ნებისმიერი სახელოსნოს მშვენება - ელექტრო ფრეზი

პური მეპურემ უნდა გამოაცხოს, ხოლო ნებისმიერი სახელოსნო ფრეზმა დაამშვენოსო. პირველი გამოთქმა ხშირად გაგვიგია და შინაარსსაც კარგად ვხვდებით, აი, მეორე „ანდაზის“ მნიშვნელობას კი ზედმიწევნით ზუსტად აგიხსნით, თან ისე, რომ კითხვას როცა დაასრულებთ, გაურკვეველი აღარაფერი დაგრჩებათ და ყველაფერში დაგვეთანხმებით.

თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ფრეზი სახელოსნოს ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალური ხელსაწყოა და ისეთი ინსტრუმენტების ჩანაცვლებაც კი შეუძლია, როგორიცაა, მაგალითად, ცირკულარული ხერხი, ბურღი და ასე შემდეგ.

ელექტრო ფრეზით შესაძლებელია, დამუშავდეს როგორც ხის, ისე პლასტმასისა თუ ლითონის მრავალფეროვანი დეტალები, ასევე, ქვა, კერამიკა, რთული კომპოზიტები, ორგმინა და ასე შემდეგ.

ფრეზის კლასიფიკაცია

ელექტრო ფრეზს, როგორც წესი, იყენებენ სადურგლო საქმიანობაში, ავეჯის, ინტერიერის ნივთების, დეკორატიული ნაკეთობების შესაქმნელად. რომელი ტიპის ხელსაწყო უნდა იქნას გამოყენებული, დამოკიდებულია შესასრულებელი ამოცანების ბუნებასა და მოცულობაზე. ავეჯის მსხვილ წარმოებაში, მაგალითად, ფრეზირება ყველაზე გავრცელებული მეთოდია, თუმცა მცირე სახელოსნოშიც ხელსაწყო თავს ნამდვილად არ ირცხვენს. აქედან გამომდინარე, მიღებულია ფრეზის პირობითი დაყოფა: უნივერსალური და სპეციალიზებული.

გასათვალისწინებელია, რომ რაც უფრო მძლავრია ფრეზის ძრავი, მით მეტია მისი წარმადობა. ამასთან, სიმძლავრის მატებასთან ერთად, იზრდება ფრეზისა და ბურღის ზომები, რომელთა გამოყენებაც ჭრის პარამეტრების გაუარესების გარეშე შეიძლება.

სიმძლავრის მხრივ, ფრეზის 3 ტიპს გამოარჩევენ. ესენია: მსუბუქი, საშუალო და მძიმე. თუკი უნივერსალური მოდელი გჭირდებათ, ყურადღება უნდა შეაჩეროთ ხელსაწყოზე, რომლის სიმძლავრე 1500 ვატიდან იწყება. ასეთი ინსტრუმენტით პრაქტიკულად, ნებისმიერი მასალის დამუშავებაა შესაძლებელი, ამასთან, მაღალ სიჩქარეებზე. მცირე მასშტაბის სამუშაოებისთვის კი ზედგამოჭრილია 1000 ვატამზე სიმძლავრის მქონე ელექტრო ფრეზი.

ფრეზის ტიპი სიმძლავრე ინსტუმენტის წონა
მსუბუქი 420-750W 2-3 კგ
საშუალო 750-1500W 3-5 კგ
მძიმე 1500-2300W 5 კგ-დან

როგორ უნდა შეარჩიოთ სასურველი ფრეზი?

- თუკი უნივერსალური ინსტრუმენტი გჭირდებათ, არჩევანი ვერტიკალურ ფრეზზე უნდა შეაჩეროთ.

- თუ ფიქრობთ, რომ მარტივი ან საშუალო სირთულის ოპერაციები გაქვთ შესასრულებელი, ნამდვილად არ ღირს ზედმეტის გადახდა მაღალ სიმძლავრეში.

- უნდა დააზუსტოთ, რეგულირდება თუ არა ღერძის ბრუნვის სიჩქარე. მოდელები, რომლებსაც ეს ფუნქცია არ აქვთ, როგორც წესი, მარტივი ოპერაციებისთვის უფრო გამოიყენება.

- უნდა გაარკვიოთ ისიც, რამდენად ზუსტად რეგულირდება ფრეზის სამუშაო ციკლი. რაც უფრო ზუსტია რეგულირება, შედეგიც შესაბამისად, უკეთესია.

- უნდა გაითვალისწინოთ, სად მოგიწევთ მუშაობა. თუკი უფრო ხშირად გიწევთ ყოფნა არა საკუთარ სახელოსნოში, არამედ დამკვეთის ღია ტერიტორიაზე, უმჯობესია, მძლავრი აკუმულატორის მქონე უსადენო მოდელი მოიძიოთ.

- შეაფასეთ ფუნქციონალი. რაც მეტია დამატებითი ფუნქციები, მით კომფორტული იქნება ინსტრუმენტით მუშაობა.

- გაარკვიეთ, რამდენად ხელმისაწვდომია აქსესუარები. რაც უფრო მარტივია მათი შეძენა და რაც უფრო მრავალფეროვანია ასორტიმენტი, მით მარტივად შეძლებთ, ფრეზს სხვადასხვა მისია დააკისროთ.

CROWN CT11020-ელექტრო ფრეზი 430W

Crown frezi

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო ფრეზი
  • სიმძლავრე - 430W
  • ზომა - 6mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 7640177421753
  • წონა (კგ) - 1.5
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - საცვლელი პირი + ადაპტერი + მტვრის შესაგროვებლის ადაპტერი + პარალელური მისაბჯენი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-26000min
  • მუშაობის სიღრმე - 0-30mm

CROWN CT11012-ელექტრო ფრეზი 1050W

Crown eleqtro frezi

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო ფრეზი
  • სიმძლავრე - 1050W
  • ზომა - 8mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 7640177422491
  • წონა (კგ) - 3.2
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - გადამყვანი 6mm + მიმმართველი + ადაპტერი + მტვრის შესაგროვებლის ადაპტერი + პარალელური მისაბჯენი               
  • ბრუნვის სიჩქარე - 12000-30000min
  • მუშაობის სიღრმე - 0-50mm

CROWN CT11001-ელ. ფრეზი

Crown eleqtro frezi

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო ფრეზი
  • სიმძლავრე - 2100W
  • ზომა - 12mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 7640177421746
  • წონა (კგ) - 6.3
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - გადამყვანი 6mm და 8mm + მიმმართველი + ადაპტერი + მტვრის შესაგროვებლის ადაპტერი + პარალელური მისაბჯენი                   
  • ბრუნვის სიჩქარე - 8000-23000min
  • მუშაობის სიღრმე - 0-60mm

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება