ნებისმიერი ტიპის განათება შეგიძლიათ, Holst.ge-ზე მოიკითხოთ, მოიძიოთ და მარტივად შეიძინოთ

თქვენც იხიბლებით ლამპიონებით, ღამით ქალაქებს რომ ანათებენ? თუმცა, მხოლოდ ქალაქებს რატომ? სოფლებსაც, აგარაკებსაც, საკუთარი სახლების ეზოებსაც გარე განათება სულ სხვანაირ ლაზათსა და პეწს აძლევს და რაც მთავარია - საჭირო განათებით უზრუნველყოფს.

ჰოდა, ლამპიონი გნებავთ? Holst.ge-ზე სასურველ მოდელს მარტივად შეარჩევთ!

პროჟექტორი გირჩევნიათ? აკი გითხარით - Holst.ge!

საერთოდაც, ნებისმიერი ტიპის განათება შეგიძლიათ, Holst.ge-ზე მოიკითხოთ, მოიძიოთ, შეიძინოთ და გაანათოთ სასურველი ტერიტორია.

სად გამოიყენება გარე განათება?

ნებისმიერი დასახლებული პუნქტისთვის უმნიშვნელოვანესია საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საზოგადოებრივი ტერიტორიების კეთილმოწყობა, ასევე, პირადი სივრცეების დამშვენება და შესაბამისად აღჭურვა. სწორედ ამ საკითხების მოგვარების მხრივ ასრულებს განსაკუთრებულ როლს გარე განათება, რომელიც როგორც წესი, შემდეგ ადგილებში გამოიყენება:

  • მაგისტრალები და ქალაქის გზები;
  • ქუჩები და მოედნები;
  • სახლების მიმდებარე ტერიტორიები;
  • ტროტუარები და პარკების ზონები;
  • სტადიონები და სპორტული მოედნები;
  • აეროპორტები, ავტო და რკინიგზის სადგურები.

გონივრულად დაგეგმვისა და სწორად განლაგების შემთხვევაში, გარე განათება ავტომობილით გადაადგილებას უმარტივებს მძღოლებს, სეირნობას - ქვეითებს და რაც მთავარია, მათი უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს აჩენს.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებულ პოპულარობას იძენს შუქდიოდური გარე განათება, რაც განპირობებულია მისი მაღალი ეკონომიურობით, საიმედოობითა და გამძლეობით.

გარე განათების მოწყობილობების სახეობები

გარე განათების მოწყობილობების გამოყენების მრავალფეროვნება სპეციალიზებული სახეობის ნათურების წარმოებას უწყობს ხელს. მომხმარებელს შეუძლია, სინათლის წყარო ნებისმიერი ამოცანისა და სამუშაო პირობებისთვის შეარჩიოს. ქვემოთ ძირითად ვარიანტებს განვიხილავთ:

- კედლის LED-სანათები - ინსტალაცია ხორციელდება ანჯამების გამოყენების ან ჩაშენების გზით. ხელმისაწვდომია მოდელები მოძრაობის სენსორებით;

- არქიტექტურული პროჟექტორები - კედლის მოდიფიკაციისგან კონსტრუქციითა და მახასიათებლებით განსხვავდება. გამოიყენება ფასადების, ისტორიული ძეგლების განათებისთვის;

- კონსოლის სანათები - ამ მოდელის მონტაჟი განათების ბოძებზე კრონშტეინის გამოყენებით ხდება;

- ლანდშაფტური სანათები - განთავსება მიწის ზედაპირზე ხდება. კორპუსის ქვედა ნაწილი წაწვეტებულია. შეგიძლიათ შეიძინოთ მოდელები ავტონომიური ელექტრომომარაგებით, რომლებიც მზის ენერგიით იმუხტება;

- გრუნტის სანათები - განკუთვნილია ბაღებისა და სკვერების გზების, კიბეებისა და სკამების გასანათებლად. კორპუსი მთლიანად მიწაში „იძირება“. გარეთ მხოლოდ მანათობელი ნაწილი რჩება, რომელიც დარტყმაგამძლე მინით ან ჩარჩოთია დაცული;

- წყალქვეშა სანათები - მონტაჟდება აუზებში, ფანტანებსა და სხვა ხელოვნურ წყალსატევებში;

- შუქდიოდური დეკორი - გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების სადღესასწაულოდ მოსართავად.

შუქდიოდური გარე განათება

ქუჩისა და მაგისტრალური განათების სისტემებზე რომ დიდი დატვირთვა მოდის, მარტივი მისახვედრია. ყოველდღიური ექსპლოატაცია რომ დიდ ფინანსურ ხარჯებს უკავშირდება, ესეც არახალია. სინათლის ტრადიციულ წყაროებთან შედარებით, LED-სანათების გამოყენება, როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, 70 პროცენტამდე ეკონომიის საშუალებას იძლევა, რაც დაგვეთანხმებით, ნამდვილად შთამბეჭდავი მაჩვენებელია.

შუქდიოდური ნათურების მთავარი უპირატესობებია:

  • მაღალი ენერგოეფექტურობა - მოწყობილობებს ენერგიის მოხმარების დაბალი მაჩვენებლები გამოარჩევს, რაც საშუალებას იძლევა, ქვესადგურების სიმძლავრის გაზრდის გარეშე უფრო მეტი წერტილი განათდეს.. გარდა ამისა, LED-ნათურების მონტაჟი ნაკლები კვეთის კაბელების გამოყენებას მოითხოვს, რაც თანხმლები აღჭურვილობის ხარჯების მოცულობას მნიშვნელოვნად ამცირებს;
  • გამძლეობა - შუქდიოდების სამუშაო რესურსი იმდენად შთამბეჭდავია, რომ დიდი ხნის მანძილზე არანაირი დამატებითი ტექნიკური მომსახურება არ სჭირდება;
  • სამუშაო ტემპერატურების ფართო დიაპაზონი - გარე განათების LED-ნათურა შეუფერხებლად მუშაობს როგორც სიცხეში, ისე - სიცივეში. ცალკეული მოდელების ტემპერატურული მაჩვენებელი +/- 600C გახლავთ;
  • მაღალი ხარისხის დაცვა ტენისა და მტვრისგან - ნათურების კორპუსი ჰერმეტულად არის მიერთებული განმბნევთან, რაც უზრუნველყოფს შიდა კომპონენტების სრულ დაცვას ქარისა და ნალექების უარყოფითი გავლენისგან;
  • ფერთა ოპტიმალური ტემპერატურა - ცივი თეთრი ფერის კონსტრასტული ნათება დღე-ღამის ბნელ მონაკვეთში მძღოლებსა და ქვეითებს უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალებას აძლევს.

შუქდიოდური გარე განათება მშვიდი საღამოსთვის

ზოგჯერ როგორ გვჭირდება ხოლმე მეგობრებთან ერთად შეკრება ზაფხულის თბილ საღამოებზე, რომ დრო მეგობრულ საუბრებში გაატარო, მშვიდ, ლამაზად განათებულ ატმოსფეროში... უხ, რა საამოდ ჟღერს!

ჰოდა, თუკი ამ იდეის განხორციელება გსურთ, შემდეგ მარტივ რჩევებს მიჰყევით:

  • ცალკეული წერტილოვანი გარე განათებით საკუთარი ეზოს ტერიტორიაზე ნებისმიერი მონაკვეთის ისე განათებას შეძლებთ, რომ მის სილამაზესაც გაუსვამთ ხაზს და თავის მოწონებასაც შეძლებთ, როგორი დახვეწილი გემოვნების პატრონი ხართ. მაგალითად, შეგიძლიათ, მცენარეებისკენ, დეკორატიული ბუჩქებისკენ მწვანე ფერი მიმართოთ;
  • ფარნები და კედლის ნათურები ჰარმონიულად შეერწყმება ერთმანეთს, თუ ორივე ერთსა და იმავე სტილში იქნება გადაწყვეტილი;
  • მქრქალი განათებით განსაკუთრებული ატმოსფეროს შექმნას, მაგალითად, საშიში და საინტერესო ისტორიების მოყოლის დროს;
  • დასვენების ზონის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებისთვის პროჟექტორები და შუქდიოდური ლენტები გამოგადგებათ;

დამატებითი კითხვები

- ფერთა რომელი ტემპერატურაა უმჯობესი საკუთარი სახლის ეზოს განათებისთვის?

- თბილი თეთრი განათება 3300 კელვინამდე სიმყუდროვისა და კომფორტის შეგრძნებას გაგიჩენთ. ასეთი ნათება ძალიან მოუხდება პატიოსა და ბაღს. საკმარისი სიკაშკაშისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოიყენეთ განათება ნეიტრალური ფერის ტემპერატურით 3300-დან 5300 კელვინამდე.

- რამდენად კაშკაშა უნდა იყოს გარე განათება?

- სასიამოვნო და მყუდრო განათებისთვის 400-600 ლუმენი საკმარისი გახლავთ, თუმცა მძლავრი პროჟექტორისთვის 800-1000 ლუმენის ფარგლებში უნდა მერყეობდეს.

- რომელი ნათურები გამოდგება გარე განათებისთვის?

- გარე განათებისთვის რეკომენდებულია LED-ნათურები. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, LED-განათება მაქსიმალურად ენერგოეფექტურია და ექსპლოატაციის შთამბეჭდავი რესურსითაც გამოირჩევა.

LEDEX LED პროჟექტორი 10w 6500k IP65 Black

LEDEX LED projeqtori

  • ბრენდი - LEDEX
  • პროდუქტის ტიპი - პროჟექტორი
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • ფერის ტემპერატურა - 6500K
  • განათების სიმძლავრე - 850 lm
  • გაშლის კუთხე - 120°
  • სამუშაო რესურსი - 25000 hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A+
  • შტრიხკოდი - 4869002008805
  • წონა (კგ) - 0.3
  • სიმძლავრე (W) - 10

LINUS LED პროჟექტორი 10w 6500k IP65 premium,

LINUS LED projeqtori

  • ბრენდი - LINUS
  • პროდუქტის ტიპი - პროჟექტორი
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • ფერის ტემპერატურა - 6500K
  • განათების სიმძლავრე - 850 lm
  • გაშლის კუთხე - 120°
  • სამუშაო რესურსი - 25000 hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A+
  • შტრიხკოდი  - 8719834859815
  • წონა (კგ) - 0.3
  • სიმძლავრე (W) - 10

LEDEX LED LDS-50W65K ლამპიონი 50w 6500k IP65 90LM/W

LEDEX LED lampioni

  • ბრენდი - LEDEX
  • პროდუქტის ტიპი - ლამპიონი
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • ფერის ტემპერატურა - 6500K
  • განათების სიმძლავრე - 4500 lm
  • გაშლის კუთხე - 120°
  • სამუშაო რესურსი -25000 hrs
  • IP დაცვა - IP65
  • გარანტია - 1 წელი
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A+
  • შტრიხკოდი - 4869001292236
  • წონა (კგ) - 1.1
  • სიმძლავრე (W) - 50

LINUS LED ლამპიონი 50w 4000k IP65 gray

LINUS LED lampioni

  • ბრენდი - LINUS
  • პროდუქტის ტიპი - ლამპიონი
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • ფერის ტემპერატურა - 4000K
  • განათების სიმძლავრე - 5000 lm
  • გაშლის კუთხე - 120°
  • სამუშაო რესურსი - 25000 hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A+
  • შტრიხკოდი - G006E50W
  • წონა (კგ) - 2.9
  • სიმძლავრე (W) - 50

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება