ლაზერული თარაზო იგივე ნიველირი

თუ თქვენ სამშენებლო სფეროში ხართ დასაქმებული, ან გეგმავთ სახლის მშენებლობას თუ საცხოვრებელი ბინის რემონტს გეცოდინებათ რომ ლაზერული ნიველირები აუცილებლად დაგჭირდებათ მშენებლობის პროცესში.

რისთვის გამოიყენება ლაზერული თარაზო "ნიველირი"?

niveliri

ლაზერული ნიველირი გამოიყენება სამშენებლო სამუშაოებისთვის, ამ მოწყობილობას ლაზერული პროექტორი აქვს ჩამონტაჟებული, რომელიც წითელ ხაზს წარმოქმნის და მშენებელს ეხმარება განსაზღვროს ჰორიზონტალური და ვერტიკალური სისწორე. სწორედ ამ სისწორის საშუალებით ხდება, ზუსტი სამშენებლო კონსტრუქციების დაპროექტება.

ერთ-ერთი ტიპის ლაზერი არის ოპტიკური დიაპაზონის ლაზერი, ის პასიურ ფორმას მიეკუთვნება და ოპტიკურ დონეზე გამოიყენება სამშენებლო მოწყობილობებში.

ულტრაბგერითი ლაზერი არის მოწყობილობა რომელმაც მსოფლიო ბაზრარზე დიდი მოწონება ვერ დაიმსახურა, რადგან ულტრაბგერითი ლაზერით მანძილი გამოითვლება სიგნალის დროისა და სიჩქარის საფუძველზე, სიგნალის წყაროდან ობიექტამდე და სიგნალის მიმღებამდე. ულტრაბგერით ლაზერს ბევრი უარყოფითი მხარე აქვს, ის დაბალი სიზუსტით გამოირჩევა და რაც უფრო დიდია მანძილი, მით უფრო დიდია შეცდომის მაჩვენებელი. 

ამ ტიპის ლაზერით თითქმის შეუძლებელია გარკვეულ წერტილზე სიზუსტის მოძებნა. მართალია, მოწყობილობას აქვს ჩამონტაჟებული ლაზერული მაჩვენებელი, რომლის ვიზუალურად განთავსებაც სამიზნეზე შესაძლებელია, მაგრამ ის მაინც ვერ უზრუნველყოფს მაღალი სიზუსტის გარანტიას.

ყველა ადამიანს ნებისმიერი ნივთის შეძენის პროცესში უჩნდება კითხვა: თუ რომელი ბრენდის წარმოებულია ეს პროდუქტი. ამ კრიტერიუმით მომხმარებელს შეუძლია განსაზღვროს რამდენად ხარისხიანი და სანდოა მოცემული ნივთი. ეს მახასიათებელი კი სამშენებლო და სარემონტო ხელსაწყოების შეძენისას ორმაგად უფრო გასათვალისწინებელია, რადგან ამ ხელსაწყოების პროფესიონალიზმი განსაზღვრავს შესრულებული სამუშაოს ხარისხს. მსოფლიო ბაზარზე ნახავთ როგორც ლიდერ და საუკეთესო ბრენდის ნაწარმს, ასევე პროდუქციას რომელიც დიდად ხარისხით არ გამოირჩევა.

ჩვეულებრივი თარაზოების თანამედროვე ალტერნატივაა ლაზერული ნიველირი, მეტი ფუნქციებით და პარამეტრებით. ამ მოწყობილობის გამოყენება ძალიან პრაქტიკულია, ხარისხიც საკმაოდ კარგია.

სარემონტო თუ სამშენებლო სამუშაოებისას ძალიან მნიშვნელოვანია კედლებისა და იატაკის გასწორება, ამ საქმიანობაში დიდ დახმარებას გაგიწევთ თანამედროვე წარმოების ლაზერები და ნიველირები.

თქვენ შეგიძლიათ ჩვენს ონლაინ მაღაზიაში შეიძინოთ თქვენთვის სასურველი ღირებულებისა და ფუნქციის მქონე ლაზერული ნიველირი, რომელიც დიდ დახმარებას გაგიწევთ, გაგიმარტივებთ სარემონტო თუ სამშენებლო საქმიანობას.

არსებობს სხვადასხვა ტიპის ლაზერები, ნაწილი გამოიყენება მასშტაბური მშენებლობისათვის, შიდა სივრცეში თუ ღია ცის ქვეშ. ხოლო ნაწილი ლაზერული ნიველირებისა მხოლოდ სარემონტო სამუშაოებისას გამოიყენება.

nivelirebi

გაითვალისწინეთ: ლაზერული ნიველირის მოწყობილობა აუცილებლად ზუსტი უნდა იყოს, რომელიც დაეხმარება როგორც პროფესიონალ მშენებლებს, ასევე - სახლის ხელოსნებს. ულტრაბგერით მოდელთან შედარებით, სხვა ლაზერულ ნიველირებს აქვთ მრავალი უპირატესობა, სიზუსტით და ფუნქციონალური თვალსაზრისით.

Holst.ge-ზე ელექტრო ინსტრუმენტების მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი. მათ შორის არის მსოფლიოს ლიდერი ბრენდის Dewalt, Tolsen, Crown-ის წარმოებულ ლაზერულ ნიველირებს.

განვიხილოთ რამდენიმე წამყვანი ბრენდის წარმოებული ელექტრო ლაზერები.

Dewalt-ის ბრენდის ოპტიკური თარაზო

dewalt niveliri

Dewalt-ის ბრენდის სამშენებლო ლაზერი, ზუსტი ზომისთვის არის განკუთვნილი არაუმეტეს 0.3 მმ/მ შეცდომით. ეს იმდენად მოსახერხებელი და კომპაქტურია რომ თქვენ არ დაგჭირდებათ სხვა დამხმარე მოწყობილობები, ინსტრუმენტები და საშუალებები. ის სრულიად დამოუკიდებლად შეასრულებს თავის საქმეს. ამ ბრენდის ლაზერული თარაზო არის დახვეწილი დიზაინის, მისი დამახასიათებელი თვისებაა კომპაქტურობა და მარკირების სიზუსტე, მის გამოყენებას ძალიან მარტივად შეძლებთ, არ სჭირდება სპეციალური ცოდნა. რაც ყველაზე მთავარია ეს მოწყობილობა არის საიმედო და თავის ფუნქციას პროფესიონალურ დონეზე ასრულებს. ის მრავალფუნქციურია მისი გამოყენება შეგიძლიათ როგორც შენობაში ასევე გარეთაც. ეს მოწყობილობა ძვირადღირებულია თუმცა მისი მეშვეობით სამუშაოს იდეალურად შეასრულებთ.

  • ბრენდი DEWALT
  • პროდუქტის ტიპი ნიველირი
  • დიაპაზონი 100 m
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 9.4
  • კომპლექტაცია ჩემოდანი + შტატივი + ამზომი
  • სიზუსტე ±2.0 mm/m
  • მონაცემები 26Xგადიდება; ობიექტივის დიამეტრი 38mm

Tolsen-ის ლაზერული ნიველირი

tolsen niveliri

  • პროდუქტის ტიპი ნიველირი
  • დიაპაზონი 30 m
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 1.6
  • კვების წყარო 4xAA ელემენტი
  • კომპლექტაცია ქეისი
  • სიზუსტე ±0.3 mm/10m
  • ლაზერი 520 Nm Osram
  • შტატივის ხრახნი 1/4''

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება