის ამბავი გავარკვიოთ, ზოგადად, როგორი კიბეები არსებობს და რომელი რისთვის უფრო გამოსადეგია.
- მისადგმელი კიბე - შეიძლება ითქვას, ყველაზე მარტივი კონსტრუქციის მქონე კიბეა. თავის თავში წარმოადგენს რკინის ორ პარალელურ ძელს, რომლებიც ერთმანეთს საფეხურებით უკავშირდებიან. ასეთი კიბის მაქსიმალური სიმაღლე 7 მეტრამდეა, ხოლო მაქსიმალური დატვირთვა 200 კილოგრამი. დახრის ოპტიმალური კუთხე 65-დან 70 გრადუსამდეა. ნებისმიერ მხარეს მკვეთრი გადახრა გადაყირავების რისკებს აჩენს;
- გასაშლელი კიბე - არანაკლებ მარტივი კონსტრუქციის მქონე კიბე, რომლის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა განსაკუთრებულ ძალისხმევას სულაც არ მოითხოვს. გასაშლელი კიბის გამოყენება მარტივად შეიძლება იქ, სადაც გამოუსადეგარია მისადგმელი კიბე. დამატებით, არსებობს გასაშლელი კიბის ორი სახეობა: ცალმხრივი და ორმხრივი. ამ უკანასკელს საფეხურები ორივე საყრდენზე აქვს განლაგებული, რაც საშუალებას იძლევა, ერთი კიბით ერთდროულად ორმა ადამიანმა იმუშაოს. გასაშლელი კიბეებს განსხვავებული სიმაღლე აქვს: ძალიან დაბალი (1-მეტრამდე) და საკმაოდ მაღალი (7-8 მეტრი და მეტი).
- სექციური გასაშლელი კიბე-ტრანსფორმერი - კიბე-ტრანსფორმერი რამდენიმე სექციისგან შედგება (4-მდე). ასეთი კონსტრუქციის წყალობით, კიბე არაერთ საჭირო ფორმას იღებს. ასეთი კიბით მოსახერხებელია მაგალითად, ფასადის სამუშაოების ჩატარება. კიბე-ტრანსფორმერის კიდევ ერთი პლუსი კომპაქტურობაა. ზოგიერთი მოდელის გადატანა მსუბუქი ავტომობილის საბარგულითაც კი შეიძლება;
- კიბე-ხარაჩო - როგორც წესი, ხელოსნები ამ კონსტრუქციას ფასადის სამუშაოებისთვის იყენებენ. შეუძლია 150 კილომდე დატვირთვის გაძლება.
როგორ უნდა შეარჩიოთ უნივერსალური კიბე
გამოყენების მიზნები - სახლსა თუ აგარაკზე დაგეგმილი მცირე სამუშაოებისთვის საკმარისია მარტივი მისადგმელი ან მცირე ზომის გასაშლელი კიბე. ფასის მხრივაც უფრო მისაღებია და შესანახადაც მოსახერხებელია. თუკი სახლის მშენებლობა ან რემონტი ჯერ კიდევ დასასრულებელი გაქვთ, ასეთ შემთხვევაში, კიბე-ტრანსფორმერი ან კიბე-ხარაჩო სჯობს, რაღა თქმა უნდა.
მასალა - ხის ან კომბინირებული მასალის კიბე საკმაოდ გამძლეცაა და არც ძვირი ღირს, თუმცა მთავარი მინუსი ის არის, რომ არასწორად შენახვის შემთხვევაში, დროთა განმავლობაში, ხის საფეხურები ლპება ან შრება და ექსპლოატაცია არც თუ უსაფრთხო გახლავთ. საუკეთესო გადაწყვეტილება ალუმინის კიბის შეძენაა - არ არის მძიმე, გამძლე და საიმედოა.
მხარეების რაოდენობა - რემონტისთვის უმჯობესია ორმხრივი გასაშლელი კიბე შეიძინოთ. ასეთი კიბით, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, მეწყვილესთან ერთად მუშაობაა შესაძლებელი, რომელიც მაგალითად, საჭირო ინსტრუმენტს მოგაწვდით ან მონტაჟში დაგეხმარებათ.
აბა, გადაავლეთ თვალი Holst.ge-ზე წარმოდგენილ კიბეებს, გაითვალისწინეთ, რაც ზემოთ წაიკითხეთ და სასურველ შენაძენს ბევრად მარტივად გააკეთებთ.
SARAYLI კიბე Profile 3+1 საფეხური

- მოდელი - SARAYLI
- პროდუქტის ტიპი - კიბე
- ზომა - 425x820x1300mm
- მასალა - მეტალი
- შტრიხკოდი - 8695849001565
- წონა (კგ) - 6.4
- საფეხურების რაოდენობა - 3+1
SARAYLI კიბე Industrial Aluminium 2x11 საფეხური

- მოდელი - SARAYLI
- პროდუქტის ტიპი - კიბე
- ზომა - სიმაღლე: 2470mm სიმაღლე გაშლისას: 4090mm სიგანე: 355/410mm
- მასალა - ალუმინი
- შტრიხკოდი - 8695849009844
- წონა (კგ) – 12
- პროფილი - 70x20mm
- საფეხურების რაოდენობა - 2x11
SARAYLI კიბე Industrial Aluminium Type A 2x13 საფეხური

- მოდელი - SARAYLI
- პროდუქტის ტიპი - კიბე
- ზომა - სიმაღლე: სიმაღლე: 3550mm სიმაღლე გაშლისას: 6250mm სიგანე: 355/410mm
- მასალა - ალუმინი
- შტრიხკოდი - 8695849009448
- წონა (კგ) – 14.5
- პროფილი - 70x20mm
- საფეხურების რაოდენობა - 2x13