როგორ უნდა აარჩიოთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული ნიველირი?

ნებისმიერ ხელოსანს, მშენებელს, ვინც ისეთ პროექტებზე მუშაობს, სადაც სიზუსტე ძალიან მნიშვნელოვანია, ლაზერული თარაზო სჭირდება. ლაზერული თარაზო ერთ-ერთი აუცილებელი ინვენტარია ყველა მოხელის ინსტრუმენტების ჩანთაში. დაწყებული შპალერის გაკვრიდან, დამთავრებული იატაკის მოჭიმვით ლაზერული თარაზო ის ინსტრუმენტია, რომელიც საქმიანობის იდეალურად შესრულებაში დაგეხმარებათ. უამრავი პროექტი არსებობს, რომელშიც ლაზერული თარაზო ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია, თუმცა სანამ მის სამუშაოში გამოცდას დაიწყებთ, საჭიროა შესაბამისი ლაზერული თარაზო შეიძინოთ.

Tolsen-ის ლაზერული თარაზო

Crown-ის ნიველირი

DeWalt-ის ლაზერული თარაზო

ლაზერული თარაზო უამრავი მწარმოებლის, ხარისხის, ფასის და სხვა მახასიათებლებით გვხვდება ბაზარზე, რაც მიუხედავად იმისა, რომ ერთის მხრივ კომფორტია მომხმარებლისთვის, მაინც ართულებს შერჩევის პროცესს. იმისათვის, რომ საუკეთესო არჩევანი გააკეთოთ თქვენი ბიუჯეტით საუკეთესო ხარისხის ლაზერული თარაზო უნდა შეიძინოთ, თუმცა არც ისე მარტივია, როგორც ითქმის.

საუკეთესო ლაზერული თარაზო, იგივე ნიველირი, შემდეგი მახასიათებლების გათვალისწინებით უნდა შეარჩიოთ.

ბრენდი

უმთავრესი განმსაზღვრელი თარაზოს ვარგისიანობის, სწორედ ბრენდია. ბრენდი მეტყველებს მის გამძლეობაზე, ხარისხზე და ფასზეც. უამრავი ბრენდის ნიველირი გვხვდება ბაზარზე, რომლებზეც შესაძლოა საერთოდ არ გვქონდეს წარმოდგენა.  ბრენდი რომ კარგად გავიცნოთ შეძენამდე, უნდა გავეცნოთ მისი მომხმარებლების მიმოხილვას, მათ უკუკავშირსა და შეფასებებს. სწორედ მომხმარებელთა შეფასებებზე დაყრდნობით დაიწყო Holst.ge-მ თითქმის ყველა მომწოდებელთან თანამშრომლობა.

Tolsen

ეს ბრენდი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ბრენდია მომხმარებელთა ფართო მასებისთვის, ვინაიდან მისი ხელმისაწვდომი ფასი ამარტივებს შეძენის პროცესს, ხოლო მისი ხანგრძლივი მომსახურება კმაყოფილს ტოვებს მომხმარებელს. ასეთი მომხმარებელი სხვა ადამიანებთან ავრცელებს თავის საუკეთესო გამოცდილებას და სწორედ ასე ხდება ბრენდი სანდო და პოპულარული. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალები ნაკლებად მიაშურებენ Tolsen-ის პროდუქციას (ამის მიზეზი კი სხვა უფრო ხარისხიანი და გამძლე, ასევე მრავალფუნქციური ნიველირია იგივე DeWalt-ისა თუ Crwon-ის წარმოებული), ის მაინც ინარჩუნებს ლიდერობას ინდუსტრიული ხელსაწყოების ბაზარზე. Tolsen-ის ნიველირი ძალიან დაბალ ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ და ერთი წუთითაც არ შეგეპაროთ ეჭვი მის ფუნქციობაში და გამძლეობაში.

Crown

შვეიცარული ბრენდი მისი დაბალანსებული მახასიათებლებით გამოირჩევა და ინარჩუნებს ლიდერობას ლაზერული თარაზოების ბაზარზე. ფასი, რომელიც არც მოყვარულებისთვის არ არის ძალიან დიდი, მნიშვნელოვნად ამარტივებს ხარისხიანი ნიველირის შეძენის შესაძლებლობებს. Crown-ის ლაზერული თარაზო და სხვა წარმოებული პროდუქცია უამრავ ფორუმსა თუ სოციალურ ქსელზე შევამოწმეთ, განვიხილეთ უამრავი მომხმარებლის შთაბეჭდილება და მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ Crown-ის პროდუქცია ქართველ მომხმარებელს უკმაყოფილოს არ დატოვებდა.

DeWalt

ამერიკული კუნთები, ჭკუა, მოხერხება და გამძლეობა DeWalt-ის პროდუქტებშია თავმოყრილი. DeWalt-ის თარაზო ზედმიწევნით ზუსტი და გამძლეა, რომლითაც შესაძლებლობა მოგეცემათ ასობით პროექტზე იმუშაოთ და ისევ და ისევ იყოთ დარწმუნებული, რომ ამ ნიველირის გამოცვლის დრო ჯერ კიდევ შორსაა. DeWalt-ის ნიველირით უკმაყოფილო მომხმარებელი მხოლოდ ერთეულები იყვნენ და გონივრული ეჭვი გვაქვს, რომ მხოლო კონკურენტების ოინებია. იმ დროის განმავლობაში, რაც Holst.ge ქართველ მომხმარებელს ემსახურება, არცერთი, დიახ არცერთი DeWalt-ის პროდუქტით უკმაყოფილო მომხმარებელი არ დაგვკავშირებია.

დიაპაზონი

ნიველირი დიაპაზონის მიხედვით უამრავი ვარიაციით შეგხვდება მხოლოდ Holst.ge-ზეც კი. იმის მიხედვით, თუ რა სახის პროექტებზე აპირებთ იმუშაოთ განსაზღვრავთ რა დიაპაზონის ნიველირი დაგჭირდებათ.

მოკლე დიაპაზონის ნიველირი (მოკლე დიაპაზონში კი 20 და 20 მეტრზე ნაკლები იგულისხმება), არც თუ ისე მრავალფუნქციურია და შესაძლოა მასიურ პროექტზე მუშაობისას პრობლემები შეგიქმნათ. თუმცა, არ დაგავიწყდეთ რომ მოკლე დიაპაზონში 20 მეტრი ლაზერული თარაზოც იგულისხმება. 20 მეტრი კი საკმარისად დიდია პატარა და საშუალო სიდიდის პროექტებზე მუშაობისას.

საშუალო დიაპაზონის ლაზერული თარაზო 20-დან 35 მეტრამდე გაფართოებით, დიდი პროექტებისთვისაც კი გამოგადგებათ. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ მთავარია იცოდეთ თქვენი სამუშაოს სპეციფიკა, ვინაიდან როგორც წესი პრაქტიკაში 15 მეტზე დიდი გაფართოება საჭირო არ არის ხოლმე. მეორეს მხრივ, შესაძლოა ისეთ პროექტზე მოგიწიოთ მუშაობა, რომელიც დიდი დიაპაზონის მქონე ლაზერულ თარაზოს მოითხოვს.

35 მეტრზე მეტი დიაპაზონის მქონე ლაზერული თარაზო დიდ პროექტებზე მუშაობისას დაგჭირდებათ.

ლაზერი

არსებობს სხვადასხვა ფერისა და ხარისხის ლაზერი. რაც უფრო მაღალხარისხიანია ლაზერი, მით მეტი აქვს ხილვადობა. ბაზარზე ყველაზე ხშირად შეხვდებით ისეთ ლაზერულ თარაზოს, რომელსაც წითელი ლაზერი აქვს. ეს გავრცელებული, მიღებული და ხელმისაწვდომი პრაქტიკაა. მწვანე ფერის ლაზერი წითელზე ბევრად ხილვადია და დღეც კი შეძლებთ ლაზერის ზოლის დანახვას. თუმცა, არც ასე მარტივადაა საქმე, ვინაიდან ლაზერების ხარისხი, რამდენიმე კლასისაა, მაგალითად დილეტანტურად რომ ვთქვათ, პირველი კლასის წითელი ლაზერი მეორე კლასის მწვანე ლაზერზე უკეთესია. ერთი და იგივე კლასის წითელ და მწვანე ლაზერებს შორის კი მწვანე იმარჯვებს ამ შედარებაში. ამიტომაც, სანამ ლაზერულ თარაზოს შეიძენთ, დააკვირდით მისი ლაზერის ფერსა და კლასს, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია მაშინ, თუკი გარეთ გიწევთ მუშაობა.

ჩვენი ონლაინ მაღაზია სხვადასხვა ლაზერულ თარაზოს გთავაზობთ, რომელთაგან თქვენს გემოვნებას აუცილებლად მოარგებთ ერთ-ერთს. Holst.ge საქართველოს მასშტაბით უფასო მიწოდების სერვისს გთავაზობთ და ლაზერული თარაზოს შეძენის შემთხვევაში მეორე (მაქსიმუმ მესამე) დღეს, მისი გამოყენება შეგეძლებათ. ყველა საჭირო მახასიათებელი, რაც ლაზერული თარაზოს შეძენისას დაგჭირდებათ, აღნიშნულია ჩვენს საიტზე და შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ. ახლა კი განვიხილოთ ნიველირის რამდენიმე წარმომადგენელი სხვადასხვა მწარმოებლისგან.

TOLSEN TOL1572-35141 ლაზერული თარაზო 20M

TOLSEN-TOL1572-35141 lazeruli tarazo

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ნიველირი     
  • დიაპაზონი - 20 m   
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 0.55     
  • კვების წყარო - 2xAA ელემენტი                     
  • კომპლექტაცია - ჩანთა
  • სიზუსტე - ±0.3 mm/10m
  • ლაზერი - 635 Nm Arima
  • შტატივის ხრახნი - 1/4''     
  • ლაზერის ფერი - წითელი

Tolsen-ის ლაზერული თარაზო, რომელიც მოყვარულებზე არის გათვლილი, ძალიან დაბალ ფასად შეგიძლიათ Holst.ge-ზე შეიძინოთ. თუ ინტერიერში გიწევთ მუშაობა, თქვენი სახელოსნო გაქვთ, სადაც ხეზე მუშაობთ და სხვ. ეს ნიველირი აუცილებლად გაართმევს თავს ნებისმიერ აზომვით სამუშაოებს. ეს ნიველირი გამოირჩევა ელემენტის გამძლეობითაც, რომელიც ძალიან იშვიათად იცლება და ერთი სრულად დამუხტვით ძალიან დიდი ხანი მოგემსახურებათ.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • დიდი ელემენტი

CROWN CT44022-ლაზერული თარაზო

CROWN-CT44022 lazeruli tarazo

  • ბრენდი - CROWN                     
  • პროდუქტის ტიპი - ნიველირი     
  • დიაპაზონი - 30 m   
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 0.3       
  • კვების წყარო - 3.7V ლითიუმის ელემენტი 
  • ლაზერის პროექცია - 1V, 1H, 1D     
  • სიზუსტე - ± 1 mm/ 7m     
  • ლაზერი - II კლასი         
  • შტატივის ხრახნი - 5/8"     
  • თვითგასწორების დრო და დიაპაზონი - <=5 წ/± 3o       
  • ლაზერის ფერი - მწვანე

კომპლექტაცია:

  • დამცავი სათვალეები
  • დამტენი
  • სატარებელი ღვედი
  • ქეისი  

Crown-ის მაღალხარისხიანი ნიველირი, რომელსაც უამრავი საჭირო ნივთი მოყვება თან, საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად გვაქვს Holst.ge-ზე. აქვს სტანდარტული გაფართოების დიაპაზონი და ერთ-ერთი საუკეთესო ელემენტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობის შესაძლებლობას მოგცემთ, ერთი დამუხტვით. ეს ლაზერული თარაზო აღჭურვილია მწვანე ლაზერით, შესაბამისად გააჩნია მაღალი ხილვადობა.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი
  • ლაზერის ფერი
  • კომპლექტაცია

Dewalt DW088K-XJ ლაზერული თარაზო

Dewalt-DW088K-XJ lazeruli tarazo

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - ნიველირი
  • დიაპაზონი - 50 m
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 1.85
  • კვების წყარო - 3xAA ელემენტი
  • სიზუსტე - ±0.3 mm/m
  • ლაზერი - II კლასი, <1 mW
  • შტატივის ხრახნი - 1/4''
  • თვითგასწორების დრო და დიაპაზონი - <=4 წ/± 4o
  • ლაზერის ფერი - წითელი

კომპლექტაცია:

  • დამცავი სათვალეები
  • სატარებელი ღვედი
  • ქეისი  

უმაღლესი ხარისხისა და გამძლეობის ნიველირი, რომელსაც 50 მეტრი გაფართოების დიაპაზონი აქვს, პროფესიონალების საყვარელი ნიველირია. თუ დიდ პროექტებზე გიწევთ მუშაობა, ეს ლაზერული თარაზო თითქმის უალტერნატივოა. ნიველირის გამძლეობაზე, ხარისხზე და სხვა უამრავ მახასიათებელზე საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ.

უპირატესობები:

  • პრემიუმ ხარისხი
  • გამძლეობა
  • გაფართოების დიაპაზონი
  • ხილვადობა
  • სიზუსტე
  • კომპლექტაცია

Dewalt DW0811-XJ ლაზერული თარაზო

Dewalt-DW0811-XJ lazeruli tarazo

  • ბრენდი - DEWALT                   
  • პროდუქტის ტიპი - ნიველირი     
  • დიაპაზონი - 30 m   
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 1.9       
  • კვების წყარო - 3xAA ელემენტი                                 
  • სიზუსტე - ±0.4 mm/m     
  • ლაზერი - I კლასი         
  • შტატივის ხრახნი - 1/4''     
  • თვითგასწორების დრო და დიაპაზონი - <=4 წ/± 4o       
  • ლაზერის ფერი - წითელი

კომპლექტაცია:

  • დამცავი სათვალეები
  • სატარებელი ღვედი
  • ქეისი

ეს ლაზერული თარაზო კი ერთ-ერთი საუკეთესოა Holst.ge-ზე, თუმცა მისი არც თუ ისე დაბალი ფასი იშვიათად ხდება დილეტანდების სამიზნე. მეორეს მხრივ უამრავი პროფესიონალი ელოდება ხოლმე Holst.ge-ს ფასდაკლებებს, რომ ეს ლაზერული თარაზო შეიძინონ.

უპირატესობები:

  • პრემიუმ ხარისხი
  • გამძლეობა
  • გაფართოების დიაპაზონი
  • ხილვადობა
  • სიზუსტე
  • კომპლექტაცია

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება