ონკანები, რომლების შეძენაც აუცილებელია |
ონკანები, რომლების შეძენაც აუცილებელია |
სამყაროში ბევრი უსიამოვნებაა, მაგრამ უხარისხო ონკანზე მეტად, ცოტა რამ. წარმოსადგენადაც კი ძალიან მძიმეა. მწყობრიდან გამოსული ონკანი უკონტროლოა. წყალი ელვის სისწრაფით მოდის და ვერავინ აჩერებს. ოთახი კი ტბას ემსგავსება. თუ თქვენს ქვემოთ ვინმე ცხოვრობს, მაშინ ორმაგი სევდაა. ცალკე თქვენი სახლი და ცალკე მეზობლის ჭერი. მოკლედ, მსგავსი სიტუაცია არავის აწყობს და ამ ცუდი ამბის თავიდან ასარიდებლად, ხარისხიანი ხელსაწყოა საჭირო. ასეთ ინსტრუმენტს კი ჩვენთან იპოვით. ონკანებზე ბევრს ვისაუბრებთ და საჭირო ინფორმაციებით მოგამარაგებთ.
ამ საკითხთან ყურადღებით უნდა ვიყოთ. სხვადასხვა სახის ონკანები არსებობს და თითოეულს თავისი როლი აქვს. მაგალითად, ერთ-ერთი აბაზანის შემრევია, რომელიც უკვე ვხვდებით, თუ სად უნდა დამონტაჟდეს. ცხადია, სამზარეულოში ან სხვა ადგილას, არ გამოგვადება. აბაზანისთვისაა განკუთვნილი და დიზაინიდან დაწყებული ფუნქციებით დასრულებული, ყველაფერი გათვლილია. გარდა ამისა, არსებობს ხელსაბანის შემრევი, რომელიც ამავე სივრცეში მონტაჟდება. სამზარეულოს ონკანი კი სულ სხვა განზომილებაა. მეტად სპეციფიკურია და უფრო მოქნილი მილები აქვს. ასევე, არსებობს გამშვები ონკანი, რომელსაც ბევრი პასუხისმგებლობა აკისრია. მნიშვნელოვანია, რომ ყველა სახის ხელსაწყო, მაქსიმალურად გამართული იყოს. სწორედ ასეთ ინსტრუმენტებს წაროგიდგენთ და მათი ნდობა თვალდახუჭულს შეგიძლიათ.
ონკანების უმეტესობას დამატებითი ნივთები არ მოყვება. უბრალოდ არაფერში სჭირდება და მაგიტომ. არსებობს ისეთი შემრევები, რომლებსაც კომპლექტაცია ახლავს. მაგალითად, აბაზანის შემრევს სამი ნივთი მოყვება. ესენია: საშხაპე ყურმილი, საშხაპე მილი და კედლის სამაგრი. ჩამოთვლილი ინსტრუმენტები საჭიროა და მათ გარეშე არაფერი გამოვა. გარდა ამისა, კომპლექტაცია ხელსაბანის შემრევსაც ახლლავს. მასში მოქნილი მილი შედის. დამატებითი ხელსაწყოს მეშვეობით, საქმე გამარტივდება და მეტად კომფორტული იქნება. დანარჩენი ონკანები კი დამოუკიდებლადაც კარგად მუშაობენ და დამხამრე ნივთები არ სჭირდება.
შემრევებს სიმძლავრე, ბრუნვის სიჩქარე და მსგავსი მახასიათებლები არ აქვს. ამ ყველაფერს სხვა თვისებები ანაცვლებს, მაგალითად, კარტრიჯი, კორპუსი და ა.შ. განსხვავებებიც სწორედ აქ იკვეთება. ძირითადად, კარტრიჯები კერამიკულია. გამძლე მასალაა და წყალთან კარგად ურთიერთობს. მარტივად არ ცვდება და დიდხანს ძლებს. მთავარი ეს არის. რაც შეეხება კორპუსს, აქ ორგვარ მასალას ვაწყდებით. შეძლება ცინკისგან ან უჟანგავი ფოლადისგან იყოს დამზადებული. გადაჭრით იმის თქმა, თუ რომელია კარგი და ცუდი, რთულია. ცინკი ხარისხიანი მასალაა და მარტივად არ ზიანდება. უჟანგავ ფოლადსაც ბევრი დადებითი აქვს. პირველ რიგში, ის რომ ნადებს არ იდებს და არც ფერი ეცვლება. წყალთან კარგად ურთიერთობს და დატვირთულ რეჟიმსაც უძლებს.
როცა საქმე ონკანებს ეხება, ყველას ერთი ბრენდი გვახსენდება. Kettler მუდამ დახვეწილ და ხარისხიან ინსტრუმენტებს გვთავაზობს. ყველანაირი სახის ონკანი აქვს, აბაზანის, ხელსაბანის, სამზარეულოს, გამშვები ონკანი და ა.შ. არჩევანი ყველა მიმართულებით ფართოა. ამჯერად, მხოლოდ ოთხ ინსტრუმენტს განვიხილავთ, მაგრამ საიტზე ბევრად მეტი დაგხვდებათ.
ხარისხანი პროდუქტების გარდა, კიდევ ბევრი უპირატესობაა. რამე რომ არ გამოგვრჩეს, ნაბიჯ-ნაბიჯ გავყვეთ. პირველ რიგში ის ვთქვათ, რომ ნივთების შერჩევა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. მნიშვნელობა არ აქვს ღამე იქნება თუ დღე. გადამწყვეტი არც ტერიტორიაა, თუ გინდათ მთიანი მხარიდან შეარჩევთ ან სულაც თბილისიდან. გამოწერის შემთვევაშიც ზუსტად ასეა. ნივთებს ნებისმიერ ადგილას მოგაწვდით და თან სულ რამდენიმე დღეში. დიდხანს ლოდინი ნამდვილად არ მოგიწევთ. 50 ლარზე მეტ შენაძენზე, საკურიერო მომსახურება უფასოა. ეს ყველაფერი არ არის. გარდა ამისა, შეგიძლიათ განვადებითაც ისარგებლოთ. თუ კი თანხა არ გყოფნით და ნივთი სასწრაფოდ გესაჭიროებათ, ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალია. გადასახდელ თანხას, სასურველი თვეების რაოდენობაზე გადაანაწილებთ და ეტაპობრივად დაფარავთ.
პირველად აბაზანის შემრევს გავეცნოთ. ონკანებს ყველა სახლში გადააწყდებით. აუცილებელი ატრიბუტია და მის გარეშე არაფერი გამოვა. სწორად შერჩევა კი ძალიან მნიშვნელოვანია. თითოეული ონკანის შემთხვევაში ასეა, მაგრამ აბაზანის მოწყობილობებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. Kettler - ის ინსტრუმენტს ყველა აუცილებელი თვისება აქვს. პირველ რიგში, მთავარი ხარისხია. ხელსაწყოს კერამიკული კარტრიჯი და ცინკის კორპუსი აქვს. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ დიდხანს იმუშავებს და ნადებს არ მოიკიდებს. მასალა მაქსიმალურად გამძლეა და პრობლემებს არასდროს ქმნის. ონკანს დამატებითი ნივთები მოყვება, კერძოდ, შხაპის ყურმილი, საშხაპე მილი და კედლის სამაგრი. ინსტრუმენტებს ადგილს აუცილებლად გამოუძებნით, რადგან აბაზანა მათ გარეშე წარმოუდგენელია. ხელსაწყო მსუბუქია და მარტივად მონტაჟდება. ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ Holst.ge- ზე სახლიდან გაუსვლელად შეიძენთ.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
ყველაზე ხშირად მოხმარებადი, მაინც ხელსაბანის შემრევია. ხელებს მიკრობებისგან ხშირად ვისუფთავებთ და შესაბამისად, ონკანი მუდამ დატვირთულია. ასეთ დროს კი საჭიროა, ინსტრუმენტს მაღალი სამუშაო რესურსი ჰქონდეს. სხვა შემთვევაში აზრი არ აქვს, მარტივად გაცვდება და გაფუჭდება. ამას რამხელა პრობლემა მოყვება, უკვე ვიცით, ამიტომ ასე არ გვაწყობს. ეს კონკრეტული ონკანი საუკეთესო თვისებებითაა აღჭურვილი. კერამიკული კარტრიჯი და ცინკის კორპუსი აქვს. ორივე მასალა ხარისხიანია, ამიტომ საქმე იმაზე ბევრად უკეთაა, ვიდრე წარმოგვედგინა. ინსტრუმენტს მოქნილი მილი მოყვება. ამ დამატებითი ნივთის მეშვეობით კი, ყველაფერი ბევრად მარტივია. ონკანი მეტად კომპაქტურია და რთული არც მისი დამონტაჟებაა.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
სამზარეულოში ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს. მათ შორის, საქმეს ონკანიც კარგად უნდა ასრულებდეს. აბა, როგორ წარმოგიდგენიათ სამზარეულო შემრევის გარეშე ? მართალია, ცუდი სურათი იხატება და სჯობს რეალობაში არც გამოვცადოთ. ინსტრუმენტს უჟანგავი ფოლადის კორპუსი და კერამიკული კარტრიჯი აქვს. წყალთან ურთიერთობისას მასალა ხშირად ცვდება და იჟანგება, ნადები ეკიდება. ამ შემთხვევაში კი მსგასვი რამ გამორიცხულია. ინსტრუმენტი დიდხანს იმუშავებს და პირვანდელ სახეს შეინარჩუნებს. ამაზე კარგი კი რა უნდა იყოს ? Kettler- ის კიდევ ერთი უპირატესობა ხელმისაწვდომი ფასია. ბრენდი კარგ პროდუქტებს მისაღებ ფასად გთავაზობთ. მოკლედ, შეგიძლიათ ჩამოთვლილ ინსტრუმენტებს თვალდახუჭული ენდოთ.
უპირატესობები:
გამშვებ ონკანზე უამრავი რამეა დამოკიდებული. დიდი პასუხისმგებლობა მართებს და ხარისხიანი უნდა იყოს, რომ თავი კარგად გაართვას. ზუსტად ასეთია ეს კონკრეტული მოდელი. კერამიკული კარტრიჯი და ლატუნის კორპუსი აქვს. ასევე, მსუბუქია და მარტივად მონტაჟდება. დასავიწყებელი არც ხელმისაწვდომი ფასია და კიდევ ის, Holst.ge- ზე სახლიდან გაუსვლელად რომ იწერთ.
უპირატესობები: