ტოპ 4 ხარისხიანი ონკანი Holst.ge- ზე

ზოგჯერ მრავალფეროვან არჩევანში გადაწყვეტილება მეტად ჭირს. კარგად აწონ- დაწონვა და გაანალიზებაა საჭირო. ფიქრისთვის კი საათობით მაღაზიაში დგომა რთულია. ამიტომ, საუკეთესო ალტერნატივა Holst.ge- ზე შეძენაა. საკუთარ ოთახში მყუდროდ მყოფს, ფიქრისთვისაც ბევრი დრო გექნებათ.  სახლში ყველაფერი იდეალურად უნდა გამოიყურებოდეს. მძლავრი და დახვეწილი დიზაინის ხელსაწყოები კი, ჰარმონიულობას ქმნის. მნიშვნელოვანი საკითხია ონკანის შერჩევა. სამზარეულოში თუ სააბაზანოში ყველაფერი გამძლე უნდა იყოს. ონკანებზე საუბრისას, პირველ რიგში ყურადღება ხარისხს უნდა მიაქციოთ. ფართო არჩევანი სხვადასხვა ბრენდის პროდუქტებს გთავაზობთ, მაგრამ ყველა ხარისხიანი როდია. ონკანს ბევრ ადგილას გადააწყდებით, თუმცა,  გამძლე ხელსაწყოს სრულიად კომფორტულად, Holst.ge- ზე შეიძენთ.

ბრენდ KETTLER - ის შესახებ

ხარისხიანი ონკანების თვალსაზრისით, Kettler მოწინავე პოზიციას იკავებს. ხელმისაწვდომი ფასი და გამძლეობა არაჩვეულებრივად ერწყმის ერთმანეთს. სწორედ ამიტომ, ბრენდმა დიდი ხანია მომხმარებელთა ნდომა მოიპოვა. ამ მონაპოვარს კი, შენარჩუნება სჭირდება. ასე, რომ Kettler-ს ტემპი არ დაუგდია და შრომის შედეგად სანდოობა კიდევ უფრო გაზარდა. მოკლედ რომ ვთქვათ, იმედგაცრუებულები ნამდვილად არ იქნებით.

KETTLER-81830 KT3047SH-9 სამზარეულოს შემრევი დასაგრძელბელი მილით Matilda 304

Kettler ხარისხიან სამზარეულოს შემრევს წარმოგიდგენთ. ონკანს დასაგრძელებელი მილი მოყვება, რაც მეტად კომპაქტურს ხდის. მისი დახმარებით, ხელით მართვას შეძლებთ. ხშირად ნარჩენები ძნელად მისადგომ ადგილებს ეკვრის და დასუფთავებაც ჭირს. ამიტომ, მილის მეშვეობით, სასურველ ადგილსა და მანძილზე გადააადგილებთ. წყლის ძლიერი ნაკადი კი, ყვლაფერს ზედმიწევნით დაასუფთავებს. კერამიკული კარტრიჯი ონკანს ხარისხს მატებს. კორპუსი უჟანგავი ფოლადისაა, რაც დადებითი თვისებაა. წყალთან ურთიერთქმედებისას ზოგიერთი რკინის კონსტრუქცია ყვითლდება და იჟანგება. ეს ფაქტი ნებისმიერ შემთხვევაში უსიამოვნოა, მაგრამ განსაკუთრებით სამზარეულოში. ასეთ ადგილას მეტი  სისუფთავეა საჭირო, ამიტომაც, Kettler- ის ონკანი ამ პრობლემას გადაჭრის. კორპუსზე 5 წლიანი გარანტია აქვს. ეს  საკმაოდ დიდი ხანია სამზარეულოს შემრევისთვის. თუ ამ დროის განმავლობაში ქარხნულ დეფექტს აღმოაჩენთ, შეკეთების ან შეცვლის სერვისით ისარგებლებთ. დამატებით ლულის დაგრძელების ფუნქცია აქვს,რაც უკეთ მუშაობაში ეხმარება. გამძლე ონკანი ყველა საჭირო ფუნქციით, დიდხანს და დაუღალავად მოგემსახურებათ.

KETTLER samzareulos shemrevi

  • ბრენდი - KETTLER 
  • პროდუქტის ტიპი - სამზარეულოს შემრევი           
  • დამატებითი მახასიათებლები - ლულის დაგრეძელების ფუნქცია                     
  • კარტრიჯი - 35mm კერამიკული კარტრიჯი
  • კორპუსი - უჟანგავი ფოლადი (SUS 304)     
  • სერია - Matilda         
  • მოდელი - KT3047SH-9         
  • გარანტია კორპუსზე - 5 წელი
  • წონა (კგ)- 2.84

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • გამძლეობა
  • უჟანგავი ფოლადი

KETTLER-81786 KT-KT9020-3 აბაზანის შემრევი Leo

Kettler- ს მრავალფეროვანი პროდუქცია აქვს და აბაზანის შემრევსაც გთავაზობთ. კერამიკული კარტრიჯი და ლატუნის კორპუსი გამძლეობას მატებს. აბაზანის ონკანები მარტივად ფუჭდება. უხარისხო მოდელები მაღალ წნევას და ცხელ წყალს ვერ უძლებს. მილები სკდება და თავად შემრევიც უფუნქციო ხდება. ასეთი შემთხვევის თავიდან ასარიდებლად, Kettler საუკეთესო არჩევანია. წინა მოდელის მსგავსად, კორპუსზე 5 წლიანი გარანტია აქვს. დაზღვევის მიზნით კი, არაჩვეულებრივი საშუალებაა. ონკანი მსუბუქია და მისი დამონტაჟებაც კომპაქტურია. ხელმისაწვდომი ფასი შეძენას უფრო ამარტივებს.

KETTLER abazanis shemrevi

  • ბრენდი - KETTLER   
  • პროდუქტის ტიპი - აბაზანის შემრევი                               
  • კარტრიჯი - 40mm კერამიკული კარტრიჯი
  • კორპუსი - ლატუნი 
  • სერია - Leo   
  • მოდელი - KT9020-3
  • გარანტია კორპუსზე - 5 წელი
  • წონა (კგ) - 1.83

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი
  • გარანტია

KETTLER-21925 KT-2740C-1 ხელსაბანის შემრევი Hildi

Kettler ხელსაბანის შემრევს დახვეწილი დიზაინი და სიმძლავრე გამოარჩევს. ხშირად გამოყენებადი ონკანისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამძლეობა. წინაღმდეგ შემთხვევაში, მექანიზმი მწყობრიდან მარტივად გამოდის. ერთი ვარიანტი ნაკლები სიხშირით გამოყნებაა, მაგრამ რადგანაც ხელზე ბევრი ბაქტერია გროვდება, ხშირი გასუფთავება აუცილებელია. მეორე ვარიანტი კი ხარისხიანი ხელსაბანის შემრევია. ამ  ხელსაწყოს მსგავსი პრობლემები არ ახასიათებს და მაღალი სამუშაო რესურსით გამოირჩევა. აღნიშნული მოდელი სწორედ ასეთია, ამიტომ შეძენის შემთხვევაში კმაყოფილი იქნებით. ცინკის კორპუსი სიმყარესა და გამძლეობაზე მიუთითებს. ამავდროულად, ერთწლიანი გარანტიაც თან ახლავს. სიმსუბუქე მარტივად დასამონტაჟებელს ხდის. კომპლექტაციაში მოქნილი მილი მოყვება, რომლის მეშვეობითაც მეტი კომპატურობა ენიჭება. ონკანი ყველა აუცილებელ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, მძლავრი და ხარისხიანია, ამავდროულად კომპლექტაცია და ხელმისწვდომი ფასი აქვს.

KETTLER xelsabanis shemrevi

  • ბრენდი - KETTLER   
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაბანის შემრევი               
  • კარტრიჯი - 40mm კერამიკული კარტრიჯი
  • კორპუსი - ცინკი                   
  • სერია - Hildi 
  • მოდელი - KT-2740C-1         
  • გარანტია კორპუსზე - 1 წელი
  • წონა (კგ) - 1.44         
  • კომპლექტაცია - 2x40cm მოქნილი მილი

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • კომპლექტაცია
  • გარანტია
  • გამძლეობა

KETTLER-84585 KT-2420C-4 ხელსაბანის შემრევი Andrea

იქნებ წინა მოდელის დიზაინი არ მოგწონთ ? მაშინ ალტერნატივაც არსებობს. ამ ონკანსაც კერამიკული კარტრიჯი და ცინკის კორპუსი აქვს. როგორც უკვე ვთქვით, ეს გამძლეობასა და დაცულობას მატებს. კომპლექტაციაში მოქნილი მილი მოყვება. გამორჩეული ვიზუალი ნებისმიერი ტიპის ინტერიერს უხდება. ხელმისაწვდომი ფასი ყველაფერს ამარტივებს. ხშირად გაუთვალისწინებელი შემთხვევებიც ხდება. მაგალითად, მოულოდნელად ონკანი ფუჭდება და სასწრაფოდ შესაცვლელია. ასეთ შემთხვევაში, არსებული ფასი პრობლემის გადაჭრაში გეხმარებათ. გაუთვალისწინებელ მცირე ხარჯს კი, ხარისხიანი ონკანი დაგავიწყებთ.

KETTLER onkani

  • ბრენდი - KETTLER   
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაბანის შემრევი                           
  • კარტრიჯი - 40mm კერამიკული კარტრიჯი
  • კორპუსი - ცინკი                   
  • სერია - Andrea         
  • მოდელი - KT-2420C-4         
  • გარანტია კორპუსზე - 1 წელი
  • წონა (კგ) – 1
  • კომპლექტაცია - 2x40cm მოქნილი მილი

უპირატესობები:

  • გამძლეობა
  • კომპლექტაცია
  • კომპაქტურობა
  • ხელმისაწვდომი ფასი

რატომაა ხარისხი მნიშვნელოვანი ?

ონკანების უმეტესობას პრობლემა ზამთარში ექმნება. ყინვა და დაბალი ტემპერატურა, ზოგჯერ უარყოფითად ისახება. დაბალი ხარისხის ონკანის მილები მარტივად ზიანდება და სკდება. შესაბამისად, ნორმალურად ვეღარ ფუნქციონირებს და წყალი გარეთ მოჟონავს. ამას კი რთული შედეგები მოყვება. ხარისხიანი ონკანის შემთხვევაში, ასეთი ამბები იშვიათად ხდება, თუმცა მაინც ყურადღებას საჭიროებს. გარდა ამისა, უხარისხო ხელსაწყო ისედაც მალე ფუჭდება და ისევ ახლის შეძენა გიწევთ. გამუდმებით ამ რუტინაში ყოფნა კი, დამღლელია და ფინანსურადაც რთულია. წარმოდგენილი ონკანები საუკეთესოა, ამიტომ, თამამად შეძენა და მშვიდად ყოფნა შეგიძლიათ.

მაინც რომელი ჩამოთვლილი ონკანებიდან ?

Kettler- ის ონკანებიდან რომელიმეს გამორჩევა რთულია, რადგან ყველა ხარისხიანი და მძლავრია. უფრო მეტად აქცენტი ვიზუალურ მხარეზე უნდა გაამახვილოთ. დახვეწილი დიზაინების ფართო არჩევანში, თქვენთვის სასურველს აუცილებლად იპოვით. ზოგიერთ მათგანს კომპლექტაციაში მოქნილი მილი მოყვება, ამიტომ თუ ამ მოწყობილობას თვქენთვის საჭიროდ თვლით, ამის მიხედვით აარჩიეთ. გარანტია ყველას საკმარისი დროით აქვს და პრობლემის შემთხვევში მარტივად გადაჭრით. ფასები ხელმისაწვდომია, თუმცა ბოლო ორ მოდელს განსაკუთრებით ყველასთვის მისაღები აქვს.

როგორ უნდს შეარჩიოთ ონკანი სწორად ?

ონკანების რამდენიმე სახეობაა და ერთი მათგანი სახლის ყველა წერტილს ვერ მოერგება. თვალსაჩინოებისთვის დავკონკრეტდეთ, რომ სამზარეულოს, აბაზანისა და ხელსაბანის შემრევები არსებობს. თითოეული ხელსაწყო თავის ფუნქციას პირნათლად ასრულებს, მაგრამ აბაზანის ონკანს სამზარეულოში ვერ გამოიყენებთ. ყველა სველ წერტილს სპეციალური შემრევი სჭირდება. ამიტომ, შეძენისას აუცილებლად გაითვალისწინეთ.

რატომ უნდა შეიძინოთ ონკანები Holst.ge- ზე ?

სასურველი ონკანის შერჩევისთვის მაღაზიებში სიარული, დამღლელი პროცესია. Holst.ge კი, ონალინ ჰიპერმარკეტია და ამ ყველაფერს თავიდან აგარიდებთ. განსაკუთრებით კომფორტული მაშინაა, როცა მაღაზიაში გასასვლელად დრო არ გაქვთ, მაგრამ ახალი ონკანი გჭირდებათ. საიტზე ფართო არჩევანი და სასიამოვნო მომსხურება დაგხვდებათ. ონკანის ყველა პარამეტრს მარტივად გაიგებთ, ვიზუალური მასალით კი დიზაინის არჩევას შეძლებთ. Holst.ge- ზე ხარისხიანი ინსტრუმენტები ხელმისაწვდომ ფასადაა. სახლიდან გასვლა არც ყიდვისას დაგჭირდებათ და პირდაპირ საიტიდან გამოიწერთ.  50 ლარზე მეტ შენაძენზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, უფასო მიტანა ვრცელდება.

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება