ნიველირი - ხელსაწყო შთამბეჭდავი შესაძლებლობებით |
ნიველირი - ხელსაწყო შთამბეჭდავი შესაძლებლობებით |
სულ ტყუილად ამბობენ ხოლმე, ოღონდ რემონტს ნუ გამაკეთებინებ სახლში და რაც გინდა, ის დამავალეო. აი, მაგალითად, სწორედ რემონტი დაეხმარა ერთ ოჯახს იმის დადგენაში, რომ ამობურცული ლინოლეუმი სინესტის ბრალი კი არ არის, 4 წლის წინ დაკარგულია კუა... არადა, თავის დროზე იმ ლინოლეუმის დაგებისთვისაც ოპტიკური თარაზო გამოიყენეს, მაგრამ რად გინდა, გავიდა დრო და...
ალბათ, ლინოლეუმი ყველაზე შეუსაბამო რამ არის, რასთანაც ნიველირის გამოყენება შეიძლება - ამ ხელსაწყოს გაცილებით შთამბეჭდავი შესაძლებლობები აქვს და პრაქტიკულად, ნებისმიერი ხელოსნის „შეიარაღებაში“ მოიპოვება. ნუ, თუ „ყველაფერშიკ“ ხელოსანთან არ გვაქვს საქმე, რომელსაც ყველაფერს თვალის ზომით საზღვრავს და ცალი ხელით არემონტებს...
ოპტიკური თარაზო სარემონტო და სამშენებლო სამუშაოებში გამოიყენება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის აუცილებლად გვხვდება არა მხოლოდ პროფესიონალების, არამედ ბევრი მოყვარული ჩხირკედელას არსენალში.
სანამ ნიველირით მუშაობას დაიწყებდეთ, უკიდურესად მნიშვნელოვანია მოწყობილობის გასწორება. მარტივ მოდელებში, ამისათვის არის ბუშტუკების თარაზოა გათვალისწინებული.
უფრო დახვეწილ მოწყობილობებში თვითგასწორების, თვითნიველირების ფუნქცია 3-5 გრადუსის ფარგლებში მერყეობს. თუკი დახრის კუთხე მაღალია, ლაზერული სხივი ციმციმს იწყებს ან ხმოვანს სიგნალს რთავს. სიგნალი მაშინ ითიშება, როცა ადამიანი მოწყობილობას სწორ მდგომარეობას მისცემს.
თუმცა არსებობს სიტუაციები, როცა ნიველირი გარკვეული კუთხით უნდა განთავსდეს. იმისთვის, რომ ლაზერმა ციმციმი შეწყვიტოს, თვითგასწორების ფუნქციის გათიშვაა საჭირო. თუკი მსგავს სამუშაოებს გეგმავთ, ამ ფუნქციას ყურადღება აუცილებლად მიაქციეთ.
ბინაში დაგეგმილი რემონტისთვის საკმარისია ნიველირი, რომელიც „ლაზერული ჯვრის“ პროეცირებას ახდენს. ხელსაწყო შემდეგი მიზნებისთვის გამოგადგებათ:
სახლის პირობებში გამოყენებისთვის, აბსოლუტურად საკმარისია ნიველირი 10 მეტრზე 5 მილიმეტრიანი სიზუსტით.
თითოეული ოპტიკური თარაზო ერთ-ერთ ქვეკლასს მიეკუთვნება:
1. მაღალი სიზუსტე - (შეცდომა 1 კმ-ზე არ უნდა აღემატებოდეს 0,5 მმ);
2. ზუსტი - (შეცდომა არ უნდა აღემატებოდეს 3 მმ-ს).
3. ტექნიკური - (დასაშვები შეცდომა არაუმეტეს 1 სმ).