ნათურები - რთული აგებულება-შინაარსის, მაგრამ ძალიან საჭირო და მარტივად გამოსაყენებელი |
ნათურები - რთული აგებულება-შინაარსის, მაგრამ ძალიან საჭირო და მარტივად გამოსაყენებელი |
„სინათლე - ელექტრომაგნიტური გამოსხივება თვალისთვის ხილული ტალღის სიხშირით, ან ტექნიკური ან მეცნიერული მნიშვნელობით, ნებისმიერი სიხშირის ელექტრონაგნიტური გამოსხივება...“, - ასეთი ჩაკვარახჭინებული ახსნა აქვს სინათლეს „ვიკიპედიაში“, თუმცა, შესაბამისი ცოდნა-განათლების გარეშე მსგავსი ტექსტების კითხვის გაგრძელება, ცოტა არ იყოს, დამღლელი იქნება. ჰოდა, ჩვენც უფრო მსუბუქი ენით ვისაუბროთ და ის ამბავი განვიხილოთ, როგორ შევარჩიოთ ნათურები, ასეთი რთული განმარტების მქონე მოვლენისგან რომ სასურველი სარგებელი მივიღოთ.
როგორ შევარჩიოთ ნათურა, რამდენად ეკონომიურია ლედ ნათურები, ამ და სხვა საჭირო ინფორმაციას ქვემოთ იხილავთ:
ნებისმიერი მანათობელი მოწყობილობა გათვლილია გარკვეული სიმძლავრის მქონე ნათურებზე - მისი მაქსიმალური მაჩვენებელი, როგორც წესი, შეფუთვაზეა ხოლმე მითითებული. დასაშვებზე მეტი სიმძლავრე, დიდი ალბათობით, ვაზნას დაადნობს.
შუქდიოდური ნათურების შეძენისას, ყურადღება მხოლოდ სიმძლავრის მაჩვენებელს არ უნდა მიაქციოთ. მათი სიმძლავრე, ჩვეულებრივ, 18-20 ვატია, ამდენად, შეგიძლიათ, ნებისმიერი იყიდოთ, რადგან ვაზნას არ დააზიანებს. ყურადღება დაუთმეთ სხვა მაჩვენებელს - სინათლის ნაკადს, რადგან სწორედ იგია პასუხისმგებელი ნათების სიკაშკაშეზე. აქვე ისიც ვთქვათ, რომ სინათლის ნაკადის საზომი ერთეული ლუმენი (ლმ) გახლავთ. რაც მეტია ლუმენი, მით განათებული იქნება შენობა. მაგალითად, ნათურა 800 ლუმენიანი ნათურის სიკაშკაშე 60 ვატიანი ვარვარის ნათურის ეკვივალენტურია. ყველაზე მეტი სინათლე 1600-2600 ლმ-ს მქონე ნათურებს აქვს. ღამის სანათისთვის საკმარისია 450 ლმ - ასეთი ნათება რბილი და სასიამოვნო იქნება.
ნათურების სიმძლავრის არჩევისას გათვალისწინებულია ოთახის პარამეტრები:
ნათურების უმეტესობა, მათ შორის, ლედ ნათურები, 220 ვოლტიან სტანდარტულ ძაბვაზე მუშაობს. არასტაბილურ, მომატებულ და დაკლებულ ძაბვას უკეთ შუქდიოდური ნათურა უძლებს.
ნაკლებვოლტიან ნათურებს იყენებენ შენობებში, სადაც მომატებული ტენიანობაა.
მკაფიო წესები, დიდად, ამ შემთხვევაში, არ არსებობს. ნათურის ფორმისა და ფერის შერჩევა მომხმარებლის სურვილზეა დამოკიდებული. ქვემოთ რამდენიმე ზოგად რეკომენდაციას მოგიყვანთ, ნებისმიერი ტიპის შენობისთვის აქტუალურს:
სინათლის ტემპერატურაზეა დამოკიდებული, რამდენად კომფორტულად იგრძნობენ თავს ადამიანები შენობაში. მაჩვენებელი კელვინებში იზომება და შეფუთვაზე აღნიშნულია ასო K-თი. კელვინების რაოდენობიდან გამომდინარე, ნათურები სამ კატეგორიად არის დაყოფილი:
იგულისხმება ნათურები 3500 კელვინამდე. ნათება მოყვითალო შეფერილობის არის. არ ღლის თვალებს, ქმნის მშვიდ გარემოს, ამსუბუქებს საგნების კონტურებს. გამოდგება მისაღები ოთახის, საძინებლის, საბავშვო ოთახის განათებისთვის;
ნათურები 4500 კელვინიდან. აქვს „გაყინული“ მოლურჯო შეფერილობის მქონე თეთრი ნათება. ცივი სინათლე უფრო კაშკაშაა, ვიდრე თბილი, ამიტომ თვალები მისგან შეიძლება დაიღალოს. ასეთი განათება გამოდგება სამზარეულოში ან აბაზანაში - ყველგან, სადაც მნიშვნელოვანია ობიექტის დანახვა დამახინჯების გარეშე.
3500-4500 კელვინი. ალტერნატიული ვარიანტი მათთვის, ვისთვისაც თბილი განათება ზედმეტად ყვითელია, ხოლო ცივი განათება - თვალების მომჭრელი. გამოდგება საცხოვრებელი ფართებისთვის, სამუშაო ადგილებისთვის, სახელოვნებო სახელოსნოებისთვის. ნეიტრალურ შუქს იყენებენ პარიკმახერები, ვიზაჟისტები.
ისეც შეიძლება მოხდეს, რომ ნათურა პლაფონში ვერ ჩაეტიოს. ამდენად, ყურადღება უნდა მიაქციოთ მის სიგრძესა და დიამეტრს. სხვა მახასიათებლებთან ერთად, ამ მაჩვენებელს, როგორც წესი, მწარმოებლები შეფუთვაზე უთითებენ.