ნიველირის გარეშე სულ უბრალო პროექტის განხორციელებაც შეუძლებელია

ნიველირის გარეშე სულ უბრალო პროექტის განხორციელებაც შეუძლებელია

ახლა რომ ვინმეს ინტრიგანობა მოუნდეს და წარბაწეულმა მოგვაძახოს: ჩვენს პროექტს სიზუსტე რაში სჭირდებაო... ჰო, რა იყო, თუკი „იმათ“ კატლეტში ხორცს რა უნდა, არც ამათ პროექტს ენდომება სიზუსტე, ვერა?

პირი ქვისკენ ვქნათ და იმედი ვიქონიოთ, რომ პროექტები, რომლებსაც სიზუსტე არ სჭირდებათ, ამ ჩვენს საოცარ ქვეყანას ცუდ სიზმრად დარჩება.

ჰოდა, გამოვფხიზლდეთ, დავანებოთ თავი ძილს და საქმეს შევუდგეთ, პროექტებს, რომელთა განხორციელებისთვისაც ოპტიკური თარაზო უცილობლად, 100 პროცენტით საჭირო იქნება.

რატომ არის ნიველირი ასეთი საჭირო ხელსაწყო?

რაკი ამბობენ, რომ ყველა კითხვას აქვს არსებობის უფლებაო, ასეთი კითხვაც დავსვათ: რატომ არის ასეთი საჭირო ხელსაწყო ეს ჩვენი ნიველირი? პასუხი ასეთია:

ოპტიკური თარაზო - ეს არის მოწყობილობა, რომლითაც განისაზღვრება ზედაპირის წერტილებს შორის სიმაღლის სხვაობა, მანძილი წერტილებს შორის.

ნიველირს დიდი წარმატებით იყენებენ მშენებლები, კარტოგრაფები, მარკშაიდერები, ლანდშაფტის დიზაინერები და კიდევ ძალიან ბევრი სფეროს სპეციალისტები. აბსოლუტურად არ არის გადაჭარბებული ნათქვამი, რომ ნიველირების გარეშე თუნდაც სულ მცირე მასშტაბის პროექტიც კი ვერ განხორციელდება. მით უმეტეს, როცა საუბარია შენებაზე, რემონტზე და მსგავს სამუშაოებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

მეთოდის არც თუ განსაკუთრებული სირთულე, ხელსაწყოს არც ისე მაღალი ღირებულება, ნიველირს ძალიან კომფორტულს ხდის კერძოდ პრაქტიკისთვის, იქნება ეს გნებავთ, მცირე მასშტაბის მშენებლობა, ლანდშაფტის დიზაინი და ასე შემდეგ.

რადგან გამოცდილ სპეციალისტებს ნიველირით მუშაობა არ უჭირთ და ერთულებათ, შედარებით გამოუცდელებისთვის ყურადღებას რამდენიმე საკვანძო საკითხზე გავამახვილებთ.

როგორ წარვმართოთ ნიველირების პროცესი?

გარკვეული საგნების ზუსტსა და სწორ ჰორიზონტალურ განლაგებას ყოველდღიურობაში „ბუშტიანი“ თარაზოთიც განვსაზღვრავთ. თავისი არსით, პრინციპში, ნიველირიც ხომ თარაზოა, თუმცა, იმ მნიშვნელოვანი განსხვავებით, რომ აღჭურვილია ჭოგრიტით, რაც საშუალებას იძლევა, დავაკავშიროთ სივრცეში ერთმანეთისგან შორს განლაგებული წერტილები. სხვაობა რომ დავადგინოთ, მოწყობილობა ჰორიზონტალურ სიბრტყეს წარმოქმნის, რომელთან მიმართებაშიც ხდება კიდეც შერჩეული წერტილების დაკავშირება.

ნიველირის რა სახეობები არსებობს?

წერტილოვანი - განკუთვნილია მარკირებისთვის, წერტილების პროეცირებას ერთ დონეზე ახდენს. ყველაზე ბიუჯეტური და მარტივი ვარიანტი, რომელიც თქვენგან ბევრს არაფერს მოითხოვს: ჩვეულებრივ, თანაბარი მარკირებისთვის, უბრალოდ, ზედაპირზე წერტილები უნდა მონიშნოთ და შემდეგ ისინი ხაზით დააკავშიროთ.

ხაზოვანი - ზედაპირზე ჰორიზონტალური ან ვერტიკალური ხაზის პროეცირებას ახდენს. ორი ხაზი „ლაზერულ ჯვარს“ ქმნის. კომფორტულია შემდეგი სამუშაოების შესრულებისას: როზეტების მონტაჟი, თაბაშირმუყაოს კარკასის შეკვრა და ასე შემდეგ. პროეცირების სიშორე დაახლოებით 50 მეტრია.

როტაციული - ლაზერულ ხაზის პროეცირებას 360 გრადუსზე ახდენს. პროეცირების სიშორე 500 მეტრს აღწევს.

კომბინირებული - ეს არის ოპტიკური თარაზო, დამატებითი წერტილებისა და ხაზების შესაძლებლობით. ხელსაწყო საშუალებას მოგცემთ, დაიტანოთ ნიშნები პირდაპირ კედლებზე, ჭერსა და იატაკზე, რითაც ერთიანი სამუშაო სივრცე იქმნება.

ვის სჭირდება ნიველირი?

რადგან საკმაოდ ამბიციური სათაური გვაქვს, კიდევ ერთხელ გეტყვით, რისთვის გამოიყენება ნიველირი და ვის სჭირდება.

მაშ, ასე: ნიველირება საჭიროა:

  • პროექტირებისას, გეოდეზიური სტრუქტურების შექმნისას;
  • კარტოგრაფიული მუშაობისთვის;
  • ელექტრო გადამცემი ხაზის ბოძების მონტაჟისთვის;
  • კოშკურა ამწეების დამონტაჟებისას;
  • მიწისქვეშ მილების გაყვანისას;
  • ლანდშაფტის დიზაინისთვის;
  • გზების გაყვანისას;
  • არქეოლოგიური სამუშაოების წარმართვისთვის;
  • კორპუსების მშენებლობისთვის;
  • სარკინიგზო ხაზების გაყვანისას.

ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ დაუსრულებლად შეიძლება, თუმცა, ვფიქრობთ, ესეც სავსებით საკმარისია და ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ოპტიკური თარაზო ნამდვილად არის ხელსაწყო, რომელიც აუცილებელია პრაქტიკულად, ნებისმიერი პროექტისთვის.

CROWN CT44043 - ოპტიკური თარაზო

Crown niveliri

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ნიველირი
  • დიაპაზონი - 60 m
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 7640177422316
  • წონა (კგ) - 1.3
  • კომპლექტაცია - ქეისი
  • სიზუსტე - ±0.3 mm
  • მონაცემები - 32Xგადიდება; ობიექტივის დიამეტრი 40MM
  • შტატივის ხრახნი - 5/8''

Dewalt DW096PK-XJ ოპტიკური თარაზო

Dewalt niveliri

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - ნიველირი
  • დიაპაზონი - 100 m
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5035048144657
  • წონა (კგ) - 9.4
  • კომპლექტაცია - ჩემოდანი + შტატივი + ამზომი
  • სიზუსტე - ±2.0 mm/m
  • მონაცემები - 26X გადიდება; ობიექტივის დიამეტრი 38mm

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება