ელექტრო ტუმბო (კომპრესორი) - ელექტრო ნასოსი მანქანისთვის

სამყარო ყოველდღიურად იცვლება, ადამიანები ცდილობენ ცხოვრება მარტივი გახადონ და პრობლემები შედარებით იოლად მოაგვარონ, იძენენ თანამედროვე გამოგონების ტექნიკას, რომლებიც თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნივთი რომელიც თანამედროვეობის ფეხის აწყობაში, ცხოვრების გამარტივებაში დაგეხმარებათ ელექტრო ტუმბოა (ნასოსი), შორეულ წარსულში იყენებდნენ ხელის ნასოსს, თუმცა დღეს იგი ჩაანაცვლა თანამედროვე ელექტრო ნასოსმა, რომელიც ავტომობილში ნებისმიერ მძღოლს უნდა ჰქონდეს. 

რას უნდა მიანიჭოთ უპირატესობა, როდესაც გადაწყვეტთ ელექტრო ტუმბოს შეძენას? 

როგორ შევარჩიოთ ელექტრო ტუმბო (ელექტრო ნასოსი)?

crown eleqtro nasosi

მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად ცდილობთ, მანქანის საბურავები შეინარჩუნოთ კარგ მდგომარეობაში, არ მოგიწიოთ მათ გამოცვლაზე ხშირი ზრუნვა, ჰაერის წნევით ხელახლა შევსება, მაინც არ ხართ დაზღვეული გაუთვალისწინებელი შემთხვევისგან, საბურავს შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს დასჭირდეს ჰაერის დამატება. 

ამ პრობლემას მარტივად მოაგვარებთ, ერთი სუპერ აქსესუარის, ელექტრო საბურავის ტუმბო მეშვეობით, ბაზარზე ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფუნქციისა და სიმძლავრის ელექტრო ტუმბოები, ამ ელექტრო მოწყობილობის შეძენა უმარტივესი საშუალებაა თქვენი კომფორტისა და უსაფრთხოებისათვის. ელექტრო ჰაერის ტუმბო ეფექტურად ბერავს საბურავს, ასევე აქვს ადვილად წასაკითხი ციფრული ან ანალოგური ეკრანი, სადაც ამოიკითხავთ წნევის მაჩვენებელს.

ელექტრო ტუმბოს მთავარი მახასიათებლები, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ:

  • ჰაერის წნევის სიმძლავრე
  • მწარმოებელი ბრენდი
  • სჭირდება ძაბვა თუ იმუხტება ბატარეის მეშვეობით.

იმისათვის რომ არჩევანის გაკეთება გაგიმარტივდეთ ვისაუბროთ ელექტრო ტუმბოების კონკრეტულ მოდელზე. 

Holst.ge-ს ვებ-გვერდზე თქვენ შეძლებთ კატალოგში იხილოთ მსოფლიოში ცნობილი მწარმოებლების მიერ მოწოდებული ჰაერის ტუმბო (ელექტრო ნასოსი).

იმისათვის რომ თქვენთვის საჭირო ელექტრო ტუმბო (ნასოსი) შეარჩიოთ გასათვალისწინებელია თქვენი ავტომობილის მახასიათებლები, ის არის მსუბუქი თუ ტვირთის გადამზიდი, რადგანაც მნიშვნელოვანია შეძენის დროს ყურადღება მიაქციოთ საბურავის ზომას და წნევის სიმძლავრეს,

BLACK&DECKER ჰაერის ტუმბო მანქანისათვის გამოირჩევა დადებითი მახასიათებლებით, რაც გადაწყვეტილების მიღებას გაგიადვილებთ. ასეთი ტიპის ჰაერის ტუმბო მოსახერხებელი და კომპაქტურია ნებისმიერი მძღოლისთვის, თუ ეს მოწყობილობა თქვენს ავტომობილში დაიკავებს ადგილს, არ შეგეშინდებათ ცუდ გზაზე გავლისა და საბურავის დაზიანების, რადგან ის უზრუნველყოფს საიმედოობას, ეს ელექტრო ნასოსი სიმშვიდის გარანტი იქნება მგზავრობისას.

black decker haeris tumbo

Holst.ge ვებ-გვერდზე წარმოდგენილი BLACK&DECKER ეს ელექტრო ტუმბო გახლავთ 11 bar წნევის მქონე, რომლის კვების წყარო 12V/220V- ია; წონა 1.9; აღსანიშნავია რომ 1 წლის განმავლობაში ისარგებლებთ გარანტიით. BLACK & DECKER ელექტრო ტუმბო არის კომპაქტური და მოსახერხებელი, ის განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს თქვენთვის კომფორტული ყოველდღიურობის უზრუნველყოფაში.

black decker eleqtro tumbo

ელექტრო ტუმბოს ქონა თქვენი უსაფრთხო მგზავრობის გარანტია.

თუ გადაწყვეტთ აგარაკზე ან ქალაქგარეთ წასვლას, ყოველთვის შეამოწმეთ თქვენი ელექტრო ტუმბო, რომელიც აუცილებელია თქვენი უსაფრთხო მგზავრობისათვის, ყოველთვის ეცადეთ ავტომობილის საბარგულში ნასოსისთვის გქონდეთ განკუთვნილი ადგილი. ელექტრო ტუმბოს მეშვეობით თქვენ თვითონ ადვილად შეძლებთ საბურავების დაბერვას. 

უსაფრთხოების ნორმები ელექტრო ტუმბოს გამოყენების დროს:

მას შემდეგ რაც შეამჩნევთ, რომ თქვენმა საბურავმა დაკარგა სიმკვრივე და ფორმა დაუყოვნებლივ გადააყენეთ ავტომობილი სავალი ნაწილიდან დაბალი სიჩქარით, მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ დაიწყოთ მუშაობა განსხვავებით წყლის ტუმბოსგან. მჭიდროდ დაამაგრეთ საბურავის საჰაერო თავი და ტუმბოს დაბოლოება ერთმანეთს, დაუკავშირეთ ის ძაბვის წყაროს და მხოლოდ ამის შემდეგ ჩართეთ ელექტრო ტუმბო.

crown eleqtro nasosi

ავტომობილის ქონის შემთხვევაში აუცილებელი ატრიბუტია ელექტრო ტუმბო (ნასოსი) , რომელიც ყოველთვის გაგიწევთ დახმარებას, უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხო გადაადგილებას. Holst.ge არის ონლაინ ჰიპერმარკეტი, სადაც თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ თქვენთვის საჭირო და მოსახერხებელი მოწყობილობები, რომლებიც გამოირჩევიან ხარისხითა და საუკეთესო მწარმოებელი ბრენდებით.

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება