ნაპერწკლებიდან შედეგამდე - შედუღების აპარატი და მისი შესაძლებლობები

საერთოდ არ იქნება ხმამაღალი ნათქვამი, თუკი ვიტყვით, რომ შედუღების აპარატების სფერო ვიწრო პროფილურიდან საყოფაცხოვრებოში სულ უფრო აქტიურად ინაცვლებს, რასაც თავისი ახსნაც აქვს: ამ აღჭურვილობით მუშაობა აღარ არის ისეთი რთული, როგორც ადრე. თუმცა, რასაკვირველია, უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით დაცვა დღესაც აუცილებელია და Holst.ge ამ საკითხს ყურადღებას ყოველთვის მიაქცევს.

მოკლედ, იმას გეუბნებოდით, რომ ბაზარი მართლაც გაჯერდა და შედუღების აპარატები მრავალი ვარიაციით შეგიძლიათ, შეიძინოთ. რაც მთავარია, ფასთა დიაპაზონიც საკმაოდ მრავალფეროვანია და ქვემოთ სწორედ იმ მრავალი შესაძლებლობის მქონე დანადგარის შესახებ ვისაუბრებთ, როგორიც სვარკის აპარატი გახლავთ.

როგორ უნდა შეარჩიოთ შედუღების აპარატი

სვარკის აპარატის არჩევისას აუცილებელია, ყურადღება მიაქციოთ ისეთ ტექნიკურ მახასიათებლებს, როგორიცაა:

  • დენის ძალა - რაც მაღალია ამპერი, მით სქელი მასალის დამუშავება არის შესაძლებელი;
  • ძაბვა - აუცილებელია, რომ ქსელიდან გამომავალი ძაბვა შეესაბამებოდეს მოწყობილობის სიმძლავრეს, რათა დანადგარს პრობლემები არ შეექმნას;
  • დანადგარის მუშაობის დრო - რაც მეტხანს შეძლებს აპარატი, ჩართული იყოს, მით მაღალია წარმადობა;
  • მუდმივი ან ცვლადი დენი - პირველ შემთხვევაში, შეიძლება, ნებისმიერი მასალის შედუღება, მათ შორის, ფერადი ლითონისაც კი, მეორე ვარიანტი განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ უფერო ლითონებისთვის;
  • შესადუღებელი მასალის ტიპი - თუკი ცნობილი არ არის, რასთან მოგიწევთ მუშაობა, უმჯობესია, უნივერსალური აგრეგატის შეძენაზე იფიქროთ. აქვე ისიც შეიძლება, ვთქვათ, რომ ალუმინისთვის ნახევრადავტომატი გამოდგება, ხოლო უჟანგავი ლითონებისთვის - არგონ-რკალური შედუღების აპარატი.

რა ტიპის სამუშაოების ჩატარებაში დაგეხმარებათ შედუღების აპარატი

საშემდუღებლო სამუშაოები შემდეგი პრინციპით იყოფა:

  • პლაზმური;
  • რკალური;
  • გაზის;
  • ლაზერული;
  • ელექტროწიდური.
  1. შედუღების პირველი ტიპი, პლაზმური, პლაზმის ჭავლის ხარჯზე ხორციელდება. შედუღების ეს ტიპი გამოიყენება ყველა ლითონზე და ნებისმიერი სირთულის დავალებას უმკლავდება. ეს არის უმძლავრესი მოწყობილობა, რომელიც მაღალი სიჩქარითა და წარმადობით გამოირჩევა.
  2. რკალური შედუღების პრინციპი გულისხმობს ლითონის შედუღებას ელექტროდების დახმარებით. სამუშაოების ეს ტიპი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, ვინაიდან აგრეგატი მსუბუქი, მარტივი და მობილურია. ერთადერთი მინუსი დაბალი სიჩქარეა. ყველაზე მეტად გამოსადეგია უჟანგავი ლითონების შედუღებისთვის.
  3. რაც შეეხება მესამე ტიპს, სადაც მთავარ როლს გაზი ასრულებს, მარტივი მისახვედრია, რომ საქმე გვაქვს ცეცხლთან, რომელიც გაზისა და ჟანგბადის კონტაქტის შედეგად წარმოიშობა. ცეცხლის ძალა დასამუშავებელი მასალის სისქიდან გამომდინარე განისაზღვრება: რაც უფრო სქელია, წვის სიმძლავრეც მით მეტი უნდა იყოს. ეს ტექნოლოგია გამოიყენება მაშინ, როცა დასამუშავებელია ნახშირბადოვანი, სპეციალური ფოლადი.
  4. ლაზერული ტიპი - ყველაზე მძლავრი და მაღალი წარმადობის გახლავთ. მთავარი უპირატესობა ის არის, რომ დამუშავების შემდეგ მასალის ზედაპირი არ ზიანდება, კონსტრუქცია კი იდეალურ ნაკერს დიდი ხნით ინარჩუნებს. გამოსადეგია ნებისმიერი სახის ლითონზე მუშაობისთვის.
  5. ელექტროწიდური შედუღება წარმოებს შესადუღებელ ზედაპირებს შორის მოთავსებული წიდით. გაცხელებული წიდა ადნობს შესადუღებელ ელემენტებს და მავთულს. გამოიყენება სქელკედლიან ნაკეთობათა ვერტიკალური შედუღების ნაკერებისთვის.

Schpindel შედუღების აპარატი ინვენტორული MMA-180

Schpindel shedugebis aparati

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - შედუღების აპარატი
  • სიმძლავრე - 180A
  • IP დაცვა - IP21S
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6594119543120
  • წონა (კგ) - 6.5
  • კვების წყარო - 180V-240V
  • კომპლექტაცია - 1.4M+200A დამიწების კაბელი + 1.6M+200A ელექტროდის დამჭერი + ნიღაბი + ჯაგრისი
  • ფუნქციები - IGBT technology, anti-stick, hot start, arc force
  • ელექტროდის ზომა - 1.6-4.0mm
  • ტექნოლოგია - IGBT
  • ეფექტურობა - 0.85
  • იზოლირების დონე - H
  • მუშაობის ციკლი - 0.6

Schpindel შედუღების აპარატი ინვენტორული MMA-200

Schpindel shedugebis aparati

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - შედუღების აპარატი
  • სიმძლავრე - 200A
  • IP დაცვა - IP21S
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6594119543236
  • წონა (კგ) - 6.5
  • კვების წყარო - 180V-240V
  • კომპლექტაცია - 1.4M+200A დამიწების კაბელი + 1.6M+200A ელექტროდის დამჭერი + ნიღაბი + ჯაგრისი
  • ფუნქციები - IGBT technology, anti-stick, hot start, arc force
  • ელექტროდის ზომა - 1.6-4.0mm
  • ტექნოლოგია - IGBT
  • ეფექტურობა - 0.85
  • იზოლირების დონე - H
  • მუშაობის ციკლი - 0.6

Schpindel შედუღების აპარატი ინვენტორული MMA-250

Schpindel shedugebis aparati

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - შედუღების აპარატი
  • სიმძლავრე - 250A
  • IP დაცვა - IP21S
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6594119544448
  • წონა (კგ) - 6.5
  • კვების წყარო - 180V-240V
  • კომპლექტაცია - 1.4M+200A დამიწების კაბელი + 1.6M+200A ელექტროდის დამჭერი + ნიღაბი + ჯაგრისი
  • ფუნქციები - IGBT technology, anti-stick, hot start, arc force
  • ელექტროდის ზომა - 1.6-5.0mm
  • ტექნოლოგია - IGBT
  • ეფექტურობა - 0.85
  • იზოლირების დონე - H
  • მუშაობის ციკლი - 0.6

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება