ყველა რთულ საქმეს მარჯვე ხელსაწყო სჭირდება. მითუმეტეს, პროფესიონალი ინსტრუმენტი დაგჭირდებათ მაშინ, როცა საქმე ხისა და ბეტონის დამუშავებას ეხება. ასეთ დროს რეისმუსი გამოგადგებათ, რადგან ორივე მასალას გულდასმით ამუშავებს და საქმეს გიმარტივებთ. თუმცა, ხელსაწყოს შეძენამდე უმჯობესია რამდენიმე საკითხი გაითვალისწინოთ. თუ რომელია ეს მნიშვნელოვანი პუნქტები, ახლავე დეტალურად გეტყვით.

რომელი მახასითებლები უნდა გაითვალისწინოთ?

  • სიმძლავრე

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი სიმძლავრეა. ეს უკანასკნელი დიდ როლს თამაშობს, რადგან მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. პირველ რიგში კი ის, თუ რამდენად ეფექტურად იმუშავებს ინსტრუმენტი. თუ პროფესიონალი ბრძანდებით და ეს საქმე თქვენი ყოველდღიურობაა, მაშინ გირჩევთ, რომ მაქსიმალურად მაღალი სიმძლავრის ხელსაწყო შეიძინოთ. ასე საქმე უფრო გამარტივდება და სწრაფად შესრულდება. თუმცა, დამწყებთათვის დაბალი ძალაც სრულიად საკმარისია. მოკლედ, აქ უკვე ყველაფერი თქვენს საჭიროებაზეა დამოკიდებული. ორივე სახის ხელსაწყოს, მაღალი და დაბალი სიმძლავრისას, თავისი უპირატესობა აქვს და მნიშვნელოვანი ის არის, თუ რომელი გსურთ თქვენ.

  • მუშაობის სიღრმე

ყველანი ვთანხმდებით, რომ სიმძლავრე მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ საყურადღებო საკითხია მუშაობის სიღრმე. მასზე დაყრდნობით ისეთი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ, რომელიც არჩევანს გაგიადვილებთ. მოდით, უფრო მარტივად გავყვეთ. არსებობს ღრმად და შედარებით ზედაპირზე მომუშავე ინსტრუმენტები. თქვენ რომელი საქმისთვის გჭირდებათ რეისმუსი? თუ მასალა ზედაპირულად უნდა დაამუშაოთ, მაშინ შედარებით ნაკლებ მონაცემებიანი ხელსაწყო გამოგადგებათ. იმ შემთხვევაში, თუ საქმე უფრო რთულია, შეიძინეთ სიღრმისეულად მომუშავე რეისმუსი.

  • მუშაობის სიჩქარე

განხილულ ორ მახასიათებელს ავტომატურად ებმის მესამე მნიშვნელოვანი საკითხი - მუშაობის სიჩქარე. გსურთ სწრაფად და ეფექტურად მუშაობა? თუ კი, მაშინ გირჩევთ, რომ რაც შეიძლება მაღალი სიჩქარის რეისმუსი აირჩიოთ. ასეთი ინსტრუმენტი ხელს ნებისმიერ დროს გაგიმართავთ და საქმეს კარგად შეასრულებს. თუმცა, ყოველთვის ასეთი ხელსაწყო საჭირო არ არის. იმ შემთხვევაში, თუ საკმარისი დრო გაქვთ და მშვიდ ტემპში მუშაობა გიყვართ, საშუალო სიჩქარის მქონე რეისმუსი გამოგადგებათ.

რა უპირატესობები აქვს ჰოლსტს?

ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი ბევრ სარგებელს გთავაზობთ. კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს ყველაფერი? პირველ რიგში იმით, რომ საიტზე მხოლოდ საუკეთესო ბრენდებია განთავსებული. თითოეული ხელსაწყო მაღალი ხარისხისაა და დიდხანს მუშაობს. გარდა ამისა, ჩვენთან ხელსაწყოებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ. ამ მეთოდით თავიდან ირიდებთ მაღაზიის რიგში დგომას, საცობში ყოფნას და მარტივად რომ ვთქვათ - დროის კარგვას. ეს კი უკვე ბევრზე მეტყველებს. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტისაა, მიტანა უფასოა. ეს წესი მოქმედებს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ერთიანი თანხა არ გაქვთ? ჩვენთან არც ესაა პრობლემა. ასეთ გამოუვალ სიტუაციაში შეგიძლიათ განვადებით ისარგებლოთ და დამტკიცების შემთხვევაში, თანხა ეტაპობრივად გადაიხადოთ.

Dewalt DW733-QS რეისმუსი 1800W

Dewalt ის ბრენდია, რომელიც იმედს არავის უცრუებს. მისი თითოეული ინსტრუმენტი გამძლე მასალისგანაა აგებული და ფუნქციურად სრულად გამართულია. რაც შეეხება ამ კონკრეტულ რეისმუსს, ნამდვილად საუკეთესოა. პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ ხელსაწყოს მაღალი სიმძლავრე აქვს, რაც ნიშნავს ეფექტურად მუშაობას. გარდა ამისა, გამოირჩევა მუშაობის სიღრმითა და ბრუნვის სიჩქარით. ინსტრუმენტს თან ახლავს დამატებითი ნივთები, რომლებიც საქმეს კიდევ უფრო გაგიმარტივებთ. ეს ხელსაწყოებია: მტვრისგან დამცავი, 2 ცალი ქანჩის მოსახსნელი. რეისმუსს ერთ წლიანი გარანტიაც მოყვება. იმ შემთხვევაში, თუ მუშაობის დროს თავს ქარხნული წუნი იჩენს, საგარანტიო ტალონი პრობლემას მარტივად გადაგიჭრით. მოკლედ, თუ მძლავრ და ხარისხიან რეისმუსს ეძებთ, ეს კონკრეტული საუკეთესოა.

Dewalt reismusi

  • ბრენდი - DEWALT   
  • პროდუქტის ტიპი - რეისმუსი       
  • სიმძლავრე - 1800W
  • ზომა - სიგანე: 317mm სიმაღლე: 152mm   
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 5011402272112       
  • წონა (კგ) - 33.6         
  • კვების წყარო - 220-240V     
  • კომპლექტაცია - მტვრისგან დამცავი + 2 ცალი ქანჩის მოსახსნელი 
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-10000min       
  • მუშაობის სიღრმე - 0-2mm

უპირატესობები:

  • მაღალი სიმძლავრე
  • მუშაობის სიღრმე
  • დამატებითი ნივთები
  • ერთ წლიანი გარანტია
  • მაღალი სამუშაო რესურსი
  • მაღალი ბრუნვის სიჩქარე
  • ხარისხი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება