ონკანები თქვენი სახლისთვის

იცოდით, რომ უმაღლესი ხარისხის სასმელი წყალი მთელი მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ ორ ქალაქშია? რომში და თბილისში. ჩვენი ბუნება ისედაც მდიდარია მაღალი ხარისხის სუფთა წყლით. ამას დამატებული 14 სახეობის წყლის ფილტრი და დიახ, მსოფლიოში საუკეთესო სასმელ წყალს ვიღებთ, რომელიც ამასთან, ძალიან გემრიელია. ეს ის სიმდიდრეა, რომელსაც არ ვაფასებთ. ყველაზე ცუდი კი, რაც შეგვიძლია ვიმოქმედოთ, ამ წყლის გამოყენებისთვის ცუდი ონკანის დაყენებაა, რომელიც არაშესაფერისი მასალითაა დამზადებული და წყალთან რეაქციაში შედის.

ხელსაბანის ონკანი

სამზარეულოს ონკანი

აბაზანის ონკანი

ჩვენი ონლაინ მაღაზია გთავაზობთ Kettler-ის მაღალი ხარისხის ონკანებს თქვენი სახლისთვის და არა მარტო სახლისთვის.

როგორც წესი, გარდა ონკანის ბრენდის ხარისხისა და სხვა მახასიათებლებისა, ძირითადად ონკანები დანიშნულებით განსხვავდება. არსებობს სამი ტიპის ონკანი სახლის მოხმარებისათვის: სამზარეულოს ონკანი, ხელსაბანის ონკანი და აბაზანის ონკანი.

სამზარეულოს ონკანი

როგორც წესი, წყალს სწორედ სამზარეულოს ონკანიდან ვსვამთ. შესაბამისად, სამზარეულოს ონკანი განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის უნდა იყოს და არ უნდა შეიცავდეს ისეთ მასალას, რომელიც წყალთან რეაქციაში შედის და დროთა განმავლობაში ჟანგდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, არასწორად შერჩეულმა ონკანმა შესაძლოა ჩვენს და ჩვენი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს. ამიტომაც, კარგად დააკვირდით სამზარეულოს ონკანის დამზადების მასალას და მის გამძლეობას.

ხელსაბანის ონკანები

ხელსაბანი როგორც წესი სააბაზანოში გვაქვს ხოლმე. გარედან სახლში შემოსვლის შემდეგ, პირველი ხელსაბანს მივაკითხავთ ხოლმე. განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, როცა ჯანდაცვის ორგანიზაციების უპირველესი რეკომენდაცია ხელის ხშირად დაბანაა. ხელსაბანის ონკანის მთავარი მახასიათებელი მისი ზომაა, რათა ხელსაბანის ნიჟარას ზუსტად მოერგოს და კომფორტული იყოს ხელის დაბანა. რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნება თუ ხელსაბანის ონკანი მაღალი ხარისხის მასალისგან იქნება დამზადებული, ვინაიდან გინდა თუ არ გინდა ხელი ხშირად შედის კონტაქტში ჩვენს რესპირატორულ ორგანოებთან. მართალია სამზარეულოს ონკანისგან განსხვავებით შეხება მინიმალურია, თუმცა ჯანმრთელობა ზედმეტად მაღალი ფასეულობაა მცირე შეცდომების დასაშვებადაც კი.

აბაზანის ონკანი

აბაზანის ონკანის უპირველესი ფასეულობა მისი კომფორტულობა და გამძლეობაა. აბაზანა ჩვენი ინტიმური წერტილია, სადაც სიამოვნებას უნდა ვიღებდეთ ბანაობისას. მცირე დეტალებმა, შესაძლოა ამ სიამოვნების ხარისხი საგრძნობლად დაწიოს. მაგალითად, საშინელებაა, როცა ცუდი ონკანის გამო სასურველი ტემპერატურას ვერ ვაყენებთ ბანაობისათვის, როცა საკმარის ჭავლს ვერ ვიღებთ დაბინდული საშხაპე ყურმილის გამო და ა.შ

ჩვენი ონლაინ მაღაზია KETTLER-ის უმაღლესი ხარისხის ონკანებს გთავაზობთ, რომელიც სხვადასხვა ფუნქციით, მასალით და ტექნიკური მახასიათებლებით განსხვავდება. Holst.ge არის ონლაინ ვებ-გვერდი, უმარტივესი პროცედურით შეგიძლიათ შეიძინოთ ესა თუ ის ონკანი და უფასოდ ისარგებლოთ ადგილზე მიტანის სერვისით.

KETTLER-81649 KT8015C-4 ხელსაბანის შემრევი Matteo

kettler xelsabanis shemrevi

  • ბრენდი KETTLER
  • პროდუქტის ტიპი ხელსაბანის შემრევი
  • გარანტია 5 წელი
  • წონა (კგ) 0.8
  • კარტრიჯი 40mm კერამიკული კარტრიჯი
  • კორპუსი ცინკი
  • კომპლექტაცია 2x40cm მოქნილი მილი
  • სერია Matteo
  • მოდელი KT8015C-4

ეს ხელსაბანის ონკანი ერთ-ერთია Holst.ge-ზე წარმოდგენილი უდიდესი არჩევნიდან. ხელსაბანის ონკანი საკმაოდ მაღალი ხარისხისაა და ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადია ჩვენთან, თუმცა თუ მონაცემები და ტექნიკური მახასიათებლები თქვენს საჭიროებებს არ შეესაბამება, გვეწვიეთ Holst.ge-ზე და უცილებლად იპოვნით თქვენთვის სასურველ ონკანს.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი

KETTLER-81663 KT8015C-8 სამზარეულოს შემრევი Matteo

kettler samzareulos shemrevi

  • ბრენდი KETTLER
  • პროდუქტის ტიპი სამზარეულოს შემრევი
  • გარანტია 5 წელი
  • წონა (კგ) 1.08
  • კარტრიჯი 40mm კერამიკული კარტრიჯი
  • კორპუსი ცინკი
  • კომპლექტაცია 2x40cm მოქნილი მილი
  • სერია Matteo
  • მოდელი KT8015C-8

სამზარეულოს ონკანი ყველაზე მეტ ყურადღებას მოითხოვს შეძენისას. უნდა აარჩიოთ ისეთი, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას არ დააზიანებს და ამასთან დიდი ხნის განმავლობაში უპრობლემოდ მოგემსახურებათ. ეს სამზარეულოს ონკანი სწორედ ამ კატეგორიაში ჯდება, თუმცა მეტი არჩევანისთვის საიტზე გვეწვიეთ.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • მაღალი ხარისხი

KETTLER-81632 KT8015C-3 აბაზანის შემრევი Matteo

kettler abazanis shemrevi

  • ბრენდი KETTLER
  • პროდუქტის ტიპი აბაზანის შემრევი
  • გარანტია 5 წელი
  • წონა (კგ) 1.58
  • კარტრიჯი 40mm კერამიკული კარტრიჯი
  • კორპუსი ცინკი
  • სერია Matteo
  • მოდელი KT8015C-3

კომპლექტაცია:

  • შხაპის ყურმილი
  • საშხაპე მილი
  • კედლის სამაგრი

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, აბაზანის შემრევის ღირსება მისი კომფორტულობაა. თუმცა, სიცოცხლის ხანგრძლივობა უმთავრესი მახასიათებელია. ეს აბაზანის შემრევი ამ ორი კომპონენტით მდიდარია და აუცილებლად აღმოჩნდება კარგი არჩევანი.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • ხარისხი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება