Kettler-ის მაღალხარისხიანი ონკანები

მოსახლეობის ჯანმრთელობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი არის წყალი, რომელსაც სვამენ. ღმერთის წყალობით, ჩვენი ქვეყანა წყლის ხარისხზე ვერ დაიჩივლებს, რადგან ერთ-ერთი საუკეთესო და გემრიელი წყალი გაგვაჩნია დედამიწაზე. თუმცა, სანამ წყალი ბუნებიდან ჩვენამდე მოაღწევს, შესაძლოა რამდენიმე ისეთი შეცდომა დავუშვათ, რომ წყლის საუკეთესო თვისებები ისევ და ისევ წყალში ჩავყაროთ. ჩვენ უნდა შევქმნათ მაქსიმალურად ჯანსაღი გზა წყლის ჩვენამდე მოსასვლელად. ამ გზის ბოლო ნაწილი კი ონკანია.

სამზარეულოსთვის ონკანის შერჩევისას აუცილებელია მისი ხარისხი და საშენი მასალა იცოდეთ, ვინაიდან ამ ონკანიდან მოგიწევთ დალიოთ წყალი და დაალევინოთ თქვენს ახლობლებსაც. გარდა ამ თვისებისა ონკანი უნდა იყოს კომფორტული, დახვეწილი დიზაინის და ყველაზე მნიშვნელოვანი, უნდა მოერგოს ნიჟარას.

ონკანის შეძენისას სანამ რომელიმე მოდელის შეძენას გადაწყვეტთ, განსაზღვრეთ სად ამონტაჟებთ მას. რა სიგრძის უნდა ჰქონდეს ლულა და ა.შ. ეს ყოველივე აუცილებელია იმისთვის, რომ დამონტაჟებისას რაიმე პრობლემა არ გამოჩნდეს. ხშირია შეცდომები, როცა ძალიან მოკლე ონკანს შეიძენენ ხოლმე და ხელის კომფორტულად დაბანაც კი შეუძლებელია. ზოგჯერ ზედმეტად გრძელს და წყალი ნიჟარიდან მარტივად გადმოდის. ასე რომ, დაგეგმვა და განსაზღვრა ყოველთვის გადამწყვეტია ნებისმიერი საყოფაცხოვრებო თუ ინდუსტრიული ნივთის შეძენისას.

მასალა რომლისგანაც ონკანი შედგება მიუთითებს მის გამძლეობაზე, ქიმიურ რეაქციაზე წყალთან და სხვა ძალიან მნიშვნელოვან ასპექტებზე. მნიშვნელოვანია ონკანი ქიმიურ რეაქციაში არ შედიოდეს წყალთან, სხვა სიტყვებით არ იჟანგებოდეს. ეს ონკანის მწყობრიდან მალე გამოსვლასაც მოასწავებს და არაჯანსაღი წყლის მოწოდებასაც.

ჩვენი ონლაინ მაღაზია გთავაზობთ ონკანების ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ბრენდის - Kettler-ის ონკანებს. თუ შეამჩნევთ, რომ სახლში ონკანი მწყობრიდან გამოდის, დროა თქვენს ბრაუზერში Holst.ge აკრიფოთ და თქვენთვის  სასურველი ონკანი შეუკვეთოთ. ვინაიდან, ჩვენი ონლაინ მაღაზია ორიენტირებულია ყველა დეტალი უკლებლივ მოგაწოდოთ, ონკანების მახასიათებლები დეტალურად გვაქვს ჩამოწერილი. ასე, ძალიან მარტივად განსაზღვრავთ რამდენად არის მორგებული თქვენს მოთხოვნებზე ესა თუ ის ონკანი.

ამ სტატიაში განვიხილეთ Kettler-ის რამდენიმე ონკანი სამზარეულოსათვის და აბაზანისათვის.

KETTLER-21956 KT-2740C-4 ხელსაბანის შემრევი Hildi

Kettler onkani

  • ბრენდი KETTLER
  • პროდუქტის ტიპი ხელსაბანის შემრევი
  • გარანტია 5 წელი
  • წონა (კგ) 0.92
  • კარტრიჯი 40mm კერამიკული კარტრიჯი
  • კორპუსი ცინკი
  • კომპლექტაცია 2x40cm მოქნილი მილი
  • სერია Hildi 
  • მოდელი KT-2740C-4

ხელსაბანის შემრევი ონკანი ცინკის კორპუსით მშვენიერი არჩევანია, თუ თქვენი ზომის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ამ მოდელს გააჩნია მოქნილი მილი, რომელიც ძალიან დიდი კომფორტია მოხმარებისას. ეს ონკანი 5 წლის გარანტიით გვაქვს ჰოლსტზე, რაც მის საიმედო ხარისხს უსვამს ხაზს. Kettler-ის ონკანები აღჭურვილია კერამიკული კარტრიჯებით, რაც თითქმის არასოდეს გამოდის მწყობრიდან. ასე რომ თუ აბაზანისთვის შემრევი ონკანი გინდათ, ეს მოდელი ერთ-ერთი ყველაზე მისაღებია ფასის გათვალისწინებით. ალბათ, მისი დაბალი ფასი ხდის ასე პოპულარულს მომხმარებლებშიც.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • მოქნილი მილი
  • კერამიკული კრატრიჯი

KETTLER-81663 KT8015C-8 სამზარეულოს შემრევი Matteo

kettler onkani

  • ბრენდი KETTLER                 
  • პროდუქტის ტიპი სამზარეულოს შემრევი
  • გარანტია 5 წელი
  • წონა (კგ) 1.08
  • კარტრიჯი 40mm კერამიკული კარტრიჯი
  • კორპუსი ცინკი
  • კომპლექტაცია 2x40cm მოქნილი მილი
  • სერია Matteo
  • მოდელი KT8015C-8

სამზარეულოს შემრევი კიდევ ერთი მიმართულებაა Kettler-ის ონკანების, რომელიც Holst.ge-ზე შეგიძლიათ შეიძინოთ. ეს ონკანი აღჭურვილია მოქნილი მილით, რაც ისევ და ისევ მის მოქნილობაზე მიუთითებს. ჭურჭლის გარეცხვისას მოქნილი მილი მნიშვნელოვანი ფუნქციაა, ასე რომ Kettler-ის ეს ონკანი, თუ მის დაბალ ფასსაც გავითვალისწინებთ, ერთ-ერთი საუკეთესო ონკანია ჩვენ ონლაინ მაღაზიაში.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • მოქნილი მილი

KETTLER-81625 KT8067C-3 აბაზანის შემრევი Enzo

kettler onkani

  • ბრენდი KETTLER
  • პროდუქტის ტიპი აბაზანის შემრევი
  • გარანტია 5 წელი
  • წონა (კგ) 1.75
  • კარტრიჯი 40mm კერამიკული კარტრიჯი
  • კორპუსი ცინკი
  • სერია Enzo
  • მოდელი KT8067C-3

კომპლექტაცია:

  • შხაპის ყურმილი
  • საშხაპე მილი
  • კედლის სამაგრი

Holst.ge-ზე საშხაპის ონკანიც(აბაზანის შემრევი) მრავლადაა. Kettler-ის ნებისმიერი ონკანი ხუთ წლიანი გარანტიით სარგებლობს და იშვიათად ხდის საჭიროს ამ საგარანტიო ფურცლის გამოყენებას. ონკანს თან მოყვება საშხაპე მილი, საშხაპე ყურმილი და კედლის სამაგრი.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • კომპლექტაცია

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება