Kettler - საუკეთესო ონკანები |
Kettler - საუკეთესო ონკანები |
ონკანი - ჩამკეტი მოწყობილობაა, რომლის მოძრავ დეტალს აქვს ბრუნვითი სხეული ნახვრეტით ნაკადის გასაშვებად. მისი გადაკეტვით ჩერდება ნაკადის გავლა. ნაკადის მიმართულების მიხედვით არის გამტარი, კუთხური და სამსვლიანი.
Holst.ge არის ონლაინ ჰიპერმარკეტი, სადაც შეიძენთ თქვენთვის სასურველი პარამეტრების, დიზაინის მქონე ონკანების და ბევრ სხვა სამშენებლო-სარემონტო თუ საყოფაცხოვრებო ნივთებს და მოწყობილობებს.
ონკანის მნიშვნელობა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება ითქვას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ვინაიდან სწორედ ცხოვრებისთვის აუცილებელი საწყისი - წყალი მოგვეწოდება მისი მეშვეობით.
ძალიან მნიშვნელოვანია ონკანის შეძენისას გავითვალისწინოთ ბრენდი, მასალა (რითია დამზადებული) და მდებარეობა (თუ სად ვაპირებთ ონკანის დამონტაჟებას). მაგალითად, თავდაპირველად უნდა განვაცალკევოთ ონკანები საჭიროებისამებრ, სამზარეულოსთვის გამოსაყენებელი ონკანი სასურველია ფოლადისგან იყოს დამზადებული და არა სპილენძისგან, რადგან ის ბევრად უფრო გამძლეა, არასდროს იჟანგება და ზედაპირიც ადვილად ეწმინდება. შეძენამდე უნდა განსაზღვროთ თუ სად უნდა დააყენოთ მოწყობილობა კედელზე თუ ნიჟარაზე. წინასწარ განსაზღვრეთ რა რკალის ონკანი გნებავთ. თუ მოგიწევთ დიდ ქვაბების რეცხვა, უნდა შეარჩიოთ მაღალი რკალის ონკანი. მაღალი ხარისხის ონკანის სახელური ძირითადად მზადდება სპილენძისაგან, ხოლო უშუალო კორპუსი ფოლადისგან. ამდენად, მნიშვნელოვანია თუნდაც სამზარეულოსთვის ან აბაზანისათვის განკუთვნილი ონკანები შესაბამის სექციებში მოიკითხოთ.
ძალზედ მნიშვნელოვანია ონკანის დიზაინი და ვიზუალი. თანამედროვე ონკანები უჟანგავი მეტალისგან, რაც მის საგარანტიო ხარისხს საგრძნობლად აუმჯობესებს, ან ლატუნისგან არის დამზადებული. ზოგიერთ მათგანს კი დამატებითი ფუნქციები შეიძლება ჰქონდეს, როგორიცაა მაგალითად მოძრავი ცხვირი და სხვა. ეს უკანასკნელი კი პირდაპირ კავშირშია მის ხარისხთან და ზემოქმედებს ფასზე. ხოლო როდესაც ხარისხზე ვსაუბრობთ აუცილებელია ვახსენოთ Kettler, გერმანული ბრენდი, რომელიც თითქმის უკონკურენტოა ბაზარზე.
კომპლექტაცია:
ვინაიდან ამ სტატიაში მხოლოდ Kettler-ის ონკანებს განვიხილავთ, განსაკუთრებით ჩავუღრმავდებით მათ მახასიათებლებს და ერთმანეთს შევადარებთ. ცინკის კორპუსი მისაღებია აბაზანის ონკანისთვის, ამასთან კერამიკული კარტრიჯი საუკეთესოა ონკანებისთვის, რაც Kettler-ის ამ ონკანის ხარისხზე მეტყველებს. აქვს დახვეწილი დიზაინი და თქვენს აბაზანას ცალსახად დაამშვენებს.
უპირატესობები:
Kettler-ის კიდევ ერთი ონკანი გვინდა წარმოგიდგინოთ, რომელიც ძალზედ დახვეწილი დიზაინისაა და თქვენს აბაზანას აუცილებლად დაამშვენებს. როგორც წინა მოდელში აღვნიშნეთ აბაზანის ონკანისთვის ცინკის კორპუსი მისაღებია. ამ მოდელს მოყვება 2 მოქნილი მილი რომლის მეშვეობითაც შეძლებთ დამონტაჟებას, და არ მოგიწევთ მათი ცალკე შეძენა.
უპირატესობები:
ამჯერად განვიხილოთ სამზარეულოს ონკანები. Kettler-ის ეს მოდელი უჟანგავი ფოლადისგან არის დამზადებული, რაც საუკეთესოა სამზარეულოს ონკანებისთვის, ვინაიდან არ მიმდინარეობს არანაირი ქიმიური რეაქციები და წყალი ბოლომდე ჯანსაღად აღწევს თქვენთან, შესაბამისად ონკანიდან წყალის დალევა არ იქნება ჯანმრთელობისთვის საზიანო ( აქ არ მოიაზრება ის შემთხვევა, როცა წყალი ონკანამდე უკვე დაბინძურებული მოვიდა).
უპირატესობები:
ბოლოს კი ძალიან ლამაზი დიზაინის ონკანი გვინდა განვიხილოთ. განსხვავებით წინა მოდელისგან მისი კორპუსი ცინკისგან შედგება, რაც სიმართლე გითხრათ არ არის საუკეთესო ვარიანტი აბაზანის ონკანისთვის, თუმცა დიზაინი მართლაც თვალწარმტაცი აქვს.
უპირატესობები: