ნიველირი - ინსტრუმენტი იდეალური შედეგების მიღებისთვის

ნიველირი - ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, განვსაზღვროთ უთანასწორობა ზედაპირზე, შემდეგ კი, საჭიროების შემთხვევაში, გავათანაბროთ... რაღაცნაირი შესავალი გამოვიდა, ისეთი, დასაზეპირებელი წესები რომ არის ხოლმე სახელმძღვანელოებში, თუმცა, ნიველირი სწორედ ის ხელსაწყო გახლავთ, რომელიც სწორედ წესების დაცვით უნდა გამოიყენოთ და იდეალური შედეგიც არ დააყოვნებს.

ტყუილად როდი ამბობდნენ ძველად, ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო. მნიშვნელოვანია სიზუსტე. ოპტიკური თარაზო კი ასჯერ და ათასჯერ გაზომვა-შემოწმების აუცილებლობას საერთოდ გვერდზე სწევს.

ოპტიკური თარაზო და მისი გამოყენების სფეროები

ნიველირი გახლავთ მოწყობილობა, რომელიც შექმნილია ჰორიზონტალური, ვერტიკალური, დახრილი სიბრტყეებისა და სწორი კუთხეების განსაზღვრისთვის. მკვეთრი ხაზი (ან წერტილი) ზედაპირზე პროეცირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენს განკარგულებაშია ზუსტი აღნიშვნა.

რაც შეეხება გამოყენების სფეროებს:

  • ყველა სახის სამონტაჟო სამუშაოები -  ოპტიკური თარაზო უამრავ შემთხვევაშია გამოსადეგი: მილების მონტაჟისთვის, შეკიდული ჭერისთვის, ტიხრებისთვის, კარების ჩარჩოებისთვის, ფანჯრებისთვის, იატაკის დასხმისთვის, ფილების დაგებისთვის, ავეჯის განლაგებისთვის, კიბეების მშენებლობისთვის. მოკლედ, გაგრძელება, პრაქტიკულად, დაუსრულებლად შეიძლება, თუმცა ზოგადი სურათის შესაქმნელად ნამდვილად საკმარისია.

ნიველირის შესაძლებლობების შესახებ

  • ბევრის ნაცვლად ერთი მოწყობილობა - ნიველირი წარმატებით შეგიცვლით ისეთ მოწყობილობებს, როგორებიცაა, მაგალითად, თარაზო, შვეულა და გონიო.
  • მუშაობს შეზღუდულ სივრცეში - ამის გათვალისწინება აუცილებელია, რადგან სასურველ ადგილთან მიდგომა ნიველირით ყოველთვის ვერ ხერხდება.
  • არ ტოვებს კვალს ზედაპირზე - ლაზერული მარკირება კედლიდან (ნებისმიერი ზედაპირიდან) უბრალოდ, ღილაკზე თითს დაჭერით ქრება.

პოზიციური და როტაციული ნიველირები

თანამედროვე ლაზერული ნიველირების ორი კლასი არსებობს:

  • პოზიციური;
  • როტაციული.

პოზიციურით განისაზღვრება სტატიკური წერტილები და ხაზები პრიზმებისა და ლინზების დახმარებით, რაც ყველაზე გავრცელებული მეთოდია სახლის სამუშაოების წარმოებისას.

რაც შეეხება როტაციულს, მისი დახმარებით ხდება ერთი წერტილის ფორმირება, რომელიც ბრუნვითი მოძრაობის ხარჯზე იქცევა ისეთ რამედ, რომელიც უკვე ხაზს ჰგავს. ასეთი მოწყობილობა ყველაზე ხშირად მშენებლობის პროცესში, შენობის გარე პერიმეტრზე გამოიყენება, ვინაიდან დიაპაზონი გაცილებით შთამბეჭდავი აქვს, ვიდრე პოზიციურს. რაღა თქმა უნდა, ასეთი ნიველირი გაცილებით ძვირი ღირს და როგორც მიხვდებოდით, მსხვილ კომპანიებში დასაქმებული პროფესიონალებისთვის არის საჭირო. მით უმეტეს, მსგავსი კლასის მოწყობილობა საშუალებას იძლევა, ოპერაციები მნიშვნელოვნად სწრაფად და მარტივად შესრულდეს.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ოპტიკური თარაზოს შეძენისას

ისეთი სამუშაოს შესრულებისას, როგორიცაა მაგალითად, აგარაკის აშენება, ეს ინსტრუმენტი ხელსაწყოების ნაკრების განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. ხოლო თუ უკვე აპირებთ ნიველირის შეძენას, მაშინ ის უნდა იცოდეთ, რას მიაქციოთ ყურადღება და რა გაითვალისწინოთ.

  • ფოკუსური მანძილი - ის გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, რამდენად ახლოს ხედავთ ობიექტს გამოსახულების დაბინდვის გარეშე. ფოკუსური მანძილი პირდაპირ გავლენას ახდენს ხედვის კუთხეზე და რაც უფრო მცირეა ფოკუსური მანძილი, მით უფრო დიდ ხედვის კუთხეს დაფარავს. ნიველირების მოწყობილობების ყველაზე მცირე ფოკუსური მანძილი 20 სანტიმეტრია, ყველაზე მეტი - 1 მეტრი. საყოფაცხოვრებო სამუშაოებისას ეს მაჩვენებელი არც იმდენად მნიშვნელოვანია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის ზედმეტი ყურადღების დათმობა არ ღირს. თუმცა, მასშტაბური სამშენებლო სამუშაოების შემთხვევაში, ამის უგულებელყოფა კატეგორიულად არ შეიძლება. აქვე მაინც ვთქვათ, რომ რაც ნაკლებია ფოკუსური მანძილი, მით უკეთესია.მოახლოება - მოახლოების ფუნქციაც ნიველირის შერჩევისას მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ. არსებობს უამრავი კარგი ხარისხის ხელსაწყო კარგი ფუნქციონალით, თუმცა ობიექტის მოახლოებისა და ფოკუსირების პროცედურა ძალიან დიდ სიზუსტეს მოითხოვს, რასაც ხშირად, საკმაოდ დიდი დრო მიაქვს. ოპტიკური თარაზოს ზოგიერთი მოდელი ამ დავალებას რამდენიმე წამში ასრულებს, თქვენ წარმოიდგინეთ, ისეც კი, რომ შესაძლოა, ლინზაში გახედვაც არ მოგიხდეთ. ამდენად, უმჯობესია, შეძენის წინ, საჭიროების შემთხვევაში, დააზუსტოთ, აქვს თუ არა ასეთი ფუნქცია ხელსაწყოს.

გასათვალისწინებელია, რომ ოპტიკური თარაზო უნდა მოარგოთ პირობებს, რომლებშიც მას გამოიყენებთ. პროფესიონალური ხელსაწყოს ტემპერატურის დიაპაზონი -40°-დან +50°-მდე მერყეობს. მუშაობა წლის ნებისმიერ დროს შეუძლია და დიდი ხნის განმავლობაშიც მოგემსახურებათ. ყველაზე ხშირად ნიველირის დიაპაზონი - 20°-დან + 40°-მდეა. არის მოდელები უფრო მცირე ტემპერატურის დიაპაზონით: +5°-დან +35°-მდე, მათი გამოყენება უპრობლემოდ შეიძლება თბილ სეზონზე ან შენობაში. ასეთი მოდელები ნაკლებიც ეღირება. თუმცა, თუკი ცივ პირობებში გიწევთ მუშაობა, არის მოდელები ტემპერატურის დიაპაზონით: -35°-დან +5°-მდე.

CROWN CT44043-ოპტიკური თარაზო

Crown niveliri

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ნიველირი
  • დიაპაზონი - 60 m
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 7640177422316
  • წონა (კგ) - 1.3
  • კომპლექტაცია - ქეისი
  • სიზუსტე - ±0.3 mm
  • მონაცემები - 32X გადიდება; ობიექტივის დიამეტრი 40MM
  • შტატივის ხრახნი - 5/8''

Dewalt DW096PK-XJ ოპტიკური თარაზო

Dewalt niveliri

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - ნიველირი
  • დიაპაზონი - 100 m
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5035048144657
  • წონა (კგ) - 9.4
  • კომპლექტაცია - ჩემოდანი + შტატივი + ამზომი
  • სიზუსტე - ±2.0 mm/m
  • მონაცემები - 26X გადიდება; ობიექტივის დიამეტრი 38mm

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება